عن الملكية الفكرية التدريب في مجال الملكية الفكرية إذكاء الاحترام للملكية الفكرية التوعية بالملكية الفكرية الملكية الفكرية لفائدة… الملكية الفكرية و… الملكية الفكرية في… معلومات البراءات والتكنولوجيا معلومات العلامات التجارية معلومات التصاميم الصناعية معلومات المؤشرات الجغرافية معلومات الأصناف النباتية (الأوبوف) القوانين والمعاهدات والأحكام القضائية المتعلقة بالملكية الفكرية مراجع الملكية الفكرية تقارير الملكية الفكرية حماية البراءات حماية العلامات التجارية حماية التصاميم الصناعية حماية المؤشرات الجغرافية حماية الأصناف النباتية (الأوبوف) تسوية المنازعات المتعلقة بالملكية الفكرية حلول الأعمال التجارية لمكاتب الملكية الفكرية دفع ثمن خدمات الملكية الفكرية هيئات صنع القرار والتفاوض التعاون التنموي دعم الابتكار الشراكات بين القطاعين العام والخاص أدوات وخدمات الذكاء الاصطناعي المنظمة العمل مع الويبو المساءلة البراءات العلامات التجارية التصاميم الصناعية المؤشرات الجغرافية حق المؤلف الأسرار التجارية أكاديمية الويبو الندوات وحلقات العمل إنفاذ الملكية الفكرية WIPO ALERT إذكاء الوعي اليوم العالمي للملكية الفكرية مجلة الويبو دراسات حالة وقصص ناجحة في مجال الملكية الفكرية أخبار الملكية الفكرية جوائز الويبو الأعمال الجامعات الشعوب الأصلية الأجهزة القضائية الموارد الوراثية والمعارف التقليدية وأشكال التعبير الثقافي التقليدي الاقتصاد التمويل الأصول غير الملموسة المساواة بين الجنسين الصحة العالمية تغير المناخ سياسة المنافسة أهداف التنمية المستدامة التكنولوجيات الحدودية التطبيقات المحمولة الرياضة السياحة ركن البراءات تحليلات البراءات التصنيف الدولي للبراءات أَردي – البحث لأغراض الابتكار أَردي – البحث لأغراض الابتكار قاعدة البيانات العالمية للعلامات مرصد مدريد قاعدة بيانات المادة 6(ثالثاً) تصنيف نيس تصنيف فيينا قاعدة البيانات العالمية للتصاميم نشرة التصاميم الدولية قاعدة بيانات Hague Express تصنيف لوكارنو قاعدة بيانات Lisbon Express قاعدة البيانات العالمية للعلامات الخاصة بالمؤشرات الجغرافية قاعدة بيانات الأصناف النباتية (PLUTO) قاعدة بيانات الأجناس والأنواع (GENIE) المعاهدات التي تديرها الويبو ويبو لكس - القوانين والمعاهدات والأحكام القضائية المتعلقة بالملكية الفكرية معايير الويبو إحصاءات الملكية الفكرية ويبو بورل (المصطلحات) منشورات الويبو البيانات القطرية الخاصة بالملكية الفكرية مركز الويبو للمعارف الاتجاهات التكنولوجية للويبو مؤشر الابتكار العالمي التقرير العالمي للملكية الفكرية معاهدة التعاون بشأن البراءات – نظام البراءات الدولي ePCT بودابست – نظام الإيداع الدولي للكائنات الدقيقة مدريد – النظام الدولي للعلامات التجارية eMadrid الحماية بموجب المادة 6(ثالثاً) (الشعارات الشرفية، الأعلام، شعارات الدول) لاهاي – النظام الدولي للتصاميم eHague لشبونة – النظام الدولي لتسميات المنشأ والمؤشرات الجغرافية eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange الوساطة التحكيم قرارات الخبراء المنازعات المتعلقة بأسماء الحقول نظام النفاذ المركزي إلى نتائج البحث والفحص (CASE) خدمة النفاذ الرقمي (DAS) WIPO Pay الحساب الجاري لدى الويبو جمعيات الويبو اللجان الدائمة الجدول الزمني للاجتماعات WIPO Webcast وثائق الويبو الرسمية أجندة التنمية المساعدة التقنية مؤسسات التدريب في مجال الملكية الفكرية الدعم المتعلق بكوفيد-19 الاستراتيجيات الوطنية للملكية الفكرية المساعدة في مجالي السياسة والتشريع محور التعاون مراكز دعم التكنولوجيا والابتكار نقل التكنولوجيا برنامج مساعدة المخترعين WIPO GREEN WIPO's PAT-INFORMED اتحاد الكتب الميسّرة اتحاد الويبو للمبدعين WIPO Translate أداة تحويل الكلام إلى نص مساعد التصنيف الدول الأعضاء المراقبون المدير العام الأنشطة بحسب كل وحدة المكاتب الخارجية المناصب الشاغرة المشتريات النتائج والميزانية التقارير المالية الرقابة
Arabic English Spanish French Russian Chinese
القوانين المعاهدات الأحكام التصفح بحسب الاختصاص القضائي

Decree of the President of Georgia No. 88 of February 28, 2002, Regarding Measures Related to the Entry into Force of the Law of Georgia on Appellations of Origin of Goods and Geographical Indications (as amended up to Decree No. 895 of September 26, 2012)، جورجيا

عودة للخلف
أحدث إصدار في ويبو لِكس
التفاصيل التفاصيل سنة الإصدار 2012 تواريخ بدء النفاذ : 7 مارس 2002 نص صادر : 28 فبراير 2002 نوع النص اللوائح التنفيذية الموضوع العلامات التجارية، البيانات الجغرافية الموضوع (فرعي) إنفاذ قوانين الملكية الفكرية والقوانين ذات الصلة ملاحظات This consolidated version of the Decree of the President of Georgia No. 88 of February 28, 2002 takes into account amendments up to Decree No. 895 of September 26, 2012, which entered into force on September 27, 2012.

The said Decree No. 895 added paragrpah 2^1 to this consolidated Decree No. 88.

المواد المتاحة

النصوص الرئيسية النصوص ذات الصلة
النصوص الرئيسية النصوص الرئيسية جورجية საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 88 2002 წლის 28 თებერვალი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე (შესწორდა 2012 წლის 26 სექტემბრის № 895 ბრძანებულებაში)        
 
 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №88 2002 წლის 28 თებერვალი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა

N 88 2002 წლის 28 თებერვალი ქ.თბილისი

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს

კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე

1999 წლის 22 ივნისს მიღებული „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით და ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის შესახებ” და „ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის შესახებ” თანდართული დებულებები.

2. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ღვინის, ღვინის ბრენდის და ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციაში გატარებამდე:

ა) დამტკიცდეს საქართველოში წარმოებული ღვინის, ბრენდისა და ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელებების თანდართული ჩამონათვალი, შესაბამისი მევენახეობის სპეციფიკური ზონების თანდართული პირობითი საზღვრები და ამ ზონებში დარაიონებული ყურძნის სტანდარტული ჯიშების ჩამონათვალი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა და ღვინის ბრენდებისათვის, ხოლო მინერალური წყლებისათვის - შესაბამისი საბადოების პირობითი საზღვრები (დანართები 1, 2 და 3);

ბ) ჩამონათვალში მითითებული დასახელებების გამოყენება დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის (19.09.2012 N 862) სამინისტროს თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ დასახელებების გამოყენების უფლება მოპოვებულია კანონით გათვალისწინებული სხვა გზით;

გ) ჩამონათვალში მითითებული დასახელებების რეგისტრაციის გარეშე გამოყენება დაშვებულ იქნეს ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების შემთხვევაში 2007 წლის 1 იანვრამდე, მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების შემთხვევაში 2005 წლის 1 იანვრამდე.

21. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და

წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესის დამტკიცება. (26.09.2012 N 895)

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: (19.09.2012 N 862) ა) მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით

ინსტიტუტთან ერთად განახორციელოს სამუშაოები მე-2 პუნქტით დამტკიცებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელებების შესაბამისი მევენახეობის სპეციფიკური ზონების საზღვრების დასაზუსტებლად;

ბ) 2002 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ე”, „ვ” და „თ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შესწავლისა და დადგენის, აგრეთვე, ღვინის, ღვინის ბრენდისა და მინერალური წყლისათვის სახელმწიფო კონტროლის გაწევის წესების შემუშავება და დამტკიცება; გ) 2002 წლის 1 ივნისამდე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეისწავლოს და მოამზადოს წინადადებები ღვინის, ღვინის ბრენდისა და ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენისა და კონტროლის სისტემის განვითარების დაფინანსების არასაბიუჯეტო წყაროების შესახებ.

4.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტთან” ერთად შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ადგილწარმოშობის დასახელებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გამართოს მოლაპარაკება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს (19.09.2012 N 862) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა” 2002 წლის 1 დეკემბრამდე შეისწავლონ და მოამზადონ წინადადებები საქართველოში საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის სისტემის ფორმირებისა და განვითარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დახმარების აღმოჩენისა და მონაწილეობის შესახებ.

6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ შეიმუშაოს და დაამტკიცოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების დამადასტურებელი ნიშნის გამოსახულება, რეკვიზიტები და გამოყენების წესი. (19.09.2012 N 862)

ედუარდ შევარდნაძე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების

დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის შესახებ

ეს დებულება შემუშავებულია „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის წესებს.

მუხლი1. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელება

ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის თანამედროვე ან ისტორიული სახელი, გამოყენებული იმ ღვინის ან ღვინის ბრენდის მოსანიშნად:

ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან; ბ) რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან

ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი, ვაზის ჯიშის ამ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთ-რებული ღირსებებით და სპეციალური ტექნოლოგიით;

გ) რომლისთვისაც ყურძნის წარმოება და გადამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

მუხლი 2. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა

1. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა ხდება „საქპატენტში” მისი რეგისტრაციის ან სახელმწიფო-თაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში დაცული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია ხდება „საქპატენტში”.

მუხლი 3. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია

1. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების

რეგისტრაცია ხორციელდება „საქპატენტის” მიერ განმცხადებლის განაცხადის საფუძველზე.

2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ან მეწარმეთა ნებისმიერ გაერთიანებას (კავშირს), მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (შემდგომში - განმცხადებელი).

3. განაცხადი შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე და უნდა ეხებოდეს ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას.

4. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს; გ) ადგილწარმოშობის (მევენახეობის სპეციფიკური ზონის) დასახელებას; დ) მევენახეობის სპეციფიკური ზონის ნიადაგურ-კლიმატური

მახასიათებლების აღწერასა და საზღვრებს; ე) ღვინის ან ღვინის ბრენდის და შესაბამისი ნედლეულის ზოგად აღწერას; ვ) ღვინის ან ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი

გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას;

ზ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ”- „ვ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული

მონაცემები დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის(19.09.2012 N 862) სამინისტროს მიერ.

6. განაცხადს თან უნდა დაერთოს: ა) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი

საბუთი; ბ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა,

თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს. 7. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების

რეგისტრაციისათვის „საქპატენტი”: ა) ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, ამოწმებს

წარმოდგენილია თუ არა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ბ) ატარებს მოძიებას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის

დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემთა ბაზებში იდენტური ან მსგავსი სახელების გამოვლენის მიზნით;

გ) აქვეყნებს ინფორმაციას განაცხადის მასალების შესახებ საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში - ბიულეტენი), ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მიზნით.

8. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში” შემოვა დამატებითი ინფორმაცია, შესაბამისი მასალები ეგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის(19.09.2012 N 862) სამინისტროს დასკვნისათვის.

9. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში“ არ

შევა დამატებითი ინფორმაცია, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შესახებ და შესაბამისი ცნობები შეაქვს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში (შემდეგში - რეესტრი). (19.09.2012 N 862)

10. ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი” რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.

მუხლი 4. რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენება

1. რეგისტრირებული ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებისთვის განაცხადის შეტანა ხდება „საქპატენტში”.

2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინოს ან ღვინის ბრენდს.

3. განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს ან ღვინის ბრენდს.

4. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: ა) თხოვნას რეგისტრირებული ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის

დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს; გ) სოფლის მეურნეობის(19.09.2012 N 862) სამინისტროს თანხმობას მოცემულ

წელს ჩამოსხმული ღვინის ან ღვინის ბრენდისათვის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე;

ე) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს;

ვ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს.

5. „საქპატენტი” 5 დღეში იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრირებული ღვინის ან ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციაზე და შესაბამისი მონაცემები შეაქვს რეესტრში.

6. „საქპატენტი” მონაცემებს რეგისტრირებული ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლებების მქონე პირის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.

მუხლი 5. რეგისტრირებული ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების

კონტროლი

1. რეგისტრირებული ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის(19.09.2012 N 862) სამინისტრო.

2. რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება პირის განზრახვას, აწარმოოს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ან ღვინის ბრენდი.

3. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოების ყველა ეტაპზე. კონტროლის შედეგად დგინდება, შეესაბამება თუ არა ყურძნის წარმოების, გადამუშავების, ღვინისა და ღვინის ბრენდის დაყენებისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიური პროცესი, აგრეთვე, ღვინისა და ღვინის ბრენდის ხარისხი და მახასიათებლები მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს.

4. სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება: ა) ყურძნისა და ღვინისწარმოების ადგილი; ბ) ყურძნის ჯიში; გ) ყურძნის წარმოების ტექნოლოგია; დ) ყურძნის მაქსიმალური მოსავალი 1 ჰექტრიდან, მისი ხარისხი და

მინიმალური შაქრიანობა; ე) ღვინის გამოსავალი 1 ტონა ყურძნიდან; ვ) ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი; ზ) ღვინისა და ღვინის ბრენდის მინიმალური სპირტშემცველობა; თ) ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური

მახასიათებლების შესაბამისობა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა და ღვინის ბრენდებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან.

5. რეგისტრირებული ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის(19.09.2012 N 862) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

დ ე ბ უ ლ ე ბ ა ნატურალური მინერალური და წყაროს (06.11.2002 N470) წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის შესახებ

ეს დებულება შემუშავებულია „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის წესებს.

მუხლი 1. ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელება

ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის თანამედროვე ან ისტორიული სახელი, გამოყენებული იმ ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის მოსანიშნად:

ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან; ბ) რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან

ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და წყლის წარმოების ტექნოლოგიით;

გ) რომლის მოპოვება და სასაქონლო წარმოება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

მუხლი 2. ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა

1. ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა ხდება „საქპატენტში” მისი რეგისტრაციის ან სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში დაცული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია ხდება „საქპატენტში”.

მუხლი 3. ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია

1. ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია ხორციელდება „საქპატენტის” მიერ, განმცხადებლის განაცხადის საფუძველზე.

2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ან მეწარმეთა ნებისმიერ გაერთიანებას (კავშირს), მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (შემდგომში - განმცხადებელი).

3. განაცხადი შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე და ეხებოდეს ერთი ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს.

4. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს; გ) ადგილწარმოშობის დასახელებას; დ) ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის საბადოს სანიტარიული

ზონების ზუსტ საზღვრებსა და საწარმოს ადგილმდებარეობას;

ე) ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის აღწერას ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების ჩვენებით;

ვ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ” და „ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრული

მონაცემები დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის(19.09.2012 N 862) სამინისტროს მიერ.

6. განაცხადს თან უნდა დაერთოს: ა) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი

საბუთი; ბ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა,

თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს. 7. ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის

დასახელების რეგისტრაციისათვის „საქპატენტი”. ა) ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას - ამოწმებს

წარმოდგენილია თუ არა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ბ) ატარებს მოძიებას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა

და გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემთა ბაზებში იდენტური ან მსგავსი სახელების გამოვლენის მიზნით;

გ) აქვეყნებს ინფორმაციას განაცხადის მასალების შესახებ საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში - ბიულეტენი), ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მიზნით.

8. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში” შემოვა დამატებითი ინფორმაცია, შესაბამისი მასალები ეგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის(19.09.2012 N 862) სამინისტროს.

9. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში“ არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შესახებ და შესაბამისი ცნობები შეაქვს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში (შემდეგში - რეესტრი). (19.09.2012 N 862)

10. ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი” რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.

მუხლი 4. რეგისტრირებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენება

1. რეგისტრირებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანა ხდება „საქპატენტში”.

2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს და აკმაყოფილებს „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. განაცხადი შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე და ეხებოდეს ერთ ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს.

4. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) თხოვნას რეგისტრირებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის

ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს; გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის(19.09.2012 N 862) სამინისტროსთან

არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე ლიცენზირების საუწყებათშორისო ექსპერტთა საბჭოს თანხმობას ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების შესახებ;

დ) წიაღისეულით სარგებლობისა და სასაქონლო პროდუქციის წარმოების ლიცენზიებს;

ე) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს;

ვ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს.

5. „საქპატენტი” 5 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციაზე და შესაბამისი მონაცემები შეაქვს რეესტრში.

6. „საქპატენტი” მონაცემებს რეგისტრირებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.

მუხლი 5. რეგისტრირებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილ-წარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი

1. რეგისტრირებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების შესახებ ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი.

2. რეესტრში შეტანილ მონაცემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. (19.09.2012 N 862)

3. კონტროლის შედეგად დგინდება, შეესაბამება თუ არა ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის მოპოვებისა და წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, აგრეთვე ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები „საქპატენტში” რეგისტრირებულ მონაცემებს.

4. კონტროლის შედეგად „საქპატენტის” რეესტრში შეტანილ მონაცემებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის (19.09.2012 N 862) სამინისტრო აყენებს საკითხს, აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

5. რეგისტრირებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის

2002 წლის 28 თებერვლის N 88 ბრძანებულებით

დანართი N 1 ღვინოების ადგილწარმოშობის დასახელებათა

ჩამონათვალი 1. „წინანდალი” 2. „თელიანი” 3. „ნაფარეული” 4. „ვაზისუბანი” 5. „მუკუზანი” 6. „ახაშენი” 7. „გურჯაანი” 8. „კარდენახი” 9. „ტიბაანი” 10. „ქინძმარაული” 11. „მანავი” 12. „ხვანჭკარა” 13. „ტვიში” 14. „ყვარელი” 15. „ატენური” 16. „სვირი” 17. „კოტეხი” 18. „კახეთი” („კახური”)

მევენახეობის სპეციფიკური ზონების პირობითი საზღვრები ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისათვის

სპეციფიკური ზონის დასახელება

სპეციფიკური ზონის საზღვრები

ვაზის დარაიონებული ჯიშები

1 2 3 „წინანდალი”

„თელიანი”

„ნაფარეული”

„ვაზისუბანი”

„მუკუზანი”

სოფლების: წინანდლის, კისისხევის, კონდოლის, ქვემო ხოდაშენის და აკურის ადმინისტრაციული საზღვრები

ჩრდილო აღმ.-ით – მდ. ალაზანი; სამხ.-დას.-ით – სოფ. წინანდალი; სამხ. –აღმ.-თ ხოდაშენის ხევი; ჩრდ.-დას.-ით – ნასამხრალის ხევი

თელავის რაიონის სოფ- ლების: ნაფარეულისა და სანიორეს ადმინისტრაციული საზღვრები.

რქაწითელი, რქაწითე- თ ელი-კლონი N 48, კახური ლმწვანე-კლონი N 12,

საფერავი, საფერავი ვბუდეშურისებრი, ისაფერავი-კლონი N 359, სკაბერნე სოვინიონი,

ხიხვი. რ ა ი

რქაწითელი, ო ნრქაწითელი-კლონი N 48, იკახური მწვანე-კლონი N ს12, საფერავი, საფერავი

ბუდეშურისებრი, საფერავი-კლონი N 359, კაბერნე სოვინიონი, ხიხვი.

რქაწითელი, რქაწითე- ლი-კლონი N 48, კახური მწვანე-კლონი N 12, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, საფერავი-კლონი N 359, კაბერნე სოვინიონი, ხიხვი.

რქაწითელი,რქაწითელი- კლონი N 48, კახური მწვანე-კლონი N 12, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, საფერავი-კლონი N 359, კაბერნე სოვინიონი.

რქაწითელი, რქაწითე- ლი-კლონი N 48, კახური

„ახაშენი”

„გურჯაანი”

„კარდენახი”

„ტიბაანი”

მწვანე-კლონი N 12, გურჯაანის რაიონის საფერავი, საფერავი სოფლების: ვაზისუბნის, ბუდეშურისებრი, შაშიანის, კალაურისა და საფერავი-კლონი N 359, ვაჩნაძიანის კაბერნე სოვინიონი. ადმინის-ტრაციული საზღვრები რქაწითელი, რქაწითე-

ლი-კლონი N 48, კახური მწვანე-კლონი N 12,

გურჯაანის რაიონის საფერავი, საფერავი სოფლების: მუკუზნისა და ბუდეშურისებრი, ველისციხის საფერავი-კლონი N 359, ადმინისტ-რაციული კაბერნე სოვინიონი. საზღვრები

რქაწითელი, რქაწითე- ლი-კლონი N 48, კახური მწვანე-კლონი N 12,

გურჯაანის რაიონის სოფ. საფერავი, საფერავი ახაშენის ადმინისტრა- ბუდეშურისებრი, საფე- ციული საზღვრები. რავი-კლონი N 359,

კაბერნე სოვინიონი, ხიხვი.

რქაწითელი, რქაწითე- ლი-კლონი N 48, კახური

გურჯაანის რაიონის ქ. მწვანე-კლონი N 12, გურჯაანის, სოფლების: საფერავი, საფერავი გურჯაანის, ჩუმლაყის, ბუდეშურისებრი, ჭანდრის, ვეჯინის ადმი- საფერავი-კლონი N 359, ნისტრაციული საზღვრები კაბერნე სოვინიონი,

ხიხვი.

რქაწითელი, რქაწითე- სოფელ კარდენახის ლი-კლონი N 48, კახური ადმინისტრაციული მწვანე-კლონი N 12, საზღვრები საფერავი, საფერავი ბუ-

დეშურისებრი, საფერა- ვი-კლონი N 359, კაბერნე სოვინიონი, ხიხვი.

სოფელ ტიბაანის ადმი-ნისტრაციული საზღვრები

„ქინძმარაული”

„მანავი”

„ხვანჭკარა”

„ტვიში”

„კახეთი”

რქაწითელი, რქაყწითე- ლი-კლონი N ვ48, კახური მწვანე-კლონი N ა12, საფერავი, საფერრავი

ლბუდეშურისებრი, საფერავი-კლონ იი N 359, კაბერნე სოვინი სონი, ხიხვი. ა

დ რქაწითელი, რქამწითე- ლი-კლონი N ი48, კახური მწვანე-კლონი N ნ12, საფერავი, საფერიავი ბუდეშურისებრ სი,- საფერავი-კლონ -ი N 359.

ტ რ

ალექსანდროულაი, მუჯურეთული, ც წულუკიძის თე ითრა, ცოლიკოური უ

ლ ი ს ა ზ

ცოლიკოური ღ ვ რ ე ბ

რქაწითელი, რქაიწითე- ლი-კლონი N 48, ქისი, კახური მწვანე, კახური მწვანე-კლონი N 12, ხიხვი, საფერავი, საფერა- ვი ბუდეშურისებრი,

საგარეჯოს რაიონის

„ყვარელი”

სოფლების: მანავის, თოხლიაურის, ჩაილურის და კაკაბეთის ადმინის-ტრაციული საზღვრები

ამბროლაურის რაიონის

„ატენური”

სოფლების: ხვანჭკარის, ჭრებალოს, ჭყვიშის, ღადიშის, ბუგეულის, სადმელის, ხიდიკარის, წესის ადმინისტრაციული საზღვრები

ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშის ადმინისტრაციული

„სვირი” საზღვრები

შიდა კახეთი – მდ. ალაზნის აუზი, გარე კახეთი – საგარეჯოს რაიონი, გარდაბნის რაიონის ნაწილი

„კოტეხი”

ყვარლის რაიონის ადმი- ნისტრაციული საზღვრები

საფერავი-კლონი N 359, კაბერნე სოვინიონი, თავკვერი, პინო შავი, მუსკატური რქაწითელი, ალიგოტე, ჩინური

რქაწითელი, რქაწითე- ლი-კლონი N 48, კახური მწვანე კლონი - N12, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, საფერავი-კლონი N 359, კაბერნე სოვინიონი, ხიხვი.

რქაწითელი, რქაწითე- ლი-კლონი N 48, კახური მწვანე კლონი - N12, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, საფერავი-კლონი N 359, კაბერნე სოვინიონი, ხიხვი.

ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, გორული მწვანე, ძელშავი, კაპისტონი თეთრი, ალადასტური, შარდონე

რქაწითელი, რქაწითე- ლი-კლონი N 48, კახური მწვანე კლონი - N12, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, საფერავი-კლონი N 359, კაბერნე სოვინიონი, ხიხვი.

სოფ. ატენის ადმინისტ- რაციული საზღვრები

სოფლების სვირიI, სვირი II და როდონოულის ადმინისტრაციული საზღვრები

ქ.გურჯაანის ადმინის-ტრაციული საზღვრები

დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის

2002 წლის 28 თებერვლის N 88 ბრძანებულებით

დანართი N2

ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელებათა ჩამონათვალი

1. „ენისელი” 2. „გრემი” 3. „ვარციხე”

მევენახეობის სპეციფიკური ზონების პირობითი საზღვრები ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ბრენდებისათვის

სპეციფიკური ზონის

დასახელება

სპეციფიკური ზონის საზღვრები

ვაზის დარაიონებული ჯიშები

„ენისელი” ყვარლის რაიონის სოფლების რქაწითელი,

ენისლის, საბუისა და შილდის ადმინისტრაციული საზღვრები

რქაწითელი - კლონი N48, კახური მწვანე - კლონი N12.

„გრემი” ყვარლის რაიონის სოფ. გრემის ადმინისტრაციული საზღვრები

რქაწითელი, რქაწითელი - კლონი N48, კახური მწვანე - კლონი N12.

„ვარციხე” ბაღდათის რაიონის სოფ. ვარციხის ადმინისტრაციული საზღვრები

ციცქა, ცოლიკაური

დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის N 88 ბრძანებულებით დანართი N3

ნატურალური მინერალური და წყაროს (06.11.2002 N 470) წყლის ადგილწარმოშობის დასახელებათა

ჩამონათვალი 1. „ბორჯომი” 2. „საირმე” 3. „ნაბეღლავი” 4. „მიტარბი” 5. „ზვარე” 6. „უწერა” 7. „სქური” 8. „ლუგელა” 9. „ბოლნისი” 10. „ძაუ” 11. „ბაგიათი” 12. „ავადჰარა”. 13. „დაბა“ 14. „ორხვი“ 15. „აბუქეთა“ 16. „ხოტევი“ (06.11.2002 N 470)

ადგილწარმოშობის დასახელების ნატურალური მინერალური და წყაროს წყლების საბადოების პირობითი საზღვრები

N ნატურალური მინერალური და წყაროს წყლების საბადოს დასახელება

გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და საბადოს პირობითი საზღვრები

1. „ბორჯომი” ქ.ბორჯომის, სოფლების ყვიბისის, ვაშლოვანისა და ლიკანის ადმინისტრაციული საზღვრები

2. „საირმე” კურორტ საირმისა და უდაბნოს ადმინისტრა-ციული საზღვრები

3. „ნაბეღლავი” ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაბეღლავის ადმინისტრაციული საზღვრები

4. „მიტარბი” ბორჯომის რაიონის სოფელ მიტარბის ადმინისტრაციული საზღვრები

5. „ზვარე” ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეს ადმინისტრაციული საზღვრები

6. „უწერა” ონის რაიონის უწერის ადმინისტრაციული საზღვრები

7. „სქური” წალენჯიხის რაიონის სოფელ სქურის ადმინისტრაციული საზღვრები

8. „ლუგელა” ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურის ადმინისტრაციული საზღვრები

9. „ბოლნისი” ბოლნისის რაიონის რაჭისუბნის ადმინისტრაციული საზღვრები

10. „ძაუ” დაბა ჯავის ადმინისტრაციული საზღვრები 11. „ბაგიათი” დაბა ჯავის ადმინისტრაციული საზღვრები 12. „ავადჰარა” კურორტ ავადჰარას ადმინისტრაციული

საზღვრები. 13 „დაბა“ ბორჯომის რაიონის სოფელ დაბის

ადმინისტრაციული საზღვარი 14 „ორხვი“ ცაგერის რაიონის სოფელ ორხვის

ადმინისტრაციული საზღვარი 15 „აბუქეთა“ ქედის რაიონის სოფელ აბუქეთას

ადმინისტრაციული საზღვარი

16 „ხოტევი“ ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევის ადმინისტრაციული საზღვარი.


التشريعات يُنفّذ (1 نصوص) يُنفّذ (1 نصوص) يحلّ محل (1 نصوص) يحلّ محل (1 نصوص) يُعدّله (3 نصوص) يُعدّله (3 نصوص)
لا توجد بيانات متاحة.

ويبو لِكس رقم GE076