关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 金融 无形资产 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决 按管辖区浏览

2011年3月18日格鲁吉亚 - 萨克帕蒂蒂国家知识产权中心主席关于批准上诉分庭条例的第02号命令, 格鲁吉亚

返回
WIPO Lex中的最新版本
详情 详情 版本年份 2011 日期 生效: 2011年3月22日 议定: 2011年3月18日 文本类型 实施规则/实施细则 主题 知识产权及相关法律的执行, 知识产权监管机构, 工业产权

可用资料

主要文本 相关文本
主要文本 主要文本 格鲁吉亚语 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №02 2011 წლის 18 მარტი „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე        
 
下载PDF open_in_new


1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის

თავმჯდომარის

ბრძანება №02

2011 წლის 18 მარტი

„საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის“ თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე ი. ღვალაძე

საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ – (შემდგომში –

საქპატენტი) არსებული სააპელაციო პალატის (შემდგომში – სააპელაციო პალატა) ფუნქციებს,

უფლებამოსილებებს, სტრუქტურას და საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სააპელაციო პალატა შექმნილია „საქართველოს საპატენტო კანონის“ მე-9 მუხლის

საფუძველზე და წარმოადგენს საქპატენტთან არსებულ, ინტელექტუალური საკუთრების

ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის

კრიტერიუმებთან, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების

რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განმხილველ ორგანოს.

3. სააპელაციო პალატა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს

კონსტიტუციით, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და

შეთანხმებებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ინტელექტუალური

საკუთრების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით, სხვა საკანონმდებლო და

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

მუხლი 2. სააპელაციო პალატის შემადგენლობა 1. სააპელაციო პალატის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე.

2. სააპელაციო პალატის მდივნებს საქპატენტის თანამშრომელთაგან ბრძანებით ნიშნავს

სააპელაციო პალატის თავმჯდომარე.

3. სააპელაციო პალატის კოლეგია (შემდგომში – კოლეგია) იქმნება თავმჯდომარის ბრძანებით,

სამი წევრის შემადგენლობით.

4. სააპელაციო პალატის თავმჯდომარე კოლეგიის წევრთაგან ნიშნავს კოლეგიის

თავმჯდომარეს.

5. კოლეგიის შემადგენლობაში ერთი წევრი უნდა იყოს იმ სფეროს სპეციალისტი, რომელსაც

ეხება სააპელაციო საჩივარი.

6. მხარეთა დასაბუთებული შუამდგომლობის ან კოლეგიის გადაწყვეტილების საფუძველზე,

საქმეზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შესაძლოა მოწვეულ იქნeნ ექსპერტები,

რომლებიც არ არიან საქპატენტის თანამშრომლები.

მუხლი 3. აცილების საფუძვლები დაუშვებელია კოლეგიის შემადგენლობაში იმ წევრის მონაწილეობა, რომელიც:

2

ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს ან მას ამა თუ იმ

დაინტერესებულ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

ბ) მონაწილეობდა განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებაში ან/და გადაწყვეტილების მიღებაში;

გ) დაინტერესებული მხარის ან/და მისი წარმომადგენლის ნათესავია.

მუხლი 4. თვითაცილება და დაინტერესებულ მხარეთა განცხადება აცილების შესახებ 1. აცილების საფუძვლების არსებობისას კოლეგიის წევრი ვალდებულია სააპელაციო პალატის

თავმჯდომარეს წერილობით აცნობოს თვითაცილების შესახებ და მიუთითოს თვითაცილების

საფუძველი.

2. სააპელაციო საჩივრის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ მხარე, რომელიც მიიჩნევს,

რომ არსებობს კოლეგიის წევრის აცილების საფუძველი, ამ დებულების მე-3 მუხლის

შესაბამისად, ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს ადმინისტრაციული

წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან ორი დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის

ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.

3. თვითაცილებისა და აცილების შესახებ საკითხს 5 სამუშაო დღის ვადაში წყვეტს

სააპელაციო პალატის თავმჯდომარე, რის თაობაზეც გამოსცემს ბრძანებას.

4. თუ განცხადება კოლეგიის თავმჯდომარის ან წევრის აცილების შესახებ დაკმაყოფილდა, ამ

დებულებით განსაზღვრული წესით მტკიცდება კოლეგიის ახალი შემადგენლობა და კოლეგიის

სხდომა გადაიდება არა უმეტეს ორი კვირით.

მუხლი 5. საფასური 1. სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანისას გადაიხდება „ინტელექტუალური

საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან

დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის

2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებით დამტკიცებული საფასური.

2. კოლეგიის მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შემდეგ, სააპელაციო

საჩივრის განხილვისათვის გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მუხლი 6. სააპელაციო პალატაში გასაჩივრებისა და მიმართვის საფუძვლები 1. სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლებია:

ა) „საქართველოს საპატენტო კანონის“ 403 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში

მითითებული საფუძვლები;

ბ) „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4

პუნქტებში მითითებული საფუძვლები;

გ) „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში

მითითებული საფუძვლები;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სააპელაციო პალატას სასაქონლო ნიშნის

საყოველთაოდ ცნობილად აღიარების მოთხოვნით „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს

კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი

გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.

მუხლი 7. სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება და განხილვის ვადები 1. კოლეგია იხილავს სააპელაციო საჩივარს და გამოაქვს გადაწყვეტილება სააპელაციო

საჩივრის შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.

2. სააპელაციო საჩივარს სააპელაციო პალატა ანიჭებს სპეციალურ საიდენტიფიკაციო ნომერს.

3. სააპელაციო საჩივრის შეტანის თარიღად ჩაითვლება მისი საქპატენტში რეგისტრაციის

თარიღი.

4. სააპელაციო საჩივრის შეტანის თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სააპელაციო პალატის

თავმჯდომარე ქმნის კოლეგიას.

3

5. თუ სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ დებულების მე-8 მუხლის მოთხოვნებს,

კოლეგიას გამოაქვს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე.

6. სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის თარიღი წერილობით ეცნობებათ მხარეებს.

მუხლი 8. სააპელაციო საჩივრის შინაარსი და დასაშვებობა 1. სააპელაციო საჩივარი უნდა ეხებოდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მხოლოდ

ერთ განაცხადს.

2. სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივარი წარედგინება წერილობით სააპელაციო

პალატის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ფორმით.

3. სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) სააპელაციო პალატის სრულ დასახელებას;

ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობას და მისამართს;

გ) გასაჩივრებული აქტის დასახელებას, ნომერს და თარიღს;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ აქტის რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს აქტის უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს

სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;

ვ) გარემოებებს, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

ზ) სააპელაციო საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხას და გვერდების რაოდენობას.

4. თუ სააპელაციო საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა აქტი, რომელსაც ასაჩივრებს, სააპელაციო

საჩივარს უნდა დაერთოს მისი ასლი.

5. სააპელაციო საჩივარი და თანდართული მასალები სააპელაციო პალატას წარედგინება

იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეც მონაწილეობს სააპელაციო საჩივრის განხილვაში.

6. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი.

7. თუ სააპელაციო საჩივარი შეაქვს წარმომადგენელს ან/და უფლებამონაცვლეს, სააპელაციო

საჩივარს თან უნდა ერთოდეს მხარის წარმომადგენლობის ან/და უფლებამონაცვლეობის

დამადასტურებელი საბუთი.

8. სააპელაციო საჩივარს უნდა ახლდეს სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი

საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

9. სააპელაციო საჩივარი არ არის დასაშვები, თუ:

ა) სააპელაციო საჩივარი არ არის წარდგენილი ამ დებულების მე-6 მუხლით

გათვალისწინებული საფუძვლებით;

ბ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის დადგენილი ვადა;

გ) არსებობს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;

დ) სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირმა, რომელიც სასამართლოს მიერ ცნობილია

ქმედუუნაროდ;

ე) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე

მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

10. თუ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5,

მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კოლეგიას გამოაქვს

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე და სააპელაციო საჩივრის

წარმდგენ პირს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი

არ იქნება შევსებული, კოლეგიას გამოაქვს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის

განუხილველად დატოვების შესახებ.

11. თუ აღმოიფხვრა ის გარემოებები, რომელიც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად

დატოვების საფუძველი, მხარეს შეუძლია მიმართოს სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის

წარდგენის 3-თვიანი ვადის გათვალისწინებით.

12. თუ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ

მოთხოვნებს, კოლეგიას გამოაქვს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის

თაობაზე.

4

13. თუ არსებობს სააპელაციო საჩივარზე როგორც ხარვეზის დადგენის, ასევე საჩივრის

დაუშვებელად ცნობის საფუძველი, კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის

დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

14. კოლეგიამ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების, ხარვეზის დადგენის ან

დაუშვებლად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კოლეგიის შექმნიდან 10 სამუშაო

დღის განმავლობაში.

მუხლი 9. განხილვის წესი 1. სააპელაციო პალატის მდივანი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე

გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სააპელაციო საჩივრის ასლს უგზავნის დაინტერესებულ

მხარეს.

2. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია სააპელაციო პალატას თავისი მოსაზრება,

სააპელაციო პალატის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შესაგებლის ფორმით, წარუდგინოს

სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

3. აპელანტს უფლება აქვს უარი თქვას სააპელაციო საჩივრის განხილვაზე საქმის წარმოების

ნებისმიერ ეტაპზე. ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საფასური უკან დაბრუნებას არ

ექვემდებარება.

4. სააპელაციო პალატა საქმისწარმოებას წარმართავს ქართულ ენაზე.

მუხლი 10. დაინტერესებულ მხარეთა მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და ახალ გარემოებებზე მითითება

1. დაინტერესებული მხარე საქმესთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტებს წარადგენს

ზეპირი მოსმენის გამართვამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

2. დაუშვებელია კოლეგიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა, ან დაინტერესებულ

მხარეთა მიერ მისი წარდგენა, თუ ის შეიცავს ახალ გარემოებებს და ამით სცილდება აპელაციის

ფარგლებს.

3. თუ წარდგენილ იქნება დამატებითი ინფორმაცია, რომელიც არ სცილდება აპელაციის

საგანს, ზეპირი მოსმენა შესაძლოა გადაიდოს გონივრული ვადით.

4. დაინტერესებული მხარეების მიერ დამატებითი ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს

იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში.

მუხლი 11. ზეპირი მოსმენის გადადება 1. დაინტერესებულ მხარეთა დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ან კოლეგიის

ინიციატივით შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გადადება გონივრული ვადით, რის შესახებაც

ეცნობებათ დაინტერესებულ მხარეებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მე-7 მუხლის პირველი

პუნქტით გათვალისწინებული ვადის დენა ჩერდება.

მუხლი 12. სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების შეჩერება 1. თუ სააპელაციო საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ აღნიშნულ სააპელაციო საჩივარზე

გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია სხვა დავის დასრულებამდე, კოლეგია ვალდებულია

შეაჩეროს საქმის წარმოება.

2. საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისთანავე კოლეგია ვალდებულია

განაახლოს საქმის წარმოება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მე-7 მუხლის პირველი

პუნქტით გათვალისწინებული ვადის დენა ჩერდება.

მუხლი 13. კოლეგიის სხდომა 1. კოლეგიის სხდომას თავმჯდომარეობს კოლეგიის თავმჯდომარე;

2. თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული;

3. თავმჯდომარე მხარეებს წარუდგენს კოლეგიის შემადგენლობას, სხდომის მდივანს და

განუმარტავს მათ აცილების უფლების შესახებ;

5

4. თავმჯდომარე მოკლედ გადმოსცემს საჩივრის შინაარსს და შესაგებელში მითითებულ

ძირითად გარემოებებს;

5. თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე

გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს

საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

6. მხარეთა ან მესამე პირთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ თავმჯდომარე

უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით განიხილოს და

შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები.

მუხლი 14. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი 1. კოლეგიის სხდომის მიმდინარეობა და შინაარსი აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს

სააპელაციო პალატის მდივანი. ოქმში მიეთითება:

ა) სააპელაციო საჩივრის დასახელება, სააპელაციო საჩივრის სპეციალური საიდენტიფიკაციო

ნომერი, რომლის თაობაზეც ეწყობა განხილვა;

ბ) განხილვის დრო და ადგილი;

გ) კოლეგიის თავმჯდომარის, წევრებისა და სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;

დ) დავის საგანი; განხილვაში მონაწილე პირთა ახსნა-განმარტების მოკლე აღწერა.

2. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

3. ოქმი უნდა მომზადდეს და ხელი მოეწეროს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა სხდომის

დამთავრების შემდეგ.

4. ოქმში შეტანილ ყველა ცვლილებას, შესწორებას და დამატებას უკეთდება შენიშვნა და

მოწმდება ოქმზე ხელის მომწერ პირთა მიერ.

5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის

ვადაში წარადგინოს შენიშვნები. თუ კოლეგია ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს,

ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოაქვს გადაწყვეტილება შენიშვნის უარყოფის შესახებ.

მუხლი 15. გადაწყვეტილება და მისი ძალაში შესვლა 1. კოლეგია საქმის არსებითად განხილვის შედეგად იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებებს:

ა) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ;

გ) საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, მხარეთა დაუსწრებლად;

3. კოლეგიის გადაწყვეტილებას ხელს აწერენ კოლეგიის წევრები;

4. კოლეგიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით

ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის

გადაწყვეტილებას;

5. კოლეგიის გადაწყვეტილებაში მიეთითება სააპელაციო საჩივრის შემოსვლის დროს

საჩივრისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

6. კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება სპეციალურ ბლანკზე და მას დაესმება ბეჭედი;

7. სააპელაციო პალატის ბლანკისა და ბეჭდის ფორმას ამტკიცებს სააპელაციო პალატის

თავმჯდომარე;

8. საქმის არსებითად განხილვის შედეგად კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

ბრძანებით ამტკიცებს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე;

9. კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო პალატის თავმჯდომარის ბრძანებასთან ერთად

გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლოში

კოლეგიის გადაწყვეტილებისა და სააპელაციო პალატის თავმჯდომარის ბრძანების

გაცნობიდან/ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში.

მუხლი 16. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქპატენტის

თავმჯდომარის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


立法 实施 (1 文本) 实施 (1 文本)
无可用数据。

WIPO Lex编号 GE036