Об интеллектуальной собственности Обучение в области ИС Обеспечение уважения интеллектуальной собственности Информационно-просветительская работа в области ИС ИС для ИС и ИС в области Информация о патентах и технологиях Информация о товарных знаках Информация о промышленных образцах Информация о географических указаниях Информация о новых сортах растений (UPOV) Законы, договоры и судебные решения в области ИС Ресурсы в области ИС Отчеты в области ИС Патентная охрана Охрана товарных знаков Охрана промышленных образцов Охрана географических указаний Охрана новых сортов растений (UPOV) Разрешение споров в области ИС Деловые решения для ведомств ИС Оплата услуг в области ИС Органы по ведению переговоров и директивные органы Сотрудничество в целях развития Поддержка инновационной деятельности Государственно-частные партнерства Инструменты и сервисы на базе ИИ Организация Работа с ВОИС Подотчетность Патенты Товарные знаки Промышленные образцы Географические указания Авторское право Коммерческая тайна Академия ВОИС Практикумы и семинары Защита прав ИС WIPO ALERT Информационно-просветительская работа Международный день ИС Журнал ВОИС Тематические исследования и истории успеха Новости ИС Премии ВОИС Бизнеса Университетов Коренных народов Судебных органов Генетические ресурсы, традиционные знания и традиционные выражения культуры Экономика Финансирование Нематериальные активы Гендерное равенство Глобальное здравоохранение Изменение климата Политика в области конкуренции Цели в области устойчивого развития Передовых технологий Мобильных приложений Спорта Туризма PATENTSCOPE Патентная аналитика Международная патентная классификация ARDI – исследования в интересах инноваций ASPI – специализированная патентная информация Глобальная база данных по брендам Madrid Monitor База данных Article 6ter Express Ниццкая классификация Венская классификация Глобальная база данных по образцам Бюллетень международных образцов База данных Hague Express Локарнская классификация База данных Lisbon Express Глобальная база данных по ГУ База данных о сортах растений PLUTO База данных GENIE Договоры, административные функции которых выполняет ВОИС WIPO Lex – законы, договоры и судебные решения в области ИС Стандарты ВОИС Статистика в области ИС WIPO Pearl (терминология) Публикации ВОИС Страновые справки по ИС Центр знаний ВОИС Серия публикаций ВОИС «Тенденции в области технологий» Глобальный инновационный индекс Доклад о положении в области интеллектуальной собственности в мире PCT – международная патентная система Портал ePCT Будапештская система – международная система депонирования микроорганизмов Мадридская система – международная система товарных знаков Портал eMadrid Cтатья 6ter (гербы, флаги, эмблемы) Гаагская система – система международной регистрации образцов Портал eHague Лиссабонская система – международная система географических указаний Портал eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Посредничество Арбитраж Вынесение экспертных заключений Споры по доменным именам Система централизованного доступа к результатам поиска и экспертизы (CASE) Служба цифрового доступа (DAS) WIPO Pay Текущий счет в ВОИС Ассамблеи ВОИС Постоянные комитеты График заседаний WIPO Webcast Официальные документы ВОИС Повестка дня в области развития Техническая помощь Учебные заведения в области ИС Поддержка в связи с COVID-19 Национальные стратегии в области ИС Помощь в вопросах политики и законодательной деятельности Центр сотрудничества Центры поддержки технологий и инноваций (ЦПТИ) Передача технологий Программа содействия изобретателям (IAP) WIPO GREEN PAT-INFORMED ВОИС Консорциум доступных книг Консорциум «ВОИС для авторов» WIPO Translate для перевода Система для распознавания речи Помощник по классификации Государства-члены Наблюдатели Генеральный директор Деятельность в разбивке по подразделениям Внешние бюро Вакансии Закупки Результаты и бюджет Финансовая отчетность Надзор
Arabic English Spanish French Russian Chinese
Законы Договоры Решения Просмотреть по юрисдикции

Приказ № 1 от 12.01.2011 г. Председателя Национального центра интеллектуальной собственности Грузии-Сакпатенти об утверждении Положения о патентных поверенных Грузии, Грузия

Назад
Заменённый текст.  Перейти к последней редакции на WIPO Lex
Подробности Подробности Год версии 2011 Даты вступление в силу: 14 января 2011 г. Принят: 12 января 2011 г. Тип текста Имплементационные правила/положения Предмет Патенты (изобретения), Регулирующие органы в области ИС, Промышленная собственность

Имеющиеся тексты

Основной текст(-ы) Смежный текст(ы)
Основной(ые) текст(ы) Основной(ые) текст(ы) Грузинский საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №1 2011 წლის 12 იანვარი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე        
 
Скачать PDF open_in_new
 დებულება საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

გამოქვეყნებულია 14.01.2011

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციო კოდი 050.040.000.48.065.016.001

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №1 2011 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი

„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლისა და 77-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ თანდართული დებულება;

2. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზედენტის 2002 წლის 8 მაისის №223 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე რეგისტრირებულმა პატენტრწმუნებულებმა გაიარონ ატესტაცია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით, 2013 წლის პირველ იანვრამდე;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე ი. ღვალაძე

დებულება საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ატესტაციისა

და რეგისტრაციის წესსა და პირობებს და პატენტრწმუნებულთა საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. პატენტრწმუნებული

პატენტრწმუნებული არის ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის (შემდგომში –საქპატენტი) პატენტრწმუნებულთა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

მუხლი 3. მოთხოვნები პატენტრწმუნებულისადმი 1. პატენტრწმუნებული შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) საქართველოში აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ბ) აქვს უმაღლესი ტექნიკური, საბუნებისმეტყველო ან იურიდიული

განათლება; გ) გავლილი აქვს პატენტრწმუნებულთა ატესტაცია ამ დებულებით

დადგენილი წესით. 2. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს საქართველოს საპატენტო კანონის

404 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი. 3. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს ნასამართლევი პირი, თუ

ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში გათვალისწინებულ დაწესებულებებში დასაქმებული პირი.

მუხლი 4. პატენტრწმუნებულთა ატესტაცია და საატესტაციო კომისია 1. პატენტრწმუნებულთა ატესტაციას ატარებს საქპატენტის მიერ შექმნილი

საატესტაციო კომისია. 2. პატენტრწმუნებულთა ატესტაცია ტარდება წელიწადში ერთხელ. 3. ატესტაციის ჩატარების წესს, პირობებსა და პროგრამას ამტკიცებს და თარიღს

განსაზღვრავს საატესტაციო კომისია. ზემოაღნიშნული საკითხები უნდა დამტკიცდეს ატესტაციის ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვისა.

4. ატესტაცია ტარდება სახელმწიფო ენაზე. 5. ატესტაცია ტარდება საატესტაციო კომისიის მიერ შემუშავებული ტესტების

საფუძველზე. 6. ტესტები უნდა შეიცავდეს საკითხებს: ა) ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დარგიდან; ბ) ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი

საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან; გ) სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან; დ) ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლიდან;

ე) ასევე ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებიდან.

7. პირები, რომლებიც საქპატენტს წარუდგენენ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ძალაში მყოფ ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას, არ გაივლიან ტესტირებას შემდეგ საკითხებში:

ა) სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალი; ბ) ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი. 8. პირები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ატესტაციას, რეგისტრირდებიან

რეესტრში და ეძლევათ პატენტრწმუნებულის მოწმობა, რომლის ფორმას ამტკიცებს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

9. ინფორმაცია პატენტრწმუნებულის რეგისტრაციის შესახებ ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში.

10. პატენტრწმუნებულის მოწმობა კარგავს ძალას, თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს პატენტრწმუნებულის საქმიანობას.

მუხლი 5. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე. 2. საატესტაციო კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს

საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. 3. საატესტაციო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც საქპატენტის

თანამშრომლები, ისე მოწვეული ექსპერტები.

მუხლი 6. წარმომადგენლობა 1. პატენტრწმუნებული წარმომადგენლობას ახორციელებს საქპატენტში,

საქპატენტის სააპელაციო პალატაში, სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. პატენტრწმუნებული საქპატენტში და საქპატენტის სააპელაციო პალატაში წარმომადგენლობას ახორციელებს მინდობილობის საფუძველზე, რომელიც შედგენილია იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც გაცემულია მინდობილობა. მინდობილობა გაცემულ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ მინდობილობა შედგენილია უცხო ენაზე, მას თან უნდა ერთოდეს ქართული თარგმანი, თარგმანზე პასუხისმგებელი პირის ვინაობის მითითებით.

3. პატენტრწმუნებული სხვა სახელმწიფო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის საფუძველზე.

4. პატენტრწმუნებული სასამართლოში წარმომადგენლობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. პატენტრწმუნებულის უფლებები პატენტრწმუნებულს უფლება აქვს:

1. გაუწიოს მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები და სხვ.) განაცხადების შედგენის, რეგისტრაციის, დამცავი დოკუმენტების მიღების, მათი ძალაში შენარჩუნების, გამოყენების, უფლებების გადაცემის, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციის, უფლებების დაცვის და სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

2. პატენტრწმუნებულს უფლება აქვს შემოფარგლოს თავისი საქმიანობა ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტებით ან საქმიანობის ცალკეული სახეებით.

მუხლი 8. პატენტრწმუნებულის მოვალეობები პატენტრწმუნებული ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ბ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; გ) ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ

აცნობოს ამის შესახებ; დ) მარწმუნებელს დროულად მიაწოდოს ყველა ინფორმაცია საქმის

მიმდინარეობის შესახებ.

მუხლი 9. პროფესიული საიდუმლოება პატენტრწმუნებული ვალდებულია: ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად; ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს პატენტრწმუნებულის

საქმიანობის პროცესში მისგან მიღებული ინფორმაცია.

მუხლი 10. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. პატენტრწმუნებული ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება,

რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, პატენტრწმუნებულის საქმიანობას ან დამოუკიდებლობას.

2. პატენტრწმუნებულს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა მომსახურება მეორე მხარის სასარგებლოდ.

მუხლი 11. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერება და აღდგენა 1. პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება უჩერდება საატესტაციო კომისიის

გადაწყვეტილებით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში;

გ) თუ პატენტრწმუნებულის მიერ დაირღვა ამ დებულების მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი შეიძლება დააყენოს საატესტაციო კომისიამ ან ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

3. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს საატესტაციო კომისია განიხილავს შესაბამისი განცხადების მიღებიდან ან საატესტაციო კომისიის მიერ საკითხის დაყენებიდან 10 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საატესტაციო კომისია უფლებამოსილია პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუჩეროს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ვადით.

5. საატესტაციო კომისია უფლებამოსილია პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუჩეროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საატესტაციო კომისია უფლებამოსილია პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუჩეროს ერთ წლამდე ვადით.

7. პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება აღუდგება საქპატენტში შესაბამისი განცხადების შეტანით. განცხადებას პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ განიხილავს საქპატენტის საატესტაციო კომისია. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე, თუ აღარ არსებობს უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი.

8. თუ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება შეჩერებულია გარკვეული ვადით, პატენტრწმუნებულს ავტომატურად აღუდგება უფლებამოსილება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

9. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერებისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. პატენტრწმუნებული ვალდებულია ეს ცვლილებები აცნობოს თავის მარწმუნებლებს.

მუხლი 12. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში; ბ) სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში; გ) პატენტრწმუნებულის გარდაცვალების შემთხვევაში; დ) პირადი განცხადების საფუძველზე; ე) თუ სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ,

აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი

განაჩენი;

ზ) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც იქნებოდა პატენტრწმუნებულად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი;

თ) კანონმდებლობის მრავალგზის ან უხეში დარღვევის შემთხვევაში. 2. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შეიძლება

დააყენოს საატესტაციო კომისიამ ან ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება წყდება სასამართლოს ან საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. საატესტაციო კომისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ამ გარემოებების დამადასტურებელ საბუთს იღებს ცნობად და გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს განხილვის გარეშე.

5. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება პატენტრწმუნებულთა რეესტრში და ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. პატენტრწმუნებული ვალდებულია ეს ცვლილებები აცნობოს თავის მარწმუნებლებს.

მუხლი 13. პატენტრწმუნებულთა რეესტრი 1. რეესტრში რეგისტრირდებიან პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს

პატენტრწმუნებულთა ატესტაცია. 2. რეესტრში რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები: ა) პატენტრწმუნებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; ბ) საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მისამართები და სხვა საკონტაქტო

მონაცემები; გ) საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების თარიღი და ნომერი; დ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და მოწმობის ნომერი; ე) ამ დებულების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით და მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით

გათვალისწინებული მონაცემები. 3. პატენტრწმუნებულთა შესახებ რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები

ქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 14. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქპატენტის

თავმჯდომარის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


Законодательство Заменено следующим актом (2 текст(ов)) Заменено следующим актом (2 текст(ов))
Данные недоступны.

№ в WIPO Lex GE035