关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 金融 无形资产 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决 按管辖区浏览

Law of Georgia No. 3159 of June 28, 2010, on Amendments to the Law on Trademarks, 格鲁吉亚

返回
WIPO Lex中的最新版本
详情 详情 版本年份 2010 日期 议定: 2010年6月28日 文本类型 主要知识产权法 主题 商标, 知识产权监管机构 This Law was published in the Official Gazette on July 12, 2010, and entered into force one month after its date of publication.

可用资料

主要文本 相关文本
主要文本 主要文本 格鲁吉亚语 საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, № 3159–რს2010, წლის 28 ივნისი        
საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე,2010 წლის 28 ივნისი. № 3159–რს

საქართველოს კანონი

სასაქონლო ნიშნების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999
წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სასაქონლო ნიშნის განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული ექნებოდა რეგისტრაციით. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

1

მუხლი 15 . სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის
პროცედურისას გამოიყენება ამ კანონის II თავით დადგენილი წესები.
2. განმცხადებელს სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისას ან განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში შეუძლია მოითხოვოს განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება.
3. განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა ერთოდეს ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ყველა საბუთი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და გადახდილი უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზისათვის და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური.
4. თუ განმცხადებელს სურს ისარგებლოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით ან მადრიდის
შეთანხმების ოქმის მე-9quinquies
მუხლით განსაზღვრული პრიორიტეტით, განაცხადს დაჩქარებული
ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა ერთოდეს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი და გადახდილი უნდა იქნეს პრიორიტეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური.
5. დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს, აკმაყო- ფილებს თუ არა განაცხადი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საგანაცხადო მასალებს აკლია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საბუთი, განმცხადებელი ვალ- დებულია 15 დღის ვადაში წარადგინოს აღნიშნული საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს ამ კანონის II თავით დადგენილი წესით.
6. თუ განაცხადი დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, საქპატენტი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ბიულეტენში აქვეყნებს მონაცემებს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესახებ და გასცემს მოწმობას.
7. ბიულეტენში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააპელაციო პალატაში შეიტანოს საჩივარი სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები.
8. თუ სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ საქპატენტში შევა უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მიმართებით იარსებებს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს ბიულეტენში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.
5. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. საფასური

სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის,
დაჩქარებული ექსპერტიზის, პრიორიტეტის მოთხოვნის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის, ცვლილებების რეგისტრაციის, გამოქვეყნების, მოწმობის გაცემის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერების, აღდგენისა და გაგრძელების, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებებისათვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური. საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
6. 27-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ კანონის 151 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . ს ა ა კ ა შ ვ ი ლ ი

თბილისი,

2010 წლის 28 ივნისი.

3159–რს


立法 修正 (1 文本) 修正 (1 文本)
无可用数据。

WIPO Lex编号 GE042