Propiedad intelectual Formación en PI Respeto por la PI Divulgación de la PI La PI para... La PI y… La PI en… Información sobre patentes y tecnología Información sobre marcas Información sobre diseños industriales Información sobre las indicaciones geográficas Información sobre las variedades vegetales (UPOV) Leyes, tratados y sentencias de PI Recursos de PI Informes sobre PI Protección por patente Protección de las marcas Protección de diseños industriales Protección de las indicaciones geográficas Protección de las variedades vegetales (UPOV) Solución de controversias en materia de PI Soluciones operativas para las oficinas de PI Pagar por servicios de PI Negociación y toma de decisiones Cooperación para el desarrollo Apoyo a la innovación Colaboraciones público-privadas Herramientas y servicios de IA La Organización Trabajar con la OMPI Rendición de cuentas Patentes Marcas Diseños industriales Indicaciones geográficas Derecho de autor Secretos comerciales Academia de la OMPI Talleres y seminarios Observancia de la PI WIPO ALERT Sensibilizar Día Mundial de la PI Revista de la OMPI Casos prácticos y casos de éxito Novedades sobre la PI Premios de la OMPI Empresas Universidades Pueblos indígenas Judicatura Recursos genéticos, conocimientos tradicionales y expresiones culturales tradicionales Economía Financiación Activos intangibles Igualdad de género Salud mundial Cambio climático Política de competencia Objetivos de Desarrollo Sostenible Tecnologías de vanguardia Aplicaciones móviles Deportes Turismo PATENTSCOPE Análisis de patentes Clasificación Internacional de Patentes ARDI - Investigación para la innovación ASPI - Información especializada sobre patentes Base Mundial de Datos sobre Marcas Madrid Monitor Base de datos Artículo 6ter Express Clasificación de Niza Clasificación de Viena Base Mundial de Datos sobre Dibujos y Modelos Boletín de Dibujos y Modelos Internacionales Base de datos Hague Express Clasificación de Locarno Base de datos Lisbon Express Base Mundial de Datos sobre Marcas para indicaciones geográficas Base de datos de variedades vegetales PLUTO Base de datos GENIE Tratados administrados por la OMPI WIPO Lex: leyes, tratados y sentencias de PI Normas técnicas de la OMPI Estadísticas de PI WIPO Pearl (terminología) Publicaciones de la OMPI Perfiles nacionales sobre PI Centro de Conocimiento de la OMPI Informes de la OMPI sobre tendencias tecnológicas Índice Mundial de Innovación Informe mundial sobre la propiedad intelectual PCT - El sistema internacional de patentes ePCT Budapest - El Sistema internacional de depósito de microorganismos Madrid - El sistema internacional de marcas eMadrid Artículo 6ter (escudos de armas, banderas, emblemas de Estado) La Haya - Sistema internacional de diseños eHague Lisboa - Sistema internacional de indicaciones geográficas eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Mediación Arbitraje Determinación de expertos Disputas sobre nombres de dominio Acceso centralizado a la búsqueda y el examen (CASE) Servicio de acceso digital (DAS) WIPO Pay Cuenta corriente en la OMPI Asambleas de la OMPI Comités permanentes Calendario de reuniones WIPO Webcast Documentos oficiales de la OMPI Agenda para el Desarrollo Asistencia técnica Instituciones de formación en PI Apoyo para COVID-19 Estrategias nacionales de PI Asesoramiento sobre políticas y legislación Centro de cooperación Centros de apoyo a la tecnología y la innovación (CATI) Transferencia de tecnología Programa de Asistencia a los Inventores (PAI) WIPO GREEN PAT-INFORMED de la OMPI Consorcio de Libros Accesibles Consorcio de la OMPI para los Creadores WIPO Translate Conversión de voz a texto Asistente de clasificación Estados miembros Observadores Director general Actividades por unidad Oficinas en el exterior Ofertas de empleo Adquisiciones Resultados y presupuesto Información financiera Supervisión
Arabic English Spanish French Russian Chinese
Leyes Tratados Sentencias Consultar por jurisdicción

Ordenanza N° 5 de 19 de agosto de 2014 del Gobierno de Georgia sobre la aprobación de instrucciones sobre los procedimientos de presentación de solicitudes y el registro de una solicitud de registro de marca commercial (modificada por la Ordenanza N° 02 de 8 de agosto de 2018), Georgia

Atrás
Versión más reciente en WIPO Lex
Detalles Detalles Año de versión 2018 Fechas Entrada en vigor: 20 de agosto de 2014 Adoptado/a: 19 de agosto de 2014 Tipo de texto Normas/Reglamentos Materia Marcas, Observancia de las leyes de PI y leyes conexas, Organismo regulador de PI Notas This consolidated version of the Order of the Government of Georgia No. 5 of August 19, 2014 incorporates amendments introduced by the 'Order of the Chairman of the National Intellectual Property Center of Georgia-Sakpatenti No. 2 of August 8, 2018', which entered into force on August 10, 2018.

The said amending Order No. 2 of August 8, 2018 introduced amendments to the following provisions of Annex I contained in this consolidated version of the Order, entitled 'Instruction on Trademark Application and Registration Process':
- Chapter II, Article 5, paragraph 1;
- Chapter IV, Article 24, paragraph 2, and Article 25, paragraph 2^1.

Documentos disponibles

Textos principales Textos relacionados
Textos principales Textos principales Georgiano ბრძანება № 05 2014 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე (შესწორებულია 2018 წლის 8 აგვისტო №02 ბრძანებით)        
 
Descargar PDF open_in_new
 ბრძანება № 05 2014 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე (შესწორებულია 2018 წლის 8 აგვისტო №02 ბრძანებით)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების

ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №05

2014 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის

დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლისა და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1 1. დამტკიცდეს „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან

დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია. (დანართი №1). 2. დამტკიცდეს განაცხადის ბლანკის ფორმა (დანართი №2). 3. ამ ინსტრუქციის მოქმედება ვრცელდება ინსტრუქციის გამოქვეყნებამდე

რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებსა და სარეგისტრაციოდ შეტანილ განაცხადებზე. მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე

დანართი №1

ინსტრუქცია სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული

პროცედურების შესახებ

თავი I ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.ინსტრუქციის რეგულირების სფერო ინსტრუქცია შემუშავებულია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის

შესაბამისად და განსაზღვრავს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიურ ნიშნებზე განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების

გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი – ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონი; ბ) საქპატენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო;

გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);

დ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;

ე) საერთაშორისო კლასიფიკატორი _ 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს);

ვ) საქონლის ჩამონათვალი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის წარდგენილი საერთაშორისო კლასიფიკაციით დადგენილი საქონლის და/ან მომსახურების ნუსხა.

ზ) საქონელი – საქონელი და/ან მომსახურება; თ) მოწმობა _ ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე

გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს; ი) განაცხადი - მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა,

რომელიც ფორმდება ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; კ) განმცხადებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას; ლ) პრიორიტეტი - უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან

შეტანილ განაცხადთან შედარებით; მ) საკონვენციო პრიორიტეტი - პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად

დადგენილი პრიორიტეტი; ნ) საგამოფენო პრიორიტეტი - პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად

დადგენილი პრიორიტეტი; ო) პატენტრწმუნებული – საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში

რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

პ) სააპელაციო პალატა – საქპატენტთან არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო;

ჟ) სასაქონლო ნიშნების იდენტურობა – სასაქონლო ნიშნების დამთხვევა ყველა ელემენტით;

რ) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.

ს) დისკლამაცია - განმცხადებლის მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის ნაწილზე არ გავრცელდეს მფლობელის განსაკუთრებული უფლება;

ტ) კოდი – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სტანდარტით სტ.60 დადგენილი მონაცემთა იდენტიფიკაციის საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული სამნიშნა რიცხვითი კოდი.

უ) ქვეყნის კოდი – ისმო-ს სტანდარტით სტ.3 დადგენილი ქვეყნის, სამთავრობათშორისო და სხვა ორგანიზაციების დასახელების შესატყვისი ორნიშნა კოდი;

ფ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო (ისმო);

ქ) საერთაშორისო განაცხადი – მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის თანახმად საერთაშორისო რეგისტრაციისათვის წარდგენილი განაცხადი;

ღ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი; ყ) რეესტრი – სასაქონლო ნიშნების რეესტრი.

თავი II განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი

მუხლი 3. განაცხადის წარდგენა 1. განაცხადს საქპატენტს წარუდგენს განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი.

განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში საგანაცხადო მასალების უშუალოდ შეტანით, ფოსტით, ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. განაცხადის არაელექტონული ფორმით საქპატენტში შეტანის შემთხვევაში, იგი წარდგენილი უნდა იყოს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ბლანკზე (შემდგომში - ბლანკი) დანართი №2.

3. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, ნაბეჭდი, ან ელექტრონული სახით. 4. განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ სასაქონლო ნიშანს. 5. ბლანკის გრაფაში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის განაცხადის

დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა ნიშნით - „X” უნდა მონიშნოს შესაბამისი უჯრა.

6. ბლანკის გრაფები უნდა შეივსოს შემდეგი სახით: ა) ბლანკის გრაფა 1 შეიცავს: ა.ა) განცხადებას წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციის

შესახებ, განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და მისამართს (იურიდიულ მისამართს) (კოდი 731). თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია - მის გვარს, სახელს, პირად ნომერს, სრულ საფოსტო მისამართს ინდექსის მითითებით, ქვეყნის დასახელებას, რომლის მოქალაქეც არის იგი ან გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან აქვს მოქმედი საწარმო. იურიდიული პირის შემთხვევაში, მის სამართლებრივ ფორმას, სრულ სახელწოდებას, ქვეყანას (სადაც დარეგისტრირდა იურიდიული პირი) სრულ საფოსტო მისამართს ინდექსის მითითებით;

ა.ბ) მოთხოვნას პრიორიტეტის დადგენის შესახებ, რისთვისაც განმცხადებელმა „X” უნდა მონიშნოს მოთხოვნილი პრიორიტეტის შესაბამისი უჯრა.

ა.გ) ქვეყნის კოდს და შეტანის თარიღს (კოდი 220), რომელიც ივსება საქპატენტის მიერ.

ბ) ბლანკის გრაფა 2-ის შევსება ხდება ადრინდელი პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში. კერძოდ, პირველი განაცხადის ნომერი (კოდი 310), პირველი განაცხადის შეტანის თარიღი (კოდი 320) და პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის (უწყების) კოდი (330) ივსება საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში. გამოფენაზე ჩვენების თარიღი (კოდი 230) მიეთითება საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში. საერთაშორისო განაცხადის ნომერი და საერთაშორისო რეგისტრაციით მოთხოვნილი პრიორიტეტი მიეთითება, თუ განმცხადებელი ითხოვს გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის გარდაქმნას ეროვნულ განაცხადად.

გ) ბლანკის გრაფა 3-ში მიეთითება წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) სახელი და გვარი, პირადი ნომერი, და რეგისტრაციის ნომერი თუ განაცხადი შეტანილია პატენტრწმუნებულის მიერ (კოდი 740), იურიდიული პირის შემთხვევაში სრული სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი.

დ) ბლანკის გრაფა 4-ში მიეთითება მიმოწერის მისამართი (კოდი 750) - ადრესატის სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, ასევე ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის, ელექტრონული ფოსტისა და ფაქსის ნომერი. ადრესატი შეიძლება იყოს პატენტრწმუნებული, წარმომადგენელი ან განმცხადებელი. უკანასკნელის შემთხვევაში, თუ მისამართი ემთხვევა გრაფა 1-ში მითითებულ მისამართს, იგი უნდა განმეორდეს გრაფა 4-ში.

ე) ბლანკის გრაფა 5-ში თავსდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს გამოსახულება (კოდი 540). სიმბოლოს გამოსახულება უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა აღემატებოდეს 6სმX6სმ ზომას. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლო მოცულობითია, მაშინ მისი გამოსახულების ხედი ისე უნდა შეირჩეს, რომ შეიქმნას მაქსიმალურად სრულყოფილი წარმოდგენა მასზე. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია ბგერითი სიმბოლო, მაშინ ამ გრაფაში უნდა მოთავსდეს ამ სიმბოლოს გრაფიკული გამოსახელება. (მაგ. სანოტო ჩანაწერი).

ვ) ბლანკის გრაფა 6-ში (კოდი 571) შეიტანება სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი აღწერილობა, უცხო ენაზე ჩაწერილი სიტყვიერი სიმბოლოს შემთხვევაში - მისი ტრანსლიტერაცია, ტრანსკრიფცია და, თუ შესაძლებელია, მისი თარგმანი, გამოსახულებითი ან მოცულობითი სიმბოლოების შემთხვევაში - მათი შემადგენელი გამოსახულებითი ელემენტების ჩამოთვლა და აღწერა.

ზ) ბლანკის გრაფა 7-ში ნიშნით - „X” უნდა მოინიშნოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს სახეობის შესაბამისი უჯრა.

თ) ბლანკის გრაფა 8-ში (კოდი 591) მიეთითება ის ფერი ან ფერთა კომბინაცია, რომელიც წარმოადგენს დაცვის საგანს.

ი) ბლანკის გრაფა 9-ში (კოდი 511) მიეთითება იმ საქონლის და/ან მომსახურების ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაცია შესაბამისი კლასის მითითებით.

კ) ბლანკის გრაფა 10-ში ნიშნით - „X” მოინიშნება განაცხადის შეტანისას თანმხლები საბუთის შესაბამისი უჯრა და მიეთითება თითოეული საბუთის ეგზემპლარისა და თითოეულ ეგზემპლარში ფურცლების რაოდენობა.

7. ბლანკი უნდა იყოს ხელმოწერილი განმცხადებლის, უფლებამოსილი პირის, ან წარმომადგენლის მიერ და დათარიღებული ხელმოწერის დღით. ბლანკის ბოლოს

გარკვევით უნდა მიეთითოს ხელმომწერი პირის სახელი და გვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი საქპატენტში შეტანილად არ ჩაითვლება.

მუხლი 4. განაცხადთან დაკავშირებული საბუთები 1. განაცხადის შეტანისას, წარდგენილ უნდა იქნეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი

სიმბოლოს გამოსახულების ელექტრონული ვერსია, ან სამი ეგზემპლარი. გამოსახულება უნდა იყოს მკაფიო. ეტიკეტის წარდგენის შემთხვევაში, დასაშვებია ეგზემპლიარების წარდგენა ნატურალურ ზომებში. თუ სარეგისტრაციო სიმბოლო მოცულობითია, წარდგენილ უნდა იქნეს მისი ორგანზომილებიანი გამოსახულების სამი ეგზემპლარი. ამასთან ხედი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ქმნიდეს სიმბოლოზე მაქსიმალურად სრულ წარმოდგენას. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია სხვა ხედების წარდგენა. თუ სიმბოლო ბგერითია მაშინ წარდგენილ ან ატვირთულ უნდა იქნეს აუდიოჩანაწერი და მისი გრაფიკული გამოსახულების (სანოტო ჩანაწერი) ელექტრონული ვერსია, ან სამი ეგზემპლარი.

2. თუ საქონლის ჩამონათვალი არ ეტევა მისთვის გამოყოფილ ბლანკის გრაფა 9-ში (კოდი 511), იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს განაცხადის შეტანისას, დანართის სახით. თუ საქონლის ჩამონათვალი წარდგენილია უცხო ენაზე, განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში, საქონლის ჩამონათვალი წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზეც.

3. მინდობილობა წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) უფლებამოსილების შესახებ, საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანისას, ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ საქპატენტში განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში წარმომადგენელი შეიტანს თხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს.

4. განაცხადის საქპატენტში შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში გადახდილი უნდა იქნეს:

ა) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური. თუ განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში არ იქნა გადახდილი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

ბ) საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური, თუ მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრიორიტეტი დადგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.

5. კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელმა დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს:

ა) საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში - პირველი განაცხადის მიმღები უწყების მიერ დამოწმებული პირველი განაცხადის ასლი;

ბ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში - ოფიციალური ან ოფიციალურად მიჩნეული გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობა გამოფენაზე ექსპონატის ჩვენების თარიღის მითითებით. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ განმცხადებელი კანონით გათვალისწინებულ სამთვიან ვადაში შეიტანს თხოვნას საქპატენტში ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს, წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელი კარგავს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის

მოთხოვნის უფლებას და პრიორიტეტი დადგინდება საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღით.

6. თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ნიშანზე, კოლექტიური ნიშნის დებულება წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

7. გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების პროტოკოლის მე-9ქუინქუის მუხლის შესაბამისად, ეროვნული განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიორიტეტი დადგინდება “საქპატენტში” განაცხადის შეტანის თარიღით.

8. ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული და სხვა დამატებითი საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს უცხო ენაზე. უცხო ენაზე წარდგენილი საბუთის თარგმანი ქართულ ენაზე დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით და საქპატენტს უნდა ჩაჰბარდეს შესაბამისი დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენიდან, ერთი თვის ვადაში. თარგმანის წარდგენის ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით, თუ დედნის საქპატენტში წარდგენის დღიდან განმცხადებელი საქპატენტში შეიტანს თხოვნას ვადის გაგრძლების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარდგენილი საბუთი მხედველობაში არ მიიღება.

მუხლი 5. განაცხადის შეტანის თარიღის დადგენა 1. განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება საქპატენტში განაცხადის ჩაბარების

დღე, თუ განაცხადი წარდგენილია ქართულ ენაზე ნაბეჭდი სახით ბლანკზე, შეიცავს განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს, სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, საქონლის ჩამონათვალს, წარმომადგენლის ვინაობასა და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ და ხელმოწერილია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად. (8.08.2018 N2)

2. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, განაცხადს ენიჭება საკანცელარიო ნომერი და გაიცემა საკანცელარიო ცნობა განაცხადის შეტანის შესახებ, საკანცელარიო ნომრის, შეტანის თარიღისა და განაცხადით წარდგენილი მონაცემებისა და საბუთების მითითებით. განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი იღებს განაცხადის წარდგენის დადასტურებას.

3. თუ წარდგენილი განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება, განაცხადის მასალები უბრუნდება წარმომდგენს.

მუხლი 6. წარმომადგენლის დანიშვნა 1. განაცხადის საქპატენტში წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდეგ ერთი

თვის ვადაში, განმცხადებელს უფლება აქვს დანიშნოს წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული) წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

2. წარმომადგენელზე (პატენტრწმუნებულზე) გაცემული მინდობილობა უნდა შეიცავდეს:

ა) მარწმუნებლის სახელსა და გვარს (სახელწოდებას), იურიდიულ მისამართს; ფიზიკური პირის შემთხვევაში მარწმუნებლისა და რწმუნებულის (გარდა პატენტრწმუნებულებისა) პირად ნომერს; იურიდიული პირის შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) უფლებამოსილების ფარგლებს; გ) მინდობილობის შედგენის თარიღსა და ადგილს; დ) მარწმუნებლის ხელმოწერას; ე) მინდობილობის მოქმედების ვადას. თუ ვადა აღნიშნული არ არის, მინდობილობა

ძალაშია მარწმუნებლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტამდე. 3. მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის

არის შედგენილი. 4. უცხოელი განმცხადებლი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი

ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად (პატენტრწმუნებულად) საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. უცხოელი განმცხადებელი წარმომადგენელზე (პატენტრწმუნებულზე) მინდობილობას გასცემს უშუალოდ თვითონ ან სათანადო უფლებამოსილების მქონე რწმუნებულის მეშვეობით. თუ განმცხადებლი არ შეასრულებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, საქპატენტი იხსნის ვალდებულებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნის თაობაზე.

მუხლი 7. საქპატენტთან მიმოწერა 1. საქპატენტთან მიმოწერა ხორციელდება განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის

(პატენტრწმუნებულის) მიერ, თითოეული განაცხადისათვის ცალ-ცალკე. თუ განცხადება ეხება რამდენიმე განაცხადს, წარმოდგენილი უნდა იყოს განცხადების იმავე რაოდენობის ასლი. განაცხადის შეტანის შემდეგ წარდგენილ ყველა მასალაში უნდა მიეთითოს საკანცელარიო ნომერი ან/და განაცხადის ნომერი. საკანცელარიო ან განაცხადის ნომრის მითითებისა და ხელმოწერის გარეშე წარდგენილი მასალა განსახილველად არ მიიღება.

2. განაცხადის შეტანის შემდეგ წარდგენილი მასალები საქპატენტს უნდა წარედგინოს კანონითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადებში.

მუხლი 8. განაცხადის მასალების შევსება, შეცვლა, შესწორება და დაზუსტება 1. კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ

შემთხვევებში, განაცხადის მასალების შევსება, შეცვლა, შესწორება და დაზუსტება ხორციელდება განმცხადებლის განცხადების საფუძველზე. თუ ცვლილება მოითხოვება პრიორიტეტის დადგენის შემდეგ, გადახდილ უნდა იქნას დადგენილი საფასური. თუ საფასური არ იქნა გადახდილი ან გადახდილი თანხა არ შეესაბამება დადგენილ საფასურს, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

2. თუ ცვლილება ეხება სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, რომელიც არსებითად არ ცვლის მას, მაშინ საქპატენტს წარედგინება შეცვლილი სასაქონლო ნიშნის გამოსახულება

იმ რაოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით.

3. გამცხადებლის სახელის (სახელწოდების) ცვლილების შემთხვევაში საქპატენტს წარედგინება ამ ცვლილების დამადასტურებელი საბუთი.

4. განმცხადებელს შეუძლია განაცხადზე უფლება გადასცეს სხვა პირს (უფლებამონაცვლეს) საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ. ასეთ შემთხვევაში საქპატენტს უნდა წარედგინოს განაცხადზე უფლების გადაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულება, ხელმოწერილი განმცხადებლისა და მისი უფლებამონაცვლის მიერ და უფლებამონაცვლის მიერ გაცემული მინდობილობა, თუ საქმისწარმოება ხორციელდება წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) მეშვეობით. მინდობილობა საქპატენტში წარდგენილ უნდა იქნეს განაცხადზე უფლების გადაცემის ხელშეკრულების საქპატენტში წარდგენისას ან მისი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ ზემოთ აღნიშნულ ერთთვიან ვადაში წარმომადგენელი საქპატენტს წარუდგენს განცხადებას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს. აღნიშნულ ვადებში მინდობილობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება არ აისახება საგანაცხადო მონაცემებში.

5. საგანაცხადო მასალებში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების ასახვის დღიდან, საქპატენტი მიმოწერას ახორციელებს უფლებამონაცვლესთან.

მუხლი 9. განაცხადის გაყოფა განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან მეტ დასახელებას შეიცავს, განმცხადებლის

მოთხოვნით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე შეიძლება გაიყოს ორ ან მეტ განაცხადად, პირველ განაცხადში არსებული საქონლის გადანაწილებით თითოეულ განაცხადზე. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდებათ პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.

მუხლი 10. განაცხადის მასალების გაცნობა განმცხადებელს უფლება აქვს გაეცნოს განაცხადის განხილვისას გამოყენებულ

მასალას და მოითხოვოს მისი ასლი.

მუხლი 11. განაცხადის განხილვის შეჩერება 1. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე

საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

2. განცხადება განაცხადის განხილვის შეჩერების შესახებ, წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით და გადახდილ იქნეს დადგენილი საფასური. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში განცხადება შეჩერების შესახებ არ განიხილება.

მუხლი 12. განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტა 1. განმცხადებელს უფლება აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე, მოითხოვოს

განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტა.

2. განაცხადზე საქმისწარმოება წყდება განმცხადებლის მიერ განაცხადის საქმისწარმოების შესახებ განცხადების საქპატენტში ჩაბარების დღიდან და განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე ეგზავნება წერილობითი შეტყობინება. სხვა განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების დროს შეწყვეტილი განაცხადი მხედველობაში არ მიიღება.

3. თუ განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდა განმცხადებლის მოთხოვნით ან საქპატენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ამ ინსტრუქციით დადგენილი პროცედურული ვადების დარღვევის გამო, განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში განმცხადებელს უფლება აქვს აღადგინოს საქმისწარმოება განაცხადზე დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. ამ შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება საქმისწარმოების აღდგენისათვის დადგენილი საფასურის გადახდის თარიღი.

4. განმცხადებელს, განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე წერილობითი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უკან უბრუნდება იმ ქმედებისათვის გადახდილი საფასური, რომელიც საქპატენტს არ განუხორციელებია საქმისწარმოების შეწყვეტის მომენტისათვის.

თავი III განაცხადის ექსპერტიზა

მუხლი 13. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 2 თვის

ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადით. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს სრულად აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. საქპატენტს შეუძლია განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისათვის საჭირო დამატებითი მასალა. დამატებითი მასალა საქპატენტს წარედგინება განმცხადებლისათვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 14. ფორმალური ექსპერტიზის შედეგები და მასთან დაკავშირებული მიმოწერა.

1. თუ განაცხადი და თანდართული მასალები აკმაყოფილებს კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის შესახებ და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს.

2. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) მიერ და დარღვეულია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, განაცხადი განუხილველი დარჩება და ამის თაობაზე ეცნობება განმცხადებელს.

3. თუ განაცხადი ეხება კოლექტიური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას და განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში არ არის წარდგენილი კოლექტიური ნიშნის დებულება, განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და ეცნობება განმცხადებელს.

4. თუ განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს ჩამოთვლილი ყველა ის მოთხოვნა და შესწორება, რომელთა შესრულებაც აუცილებელია მოცემულ განაცხადზე ექსპერტიზის გასაგრძელებლად. განმცხადებელი ვალდებულია, მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან ორი თვის ვადაში, წარადგინოს წერილობითი პასუხი საქპატენტში. განმცხადებელს უფლება აქვს ერთი თვით გააგრძელოს შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადა, თუ წერილობითი მოთხოვნა ვადის გაგრძელების შესახებ, საქპატენტში წარდგენილი იქნება ზემოთ აღნიშნულ ორი თვის ვადაში და გადახდილ იქნება დადგენილი საფასური.

5. შეტყობინება იგზავნება თუ: ა) განაცხადი ეხება ერთზე მეტ სასაქონლო ნიშანს. განმცხადებელს ეძლევა

წინადადება თითოეული სიმბოლოსათვის წარადგინოს დამოუკიდებელი განაცხადი. შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის თაობაზე საქპატენტის მიერ დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება;

ბ) მოითხოვება ადრინდელი პრიორიტეტი, კერძოდ, საკონვენციო, საგამოფენო ან გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე და ასეთი პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარდგენილი დადგენილი წესით და/ან მისი მონაცემები განსხვავედება საქპატენტში შეტანილი განაცხადების მონაცემებისაგან; შეტყობინებაზე საქპატენტის მიერ პასუხის წარდგენის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, განმცხადებელი კარგავს ადრინდელი პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას და პრიორიტეტი დადგინდება საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღით;

გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს გამოსახულება არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და/ან განაცხადში მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია არ შეესაბამება ამ გამოსახულების ფერებს, შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის თაობაზე საქპატენტის მიერ დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექსპერტი ფერს ან ფერთა კომბინაციას განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს შესაბამისად;

დ) არ არის წარდგენილი სიმბოლოს აღწერილობა ან წარდგენილი აღწერილობა მოითხოვს დაზუსტებას;

ე) წარდგენილი საქონლის ჩამონათვალი არ არის კლასიფიცირებული ან მოითხოვს დაზუსტებას. თუ განმცხადებელი საქპატენტის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს პასუხს საქონლის ჩამონათვალის დაზუსტების შესახებ საქპატენტი თავად განსაზღვრავს საქონლის ჩამონათვალს;

ვ) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა არ შეესაბამება განაცხადში მითითებული ან მიმოწერით დაზუსტებული საქონლის ჩამონათვალის კლასების რაოდენობისათვის დადგენილ თანხას. განმცხადებელს ეძლევა წინადადება შეავსოს გადახდილი საფასური დადგენილ ოდენობამდე ან მიუთითოს ის კლასები, რომლისთვისაც საკმარისი იქნება გადახდილი თანხა. ამ პუნქტში მითითებულ შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ექსპერტიზა ტარდება სიის მიხედვით პირველი იმდენი კლასისათვის, რამდენისათვისაც საკმარისია გადახდილი საფასური;

ზ) გაგზავნილი შეტყობინების პასუხად მიღებული მასალა საჭიროებს დაზუსტებას; თ) თუ განაცხადის სხვა მასალები ხარვეზიანია და საჭიროებს დაზუსტებას.

მუხლი 15. არსობრივი ექსპერტიზა 1. განმცხადებელმა შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს

არსობრივი ექსპერტიზისა და ექსპერტიზის გადაწყვეტილების საფუძველზე განაცხადის მასალების გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

2. არსობრივი ექსპერტიზა შეიძლება შეჩერდეს: ა) ადრინდელი პრიორიტეტის მქონე დაპირისპირებული სიმბოლოს

რეგისტრაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე; ბ) განმცხადებლის მოთხოვნით ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში

მითითებული ვადით; გ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადით; დ) დაპირისპირებული ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებიდან 6 თვის გასვლამდე

დარჩენილი ვადით, თუ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის დაპირისპირებული ნიშანი გაუქმებულია;

ე) დაპირისპირებული სიმბოლოს განაცხადზე ფორმალური ექსპერტიზის გადაწყვეტილების ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გასაჩივრებისათვის დადგენილი სამთვიანი ვადის გასვლამდე ან, განმცხადებლის მიერ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

3. არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები.

4. იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.

მუხლი 16. არსობრივი ექსპერტიზის შედეგები და მასთან დაკავშირებული მიმოწერა

1. თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქპატენტს გამოაქვს

გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციაზე განაცხადში მითითებული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.

2. თუ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განაცხადში მოცემული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.

3. თუ არსებობს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის საფუძველი განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციის შესახებ საქონლის ჩამონათვალის დარჩენილი ნაწილის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.

4. თუ არსებობს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მოთხოვნის საფუძველი, ან განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში წარადგინოს პასუხი საქპატენტში. განმცხადებელს უფლება აქვს 1 თვით გააგრძელოს შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადა, თუ იგი წერილობით თხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ საქპატენტში წარადგენს ზემოთ აღნიშნულ ორთვიან ვადაში და გადაიხდის დადგენილ საფასურს. განაცხადის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლში მითითებული შეტყობინებაზე პასუხი წარმოდგენილი უნდა იყოს შეტყობინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში თანხმობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საქპატენტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოიტანს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 17. გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე წარდგენილი ეროვნული განაცხადის ექსპერტიზა

1. თუ გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქპატენტში წარდგენილი განაცხადის შეტანის დღისათვის ამოწურულია მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადა და მიღებული არ არის გადაწყვეტილება დაცვაზე უარის შესახებ, სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად, არსობრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების გარეშე.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განაცხადი წარდგენილი იქნა მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლამდე, მისი არსობრივი ექსპერტიზა და რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციის მიხედვით.

მუხლი 18. საერთაშორისო განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა 1. საერთაშორისო განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა ტარდება ამ ინსტრუქციის

მე-16 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

2. საერთაშორისო განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საერთაშორისო ბიუროს შეტყობინების თარიღიდან მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.

3. თუ არსებობს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის ,,თ“ ან ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მოთხოვნის საფუძველი ან განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება შეტყობინება საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში წარადგინოს წერილობითი პასუხი საქპატენტში. განმცხადებელს უფლება აქვს 1 თვით გააგრძელოს შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადა, რისთვისაც წერილობითი თხოვნა ვადის გაგრძელების შესახებ მან საქპატენტში უნდა წარადგინოს ზემოთ აღნიშნულ ორთვიან ვადაში და გადაიხადოს დადგენილი საფასური. შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ამ პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება გადაწყვეტილება საქართველოში სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის შესახებ საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით.

4. თუ არსებობს კანონის მე-4 და მე-5 მუხლში მოცემული რეგისტრაციაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს საქართველოში დაცვაზე უარის შესახებ განაცხადში მოცემული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ და საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით.

5. თუ არ არსებობს კანონის მე-4 და მე-5 მუხლში მოცემული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის საქართველოში დაცვის შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ეგზავნება საერთაშორისო ბიუროს.

6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვაზე უარის შესახებ, სასაქონლო ნიშანი საქართველოში დაცულად ითვლება.

მუხლი 19. ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში.

1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.

2. არსობრივი ექსპერტიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ, განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.

3. განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საქპატენტის გადაწყვეტილება სააპელაციო პალატაში კანონით დადგენილი საფუძვლებით.

4. საერთაშორისო სასაქონლო ნიშანზე ექსპერტიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნისათვის დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ, განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების საერთაშორსიო ბიუროს ოფიციალურ ბიულეტენში (WIPO Gazette) გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.

5. სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილ უნდა იქნას დადგენილი საფასური.

მუხლი 20. სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა 1. სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციისათვის გამოიყენება კანონის 151

მუხლით დადგენილი სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა. 2. სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურისას გამოიყენება

ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.

თავი IV გამოქვეყნება

მუხლი 21. განაცხადის მონაცემების გამოქვეყნება 1. კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,

ბიულეტენში ქვეყნდება: ა) განაცხადის ნომერი; ბ) განაცხადის შეტანის თარიღი; გ) პირველი განაცხადის ნომერი; დ) პირველი განაცხადის შეტანის თარიღი; ე) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის (უწყების) კოდი; ვ) განმცხადებლის სახელი და გვარი (სახელწოდება) და იურიდიული მისამართი; ზ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლო; თ) მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია; ი) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის

ჩამონათვალი, რომლის მიმართაც მოითხოვება რეგისტრაცია. 2. სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემები ქვეყნდება

საერთაშორისო ბიუროს ოფიციალურ ბიულეტენში (WIPO Gazette). 3. საერთაშორისო განაცხადით წარდგენილი სიმბოლოს საქართველოში დაცვის

შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთ თვეში ბიულეტენში დამატებით ქვეყნდება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი.

მუხლი 22. სასაქონლო ნიშნების რეესტრის მონაცემების გამოქვეყნება 1. თუ ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულმა განაცხადის

მონაცემებმა არ განიცადა ცვლილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე, რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში ბიულეტენში ქვეყნდება მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი,

რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი, განაცხადის შეტანის თარიღი და ნომერი.

2. თუ ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულმა განაცხადის მონაცამებმა განიცადა ცვლილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე, რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში ქვეყნდება რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის მოქმედების გასვლის თარიღი, განაცხადის შეტანის თარიღი, განაცხადის ნომერი და განაცხადის ის მონაცემები, რომლებმაც განიცადა ცვლილება.

3. ამ ინსტრუქციის 24-ე და 25-ე მუხლის შესაბამისად რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.

მუხლი 23. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია 1. თუ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ საჩივარზე

სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნა შეტანილი ასეთი საჩივარი, ან თუ სრულდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირობები, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შესახებ.

2. განმცხადებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფასური უნდა გადაიხადოს აღნიშნული წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.

3. თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გადაიხდის მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის საფასურს, განაცხადი უქმდება და განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება.

4. თუ განმცხადებელი მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის დადგენილ საფასურს გადაიხდის ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, საქპატენტი ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას რეესტრში და აღნიშნული საფასურის გადახდის დღიდან ერთი თვის ვადაში გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.

5. რეესტრში შეიტანება: ა) რეგისტრაციის ნომერი; ბ) რეგისტრაციის თარიღი; გ) რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი; დ) განაცხადის ნომერი; ე) განაცხადის შეტანის თარიღი; ვ) პირველი განაცხადის ნომერი; ზ) პირველი განაცხადის შეტანის თარიღი; თ) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის (უწყების) კოდი; ი) სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელი და გვარი (სახელწოდება) და

იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდული მისამართი; კ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულება; ლ) მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია; მ) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის

ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი;

ნ) წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) სახელი და გვარი (სახელწოდება) და იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდული მისამართი;

ო) საკანცელარიო ნომერი; პ) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილების ნუსხა.

მუხლი 24. ცვლილებების შეტანა რეესტრში 1. ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი“, ,,კ“, ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით

გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილ იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

2. თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ, აღნიშნული ცვლილებები რეესტრში შედის ცვლილებების შეტანისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სასაქონლო ნიშნის უმნიშვნელო ცვლილება ან საქონლის ჩამონათვლის შემცირება. (8.08.2018 N2)

3. რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში და ცვლილებები შეტანილ იქნება მოწმობაში.

4. სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემის შემთხვევაში, საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ, გადაცემის შესახებ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა რეესტრსა და სასაქონლო ნიშნის მოწმობაში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც უფლების გადაცემის ხელშეკრულება საქპატენტს წარედგინება წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) მიერ, ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მფლობელის ან უფლებამონაცვლის მიერ გაცემული მინდობილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაცემის ხელშეკრულება არ განიხილება.

6. თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, უფლებამონაცვლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება, საქონლის ჩამონათვალიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას საქონლის მთლიანი ჩამონათვალის თვისების, ხარისხის ან

გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ, საქპატენტს ცვლილებები რეესტრსა და მოწმობაში არ შეაქვს და უფლებამონაცვლეს ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.

7. თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელმა გასცა ლიცენზია სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე, სალიცენზიო ხელშეკრულება რეგისტრირდება და შესაბამისი მონაცემები შეიტანება რეესტრში, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

8. თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების, ბათილად ცნობის ან აღდგენის შესახებ, საქპატენტს შესაბამისი ცვლილებები შეაქვს რეესტრში.

მუხლი 25. რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება 1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს

ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს საქპატენტი ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ საქპატენტში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების საქპატენტში წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.

2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში, რეგისტრაციის სასაქონლო ნიშნის მფლობელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება აღნიშნული საფასურის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 6 თვის ვადაში გადახდის მოთხოვნით.

21.ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადახდილი უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ საქპატენტში ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. (8.08.2018 N2)

3. თუ რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება და სასაქონლო ნიშნის მფლობელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მუხლი 26. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე 1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე მადრიდის

შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის თანახმად შეტანილ უნდა იქნეს საქპატენტში. 2. განაცხადს უნდა დაერთოს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით

დაჯგუფებული ჩამონათვლის თარგმანი ინგლისურ ენაზე.

3. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს საქპატენტში შეტანილი განაცხადის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება განაცხადის მონაცემებში.

4. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს საქპატენტში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილ იქნება რეესტრში.

5. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილ იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის საქპატენტში რეგისტრაციის შემდეგ.

6. სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა.

მუხლი 27. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციისათვის გამოიყენება სასაქონლო ნიშნის

რეგისტრაციის დადგენილი წესები, თუ „სასქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

დანართი №2

ხელმოწერა / /

თარიღი:


Legislación Implementa (1 texto(s)) Implementa (1 texto(s)) Reemplaza (1 texto(s)) Reemplaza (1 texto(s)) Es enmendado por (1 texto(s)) Es enmendado por (1 texto(s))
Tratados Relacionado con (4 registros) Relacionado con (4 registros)
Versiones históricas Deroga (1 texto(s)) Deroga (1 texto(s))
Datos no disponibles.

N° WIPO Lex GE073