关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 金融 无形资产 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决 按管辖区浏览

1999年2月5日格鲁吉亚第1795-IIS号法,关于商标(最新由2017年12月7日第1636号法修订), 格鲁吉亚

返回
被取代文本。  转至WIPO Lex中的最新版本
详情 详情 版本年份 2017 日期 生效: 1999年5月25日 议定: 1999年2月5日 文本类型 主要知识产权法 主题 商标 主题(二级) 地理标志, 知识产权监管机构, 知识产权及相关法律的执行

可用资料

主要文本 相关文本
主要文本 主要文本 格鲁吉亚语 საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, №1795-IIს, 1999 წლის 5 თებერვალი (როგორც შესწორდა საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი, № 1636)        
 
开 PDF open_in_new
საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, №1795-IIს, 1999 წლის 5 თებერვალი (როგორც შესწორდა საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1636)

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზანი
ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან,
აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) –
საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის
კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
გ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო
რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;“
დ) საერთაშორისო კლასიფიკატორი – 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და
ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში
1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს);
ე) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;
ვ) განაცხადი – მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას;
თ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან
შედარებით;
ი) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;
კ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;
ლ) (ამოღებულია);
მ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების
მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო;
ნ) გაერთიანება – მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს ან მისი
წარმოშობის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება
მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი
1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და
განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და
მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი).
2. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები;
გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც
საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
3. სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების
საფუძველზე.
4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად. სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება
„საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები
1. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც:
ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;
ბ) წარმოადგენს ერთ არასტილიზებულ (სტანდარტულ) ასოს ან ციფრს, ან ცალკე აღებულ მხოლოდ ერთ
ფერს;
გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ;
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
დ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა მიჩნეულია ასეთად;
ე) საყოველთაოდ გამოიყენება როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება;
ვ) წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ
ტერმინს ან სიმბოლოს, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება;
ზ) შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს;
თ) შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის,
გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ;
ი) მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო გერბს, დროშას
ან ემბლემას, სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; საერთაშორისო ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის
ემბლემას, სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; ოფიციალურ საკონტროლო, საგარანტიო ან სასინჯო დამღას,
ნიშანს (მათ შორის, საქონლის შესაბამისობის სასერტიფიკაციო ნიშანს), ბეჭედს, ორდენს ან მედალს;
საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას, გერბს, დროშას,
ემბლემას ან ფულის ნიშანს, ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სიმბოლოს იმიტაციაა.
აღნიშნული სიმბოლო სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან მფლობელის თანხმობა ამ სიმბოლოს გამოყენებაზე.
2. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება ისეთი მოცულობითი ნიშანი, რომლის ფორმაც:
ა) განპირობებულია მხოლოდ საქონლის თვისებებით;
ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად, ეს
ნიშანი განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4556 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1636 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.

მუხლი 5. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები
სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი:
ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის
იდენტურია;
ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის
იდენტურია, ხოლო საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის,
ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის
მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ
შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
დ) რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის
იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის
შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;
ე) საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების იდენტურია,
მსგავსია, შეიცავს მას ან ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, და
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის, ანდა ასეთი სასაქონლო
ნიშნით სარგებლობით მოხდება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების
რეპუტაციის გამოყენება. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის
დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული მისი გამოყენების უფლების მქონე პირის სასაქონლო
ნიშანში;
ვ) საქართველოში დაცული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშის იდენტურია,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ითხოვს ამ სამრეწველო ნიმუშზე
განსაკუთრებული უფლების მფლობელი;
ზ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო
ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის
გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული
სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი
სხვადასხვაა;
თ) შეიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს,
ფსევდონიმს, ფაქსიმილეს ან პორტრეტს – ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, ხოლო
თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა – საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს თანხმობის გარეშე;
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
ი) შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლის დასახელებას ან გამოსახულებას – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4556 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1636 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.

მუხლი 6. განსაკუთრებული უფლება
1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ
ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე
სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული
სასაქონლო ნიშნის:
ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;
ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის,
ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის,
ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ
ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო
ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა,
იკრძალება:
ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე;
ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან
ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;
გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;
დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე.
4. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:
ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.;
ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის
შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 7. განსაკუთრებული უფლების ფარგლები
1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს
სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს:
ა) საკუთარი სახელი ან მისამართი, თუ ისინი ემთხვევა განსაკუთრებული უფლების მქონე პირის
სასაქონლო ნიშანს;
ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის,
რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის,
დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს;
გ) დაცული სასაქონლო ნიშანი, თუ ის აუცილებელია საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენებისას, მათ
შორის, თუ ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონელი გამოიყენება როგორც შემადგენელი ან სათადარიგო
ნაწილი. ამ შემთხვევაში დაცული სასაქონლო ნიშანი მესამე პირმა უნდა გამოიყენოს სამეწარმეო საქმიანობის
კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ
დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა
უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ
საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი
საფუძველი.
მუხლი 8. სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება საცნობარო ლიტერატურაში
თუ სასაქონლო ნიშნის რეპროდუქცია ლექსიკონში, ენციკლოპედიაში ან სხვა საცნობარო ლიტერატურაში
ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გვარეობით ცნებას იმ საქონლის მიმართ,
რომლისთვისაც იგი რეგისტრირებულია ან მოითხოვება მისი რეგისტრაცია, გამომცემელი, აღნიშნული ნიშნის
მფლობელის მოთხოვნით, ვალდებულია ამ საცნობარო ლიტერატურის მომდევნო გამოცემებში აღნიშნოს, რომ
გამოქვეყნებული სიმბოლო რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს.
თავი II. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვება და შენარჩუნება
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
მუხლი 9. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე
1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება „საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი
წარმომადგენლის მიერ.
2. განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე.
3. (ამოღებულია).
4. განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს.
5. განაცხადი შეიცავს:
ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს;
გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას;
დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია
საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც
„საქპატენტს“ წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში;
ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ;
ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე.
6. განაცხადის ექსპერტიზისათვის აუცილებელი სხვა მონაცემებისა და საბუთების ნუსხა, მისი წარდგენის
ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

მუხლი 10. განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღი
განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღად ითვლება „საქპატენტში“ მისი ჩაბარების დღე, თუ განაცხადი
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 11. პრიორიტეტი
1. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე დგინდება განაცხადის შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არა
უგვიანეს ერთი თვისა.
2. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე შეიძლება დადგინდეს პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში
პირველი განაცხადის შეტანის თარიღით (საკონვენციო პრიორიტეტი), თუ ამ თარიღიდან განაცხადის
„საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა.
3. პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ
საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ექსპონატზე გამოყენებული სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი
დგინდება ექსპონატის გამოფენის პირველი დღით (საგამოფენო პრიორიტეტი), თუ გამოფენაზე მისი ჩვენების
დღიდან შესაბამისი განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა. საგამოფენო
და საკონვენციო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.
4. განმცხადებელი, რომელსაც სურს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობა, ვალდებულია
„საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს ამის შესახებ „საქპატენტს“ და
განაცხადის შეტანიდან 3 თვის ვადაში წარადგინოს ასეთი მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი
საბუთები.
5. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური
გადაიხდება განაცხადის „საქპატენტში“ შეტანიდან ერთი თვის ვადაში.
6. თუ რამდენიმე სასაქონლო ნიშანს დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, უპირატესობა ენიჭება
სასაქონლო ნიშანს, რომლის ფაქტობრივი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე დაიწყო.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 12. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა
1. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე „საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და
არსობრივ ექსპერტიზას.
2. „საქპატენტს“ შეუძლია განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისათვის საჭირო დამატებითი მასალა.
დამატებითი მასალა „საქპატენტს“ წარედგინება განმცხადებლისათვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების
დღიდან 2 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევისას „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის
განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
3. განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან მეტ დასახელებას შეიცავს, განმცხადებლის მოთხოვნით,
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე შეიძლება გაიყოს ორ ან მეტ განაცხადად პირველ განაცხადში არსებული
საქონლის გადანაწილებით თითოეულ განაცხადზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის
შემდეგ. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდებათ პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.
4. „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის განაცხადებზე ინფორმაციას გასცემს მხოლოდ პრიორიტეტის დადგენის
შემდეგ.
5. განმცხადებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება დადგენილი
საფასურის გადახდის შემდეგ. შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
ბ) გაეცნოს ექსპერტიზის დროს გამოყენებულ მასალას და მოითხოვოს მისი ასლი;
გ) განაცხადზე პრიორიტეტის დადგენამდე შეავსოს, შეცვალოს, შეასწოროს ან დააზუსტოს განაცხადის
მასალა. პრიორიტეტის დადგენის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ დადგენილი
საფასურის გადახდის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისა. ამასთანავე, სასაქონლო
ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი
დაცვის ფარგლებს, ხოლო საქონლის ჩამონათვლის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან
დაზუსტება;
დ) გამოითხოვოს განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე;
ე) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ აღადგინოს საქმისწარმოება განაცხადზე. განაცხადზე
საქმისწარმოების აღდგენა დასაშვებია, თუ მისი შეწყვეტა მოხდა განაცხადის მონაცემების გამოქვეყნებამდე, ამ
კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.
6. განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების,
პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა
და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს საქპატენტის თავმჯდომარე.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3743 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.383

მუხლი 13. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 2 თვის ვადაში,
ხოლო თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტს – ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება დამატებითი მასალის
მოთხოვნით, ექსპერტიზა ჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არა უმეტეს ამ კანონის მე-12
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა.
2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული ამ კანონის
შესაბამისად.
3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს,
განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო
ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს
ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი.
4. თუ განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დადგენილი
წესით განსაზღვრული საფასური არ გადაიხდება ან გადახდილი თანხა საქონლის ერთი კლასის
წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლებია, „საქპატენტი“ მიიღებს გადაწყვეტილებას განაცხადის
განხილვაზე უარის თქმის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში გადაიხდება განაცხადით
გათვალისწინებული კლასების წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის
წარდგენისათვის საკმარისი თანხა, ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო
ასეთი შერჩევის არარსებობის შემთხვევაში, პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი
საფასური.
5. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას
განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის, ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის
შესახებ და აცნობებს განმცხადებელს.
მუხლი 14. არსობრივი ექსპერტიზა
1. არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6
თვის ვადაში.
2. არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით
გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
3. არსობრივი ექპერტიზის საფუძველზე განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის
მიმართ.
მუხლი 15. გამოქვეყნება
1. „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების
მიღებიდან ერთი თვის ვადაში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ
ბიულეტენში (შემდგომში – ბიულეტენი).
2. თუ განმცხადებელი სარგებლობს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით,
„საქპატენტი“ განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში სააპელაციო პალატის მიერ შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან ერთი თვის ვადაში.
21. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის მიერ საქონლის მთლიანი ჩამონათვლის ან
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
მისი ნაწილის მიმართ გამოტანილ უარყოფით გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში „საქპატენტი“ განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.
3. ბიულეტენში ქვეყნდება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მფლობელის შესახებ და მისამართი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი.
4. სასაქონლო ნიშნის განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული ექნებოდა რეგისტრაციით. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

მუხლი 151. სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის
პროცედურისას გამოიყენება ამ კანონის II თავით დადგენილი წესები.
2. განმცხადებელს სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისას ან განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში
შეუძლია მოითხოვოს განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება.
3. განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა ერთოდეს ამ კანონის მე-9 მუხლით
განსაზღვრული ყველა საბუთი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში, და გადახდილი უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზისათვის
და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური.
4. თუ განმცხადებელს სურს ისარგებლოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით ან მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9 quinquies მუხლით განსაზღვრული პრიორიტეტით, განაცხადს დაჩქარებული
ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა ერთოდეს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი და გადახდილი უნდა იქნეს პრიორიტეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური.
5. დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს, აკმაყო- ფილებს თუ არა განაცხადი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საგანაცხადო მასალებს აკლია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საბუთი, განმცხადებელი ვალ-დებულია 15 დღის ვადაში წარადგინოს აღნიშნული საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს ამ კანონის II თავით დადგენილი წესით.
6. თუ განაცხადი დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, საქპატენტი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-
5 მუხლებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ბიულეტენში აქვეყნებს მონაცემებს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესახებ და გასცემს მოწმობას.
7. ბიულეტენში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააპელაციო პალატაში შეიტანოს საჩივარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები.
8. თუ სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ საქპატენტში შევა უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მიმართებით იარსებებს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს ბიულეტენში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206
მუხლი 16. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში
1. განმცხადებელს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე
უარის თქმის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის
ვადაში.
2. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის
თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო
პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
3. (ამოღებულია).
4. განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
უფლება აქვს სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთ-ხოვნები. ამასთანავე, დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში იმავე საფუძვლით.
5. სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.
6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 17. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
1. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება
შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე
სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „საქპატენტი“
ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და
მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.
2. რეესტრში შეტანილი იქნება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მისი მფლობელის შესახებ,
სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი, საერთაშორისო
კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც
რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
3. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტში“ სათანადო განცხადების წარდგენის შემდეგ
გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 18. მოწმობა სასაქონლო ნიშანზე
1. სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.
2. მოწმობით დასტურდება სიმბოლოს რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის
თარიღი, მფლობელის განსაკუთრებული უფლება აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე და სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციის მოქმედების ვადა.
მუხლი 19. რეესტრში ცვლილებების შეტანა
1. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო
მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილ იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი
წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია
მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი დაცვის ფარგლებს, ხოლო საქონლის
ჩამონათვლის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან დაზუსტება. ცვლილება ძალაშია
მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.
2. რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.
3. ცვლილებები შეტანილი იქნება მოწმობაშიც.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 20. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება „საქპატენტში“
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით,
გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს
„საქპატენტი“ ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ „საქპატენტში“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე,
დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების „საქპატენტში“
წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.
3. ჩანაწერი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეტანილ იქნება
რეესტრსა და მოწმობაში და ქვეყნდება ბიულეტენში.
4. თუ განცხადება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ იქნა
წარდგენილი „საქპატენტში“ ან საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
ვადაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის
გასვლიდან 6 თვის ვადაში გადაიხადოს აღნიშნული საფასური. ამ ვადის გაშვების შემთხვევაში სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაცია უქმდება რეგისტრაციის მოქმედების გასვლის დღიდან, მისი აღდგენის უფლების გარეშე
და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.
5. ისეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელშიც საქართველოში
დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის
ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის
გაგრძელების მოთხოვნით განცხადების „საქპატენტში“ წარდგენისას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის
მფლობელს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
6. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მისი მფლობელის მოთხოვნით გაუქმდა, რეგისტრაციის აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 22. საფასური
სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის,
დაჩქარებული ექსპერტიზის, პრიორიტეტის მოთხოვნის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების,
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის, ცვლილებების რეგისტრაციის, გამოქვეყნების, მოწმობის გაცემის,
რეესტრიდან ამონაწერის გაცემის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერების,
აღდგენისა და გაგრძელების, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა
მოქმედებებისათვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული
საფასური. საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

თავი III. სასაქონლო ნიშნის გამოყენება და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების
გადაცემა
მუხლი 24. სასაქონლო ნიშნის გამოყენება
1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი
ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ
საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ
ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება
მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე.
სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან
უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.
2. ისეთი სასაქონლო ნიშნების გამოყენება, რომლებშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან
ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია შესაბამისი
კომპეტენტური ორგანოს თანხმობით, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო
შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 25. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები გადაეცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ
პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასაქონლო ნიშანი გადაეცემა სხვა პირს საწარმოსთან ერთად ან მის გარეშე.
3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ითვალისწინებს საქონლის
მთლიან ჩამონათვალს ან მის ნაწილს.
4. საწარმოს გადაცემა გულისხმობს სასაქონლო ნიშნის გადაცემასაც, თუ გადაცემის ხელშეკრულებით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ფორმდება წერილობით. წერილობითი ფორმის
დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
6. თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს,
რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის
თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის
მიმართაც ის რეგისტრირებულია, „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ
მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე.
6 1 . უფლებების გადაცემა სასაქონლო ნიშანზე, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა
ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ უფლებების მიმღებ პირს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის
დასახელების გამოყენების უფლება.
7. სასაქონლო ნიშნის გადაცემისას სათანადო ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში
დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
8. სასაქონლო ნიშნის ახალ მფლობელს არ შეუძლია გამოიყენოს რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები
მესამე პირის წინააღმდეგ, ვიდრე რეესტრში არ შეიტანება სათანადო ცვლილებები სასაქონლო ნიშნის
გადაცემასთან დაკავშირებით.
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 26. სალიცენზიო ხელშეკრულება
1. სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიარმა) შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს
(ლიცენზიატს) სალიცენზიო ხელშეკრულებით. სალიცენზიო ხელშეკრულება იდება როგორც საქონლის
მთლიანი ჩამონათვალის, ისე მისი ნაწილის მიმართ.
2. ლიცენზია არის განსაკუთრებული ან მარტივი.
3. თუ ხელშეკრულებიდან არ ჩანს ლიცენზიის ხასიათი, იგულისხმება მარტივი ლიცენზია. ამ შემთხვევაში
ლიცენზიარის უფლებაა თვითონაც გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი და დადოს სხვა სალიცენზიო
ხელშეკრულება.
4. განსაკუთრებული ლიცენზია არ აძლევს ლიცენზიარს უფლებას დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება
და გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსაკუთრებული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები ძალაშია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის
მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან
ქველიცენზიის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან.
6. სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს
გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული თავისი განსაკუთრებული უფლებები ლიცენზიატის მიმართ, თუ
დარღვევა ეხება ხელშეკრულების ვადას, სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფორმას, იმ საქონლის ჩამონათვალს,
რომლისთვისაც გაიცა ლიცენზია, ტერიტორიას, სადაც სასაქონლო ნიშანი შეიძლება იქნეს გამოყენებული,
საქონლის ხარისხს.
7. სასაქონლო ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ფაქტის რეგისტრაცია წარმოებს
„საქპატენტში“ და შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
8. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიატი აღძრავს სარჩელს მხოლოდ
სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით.
9. ლიცენზიატს უფლება აქვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ჩაერთოს სასაქონლო
ნიშანზე უფლებების დარღვევის შესახებ გამართულ სასამართლო პროცესში.
10. სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა ან ლიცენზია არ ვრცელდება მესამე პირის სახელზე ადრე
გაცემულ ლიცენზიაზე.
11. სალიცენზიო ხელშეკრულების დადება ისეთი სასაქონლო ნიშნის თაობაზე, რომელშიც საქართველოში
დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის
ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან
ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

თავი IV. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაკარგვა
მუხლი 27. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს „საქპატენტი“:
ა) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით;
ბ) სასაქონლო ნიშნის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა
მემკვიდრე, ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე; გ) ამ კანონის 151 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე.
2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:
ა) სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც
არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული
ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე
შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება;
ბ) სასაქონლო ნიშანი იქცა გვარეობით ცნებად იმ საქონლისთვის, რომლის მიმართაც ის არის
რეგისტრირებული;
გ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს
მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის სახეობის, თვისების, ხარისხის, ღირებულების ან გეოგრაფიული
წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ
სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის
განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან
დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.
4. თუ სასაქონლო ნიშნის გაუქმების საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვლის
ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.
5. საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

მუხლი 28. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:
ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული;
ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით;
გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო
ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის
ნებართვის გარეშე;
დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა;
ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია
სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე.
2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები არსებობს საქონლის
რეგისტრირებული ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ
ნაწილის მიმართ.
3. საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად
ცნობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება
ბიულეტენში.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 29. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები
1. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია გაუქმდა ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით
მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში
შეტანის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.
2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად,
რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება სასაქონლო ნიშანზე ამ უფლებების
წარმოშობის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.
3. ზიანის ანაზღაურების საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

თავი V. კოლექტიური ნიშანი
მუხლი 30. უფლებები კოლექტიურ ნიშანზე
1. კოლექტიური ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლით
შეიძლება იქნეს დაცული სასაქონლო ნიშნად და რომელიც განასხვავებს კოლექტიური ნიშნის მფლობელი
გაერთიანების წევრთა საქონელს სხვა პირთა საქონლისაგან გეოგრაფიული წარმოშობის, ერთნაირი
ხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა თვისებების მიხედვით.
2. კოლექტიური ნიშნის განმცხადებელი და მფლობელი შეიძლება იყოს მხოლოდ გაერთიანება ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირი.
3. აკრძალულია კოლექტიური ნიშნის გადაცემა ან ამ ნიშანზე ლიცენზიის გაცემა.
4. კოლექტიურ ნიშანზე მთლიანად ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული წესები, თუ ამ თავით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 31. გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის გამოყენება კოლექტიურ ნიშნად
1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვებიდან
გამონაკლისის სახით კოლექტიურ ნიშნად დასაშვებია ისეთი სიმბოლოს რეგისტრაცია, რომელიც წარმოადგენს
საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნას (ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის სახელი ან სხვაგვარი
აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე).
2. გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა არ გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმ საქონლისათვის, რომელიც
არ წარმოიშვა შესაბამის გეოგრაფიულ ადგილზე, რაიონში, რეგიონში, ქვეყანაში, თუ ასეთი აღნიშვნა მცდარ
წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობის შესახებ.
3. თუ გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა მიუთითებს საქონლის განსაკუთრებულ თვისებებსა და
ხარისხზე, ასეთი აღნიშვნა გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმავე წარმოშობის მხოლოდ იმ საქონლისათვის,
რომელსაც აქვს შესაბამისი თვისებები და ხარისხი.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება იმ სახელზე, აღნიშვნასა და ნიშანზე, რომლებიც
გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის მსგავსია.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
მუხლი 32. კოლექტიური ნიშნის დებულება
1. განაცხადი კოლექტიურ ნიშანზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს. განაცხადს
თან უნდა დაერთოს კოლექტიური ნიშნის დებულება.
2. კოლექტიური ნიშნის დებულება უნდა შეიცავდეს:
ა) გაერთიანების სახელწოდებას;
ბ) გაერთიანების წევრთა სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;
გ) გაერთიანების მიზანს;
დ) კოლექტიური ნიშნით სარგებლობისა და მისი გამოყენების კონტროლის პირობებს;
ე) გაერთიანების წევრთა უფლება-მოვალეობებს კოლექტიურ ნიშანზე უფლებების დარღვევასთან
დაკავშირებით;
ვ) იმ საქონლის ჩამონათვალსა და ერთიან მახასიათებლებს ან საერთო მაჩვენებლებს, რომლისთვისაც
განკუთვნილია კოლექტიური ნიშანი.
3. თუ კოლექტიური ნიშანი შეიცავს გეოგრაფიულ სახელს, დებულება უნდა ითვალისწინებდეს, რომ
ნებისმიერ პირს, რომლის საქონელი წარმოიშვა აღნიშნულ გეოგრაფიულ რეგიონში და აკმაყოფილებს
დებულებით განსაზღვრულ კოლექტიური ნიშნის გამოყენების პირობებს, უფლება აქვს გახდეს გაერთიანების
წევრი და ჰქონდეს ამ ნიშნით სარგებლობის უფლება.
4. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს კოლექტიური ნიშნის დებულებას.
მუხლი 33. კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ექსპერტიზა
კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზის დროს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად დგინდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 30-ე
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, აგრეთვე 32-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე,
ექსპერტიზა არ გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციაზე, თუ
განმცხადებელი შეასწორებს კოლექტიური ნიშნის დებულებას ისე, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის
საფუძველი აღარ იარსებებს.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 34. კოლექტიური ნიშნის დაცვის შეზღუდვა
გეოგრაფიული სახელის კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაცია არ ანიჭებს მის მფლობელს უფლებას,
აუკრძალოს მესამე პირს ამ სახელწოდების გამოყენება სამოქალაქო ბრუნვაში, თუ ამით არ ირღვევა
კეთილსინდისიერი კონკურენციის ნორმები და მესამე პირს აქვს ამ დასახელების გამოყენების მართლზომიერი
საფუძველი.
მუხლი 35. გასაჩივრება
პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს კოლექტიური ნიშნით, შეუძლია ამ უფლების დარღვევის
თაობაზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში მხოლოდ კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების
ნებართვით, თუ კოლექტიური ნიშნის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 36. კოლექტიური ნიშნის დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. კოლექტიური ნიშნის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს „საქპატენტს“ კოლექტიური ნიშნის
დებულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. კოლექტიური ნიშნის დებულების ცვლილებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ კანონის 31-ე და 32-ე
მუხლების მოთხოვნები.
მუხლი 37. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება
კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია უქმდება:
ა) ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) თუ კოლექტიური ნიშნის მფლობელი ამ ნიშანს იყენებს კოლექტიური ნიშნის დებულების დარღვევით.
მუხლი 38. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლების გამო
ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი, თუ ის რეგისტრირებული იყო ამ კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. თუ ბათილად ცნობის საფუძველია კოლექტიური ნიშნის დებულება, ის ბათილად აღარ იქნება ცნობილი, თუ კოლექტიური ნიშნის მფლობელი 2 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ ცვლილების შეტანის აუცილებლობის შესახებ, შეასწორებს დებულებას ისე, რომ ბათილად ცნობის საფუძველი აღარ იარსებებს.

თავი VI. სასაქონლო ნიშნების დაცვა მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 39. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
1. ეს კანონი ვრცელდება იმ სასაქონლო ნიშნებზე, რომელთა დაცვა მოითხოვება მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით, თუ ამ ოქმით ან კანონის ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის თანახმად შეტანილ უნდა იქნეს „საქპატენტში“.
3. განაცხადს უნდა დაერთოს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული ჩამონათვლის თარგმანი ინგლისურ ენაზე.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 40. ჩანაწერი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ
1. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადის საფუძველზე,
საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება განაცხადის მონაცემებში.
2. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის
საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში.
3. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში სასაქონლო
ნიშნის „საქპატენტში“ რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 41. მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა
1. სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით (შემდეგში – საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი), ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა.
2. ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოყენებულ იქნეს ტერმინი „დაცვა“.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 42. გამოქვეყნება და გასაჩივრება
1. სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემები ქვეყნდება ინტელექტუალური საკუთრების
მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროს ჟურნალში.
2. საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის საქართველოში დაცვის მინიჭების თაობაზე დადებითი
გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ბიულეტენში გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში
დამატებით ქვეყნდება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
3. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა აითვლება სასაქონლო
ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 43. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

მუხლი 44. ეროვნული განაცხადის წარდგენა გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე
1. გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9 quinquies
მუხლის შესაბამისად ეროვნულ განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც
დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ეროვნული განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის
დღისათვის „საქპატენტის“ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება შესაბამისი საერთაშორისო სასაქონლო
ნიშნისათვის დაცვის მინიჭების თაობაზე, ეროვნულ განაცხადს არსობრივი ექსპერტიზა არ უტარდება.
3. თუ საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმების დღისათვის საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს
საქართველოში მინიჭებული ჰქონდა დაცვა, „საქპატენტი“ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ეროვნულ
განაცხადზე ატარებს მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რის შემდეგაც ახდენს რეესტრში
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

თავი VII. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვის უზრუნველყოფა
მუხლი 45. პასუხისმგებლობა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისათვის
1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს
უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:
ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა;
ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487
გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას;
დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.
თავი VIII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 46. ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეტანილი განაცხადი და გაცემული მოწმობა
1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც შეტანილი იქნა ამ კანონის
ამოქმედებამდე, განიხილება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ
შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №304
დადგენილების მიხედვით.
2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე გაცემული მოწმობა ძალაშია ამ
კანონის ამოქმედების შემდეგაც.
თავი IX . დასკვნითი დებულებანი
მუხლი 47. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №304 დადგენილება;
ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში სასაქონლო ნიშნის (ნიშანდების) გამოყენების მოწესრიგების დამატებით
ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 ივნისის №483
დადგენილება.
მუხლი 48. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე თბილისი,
1999 წლის 5 თებერვალი
№1795-IIს
შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

2. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

3. საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3743 - სსმ I, № 62 , 05 . 11 .2010 წ., მუხ. 383

http://www.matsne.gov.ge 050.050.000.05.001.000.487


立法 取代 (3 文本) 取代 (3 文本) 被以下文本取代 (3 文本) 被以下文本取代 (3 文本)
条约 关联 (4 条记录) 关联 (4 条记录)
无可用数据。

WIPO Lex编号 GE043