关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 金融 无形资产 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决 按管辖区浏览

刑事程序法典, 格鲁吉亚

返回
WIPO Lex中的最新版本
详情 详情 版本年份 2002 日期 生效: 1999年5月15日 议定: 1998年2月20日 文本类型 框架法 主题 知识产权及相关法律的执行, 其他 格鲁吉亚根据TRIPS第63条第2款发给世贸组织的通知中称:
“本法典规定了在初步调查和法庭上的刑事司法程序。”

可用资料

主要文本 相关文本
主要文本 主要文本 格鲁吉亚语 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი        
 
开 PDF open_in_new
 საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

1

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ზოგადი ნაწილი

კარი პირველი

ძირითადი დებულებანი

თავი I

სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა

მუხლი 1. სისხლის სამართლის პროცესი და მისი ამოცანები 1. სისხლის სამართლის პროცესი არის მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის,

მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართალწარმოების სხვა მონაწილეთა კანონით

მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით

გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.

2. სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა

მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი;

უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება; არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება;

გამოასწოროს საგამოძიებო და სასამართლო შეცდომები; დაიცვას მოქალაქის, ეჭვმიტანილის,

ბრალდებულის, დაზარალებულის, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ყველა სხვა

მონაწილის უფლებები და თავისუფლებები; დაამკვიდროს საზოგადოებაში კანონის,

ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა.

მუხლი 2. სისხლის სამართლის პროცესის წყაროები 1. სისხლის საპროცესო სამართლის ნორმებს შეიცავს საქართველოს კონსტიტუცია,

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი, საქართველოს

სხვა კანონები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და

ნორმები.

2. თუ ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები ეწინააღმდეგება საქართველოს

კონსტიტუციას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს,

შესაბამისად მოქმედებს კონსტიტუცია ან საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები,

ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ეწინააღმდეგება საქართველოს

კონსტიტუციას, მოქმედებს კონსტიტუცია.

3. კანონი, რომელიც აუქმებს ან ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს სისხლის

სამართლის პროცესში, არ გამოიყენება.

მუხლი 3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება დროში 1. სისხლის სამართალწარმოებისას გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი,

რომელიც მოქმედებს მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.

2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს წინათ

გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა, თუ ამით უმჯობესდება ეჭვმიტანილის,

ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მდგომარეობა.

მუხლი 4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში 1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართალწარმოება საქართველოს

ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის

სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე

საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო

თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო

სამართალწარმოების დროს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და

შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2

3. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის

სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს

ტერიტორიაზედაც.

4. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე

საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან

ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე, ექვემდებარებიან საქართველოს

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.

5. საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო ან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოს დავალების შესრულებისას

შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ

ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და აღნიშნულ სახელმწიფოს შორის დადებული

საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით.

მუხლი 5. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოქმედება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო სახელმწიფოს მოქალაქესა და მოქალაქეობის

არმქონე პირზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.

2. დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის

წევრების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ

მათი თხოვნით ან თანხმობით. დაუშვებელია ამ პირთა დაკავება, მოყვანა, დაპატიმრება.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ დაკავებულ შენობაში და ტერიტორიაზე

დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და სხვა საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ

დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თხოვნით ან თანხმობით, პროკურორისა და

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით.

4. ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე თანხმობა

გამოითხოვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

თავი II

სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები

მუხლი 6. ზოგადსამართლებრივი და სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები 1. სისხლის სამართლის პროცესს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების

ხელშეუხებლობის, მისი ღირსების პატივისცემის, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის,

სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის ზოგადსამართლებრივი პრინციპები.

2. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები განსაზღვრავს სისხლის სამართალწარმოების

ამოცანებს, სტრუქტურას, ფუნქციებსა და წესს.

მუხლი 7. კანონიერება და ადამიანის ბუნებითი უფლებები 1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, მოქალაქეები,

დაწესებულებები, საწარმოები, ორგანიზაციები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა

მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა

კანონები.

2. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით

დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის

პროცესის ყველა მონაწილისათვის.

3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადასაწყვეტად სისხლის

სამართალწარმოება სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ

გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო

კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.

3

5. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის

დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის

გაუქმებას.

6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 8. სასამართლო ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა 1. სასამართლო ხელისუფლება არის ხალხის სუვერენული ნების გამოხატულება და მას

მხოლოდ სასამართლო ახორციელებს.

2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელით.

3. სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე

ანგარიშვალდებული არ არის. მოსამართლე და მსაჯული დამოუკიდებელნი არიან და

ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს.

4. სასამართლო ხელისუფლება აკონტროლებს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და

პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებასა და დასაბუთებულობას.

5. მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით.

არავის არა აქვს უფლება ზედამხედველობა გაუწიოს სასამართლოს და მის მიერ მიღებულ

გადაწყვეტილებას.

6. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება დამნაშავედ ცნოს პირი და დაუნიშნოს მას სასჯელი,

ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენს – სამედიცინო ხასიათის იძულებითი

ღონისძიება.

7. განაჩენსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში რაიმე ცვლილების შეტანა შეიძლება

მხოლოდ სასამართლო წესით.

8. არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში და ზეგავლენა

მოახდინოს მოსამართლეზე ან მსაჯულზე. მოსამართლისა და მსაჯულის დამოუკიდებლობის

გარანტიებს ადგენს კანონი.

მუხლი 9. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე 1. ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე – რასის, ეროვნების, ენის, სქესის,

სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი

ადგილის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, რწმენის, აგრეთვე სხვა გარემოებების

მიუხედავად.

2. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის,

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს

მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო

დამცველის, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრის, აფხაზეთისა და

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების

დეპუტატების, ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის, ავტონომიური რესპუბლიკის

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის სისხლის

სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის

საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები,

ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები.

3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირთა მიერ პრივილეგიებისა და

იმუნიტეტის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 10. უდანაშაულობის პრეზუმფცია 1. ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ

დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში

შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

4

2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების

მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ბრალმდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე.

3. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ,

საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება

უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

4. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა

გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

მუხლი 11. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის დაცვის უფლების უზრუნველყოფა

1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებას

ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი

უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ მათი უფლებები, მისცენ შესაძლებლობა

დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, დაიცვან მათი უფლებები და

თავისუფლებები.

2. დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე

სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, აგრეთვე მსჯავრდებული და

გამართლებული განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების

შემთხვევაში.

3. სისხლის სამართლის საქმეში დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არ

ართმევს დასაცავ პირს მის კუთვნილ უფლებებს.

მუხლი 12. პიროვნების ხელშეუხებლობა, მისი პატივისა და ღირსების დაცვა 1. ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების

დაცვის უფლება.

2. დაუშვებელია თავისუფლების შეზღუდვა კანონიერი საფუძვლისა და წესის გარეშე.

დაკავებულსა და დაპატიმრებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავებისა თუ დაპატიმრების

მიზეზი, საფუძველი და დანაშაული, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია ან რომლის ჩადენაც

მას ბრალად ედება.

3. დაუშვებელია 48 საათზე მეტი ხნით ეჭვმიტანილის დაკავება. პირის დაპატიმრება ან

ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის

ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო,

პროკურორი, გამომძიებელი და მომკვლევი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ

გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად

თავისუფლებაშეზღუდული პირი.

4. უკანონოდ და დაუსაბუთებლად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს მისთვის

მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება.

5. დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა თუ სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და

ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდების

გამოყენება.

6. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება, რომელიც ეხება პიროვნების ხელშეუხებლობას,

შეიძლება იძულებით ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამას უშუალოდ კანონი ითვალისწინებს.

7. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების ჩატარებისას აკრძალულია პიროვნების მიმართ

მეძიებლობის, მუქარის, შანტაჟის, წამების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის სხვა ხერხების

გამოყენება. დაუშვებელია დაკავებულისა და დაპატიმრებულის მიმართ სამედიცინო

ექსპერიმენტის ჩატარება, ძილის, წყლის, საკვების აკრძალვა ან ზღვრულ ნორმაზე მეტად

შეზღუდვა, ისეთ პირობებში ჩაყენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის

ჯანმრთელობაზე და ლახავს მის ღირსებას.

მუხლი 13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში.

საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი

5

ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით

გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია

კანონით.

2. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების

საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე,

საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება

და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს

განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი

აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა

ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების

გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ

შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს

აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.

3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს

ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ

დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. მოკვლევის ორგანო, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი,

მოსამართლე, სასამართლო საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის

ჩამორთმევით აფრთხილებენ, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები.

4. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო

გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება აქვს.

5. პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია

სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი

თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 14. საჯაროობა და დისპოზიციურობა 1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, რომლებიც

მოქმედებენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი

არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან

ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი

ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.

2. დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით

პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით

დადგენილი საფუძვლითა და წესით.

3. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი

დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების

კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს

ემსახურება.

4. მხარეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით თავისუფლად განკარგონ

თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ

სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და გადაწყვეტაზე.

5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა

შეიძლება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში საქმე

უნდა შეწყდეს.

6. ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს

სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ან 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ

შემთხვევებში – გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო

წარმოება წყდება.

6

მუხლი 15. სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობა 1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და

შეჯიბრებითობის საფუძველზე.

2. ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისაგან

და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს.

3. მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ

მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და

აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.

4. შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების

ფუნქცია ეკისრებათ პროკურორს, გამომძიებელს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს, მოკვლევის

ორგანოს, მომკვლევს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ

წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და

მის წარმომადგენელს; ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს ეკისრება

კონტროლი ბრალდებასა და დაცვას შორის და წინასწარი გამოძიების დროს წარმოქმნილი

კოლიზიების გადაწყვეტისადმი; დაწესებულია სასამართლო კონტროლი მომკვლევის,

გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებისადმი, რომელიც დაკავშირებულია

მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს,

ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში

და წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ მომკვლევის, გამომძიებლის ან

პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

5. სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და

ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს

მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის.

6. სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის საქვეყნოობა 1. სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა.

2. სამართალწარმოების მონაწილეებსა და სხვა პირებს აქვთ პროცესის დროს

სტენოგრაფირების, ხმის ჩაწერისა და სხვა ჩამწერი საშუალებების უხმაუროდ გამოყენების

უფლება, თუ ისინი ხელს არ უშლიან სასამართლო განხილვას. პროცესის ფოტო-, კინო-,

ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის აკრძალვა

შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ თავისუფლად გააშუქონ სასამართლო

პროცესის მიმდინარეობა და შედეგები, ოღონდ ამ დროს მათ უნდა იხელმძღვანელონ

უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპით.

4. საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება

ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო,

სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და

სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამის თანახმა არ არის

პირი; ბრალდებულის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ

სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით განიხილება აგრეთვე: იმ პირის დანაშაულის საქმე,

რომელსაც 16 წლის ასაკამდე არ მიუღწევია; სქესობრივი დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმე,

რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების

საიდუმლოების შესახებ; როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილის და მისი ოჯახის

წევრების ან ახლო ნათესავის პირადი უსაფრთხოების დაცვა.

5. დახურულ სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება

(შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ და

სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი.

6. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა წარმოებს ყველა საპროცესო წესის დაცვით.

7. სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება.

7

8. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს

გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით.

9. 16 წელს მიუღწეველი პირი სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვება.

10. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სასამართლო

სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 17. სისხლის სამართალწარმოების ენა 1. სისხლის სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე

აფხაზურ ენაზე.

2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა,

უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა

და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე,

რომელიც მან იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის

მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.

3. საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად

უნდა გადაეცეს ბრალდებულს ან პროცესის სხვა მონაწილეს, უნდა ითარგმნოს მის მშობლიურ

ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის.

4. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია პროცესის მონაწილეებს განუმარტოს

ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული მათი უფლებები.

5. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე თარჯიმნის შრომის ანაზღაურება ხდება

სახელმწიფოს ხარჯზე.

6. ყველა საპროცესო აქტი დგება სამართალწარმოების ენაზე.

7. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, მსაჯულები ვალდებულნი არიან

სრულყოფილად იცოდნენ სამართალწარმოების ენა.

მუხლი 18. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა 1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ვალდებულნი არიან

უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების

საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

2. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული.

ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც

მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და

შემამსუბუქებელი გარემოებანი.

3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი

უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის

გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების

თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს.

მუხლი 19. მტკიცებულების შეფასება შინაგანი რწმენით 1. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი,

პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი

რწმენით.

2. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება

საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას

(დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის.

მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის

საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

3. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ

არის მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს

მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

8

მუხლი 20. სისხლის სამართალწარმოების უშუალობა და ზეპირობა 1. ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია დაკითხოს

ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის

დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები. ამ წესისაგან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ ამ

კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

2. მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პირი

ჩვენებას იძლევა ზეპირად. ჩვენება აუცილებლად ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

3. სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები,

რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.

მუხლი 21. საპროცესო მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების თავისუფლება 1. სისხლის სამართალწარმოების მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით

დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება და

გადაწყვეტილება, რომელიც პროცესს აწარმოებს.

2. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს საჩივარი გამოიყენოს საჩივრის

შემტანი პირის ან იმ პირის საზიანოდ, რომლის ინტერესების დასაცავადაც იგი იყო შეტანილი,

გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვა პირმა ან ორგანომ შეიტანა საწინააღმდეგო ხასიათის საჩივარი,

ანდა საჩივრის შემოწმებისას დადგინდა სხვა გარემოებები.

თავი III

სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და

შეწყვეტა

მუხლი 22. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა 1. დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს მოკვლევის

ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე.

2. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ უნდა ტარდებოდეს ცალმხრივად, მხოლოდ

გამამტყუნებელი მიმართულებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 23. სისხლისსამართლებრივი დევნის სახეები სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება იყოს საჯარო, სუბსიდიური, კერძო-საჯარო და

კერძო.

მუხლი 24. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა 1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის

საქმეებზე.

2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ მოკვლევის ორგანო, პროკურორი

და გამომძიებელი ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების, სახელმწიფო ორგანოთა და

არასახელმწიფო ორგანიზაციათა შეტყობინებების, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის

საშუალებათა ცნობების საფუძველზე.

3. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას მოკვლევის ორგანო,

პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა

პოზიციით.

4. მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან დანაშაულის

ნიშნების აღმოჩენის ყველა შემთხვევაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღძრან საჯარო

ბრალდების საქმე, მიიღონ ზომები დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავის დასადგენად, არ

დაუშვან უდანაშაულო პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

5. ბრალდების წაყენებისათვის საკმაო მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს

გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში

მიცემის შესახებ, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. თუ პროკურორი მიიჩნევს, რომ არ

არსებობს ბრალდების წაყენების საფუძველი, მას გამოაქვს დადგენილება

9

სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის

შესახებ, ან საქმეს გამომძიებელს უბრუნებს თავისი წერილობითი მითითებითურთ.

6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან

არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის

შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს

და დაკითხავს მას წაყენებული ბრალდების გამო 311-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით.

დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს.

7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გამომძიებელი, თუ არსებობს საამისო

საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს

პროკურორს. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ მის ასლს პროკურორი გადასცემს

ბრალდებულს.

8. პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა

გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის

გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში

უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან

გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი

ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 25. სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნა 1. დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ პროკურორის

მიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას.

2. თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე ან შეცვლის ბრალდებას, დაზარალებულს ან

მის წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოში მხარი დაუჭიროს წინანდელ ბრალდებას.

ასეთ შემთხვევაში საქმე არ წყდება, ხოლო პროკურორს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა

საქმის შემდგომ განხილვაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 26. კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე

მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე და 189-ე მუხლებით

გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის

საჩივრით, რომელსაც დაზარალებული გადასცემს პროკურორს, თუ ბრალდება წაეყენება

კონკრეტულ პირს, ხოლო მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებელს – დანარჩენ შემთხვევებში. ეს

საქმეები წარმოებს საერთო წესით და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ

წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის შემდგომმა გამოძიებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს

როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.

2. თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ

განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს და, ამასთან, დაზარალებულს უმწეო

მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი

უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს აღძრას ასეთი საქმე, თუნდაც

არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან

დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 27. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, 125-ე და 148-ე მუხლებით

გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის

საჩივრით, მაგრამ უნდა შეწყდეს ბრალდებულთან მისი შერიგების გამო.

2. შერიგება დასაშვებია სასამართლოს (მოსამართლის) სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ

შორის, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას.

10

3. შერიგების შემთხვევაში მხარეები უნდა მორიგდნენ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე.

თუ მორიგება ვერ ხერხდება, ხარჯებს სასამართლო ანაწილებს.

4. პროკურორი სასამართლო გამოძიების დაწყებამდე უნდა ჩაებას კერძო ბრალდებით

აღძრულ საქმეში, თუ ამას წერილობით მოითხოვენ მხარეები ანდა მოითხოვს მხოლოდ

დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. პროკურორი უფლებამოსილია ჩაებას

აღნიშნული კატეგორიის საქმეში, თუ მას განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.

ასეთ შემთხვევაში საქმე არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგებით.

5. თუ კერძო ბრალდების საქმეზე მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, მოსამართლე

თავისი დადგენილებით დაზარალებულს ცნობს ბრალდებულადაც, ხოლო ბრალდებულს –

დაზარალებულადაც. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 28. სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები

1. სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული უნდა შეწყდეს, თუ:

ა) არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;

გ) ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულობას;

დ) კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;

ე) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლის სამართლის

პასუხისმგებლობა;

ვ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის

პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა

გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა

გამო სხვა პირთა მიმართ საქმის განახლებისათვის;

ზ) გავიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი

სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

თ) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

ი) მსჯავრდებული შეწყალებულია;

კ) არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძო-საჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა

გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას

ახორციელებს პროკურორი (26-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი);

ლ) დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა 26-ე

მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე

სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

მ) არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს

(მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის

საქმის შეწყვეტის თაობაზე;

ნ) არსებობს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება საქმის

შეწყვეტის ან იმავე ბრალდებით საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;

ო) ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში;

პ) პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ მუხლის პირველი

ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით;

ჟ) გავიდა ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა.

2. საქმე უნდა შეწყდეს და პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან

განთავისუფლდეს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი).

11

3. საქმე უნდა შეწყდეს და პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან

განთავისუფლდეს ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-

ე და 322-ე მუხლები) და იმავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-ე, 371-ე,

375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები

გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას

და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი.

5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილში

აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო

ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთან, იგი განსასჯელს

ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან. იგივე წესი გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის

36–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში

6. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებსა

და ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო

განხილვის სტადიაზე, სასამართლო წყვეტს საქმეს მათი გამოვლენისთანავე.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ზ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-2-3

ნაწილებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის

წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სამართალწარმოება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და

მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის

მოხდისაგან განთავისუფლებით.

8. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ

გარემოებათა გამოვლენისას საქმე უნდა შეწყდეს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

მუხლი 29. სისხლის სამართალწარმოების შეჩერების საფუძვლები და ვადები 1. სისხლის სამართალწარმოება ჩერდება, თუ:

ა) ბრალდებული დაიმალა – მის მოძებნამდე;

ბ) ცნობილი არ არის ბრალდებულის ადგილსამყოფელი ამ გარემოების დადგენიდან

ბრალდებულის მოძებნამდე;

გ) ბრალდებული ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც

დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტის

დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე,

ხოლო თუ ასეთი რამ 6 თვის განმავლობაში არ მოხდა, აღიძვრება წარმოება სამედიცინო

ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად;

დ) ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია – ამ

პირის აღმოჩენამდე ან ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის

ვადის გასვლამდე;

ე) სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის

კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს

გადაწყვეტილების მიღებამდე;

ვ) დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან უცხო სახელმწიფოსათვის პირის

გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურ გადაწყვეტამდე;

ზ) საქართველოს პარლამენტმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების

უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ,

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად

12

პარლამენტის წევრის, დეპუტატის, სახალხო დამცველის, მოსამართლის სისხლის სამართლის

პასუხისგებაში მიცემაზე, იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში

გამომძიებელს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება წინასწარი გამოძიების შეჩერების

შესახებ. თუ საქმეში ჩაბმულია ორი ან რამდენიმე ბრალდებული, ხოლო საქმის შეჩერების

საფუძველი არ შეეხება ყველა ბრალდებულს, გამომძიებელს 391-ე მუხლით გათვალისწინებულ

შემთხვევაში შეუძლია გამოყოს და შეაჩეროს საქმე ცალკეული ბრალდებულის მიმართ ან

შეაჩეროს მთელი საქმის წარმოება.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ

შემთხვევებში წინასწარი გამოძიება შეჩერდება მხოლოდ გამოძიების ვადის გასვლისას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

თავი IV

სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეში

მუხლი 30. სამოქალაქო სარჩელი და მისი წარდგენის საფუძველი 1. პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან

მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის

ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი.

2. იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს მოითხოვოს

ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.

3. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანისა და ანაცდენი

სარგებლის სახით, საშუალო-საბაზრო ფასებით ინდექსაციის გამოყენებით.

4. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება დაკრძალვაზე, მკურნალობაზე, პროთეზირებასა და

მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯების, გადახდილი სადაზღვევო თანხების, დახმარებისა

და პენსიის კომპენსაციით.

5. მორალური ზიანი ანაზღაურდება ფულადი და სხვა ქონებრივი გამოხატულებით,

დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის,

დასახიჩრების, დამახინჯების, ბიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების მოშლისა თუ

დაქვეითებისათვის, აგრეთვე სხვა სახის ფიზიკური თუ მორალური ზიანით გამოწვეული

განცდებისათვის. დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანისათვის ფულადი

კომპენსაციის ოდენობას ადგენს სასამართლო ზიანის სიმძიმისა და ბრალდებულის (სამოქალაქო

მოპასუხის) ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

6. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარედგინოს პირს, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე

სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად. ამ შემთხვევაში სამოქალაქო

მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა.

მუხლი 31. სამოქალაქო სარჩელის საგამოძიებო ქვემდებარეობა და განსჯადობა 1. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ მომკვლევთან, გამომძიებელთან ან

პროკურორთან, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე.

2. სამოქალაქო სარჩელს განიხილავს და წყვეტს სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის

სამართლის საქმე.

მუხლი 32. სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლების განმარტება თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სისხლის სამართლის საქმის

მასალებიდან დარწმუნდება, რომ პირს აქვს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება, იგი

ვალდებულია გამოიძახოს პირი და განუმარტოს ეს უფლება.

მუხლი 33. სამოქალაქო სარჩელის წარდგენა 1. თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო

ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი

13

ღონისძიების გამოსაყენებლად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის

სამართლის პროცესის ნებისმიერ მომენტში სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.

2. თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის ან იმ პირის

მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო

ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და

დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის

რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება

ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს.

3. ფიზიკურმა პირმა სამოქალაქო სარჩელი შეიძლება განაცხადოს ზეპირი ფორმითაც, რაც

ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

4. ბრალდებულის დაუდგენლობა არ აბრკოლებს სამოქალაქო სარჩელის წარდგენას. საქმის

წარმოების შეჩერების შემთხვევაში, თუ ბრალდებული დაიმალა, მისი ადგილსამყოფელი ან

პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიძლება

წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

5. სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება.

6. პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე

პირს, რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო

სამართალწარმოების წესით.

7. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება მოსარჩელეს

უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე.

8. სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის უარყოფის შემთხვევაში აღარ შეიძლება მისი

წარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

მუხლი 34. შეგებებული სამოქალაქო სარჩელის წარდგენა კერძო ბრალდების საქმეზე დასაშვებია შეგებებული სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და

განხილვა.

მუხლი 35. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის წესი 1. თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო მიიჩნევს, რომ

განცხადებულ სარჩელს საკმაო საფუძველი აქვს, მას გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პირის

სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ. დადგენილების (განჩინების) ასლი გადაეცემა

მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამასთან, სამოქალაქო მოსარჩელეს განემარტება 86-ე

მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ხოლო პირს, რომელსაც უარი ეთქვა

სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

2. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილ დაზარალებულს აქვს სამოქალაქო მოსარჩელის

უფლება-მოვალეობებიც.

მუხლი 36. სამოქალაქო მოპასუხედ საქმეში ჩაბმა 1. განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ გამომძიებელს, პროკურორს,

მოსამართლეს ან სასამართლოს გამოაქვს დადგენილება (განჩინება), იმის შესახებ, რომ

სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელსაც მატერიალური და სხვა

პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ქმედებისათვის, ანდა პირს, რომელსაც ასეთი

პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, რომლის მიმართაც

წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად.

დადგენილების (განჩინების) ასლი და განცხადებული სამოქალაქო სარჩელის ასლი გადაეცემა

სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. ამასთან, სამოქალაქო მოპასუხეს განემარტება

90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.

2. სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ ბრალდებულს აქვს სამოქალაქო მოპასუხის უფლება-

მოვალეობებიც.

14

მუხლი 37. პროკურორის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და მხარდაჭერა 1. პროკურორი ვალდებულია წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან

მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო

ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

2. პროკურორს უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი დაზარალებულის თხოვნით,

თუ დაზარალებული მოკლებულია შესაძლებლობას ჰყავდეს ადვოკატ-წარმომადგენელი ან

დაიცვას თავისი ინტერესები ბრალდებულზე დამოკიდებულების, ავადმყოფობის,

არასრულწლოვანებისა თუ სხვა მიზეზით.

3. პროკურორი სასამართლოში მხარს უჭერს თავის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს.

მას უფლება აქვს მხარი დაუჭიროს სამოქალაქო მოსარჩელის მიერ განცხადებულ სარჩელს ან

გამოთქვას სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

მუხლი 38. სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას

1. სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის

სამართალწარმოების წესით.

2. თუ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით წარმოქმნილი საპროცესო ურთიერთობები

მოწესრიგებული არ არის ამ კოდექსით, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა,

რომელიც არ ეწინააღმდეგება სისხლის საპროცესო სამართლის პრინციპებს.

3. სარჩელზე უარი, სარჩელის ცნობა და მორიგება ხდება სამოქალაქო საპროცესო

კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იმ პირობით, რომ დაცულ იქნეს მოთხოვნები

სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენის შესახებ (112-ე

მუხლი). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 39. მატერიალური სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას

1. სამოქალაქო სარჩელის განხილვისას ზიანის ანაზღაურების საფუძველს, პირობას,

მოცულობასა და წესს განსაზღვრავს სამოქალაქო, შრომისა და სხვა კანონმდებლობა.

2. სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდება

სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

მუხლი 40. მოსარჩელის უარი სამოქალაქო სარჩელზე 1. სამოქალაქო მოსარჩელეს საქმის წარმოების ნებისმიერ მომენტში უფლება აქვს უარი თქვას

სარჩელზე.

2. მოსარჩელისაგან უარის მიღებამდე მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე

ან სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, ვალდებულია მოსარჩელეს

განუმარტოს სამოქალაქო სარჩელზე მისი უარის სამართლებრივი შედეგები და შეადგინოს ოქმი

ან ამის შესახებ სათანადო აღნიშვნები შეიტანოს შესაბამის საგამოძიებო ოქმში.

3. სამოქალაქო სარჩელზე უარის მიღების შესახებ ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს,

გამოაქვს განჩინება (დადგენილება).

4. სარჩელზე უარს მოსდევს სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რაც სამოქალაქო

მოსარჩელეს ართმევს უფლებას განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე

საფუძვლით, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

მუხლი 41. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა 1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს

სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“,

„ზ“, „თ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინებაში

(დადგენილებაში), ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისა თუ მის

გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში (დადგენილებაში).

15

2. სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“,

„დ“, „ე“, „მ“, „ნ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული

საფუძვლით საქმის შეწყვეტისას.

3. სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ და

„ლ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო

მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო

მიზეზით. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

მუხლი 42. სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილებული სამოქალაქო სარჩელის აღსრულების თავისებურებანი

სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდება

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

მუხლი 43. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს განაჩენის

კანონიერ ძალაში შესვლამდე მიიღოს სარჩელის უზრუნველყოფის ზომები, თუ ისინი მანამდე არ

ყოფილა მიღებული.

თავი V

ამ კოდექსში გამოყენებული ზოგიერთი ცნების მნიშვნელობა

მუხლი 44. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო;

მოსამართლე – ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს სისხლის

სამართლის საქმესა და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.

2. მსაჯული – საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმის განხილვაში მონაწილეობის

მისაღებად კანონით დადგენილი წესით დაშვებული საქართველოს მოქალაქე.

3. სასამართლო ინსტანციები – პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების

სასამართლოები.

4. საგამოძიებო კოლეგია – საოლქო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც

გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.

5. გამოძიების მოსამართლე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების

უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების

საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ

საკითხებს.

6. სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს ან მოსამართლის განაჩენი, განჩინება,

დადგენილება.

7. განაჩენი – პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება,

რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.

8. განჩინება – კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო

ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.

9. დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს

საქმის განხილვისას; მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის

გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიებისას.

10. შემაჯამებელი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის

სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.

11. სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) – მოსამართლის ერთპიროვნული

გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო

16

იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და

თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვას.

12. სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო – მომკვლევი, მოკვლევის ორგანო,

გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო.

13. პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული

ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.

14. სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი,

სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.

15. გამომძიებელი – პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების

სამინისტროს თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.

16. საგამოძიებო ორგანოს უფროსი – შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების

სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები,

საგამოძიებო სამმართველოს, საგამოძიებო ნაწილის უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე

სხვა დანაყოფების უფროსები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

17. მომკვლევი – მოკვლევის ორგანოს თანამდებობის პირი, რომელიც თავდაპირველ

(გადაუდებელ) საგამოძიებო მოქმედებას ატარებს.

18. მხარეები – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი, რომლებიც იცავენ საკუთარ ან

მარწმუნებლების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში.

19. ბრალდების მხარე – პროკურორი, გამომძიებელი, საგამოძიებო ორგანოს უფროსი,

მომკვლევი, მოკვლევის ორგანო, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი

წარმომადგენლები.

20. დაცვის მხარე – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, ბრალდებულის

მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.

21. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია,

შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).

22. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი.

23. დასაცავი პირი – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული, რომელსაც

დამცველი იცავს.

24. ბრალდებული – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი.

25. განსასჯელი – ბრალდებული, რომელიც მიცემულია სამართალში ამ კოდექსით

დადგენილი წესით.

26. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი

განაჩენი.

27. გამართლებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს

გამამართლებელი განაჩენი.

28. დაპატიმრება – წინასწარი პატიმრობა.

29. სისხლის სამართალწარმოება – სისხლის სამართლის პროცესი.

30. საპროცესო მოქმედება – სამართალწარმოების ნებისმიერი ორგანოს მოქმედება, რომელიც

ტარდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურის ფარგლებში.

31. საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება – საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება

მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების მიზნით.

32. საპროცესო გადაწყვეტილება – მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის,

პროკურორის ნებისმიერი დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის)

განაჩენი, განჩინება, დადგენილება.

33. პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ მომკვლევის, გამომძიებლის, ქვემდგომი

პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

34. სისხლის სამართლის საქმე – საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების,

ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

35. ზიანი – უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი.

36. ღამის დრო – 22 საათიდან 6 საათამდე.

17

37. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

38. მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.

39. ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა – ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც

მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც

კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა.

40. (ამოღებულია).

41. კერძო ბრალმდებელი – დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს

ბრალდებას სასამართლოში.

42. კერძო გამოძიება – დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა,

რომლის მიზანია დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეკრება და მტკიცებულებათა სახით

პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენა. აღნიშნული საქმიანობა არ წესრიგდება ამ

კოდექსით.

43. სისხლისსამართლებრივი დევნა – ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად,

უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია

დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და მის მიმართ სისხლის სამართლის კანონით

გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.

44. დამსწრე – პირი, რომელიც მოწვეულია პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის მიერ

საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების დროს დასასწრებად და მათ დასამოწმებლად.

45. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების

ადგილი. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74

კარი მეორე

სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი

თავი VI

სასამართლო

მუხლი 45. სასამართლო როგორც მართლმსაჯულების ორგანო 1. სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც

უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე,

გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, სასჯელი დაუნიშნოს

მხოლოდ დამნაშავეს.

2. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო

განსჯადობის მიხედვით ვალდებულია განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, წარდგინება,

შუამდგომლობა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი საპროცესო

მოქმედების ჩატარების შესახებ, საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, საგამოძიებო

ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მიერ უკანონო მოქმედებებისა და აქტების გამო.

3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების

ფარგლებში ამოწმებენ ქვემდგომი სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების

კანონიერებასა და დასაბუთებულობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

18

მუხლი 46. სასამართლოს უფლებამოსილება 1. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ

სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო

კოლეგია, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში

საქმეს განიხილავს განსჯადობის მიხედვით.

3. ამ კოდექსით დადგენილი წესით ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხს

განსჯადობის მიხედვით წყვეტენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლო (მოსამართლე),

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა

და ქუთაისის საოლქო სასამართლოების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიები.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი

გადაწყვეტილებების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავენ აფხაზეთისა და აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო

სასამართლოების სააპელაციო პალატები.

5. საკასაციო საჩივარს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი

სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების მიერ გამოტანილ

განაჩენებზე, განჩინებებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენებსა და

განჩინებებზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების

პრეზიდიუმები განიხილავენ საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ

რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის,

განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად

აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ

შემთხვევებში და დადგენილი წესით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განიხილავს

საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო

სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და

სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და

დადგენილი წესით.

8. სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება: ბრძანების გაცემა მოქალაქეთა

კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო

მოქმედებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და პატიმრობის ვადის გაგრძელება;

ბრალდებულის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში

ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე და საფოსტო

გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; ჩხრეკა და ამოღება; საცხოვრებელი

ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ;

ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, თანამდებობიდან (სამუშაოდან)

მათი გადაყენება, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო

მოქმედებები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

მუხლი 47. საქმის ერთპიროვნულად და კოლეგიურად განხილვა სასამართლოში 1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში,

ყველა საქმეს, საჩივარსა და სხვა მასალას განიხილავს მოსამართლე ერთპიროვნულად.

19

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები,

აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები მათ განსჯადობას მიკუთვნებულ

საქმეებს პირველი ინსტანციით განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის

შემადგენლობით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების,

აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები სისხლის

სამართლის საქმეებს განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო

ამავე სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლეები საჩივრებსა და სხვა მასალებს

განიხილავენ ერთპიროვნულად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო

კოლეგია, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, მის განსჯადობას მიკუთვნებულ

სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს კოლეგიურად, ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის

შემადგენლობით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 48. განსჯადობა 1. არავის არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე განიხილოს იმ სასამართლომ ან იმ

მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობის კანონით

დადგენილი წესის შეცვლა დაუშვებელია.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულის თაობაზე, გარდა ამ მუხლის მე-

3-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების,

თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო

კოლეგიების განსჯადია საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით,

137-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 143-144-ე, 146-147-ე, 162-164-ე

მუხლებით, 212-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის მე-2–მე-6 ნაწილებით, 222-224-

ე, 227-235 -ე მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 280-ე, 338 -ე,

364-367-ე მუხლებით, 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 381-ე, 391-ე, 401-402-ე მუხლებით

გათვალისწინებულ დანაშაულთა, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიერ

ჩადენილი დანაშაულის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა),

ადვოკატის, გამომძიებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი

ორგანოს წევრის, ქალაქის მერის, რაიონისა და ქალაქის გამგებლის, საქართველოს თავდაცვის

სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო

უშიშროების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო

დეპარტამენტის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უმცროს და უფროს ოფიცერთა მიერ ჩადენილ

დანაშაულთა თაობაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო

კოლეგიის, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, განსჯადია: სისხლის სამართლის

საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს

მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა

წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის

საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების

სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო

დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამხედრო ძალების უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის,

20

საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრების ბრალდების გამო, აგრეთვე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-321-ე, 323-331-ე, 404-413-ე მუხლებით

გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.

5. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და იძულებით ღონისძიებებთან

დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა,

მოკვლევის ორგანოების, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო

საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი

შუამდგომლობისა და აცილების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს

მოსამართლის პრეროგატივაა, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება მოკვლევა და

წინასწარი გამოძიება, ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში

აღნიშნული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს უზენაესი

სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის

კომპეტენციას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის

მიხედვით, ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, –

ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.

7. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით

სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს წინასწარი გამოძიების

დამთავრების ადგილის ან საქმეში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის

ადგილსამყოფელის მიხედვით.

8. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში ერთი პირის ან იმ პირთა ჯგუფის ბრალდების დროს,

რომელთა საქმეებიც სხვადასხვა დონის სასამართლოთა განსჯადია, ყველა დანაშაულის საქმეს

განიხილავს ამ სასამართლოებიდან უმაღლესი.

9. თუ სასამართლო ან მოსამართლე დაადგენს, რომ შემოსული საქმე ამ სასამართლოს

განსჯადი არ არის, მისი განჩინებით (დადგენილებით) საქმე გადაეცემა განსჯადობის მიხედვით.

10. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე

დასაბუთებული დადგენილებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

მუხლი 49. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა 1. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები

თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ

მიანიჭოს უპირატესობა.

2. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია თავი შეიკავოს ბრალდების დამადასტურებელ ან

დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა ძიებისაგან, გაითვალისწინოს, რომ მტკიცებულებათა

აღმოჩენა, წარმოდგენა და გამოკვლევა მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება.

3. თუ მხარეს ან მხარეებს უძნელდებათ მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა,

სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ მტკიცებულებათა გამოთხოვაში.

მუხლი 50. სასამართლოს კერძო განჩინება (დადგენილება). სასამართლო დავალება 1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება

(დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის,

პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ

კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე,

რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.

2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა

უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული

იყო მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.

21

3. სასამართლოს შეუძლია კერძო განჩინებით (დადგენილებით) აცნობოს შესაბამის საწარმოს,

დაწესებულებას ან ორგანიზაციას მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის

შესრულებისას მაღალი შეგნებულობის, ვაჟკაცობის გამოვლენის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო

დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას.

4. კერძო განჩინების (დადგენილების) გამო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მიღებულ უნდა

იქნეს საჭირო ზომები, ხოლო შედეგები ეცნობოს სასამართლოს.

5. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს ცალკეული საპროცესო მოქმედების

ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომ სხვა სასამართლოს (მოსამართლეს), თუ

ამ მოქმედების ჩატარება შეუძლებელია სასამართლო განხილვის ადგილას.

6. სასამართლოს (მოსამართლეს), რომლის წარმოებაშიცაა საქმე, უფლება აქვს დაავალოს

მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს, პროკურორს ცალკეული საგამოძიებო მოქმედების

ჩატარება, თუ სასამართლო განხილვის სტადიაზე მისი ჩატარება შეუძლებელია.

7. სასამართლოს (მოსამართლის) დავალებით ჩატარებული სასამართლო და საგამოძიებო

მოქმედებათა ოქმები ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და გასაცნობად გადაეცემა მხარეებს. ამ

წესით მიღებული მტკიცებულება უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქმის განმხილველმა

სასამართლომ ან მოსამართლემ.

8. სხვა სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში სასამართლო დავალების

გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული

ხელშეკრულებით სამართლებრივი დახმარების შესახებ.

მუხლი 51. მოსამართლეთა თანასწორობა საქმის განხილვისას სასამართლო კოლეგიის ყველა მოსამართლეს, აგრეთვე მოსამართლესა და მსაჯულებს საქმის

განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების

თანაბარი უფლებები აქვთ.

მუხლი 52. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს: წარმართავს სხდომას,

მოსამართლეთა და მსაჯულთა თათბირის მიმდინარეობას; მხარეებს უზრუნველყოფს

შესაძლებლობით, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი;

განხილვას განარიდებს ყველაფერს, რასაც კავშირი არა აქვს საქმესთან; უზრუნველყოფს

კანონიერებასა და სამართლიანობას საქმის განხილვისას; მსაჯულებსა და მხარეებს განუმარტავს

მათს უფლებებს; სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევს და აკისრებს მას ფულად

ჯარიმას ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ოდენობით.

მუხლი 53. მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის დავალებით ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს

სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო

სხდომის დროსა და ადგილს, ამზადებს სასამართლო გადაწყვეტილების პროექტებს, აგრეთვე

საპროცესო დოკუმენტების ასლებს და, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ გადასცემს

სამართალწარმოების მონაწილეებს, უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას,

მოსამართლეს უწევს სხვა ტექნიკურ დახმარებას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 54. სასამართლო სხდომის მდივანი 1. სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდნენ თუ არა სასამართლო პროცესზე

გამოძახებული პირები, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; თავმჯდომარის

წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო

სხდომის ოქმს.

2. სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად ჩაწეროს ოქმში

სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა

მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. ოქმის

22

მომზადებისას მდივანს უფლება აქვს გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური

საშუალებანი.

3. ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში მდივანს უფლება აქვს

გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს ისინი განსახილველად ზემდგომი

სასამართლოს თავმჯდომარეს.

4. თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები, სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა ახსნა-

განმარტებას სასამართლო სხდომაზე, რომელიც განიხილავს ამ შენიშვნებს.

თავი VII

პროკურორი

მუხლი 55. პროკურატურა როგორც სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება 1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ კონსტიტუციური

ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურატურა: წინასწარი გამოძიების

სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; გარდა ამისა, პროკურატურა

ზედამხედველობს მოკვლევის კანონიერებას; სრული მოცულობით ატარებს დანაშაულისა და

სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეების წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით

გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას

სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ

შემთხვევებში და წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო

გადაწყვეტილებებს.

2. პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში

პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი.

3. პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და

ემორჩილება მხოლოდ კანონს.

4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და

მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის

პირების, დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის.

5. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ

მიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 56. საპროკურორო ზედამხედველობა მოკვლევაზე. პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე

1. პროკურორი მოკვლევისას ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას.

ამ ფუნქციის განხორციელებისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს:

ა) დაცულია თუ არა მოკვლევის ორგანოებში დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო

ქმედების შესახებ შემოსულ განცხადებათა და შეტყობინებათა რეგისტრაციისა და განხილვის,

აგრეთვე მათ შესახებ ზომების მიღების კანონმდებლობით დადგენილი წესები;

ბ) მოკვლევის ორგანოების მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული

მოქმედების ჩატარებისა და ამ საქმიანობის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა

კანონიერება.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების

უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ამ კოდექსით დადგენილი

წესით ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურორი უფლებამოსილია:

ა) აღძრას სისხლის სამართლის საქმე ან უარი თქვას მის აღძვრაზე;

ბ) საქმის გამოძიება დაავალოს მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოს ან კონკრეტულ

გამომძიებელს;

გ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს

გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს სისხლის სამართლის

23

საქმის გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა

ფარგლებში;

დ) მოკვლევის ორგანოს, მომკვლევს, გამომძიებელს, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს,

საგამოძიებო ორგანოს უფროსს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებები

საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმების შესახებ და გამოძიების

წარმოებისას წამოჭრილ სხვა საკითხებზე;

ე) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის

საქმე მთლიანად;

ვ) შეამოწმოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მის აღძვრაზე უარის თქმის

კანონიერება;

ზ) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მოძრაობის, გამოძიების ვადებისა და

დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ;

თ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის

პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაუყენოს პირს ბრალდება, მიიღოს მონაწილეობა

ბრალდებულის დაკითხვაში 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და

წესით;

ი) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების

შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-

სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;

კ) გააუქმოს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს

უფროსის, ქვემდგომი პროკურორის უკანონო დადგენილებანი;

ლ) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს (მომკვლევს) და გადასცეს მეორეს საგამოძიებო

ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის

მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ

სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, საგამოძიებო

ქვემდებარეობის მიუხედავად, ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად

პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;

მ) ჩამოაშოროს გამომძიებელი (მომკვლევი) საქმის შემდგომ გამოძიებას, თუ მან დაარღვია

კანონი;

ნ) შეწყვიტოს ან შეაჩეროს სამართალწარმოება, თუ არსებობს კანონით დადგენილი

საფუძვლები; დაამტკიცოს გამომძიებლის ან მოკვლევის ორგანოს დადგენილება საქმის

შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 396-ე მუხლით გათვალისწინებული წესით;

ო) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის;

პ) დაამტკიცოს საბრალდებო დასკვნა ან დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი

ღონისძიების გამოყენების შესახებ და წარმართოს საქმე სასამართლოში;

ჟ) გადაწყვიტოს საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის ან საგამოძიებო

ორგანოს უფროსის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში

გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;

რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 57. პროკურორის უფლებამოსილებანი სასამართლოში 1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის როგორც სახელმწიფო

ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.

2. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ

შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი

დასაბუთებული უნდა იყოს.

3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო გამწესრიგებელ სხდომაში.

ამასთან, მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს

მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში,

24

საქმის შეწყვეტის, საქმის წარმოების შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის

დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვისა და სხვა საკითხების განხილვაში.

4. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე პროკურორი ვალდებულია

მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. იგი უფლებამოსილია:

განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებანი და მონაწილეობა

მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი

სასამართლო განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში

და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების

სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხაობის, სასჯელის სახისა და

ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან

განსასჯელის განთავისუფლების შესახებ.

5. საკასაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს

აზრს იმ საჩივრების შესახებ, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

თავი VIII

გამომძიებელი

მუხლი 58. გამომძიებლის სტატუსი 1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის

ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება.

2. წინასწარი გამოძიების წარმოებისას ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების,

საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების

შესახებ გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით

გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანება ან პროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი

სრულად და დროულად ჩატარებისათვის.

3. გამომძიებელი ვალდებულია დადგენილებით მიიღოს საქმე წარმოებაში, გამოძიება

აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი

და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი

თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.

4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორისა და საგამოძიებო ორგანოს

უფროსის წერილობითი მითითებები, მაგრამ, თუ გამომძიებელი არ ეთანხმება საგამოძიებო

ორგანოს უფროსის მითითებას, მას უფლება აქვს გაასაჩივროს იგი პროკურორთან

ქვემდებარეობის მიხედვით. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს

ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების შემოწმების,

საგამოძიებო ვადის გაგრძელების, ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის, საქმის

სასამართლოში წარმართვის, მოქალაქის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების

შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი

მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი

პროკურორის მითითებებს, ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის

გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.

5. კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება

სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და

მოქალაქისათვის. გამომძიებლის დადგენილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დაწესებულ

პასუხისმგებლობას. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 59. გამომძიებლის უფლებამოსილებანი თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:

ა) აღძრას სისხლის სამართლის საქმე ან უარი თქვას მის აღძვრაზე;

25

ბ) ჩაატაროს ამ კოდექსში აღნიშნული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება,

გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;

გ) გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების

ყველა ღონისძიება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და

წესით;

დ) გამოიტანოს და წარუდგინოს პირს დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის

პასუხისგებაში მიცემის შესახებ 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით;

ე) მოკვლევის ორგანოების მუშაკები ჩააბას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;

ვ) მოკვლევის ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალებები საპროცესო მოქმედების

ჩატარების შესახებ;

ზ) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების შესაბამის ორგანოებს

მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას

მიყვანის შესახებ;

თ) კანონით დადგენილი წესების დაცვით, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს მისცეს

წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ

მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით;

ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების

ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა;

კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, დამსწრის, ამოსაცნობის მონაწილეობა;

ლ) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან

სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი;

მ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით და შექმნას მისი

საქმიანობის ხელშემწყობი პირობები;

ნ) შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო მოქმედების

ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა მის ჩატარებაში;

ო) გაათავისუფლოს არასმქონენი იურიდიული დახმარების გადასახადისაგან;

პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და

განცხადებაში აღძრული საკითხი და თავისი განმარტებები წარუდგინოს პროკურორს;

ჟ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ

გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს ან სასამართლოს;

რ) შეაჩეროს საქმის წარმოება, აგრეთვე განაახლოს შეჩერებული საქმის წარმოება ამ კოდექსით

გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;

ს) შეწყვიტოს საქმის წარმოება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;

ტ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა და დასამტკიცებლად წარუდგინოს პროკურორს;

უ) გაასაჩივროს პროკურორის მითითება ზემდგომ პროკურორთან. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 60. საგამოძიებო ორგანოს უფროსი 1. საგამოძიებო ორგანოს უფროსი უწყებრივ კონტროლს უწევს გამომძიებლების იმ

მოქმედებათა დროულობას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და აცილებისკენაა

მიმართული, იღებს ზომებს, რათა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად მოხდეს სისხლის

სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება.

2. საგამოძიებო ორგანოს უფროსს უფლება აქვს: შეამოწმოს სისხლის სამართლის საქმე, მისცეს

გამომძიებელს მითითება წინასწარი გამოძიების წარმოების, ბრალდებულად პასუხისგებაში

მიცემის, დანაშაულის კვალიფიკაციის, ბრალდების მოცულობის, საქმის წარმართვისა და

ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ; ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს

და გადასცეს მეორეს ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით; ჩამოაცილოს გამომძიებელი საქმის

წარმოებას; გააუქმოს გამომძიებლის უკანონო დადგენილება საქმის წარმოების შეჩერების

შესახებ, დაავალოს გამოძიება რამდენიმე გამომძიებელს ან პირადად აწარმოოს წინასწარი

გამოძიება გამომძიებლის უფლებამოსილებით.

26

3. საგამოძიებო ორგანოს უფროსი გამომძიებელს აძლევს წერილობით მითითებას, რომლის

შესრულებაც სავალდებულოა. საგამოძიებო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილება გამომძიებლის

საქმის წარმოებისაგან ჩამოცილების ან გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების

გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.

4. მიღებული მითითების გასაჩივრება პროკურორთან არ შეაჩერებს მის შესრულებას, გარდა

58-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. პროკურორის მიერ საგამოძიებო ორგანოს უფროსისათვის მიცემული მითითება

სავალდებულოა. ზემდგომ პროკურორთან ამ მითითების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის

შესრულებას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 61. წინასწარი გამოძიების ორგანოები 1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის, შინაგან

საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებლები.

2. სამხედრო გამომძიებლები არიან პროკურატურის გამომძიებლები.

3. ყველა გამომძიებელს, უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, აქვს თანაბარი უფლება-

მოვალეობანი.

მუხლი 62. უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო ქვემდებარეობა 1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის

საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები საქართველოს

პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის,

საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს

წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის,

კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს ატესტირებული თანამშრომლის, პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის,

სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მოსამსახურის ბრალდების გამო, აგრეთვე სისხლის

სამართლის კოდექსის 108-116-ე, 133-ე, 136-175-ე, 220–226-ე, 240-ე, 242-ე, 246-247-ე, 252-ე, 275-ე,

279-ე, 332-342-ე, 349-358-ე, 364-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა და

არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების

შესახებ.

3. სამხედრო გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები სამხედრო

მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი

ჯარის მოსამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაზვერვის

სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის

თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალებში

მომსახურე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელსაც ბრალად ედება სამსახურში ან სამხედრო

ნაწილის, სამხედრო დაწესებულების ტერიტორიაზე დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო

ქმედების ჩადენა, ასევე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელიც სამხედრო მოსამსახურესთან ან

მასთან გათანაბრებულ პირთან ერთად მონაწილეობდა დანაშაულის ან სხვა

მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

4. ტრანსპორტის პროკურატურის გამომძიებლები ამ მუხლის მე-2 ნაწილით

გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის წესების დაცვით იძიებენ იმ დანაშაულის და

სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებს, რომლებიც ჩადენილია მეტროპოლიტენში,

სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტზე.

5. სასჯელაღსრულების დაწესებულებათა პროკურატურის გამომძიებლები ამ მუხლის მე-2

ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის წესების დაცვით იძიებენ იმ

27

დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებს, რომლებიც ჩადენილია

საგამოძიებო იზოლატორებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

6. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებლები იძიებენ საქმეებს საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 214-215-ე, 217-ე, 227-228-ე, 230-235-ე, 241-ე, 245-ე, 262-263-ე, 280-

ე, 308-331-ე, 344-345-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ.

7. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ)

გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც

განეკუთვნება უფრო მძიმე დანაშაული.

8. თუ არსებობს კონკურენცია სხვადასხვა სახის საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის,

უპირატესობა ენიჭება უწყებრივ საგამოძიებო ქვემდებარეობას. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

მუხლი 63. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა 1. წინასწარ გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება

ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა.

2. თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო

ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული.

3. თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო

ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე

გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის.

4. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს საქართველოს გენერალური

პროკურორი ან მისი მოადგილე.

მუხლი 64. გამომძიებლის დავალება 1. თუ საჭიროა ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა წარმოება სხვა რაიონში (ქალაქში),

გამომძიებელს უფლება აქვს პირადად აწარმოოს ისინი ან მათი წარმოება დაავალოს შესაბამის

გამომძიებელს, რომელიც ვალდებულია ეს დავალება შეასრულოს არა უგვიანეს ერთი თვის

ვადაში.

2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო დავალების შესრულების წესს

განსაზღვრავს ამ სახელმწიფოსთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო

ხელშეკრულება ან შეთანხმება.

3. გამომძიებელს უფლება აქვს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის

გამოძიებასთან დაკავშირებით დაავალოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ოპერატიულ-

სამძებრო ღონისძიებათა ჩატარება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

თავი IX

მოკვლევის ორგანოები და მომკვლევი

მუხლი 65. მოკვლევის ორგანოების ამოცანები 1. მოკვლევის ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა, რაც საჭიროა დანაშაულის

თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად.

2. მოკვლევის ორგანო ატარებს თავდაპირველ საგამოძიებო მოქმედებას ამ კოდექსით

დადგენილი წესით გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემამდე.

3. იმისათვის, რომ მოკვლევის ორგანომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩაატაროს

თავდაპირველი მოქმედება, საჭიროა პროკურორის თანხმობა (სანქცია).

28

4. თავდაპირველი მოქმედება შეიძლება იყოს: ჩხრეკა, ამოღება, შემოწმება, დათვალიერება,

ეჭვმიტანილის დაკითხვა, დაზარალებულისა და მოწმის დაკითხვა, ექსპერტიზის დანიშვნა და

ნიმუშის აღება საექსპერტო გამოკვლევისათვის.

5. მოკვლევის ორგანო ვალდებულია გამომძიებელს საქმე გადასცეს მისი აღძვრიდან არა

უგვიანეს 7 დღისა, ხოლო პირის ეჭვმიტანილად დაკავებისას – დაკავების ოქმის შედგენიდან 24

საათის განმავლობაში. სისხლის სამართლის საქმე პროკურორის მოთხოვნით, მის მიერ

მითითებულ ვადაში, წინასწარი გამოძიებისათვის უნდა გადაეცეს გამომძიებელს ან პროკურორს.

6. გამომძიებლისათვის საქმის გადაცემის შემდეგ მოკვლევის ორგანო, გამომძიებლის ან

პროკურორის მოთხოვნით, ვალდებულია ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება ან მონაწილეობა

მიიღოს მის ჩატარებაში.

7. მოკვლევის ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

წესრიგდება საქართველოს კანონით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 66. მოკვლევის ორგანოები 1. მოკვლევის ორგანო არის სახელმწიფო დაწესებულება ან სახელმწიფო თანამდებობის პირი,

რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედება, აგრეთვე

წინასწარი გამოძიების დროს ჩაატაროს საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება ან

მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით.

2. მოკვლევის ორგანოები არიან:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ქვედანაყოფები – ყველა დანაშაულის საქმეზე,

გარდა მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა;

ბ) სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების მეთაურები და სამხედრო დაწესებულებათა

უფროსები – სამხედრო გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;

გ) სახელმწიფო უშიშროების მოკვლევის ორგანოები – სახელმწიფო უშიშროების

გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;

დ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის მოკვლევის ორგანოები – სასაზღვრო დაცვის სახელმწიფო

დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი დანაშაულის, საზღვრისა და

სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის საქმეებზე;

ე) ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მოკვლევის ორგანოები – ფინანსთა

სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების თანამშრომელთა მიერ სამსახურის შესრულების

დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა, გადასახადისათვის თავის არიდებისა და

საბაჟო წესების დარღვევის საქმეებზე;

ვ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები –

სასჯელაღსრულების დაწესებულების განლაგების ადგილზე ჩადენილ დანაშაულთა, აგრეთვე

დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ

ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე;

ზ) ნაოსნობაში მყოფი საზღვაო ხომალდის კაპიტანი;

თ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური – სახელმწიფო დაცვის სპეციალური

სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და მათ მიერ

დაცული ობიექტების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე;

ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო

პოლიციის სამმართველო – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით

სასამართლო აღმასრულებლის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2269 - სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.183 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.66 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 - სსმ I, №48,16.12. 2000 წ., მუხ.138 საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38

29

საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1337 - სსმ I, №7, 05.04.2002 წ., მუხ.37 საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

მუხლი 67. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევის უფლებამოსილებანი 1. მოკვლევის ორგანო – თანამდებობის პირი ან სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი,

რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს მოკვლევა – 65-ე მუხლში აღნიშნულ ამოცანებს ასრულებს

დამოუკიდებლად ან მათ შესრულებას ავალებს მომკვლევს.

2. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევის მიერ თავდაპირველი საპროცესო მოქმედების

ჩატარებისას მათზე ვრცელდება 58-ე მუხლში აღნიშნული გამომძიებლის სტატუსი, გარდა იმავე

მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულისა.

3. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევს აქვთ 59-ე მუხლში აღნიშნული გამომძიებლის

უფლებამოსილებანი, გარდა იმავე მუხლის „დ“, „ე“, „ვ“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით

გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევზე ვრცელდება

59-ე მუხლის “თ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნები.

4. თუ კანონი მოითხოვს პროკურორის თანხმობას (სანქციას) ან სასამართლო ბრძანებას

საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, მომკვლევი უგზავნის თავის შუამდგომლობას

(წარდგინებას) შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის

მეშვეობით.

5. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, საქმის აღძვრაზე უარის თქმის, საქმის

შეწყვეტის შესახებ შეიძლება გამოიტანოს მხოლოდ მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელმა და იგი

უნდა დაამტკიცოს პროკურორმა.

6. მომკვლევის წარმოებაში მყოფ სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევის ორგანოს

ხელმძღვანელის მითითების შესრულება სავალდებულოა მომკვლევისათვის. თუ მომკვლევი არ

ეთანხმება მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მითითებას, მას უფლება აქვს მიმართოს

ზედამხედველ პროკურორს, რომელსაც შეუძლია გააუქმოს მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის

მითითება, ხოლო მასალები ან საქმე წინასწარი გამოძიებისათვის გადასცეს სხვა მომკვლევს ან

გამომძიებელს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი X

დაზარალებული და მისი წარმომადგენელი

მუხლი 68. პირის დაზარალებულად ცნობა 1. დაზარალებული არის ფიზიკური პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი

ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების

შედეგად, ანდა რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად

დაავადებულმა პირმა.

2. იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის

უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის

შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.

3. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევა აგრეთვე

ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.

4. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს,

პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს

სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. სასამართლო გამოძიების დაწყების შემდეგ პირველი ან

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში პირის

დაზარალებულად ცნობისათვის საფუძვლის აღმოჩენისას საქმე უნდა დაბრუნდეს დამატებითი

გამოძიებისათვის.

6. თუ სამოქალაქო სარჩელის წარმდგენი დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელედ იქნა

ცნობილი, ეს აისახება განჩინებაში (დადგენილებაში) პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ ან

ცალკე გამოტანილ განჩინებაში (დადგენილებაში).

30

7. დაზარალებული საჯარო ან კერძო-საჯარო ბრალდების საქმის გამო არის სუბსიდიური

ბრალმდებელი, ხოლო კერძო ბრალდების საქმის გამო – კერძო ბრალმდებელი. დაზარალებულს

სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში შეუძლია უარი თქვას კერძო ბრალდებაზე ან

ბრალდების მხარდაჭერაზე.

8. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანის

შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროცესის მწარმოებელი ორგანო

ვალდებულია გააუქმოს ეს განჩინება (დადგენილება). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება:

ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ;

ბ) მისცეს ჩვენება და განმარტება;

გ) განაცხადოს აცილება;

დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და

საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების

დროს წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ;

ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;

ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე და

მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში;

ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან

მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება,

ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში;

თ) პირისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ იცოდეს მისი არსი;

ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

კ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნოს საქმის მთელ მასალას, თავისი

ხარჯით გადაიღოს ასლები, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე;

მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და

გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს

კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის,

სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს

სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები;

ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება

სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში – ახლად აღმოჩენილ

და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა

მონაწილეთა საჩივრებზე;

ო) უფასოდ მიიღოს საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის,

განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის

გასაგებ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა;

პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოს

თარჯიმნის უფასო მომსახურებით;

ჟ) მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში

და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები;

რ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის

დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება;

ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და

სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე;

უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე მუხლის მე-

2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

31

ფ) პროცესის მწარმოებელ პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე

ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და

საკუთრებას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 70. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის მოვალეობები 1. დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია გამოცხადდეს მომკვლევის,

გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით, გულახდილად აცნობოს ყველაფერი,

რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან

დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა პროცესის

მწარმოებელმა ორგანომ; დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წესი მოკვლევის, წინასწარი

გამოძიების დროს და სასამართლოში.

2. დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება

იძულებით მოიყვანონ 173-176 მუხლების შესაბამისად.

3. დაზარალებულს ცრუ ჩვენების მიცემისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად. სისხლის სამართლის საქმე ამ

საფუძვლით შეიძლება აღიძრას მხოლოდ განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

4. დაზარალებულის შემოწმება, ექსპერტიზა, დაკავშირებული გაშიშვლებასთან, აგრეთვე

სირცხვილის გრძნობის გამომწვევი სხვა მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ

დაზარალებულის თანხმობით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 71. დაზარალებულის წარმომადგენელი 1. დაზარალებულის ინტერესებს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში

წარმოადგენს და იცავს ადვოკატი (არა უმეტეს სამისა).

2. თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ანდა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები, ადვოკატის

მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს

ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობას, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო ანაზღაურებს

დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა

წარმომადგენელმა.

3. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში,

რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო, სახელმწიფო

უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის

მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის

წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაზარალებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე

ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.

4. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი.

5. დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც

პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი,

ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ

შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები.

6. დაზარალებულის წარმომადგენელს აქვს 69-ე მუხლში აღნიშნული უფლებები, გარდა იმავე

მუხლის „ო“, „პ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა.

7. დაზარალებულის წარმომადგენელს ეკისრება 70-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული

დაზარალებულის მოვალეობები.

8. დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს დაზარალებულის

ინტერესების საზიანოდ.

32

9. დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა

ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება მისი თანხმობის

გარეშე დაეთანხმოს უარს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, საქმის შეწყვეტაზე,

პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს

სარჩელის თანხა, მოურიგდეს, შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო,

გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი ან უარი თქვას მათ

გასაჩივრებაზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

თავი XI

ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი

მუხლი 72. პირის ეჭვმიტანილად ცნობა 1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის

საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი

დანაშაულის ფაქტზე აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს დანაშაულის ნიშნების არსებობის

გამო და ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი

დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის

შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ

უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის

პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა ამავე ნაწილის „ა“, „დ“, „ვ“ და

„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. ეჭვმიტანილს, რომელიც დაკავებული არ არის,

უფლება აქვს მისი ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის

აღძვრისა და მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებათა ასლები.

2. ეჭვმიტანილის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. დაკავებულს ამ

ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის

ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება და იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

3. პირის დაკავების შემთხვევაში დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი

ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ გამოტანილ უნდა იქნეს პოლიციის დაწესებულებაში ან

მოკვლევის სხვა ორგანოში დაკავებულის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა. დაკავებულ

ეჭვმიტანილს დაუყოვნებლივ უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება არ დაიბრალოს

დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება. თუ დადგენილება ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ

არ გამოუტანიათ და ეს დაკავებულისათვის აღნიშნულ ვადაში არ გამოუცხადებიათ, იგი

დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

4. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს მისი დაკავებულთა მოთავსების ადგილზე მიყვანიდან არა

უგვიანეს 24 საათისა.

5. დამცველი საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ეჭვმიტანილის პირველ

დაკითხვამდე, აგრეთვე პირველი და შემდგომი დაკითხვების დროს. დამცველის მონაწილეობა

პირის ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას სავალდებულოა 81-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“

ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. პირის ეჭვმიტანილად დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს.

პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის

დაკითხვისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს

დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, გააუქმოს დადგენილება საქმის აღძვრის შესახებ,

შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე და გაათავისუფლოს დაკავებული. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

33

მუხლი 73. ეჭვმიტანილის უფლებები 1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს:

ა) პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მისი მიყვანიდან არა უგვიანეს 12

საათისა ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლი,

აგრეთვე მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილების ასლი.

ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;

გ) ისარგებლოს დამცველის (არა უმეტეს სამისა) მომსახურებით მასთან შეთანხმებით,

ანაზღაურებით ან ანაზღაურებისაგან სრული განთავისუფლებით მე-80 მუხლით

გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, დღეში არა უმეტეს ერთი საათისა;

ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს

უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის

სამართალწარმოების ენა;

ვ) ეჭვმიტანილად ცნობის შემდეგ მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი

წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის

მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის

დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით

რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მიღებიდან 24 საათის

განმავლობაში.

ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი;

თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;

ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო

მოქმედებაში;

კ) გაასაჩივროს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებლის მოქმედებები და

გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ

კოდექსით დადგენილ შემთხვევებში – სასამართლოში;

ლ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით შეატყობინოს

ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;

მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა სისხლის სამართლის საქმის

უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღძვრისა და დაკავების შედეგად;

ნ) მიიღოს მომკვლევისაგან ან გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების

შესახებ.

2. ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან

განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

მუხლი 74. ეჭვმიტანილის მოვალეობები 1. ეჭვმიტანილი ვალდებულია:

ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში;

ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით,

ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით;

გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით გათვალისწინებული

შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების,

ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა

საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა

შესრულებას.

34

2. თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება

გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების

ღონისძიება.

მუხლი 75. პირის ბრალდებულად ცნობა 1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან

პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და

მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.

2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა

ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.

3. ბრალდებულს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე წარმოებაში

მიიღო და რომელიც სამართალში მისცა, ეწოდება განსასჯელი, ხოლო განსასჯელს, რომლის

მიმართაც გამოტანილია განაჩენი, – მსჯავრდებული ან გამართლებული.

4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის

პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 24 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე

მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. ასეთი

ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი

ბრალდების წაყენების დღიდან.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ითვლება ის დრო, რომლის

განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო

მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი

სამედიცინო დასკვნით), ანდა ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა,

ან თავს არიდებდა გამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი, აგრეთვე პროკურორის მიერ საქმის

სასამართლოში გაგზავნის დღიდან ბრალდებულის სამართალში მიცემამდე გასული დრო. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 76. ბრალდებულის უფლებები 1. ბრალდებულს უფლება აქვს ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი

წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს

დაცვისათვის.

2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების

წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი

ასლი დადგენილებისა ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მას უფლება აქვს

შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს

შეატყობინოს თავისი დაპატიმრების ამბავი, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი

დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების

შესახებ დადგენილების ასლი, გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და

ექსპერტის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით

დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც

ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას; მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც

ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო

ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან

პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და

სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს

სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ შორის, საქმის შეწყვეტის

დროს დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს

35

საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს

შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას

დამოუკიდებლად, გარდა 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს

საქმის შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო

განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის

საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება;

მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, ამასთან, სასამართლო განხილვაში და

ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ

მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს

და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი;

მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს

და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და

საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები

დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს

წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ

შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 77. ბრალდებულის მოვალეობები ბრალდებულს ეკისრება ისეთივე მოვალეობები, როგორიც ეჭვმიტანილს (74-ე მუხლი). თუ მან

ბრალდების წაყენების მომენტიდან ისინი არ შეასრულა, ბრალდებულის მიმართ შეიძლება

გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებები.

მუხლი 78. დამცველი 1. დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და

ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ

დახმარებას.

2. დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც

კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა.

3. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და

ბრალდებული დამცველის არჩევაში.

4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება

დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, დამცველებად შეიძლება დაშვებულ

იქნენ უცხოელი ადვოკატები.

6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე

უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი

შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ

თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს,

ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ

მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის,

ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლისა და

ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ შეცვლა მიზნად არ ისახავს

პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის

უფლებამოსილებათა განხორციელებაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

36

მუხლი 79. დაცვა შეთანხმებით ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, მათ ნათესავებს, სხვა პირებს შეუძლიათ ადვოკატთან დადონ

შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების პირობებს

მხარეები განსაზღვრავენ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაცვა მიღებულად ითვლება და

ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე არასაპატიო მიზეზით.

მუხლი 80. დაცვა დანიშვნით 1. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და

განსასჯელს მათი თანხმობით სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს დამცველი – ადვოკატი, თუ

ისინი არასმქონენი არიან, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან

მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. გადახდისუუნარობის

დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის,

ბრალდებულისა და განსასჯელისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ

გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.

2. დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ

შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზე ნაკლები.

3. დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან

ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.

4. სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და

ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ

დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის

მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების

შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისი შრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 81. იძულებითი დაცვა ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის,

ბრალდებულის, განსასჯელის, ხოლო თუ პირს ენიშნება სამედიცინო ხასიათის იძულებითი

ღონისძიება – ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ:

ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია;

ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი,

რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას;

გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სამართალწარმოების ენა;

დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული,

რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ე) პირი გაიგზავნა სტაციონარულ სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე;

ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა

და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი;

ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი; საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 82. დამცველის დაშვება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი პროცესის

მწარმოებელ ორგანოს წარუდგენს ადვოკატთა კოლეგიის, ფირმის, ბიუროს ორდერსა და თავის

მოწმობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 83. დამცველის მოწვევისა და შეცვლის შესახებ მოთხოვნათა გადაწყვეტა 1. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად.

37

2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა დრო არანაკლებ 3 საათისა,

რათა შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან

ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, მომკვლევი, გამომძიებელი,

პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს და ბრალდებულს დამცველის

დანიშვნა. ეჭვმიტანილს და ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის

დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა

დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას

გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, მომკვლევს,

გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილისა და

ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ

დაუნიშნონ მათ დამცველი.

3. მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის

დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა იურიდიული კონსულტაციისა და ადვოკატთა

სხვა გაერთიანებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის

ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ

შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს

ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის

შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ

სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.

4. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და

ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება

აქვთ არ მისცენ ჩვენება.

5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი მონაწილეობას ვერ იღებს სისხლის სამართლის

საქმეში ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზით, პროცესის მწარმოებელ

ორგანოს უფლება აქვს გადადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა

უნდა მიეღო დამცველს, ან გადადოს სასამართლო განხილვა, ოღონდ არა უმეტეს 10 დღისა. ამ

ვადაში დამცველის გამოუცხადებლობისას გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო

ბრალდებულსა და განსასჯელს სთავაზობენ მოიწვიონ სხვა დამცველი, ხოლო უარის ან

დადგენილ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძახებენ დამცველს

დანიშვნით.

6. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს

კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების

წინაშე.

7. დამცველის შეცვლა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების

გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში

მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორის თანხმობით, გამოაქვთ მოტივირებული დადგენილება,

რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი

პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა

და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში

მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 84. დამცველის უფლება-მოვალეობანი 1. დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ

გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა

ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება.

2. დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების

საზიანოდ.

3. დამცველს უფლება აქვს:

ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი;

38

ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე,

აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა

და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად,

გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის

შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს,

მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფენ ბრალდებას ან ამსუბუქებენ

ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას;

დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებასა და მის დაკითხვებში;

ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაპყროს ამ

უფლებათა დარღვევას;

ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით

წარუდგინოს ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს;

ზ) მოითხოვოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;

თ) განაცხადოს აცილება;

ი) განაცხადოს შუამდგომლობა;

კ) საქმეში პირის ეჭვმიტანილად ცნობის მომენტიდან გაეცნოს მის ახსნა-განმარტებას,

ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების დადგენილებებს, დაკითხვის ოქმს, აგრეთვე ამოიწეროს

მათგან საჭირო ცნობები, რომლებიც უშუალოდ ეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს;

ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ

საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი

პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას,

დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას;

მ) გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს გაეცნოს საქმის

მთელ მასალას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო

აქტის ასლი;

ნ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ

პროკურორთან მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და

დადგენილება, რომლებიც, მისი აზრით, არღვევენ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის

უფლებას;

ო) გამოვიდეს სასამართლოში მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის, საგამოძიებო

ორგანოს უფროსის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ შეტანილი საჩივრების

განხილვისას;

პ) გაეცნოს საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს

სასამართლოში საქმის გადაცემის შემდეგ;

ჟ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო

სხდომის გამართვის დრო და ადგილი;

რ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას

განსასჯელის უფლებები;

ს) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ

დადგენილების, ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო

დასკვნის, განაჩენის, საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე

სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენის, დადგენილებისა და

განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);

ტ) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო

გადაწყვეტილებანი;

უ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას სასამართლოსა და ბრალდების მხარის მისი

აზრით უკანონო მოქმედებებზე და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში;

ფ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი

შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის;

39

ქ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა

მასალას;

ღ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

4. დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების

დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა

შეგულიანებითა და სხვა უკანონო მოქმედებით; დროულად გამოცხადდეს საპროცესო

მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს

თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს;

დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც დათქმულ დროს დამცველი არ ცხადდება საგამოძიებო ან

საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, პროცესის მწარმოებელ

ორგანოს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

თავი XII

სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები

მუხლი 85. სამოქალაქო მოსარჩელე სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა

ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა ამ ზიანის

ანაზღაურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით და

რომელიც სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი

ორგანოს დადგენილებით (განჩინებით). 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში

სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა პროკურორი. იურიდიული პირი ან ორგანიზაცია

სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ ის მოითხოვს ქონებრივი ან მორალური ზიანის

ანაზღაურებას. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო

მოსარჩელედ მიიჩნევა გარდაცვლილი დაზარალებულის მემკვიდრე და ლიკვიდირებული

იურიდიული პირის ან ორგანიზაციის უფლებამონაცვლე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 86. სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობანი 1. სამოქალაქო მოსარჩელეს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების განმარტება;

ბ) იცოდეს ბრალდების არსი;

გ) იყოლიოს წარმომადგენელი მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში;

დ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;

ე) განაცხადოს აცილება;

ვ) განაცხადოს შუამდგომლობა;

ზ) მოითხოვოს სარჩელის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება;

თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც ეხება სარჩელის

საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს, მოითხოვოს ოქმში შეიტანონ

სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები მომკვლევის,

გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებაზე;

ი) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან

მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და აქტები, ხოლო ამ

კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში;

კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს მომკვლევთან, გამომძიებელთან,

პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

40

ლ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, საქმის შეწყვეტისას, გაეცნოს

საქმის მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ცნობები სამოქალაქო სარჩელის

ნაწილში;

მ) მისცეს განმარტება წარდგენილი სარჩელის გამო, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვოს

მოწმედ დაკითხვა;

ნ) მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა

გამოკვლევაში, ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში,

გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში,

რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, მისცეს განმარტება და დაიცვას თავისი

ინტერესები სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში;

ო) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და საჭიროებისამებრ გამოთქვას მასზე შენიშვნები;

პ) გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე;

ჟ) უარი თქვას სარჩელზე ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოპასუხესთან.

2. სამოქალაქო მოსარჩელე ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს იმ ორგანოს გამოძახებით, რომელიც პროცესს აწარმოებს;

ბ) წარუდგინოს სასარჩელო განცხადების ასლები სამოქალაქო მოპასუხეს, ბრალდებისა და

დაცვის მხარეებს;

გ) დაემორჩილოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს, პატივი სცეს სასამართლოსა და

მხარეებს, დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 87. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი 1. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც

მოწვეულია სამოქალაქო მოსარჩელის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის

გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს.

2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელის ადვოკატ-წარმომადგენლის

მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოსარჩელის თანხმობა 86-ე მუხლის

პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 88. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი 1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და

ხერხი სამოქალაქო მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე.

წარმომადგენელს უფლება არა აქვს დაიკავოს პოზიცია, რომელსაც მარწმუნებელი არ ეთანხმება.

წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით

მიღებული ინფორმაცია.

2. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება,

რომლებიც აღნიშნულია 86-ე მუხლის პირველ ნაწილში, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „გ“ და „ჟ“

ქვეპუნქტებისა.

3. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს ეკისრება 86-ე მუხლის მე-2 ნაწილში

აღნიშნული მოვალეობები.

მუხლი 89. სამოქალაქო მოპასუხე 1. სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ქონებრივი, ფიზიკური ან

მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც სხვა პირს მიადგა დანაშაულის ან იმ პირის

მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო

ხასიათის იძულებითი ღონისძიება და რომელიც დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეში

41

მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით

(განჩინებით).

2. სამოქალაქო მოპასუხედ შეიძლება ცნობილ იქნეს 36-ე მუხლის პირველ ნაწილში

აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა ორგანიზაცია. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 90. სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობანი 1. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე უფლებები აქვს, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის

პირველი ნაწილის „ზ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულის გარდა). სამოქალაქო მოპასუხეს

უფლება აქვს ცნოს სარჩელი ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავს

სარჩელის გამო შემდგომ წარმოებას.

2. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე საპროცესო მოვალეობები ეკისრება, რაც სამოქალაქო

მოსარჩელეს (86-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულის გარდა).

3. პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ და მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული

ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე სამოქალაქო მოსარჩელის მტკიცებათა უარყოფის

ტვირთი ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 91. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი 1. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც მოწვეულია

სამოქალაქო მოპასუხის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და

სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. თუ სამოქალაქო მოპასუხედ

ცნობილია ბრალდებული, წარმომადგენლის ფუნქციები სამოქალაქო სარჩელის განხილვისას

შეიძლება დაეკისროს დამცველს.

2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოპასუხის ადვოკატ-წარმომადგენლის

მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ

შემთხვევებში.

3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოპასუხის თანხმობა სარჩელის

სრული ან ნაწილობრივი ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი

სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 92. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი 1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და

ხერხი სამოქალაქო მოპასუხის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე.

წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით

მიღებული ინფორმაცია.

2. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება,

გარდა 86-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სარჩელის ცნობის, მორიგების დადების,

განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხის

გადაწყვეტისა.

3. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს ეკისრება იგივე საპროცესო მოვალეობები, რაც

სამოქალაქო მოპასუხეს. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

42

თავი XIII

სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი

მუხლი 93. მოწმე 1. მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს

სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები.

2. მოწმის გამოძახებისა და დაკითხვის წესი განსაზღვრულია 295–308-ე მუხლებით.

მუხლი 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი 1. მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის,

სასამართლოს გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს

დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები,

თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ;

დაიცვას წესრიგი საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს

სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.

2. თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ

176-ე მუხლით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის, თავმჯდომარის განკარგულებათა

შეუსრულებლობის, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს წესრიგის

დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს ფულადი

სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე (208-ე მუხლი).

3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის

ვალდებული მისცეს ჩვენება თავისი ან მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4. მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ

ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო

მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება;

გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს,

მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების

უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც

ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების

შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; 368-ე მუხლის მე-2

ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზისას ისარგებლოს 366-ე მუხლის

პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით; მომკვლევის,

მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, არ

მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში;

მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს

განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 95. პირი, რომელიც არ შეიძლება მოწმე იყოს 1. არ შეიძლება მოწმედ დაკითხონ:

ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი – იმ

გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის

შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან იმ პირის

წარმომადგენელი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი

43

ღონისძიება – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში

წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

გ) ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის

მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული

დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

დ) ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც

მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა

იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

ე) სასულიერო პირი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების

ან სხვაგვარად განდობის შედეგად;

ვ) პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია

სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და

მისცეს ჩვენება;

ზ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის ახლო ნათესავი – თუ იგი არ დათანხმდება

მისცეს ჩვენება როგორც ბრალდების მოწმემ;

თ) სახალხო დამცველი – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს როგორც სახალხო დამცველს;

ი) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარისა ავტონომიური რესპუბლიკების

უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს

ამომრჩევლებმა;

კ) მოსამართლე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის

საიდუმლოებას.

2. გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული

დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ:

ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად

ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;

ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული

პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და

შინაარსი;

გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ

ან საბანკო საიდუმლოებას;

დ) ჟურნალისტი, თუ მას ნაკისრი აქვს ვალდებულება, არ გაამჟღავნოს მიღებული

ინფორმაციის წყარო, პუბლიკაციის ავტორის სახელი ან გამოუქვეყნებელი მასალის ავტორი და

შინაარსი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 96. ექსპერტი 1. ექსპერტია პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების

ან ხელობის დარგში და რომელიც მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ

დანიშნა სპეციალური გამოკვლევის ჩასატარებლად და სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო

გარემოებათა შესახებ დასკვნის შესადგენად.

2. ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა,

მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში ან აქვს ლიცენზია.

3. ექსპერტის გამოძახება, დანიშვნა და ექსპერტიზის ჩატარება ხდება 356–374-ე მუხლებით

დადგენილი წესით.

4. სამართლებრივ საკითხთა გადასაწყვეტად ექსპერტიზა არ ტარდება.

5. ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა სპეციალური ცოდნა

მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან მსაჯულს.

6. ექსპერტის დასკვნის მოპოვების უფლება აქვს მხარესაც. ამ შემთხვევაში მხარე ექსპერტის

დასკვნას წარუდგენს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს და მოითხოვს მის

მონაწილეობას საქმის შემდგომ წარმოებაში. დაცვის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას სახელმწიფო

არ ანაზღაურებს. ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, მხარეს უნდა წარუდგინოს ნივთიერი

44

მტკიცებულებანი და საექსპერტო გამოკვლევის სხვა ობიექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა

ისინი უნდა გადაეცეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ

დანიშნულ ექსპერტს. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საექსპერტო კომისიის შექმნა, რომლის

შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდეს მის მიერ შეთავაზებული ექსპერტი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 97. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი 1. ექსპერტი ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;

ბ) მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან

სასამართლო განხილვის დროს;

გ) მისცეს დასაბუთებული და ობიექტური წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე;

დ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები;

ე) პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების

მასალები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი

გახდა;

ვ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი.

2. ყალბი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 370-ე მუხლით.

3. ექსპერტს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან

გადაიღოს ასლები;

ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა;

გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე ან ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე, თუ დასმული

საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი

მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;

დ) მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით

დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები,

რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება;

ე) სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ

მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვები დაუსვას დასაკითხ

პირებს;

ვ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს

მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც, რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები;

ზ) შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის

სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

თ) მოკვლევის ორგანოს, მომკვლევისა და გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები

გაასაჩივროს პროკურორთან, პროკურორის მოქმედება ზემდგომ პროკურორთან;

ი) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ

ექსპერტიზას ეხება, და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

კ) გააკეთოს განცხადება მისი დასკვნის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 98. სპეციალისტი 1. სპეციალისტი საჭირო დახმარებას უწევს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და

სასამართლოს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, დამაგრებასა და დემონსტრირებაში.

სპეციალისტად შეიძლება გამოიძახონ კრიმინალისტი, ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და სხვა

პირები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა და ჩვევები.

45

2. მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს ტექნიკური

აპარატურის (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფოტო- და კინოგადასაღები, სხვა აპარატები)

გამოყენების მიზნით შეიძლება გამოიძახონ სპეციალისტ-ოპერატორი.

3. სპეციალისტის გამოძახება, საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში მისი

მონაწილეობის წესი გათვალისწინებულია 99-ე მუხლით.

მუხლი 99. სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი 1. სპეციალისტი ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის,

სასამართლოს გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და

სასამართლო განხილვაში; გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებები, სპეციალური

ცოდნა და გამოცდილება მტკიცებულებათა აღმოჩენისა და დამაგრებისათვის; მომკვლევის,

გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს ყურადღება მიაპყროს გარემოებებს, რომლებსაც

მნიშვნელობა აქვთ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, მისცეს განმარტებანი მის მიერ

შესრულებულ მოქმედებათა გამო; მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის

გარეშე არ გაამჟღავნოს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები

მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის გამოძიებისა და სასამართლო

სხდომის დროს.

2. თუ სპეციალისტი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას

არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი

წესით.

3. სპეციალისტს უფლება აქვს: იცოდეს, რა მიზნით გამოიძახეს იგი; უარი განაცხადოს საქმეში

მონაწილეობაზე, თუ არ გააჩნია სათანადო ცოდნა; ოქმში შესატანად გააკეთოს განცხადება და

შენიშვნა იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა; მომკვლევის,

გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვით შეკითხვები დაუსვას საგამოძიებო

მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში მონაწილე პირებს; გაეცნოს საგამოძიებო

მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმებს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 100. თარჯიმანი 1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:

ა) მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ (მოსამართლეებმა) არ იციან ან

სათანადოდ არ იციან ენა, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას;

ბ) ბრალდებულმა, ეჭვმიტანილმა, დამცველმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ,

სამოქალაქო მოპასუხემ, მათმა წარმომადგენლებმა, პროცესის სხვა მონაწილეებმა არ იციან ან

სათანადოდ არ იციან სამართალწარმოების ენა;

გ) საჭიროა მეორე ენიდან ითარგმნოს ესა თუ ის წერილობითი ტექსტი.

2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს

გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

3. წესები, რომლებიც ეხება თარჯიმანს, ვრცელდება იმ პირზედაც, რომელსაც ესმის ყრუ-

მუნჯთა ნიშნები და რომელიც მოწვეულია სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის.

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება არა აქვთ შეასრულონ თარჯიმნის

მოვალეობანი.

მუხლი 101. თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი 1. თარჯიმანი ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის,

სასამართლოს გამოძახებით; ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება თუ დოკუმენტი;

ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული

საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე სხვა საპროცესო

დოკუმენტებში, რომლებიც პროცესის მონაწილეს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან იმ ენაზე

თარგმნილი, რომელიც მან იცის; მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე

არ გაამჟღავნოს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა

46

პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის გამოძიებისა და სასამართლო სხდომის

დროს.

2. თუ თარჯიმანი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას

არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი

წესით. არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 370-ე მუხლით.

3. თარჯიმანს უფლება აქვს: თარგმანის დასაზუსტებლად დაუსვას შეკითხვები პროცესის

მონაწილეებს; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და

სასამართლო სხდომის ოქმს, გამოთქვას შენიშვნები, რომლებიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი;

უარი თქვას საქმის წარმოებაში მონაწილეობაზე, თუ თარგმნისათვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 102. დამსწრე 1. დამსწრეს იძახებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ამ კოდექსით

გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტის, მისი

მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად.

2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის გამოძახებულ უნდა იქნეს

არანაკლებ 2 დამსწრისა იმ პირთაგან, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან საქმის შედეგით.

საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დამსწრეთ

განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 103. დამსწრის უფლება-მოვალეობანი 1. დამსწრე ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის

გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; საგამოძიებო

მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი

მიმდინარეობა და შედეგები; მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ

გაამჟღავნოს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები.

2. თუ დამსწრე უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო

მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. დამსწრე შეიძლება დაიკითხოს, როგორც მოწმე, იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან

დაკავშირებულ გარემოებათა შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მას აქვს

მოწმის უფლება-მოვალეობები.

4. დამსწრეს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;

გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების გამო და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში

უნდა იქნეს შეტანილი; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების

ოქმს. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 104. პროცესის მონაწილისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 1. ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული

არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად,

თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასი თავის სამუშაო

ადგილზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც მან მოახმარა მომკვლევთან, გამომძიებელთან,

პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე (გარდა

ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისა), მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან

მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან

დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

47

2. ექსპერტს, სპეციალისტსა და თარჯიმანს უფლება აქვთ მიიღონ გასამრჯელო თავიანთი

მოვალეობის შესრულებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს მოვალეობა სრულდებოდა

სამსახურებრივი დავალების წესით.

3. გამოძახებასა და გასამრჯელოს გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

ხდება სახელმწიფო სახსრებიდან. გადასახდელი თანხის გადახდის წესსა და ოდენობას ადგენს

კანონი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი XIV

სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი. აცილება. პროცესის

მონაწილეთა დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 105. საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი

1. მოსამართლე, მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი ან სასამართლო სხდომის

მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:

ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით;

ბ) ამოიწურა მისი უფლებამოსილების ვადა;

გ) საქმე არ არის ამ პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის ქვემდებარე ანდა ამ

სასამართლოს განსჯადი;

დ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში როგორც ეჭვმიტანილი,

ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე,

ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის,

დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი

წარმომადგენელი;

ე) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ

სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული თუ სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს;

ვ) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ

ერთმანეთთან;

ზ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და

მიუკერძოებლობაში.

2. მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ

მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში როგორც მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან

სასამართლო სხდომის მდივანი.

3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის

მოქმედებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვაში, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის

შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში ან ამ კოდექსის, 140-ე და 292-ე მუხლებში

აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში, პირველი და მეორე ინსტანციების

სასამართლოებში საქმის განხილვაში ან ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ

გარემოებათა გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში.

4. პროკურორის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება სამართალწარმოების არც ერთ

სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მის შემდგომ მონაწილეობას.

5. გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მის მიერ იქნა

გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით

(დადგენილებით) აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთ

გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის

მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით

განხილვაში მისი მონაწილეობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

48

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57

მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და დამსწრის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი

1. ექსპერტს (გარდა 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა),

სპეციალისტს, თარჯიმანს ან დამსწრეს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის

სამართლის საქმის წარმოებაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ

გარემოებათა არსებობისას, აგრეთვე როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია

საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე, ანდა ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.

2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებულ უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ

გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა, ხოლო დამსწრენი, – თუ ისინი არიან

პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის,

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო

დეპარტამენტის, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების, იუსტიციის ორგანოების

ან სასამართლოს მუშაკები.

3. ექსპერტად ან სპეციალისტად საქმეში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელიც

ატარებდა რევიზიას ან სხვა უწყებრივ შემოწმებას, რომლის საფუძველზედაც აღიძრა ეს საქმე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 107. საქმეში დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლების მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი

დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის

წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:

ა) იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში როგორც მოსამართლე, პროკურორი,

გამომძიებელი, მომკვლევი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი,

თარჯიმანი ან დამსწრე;

ბ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან,

მომკვლევთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობდა ან მონაწილეობს

ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში, ანდა პირთან, რომლის ინტერესებიც

ეწინააღმდეგება პროცესის იმ მონაწილის ინტერესებს და რომელმაც მასთან დადო შეთანხმება

იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;

გ) მას უკავია მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის თანამდებობა,

გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი შრომისუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელია, ანდა

როცა დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს, ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ ან

სამოქალაქო მოპასუხედ და ის ამ დაწესებულების წარმომადგენლად გამოდის;

დ) იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან წინათ უწევდა პირს, რომლის ინტერესებიც

ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის,

სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის ინტერესებს, რომლის წარმომადგენელიც ის

არის;

ე) დასაცავი პირი (მარწმუნებელი) უარს ამბობს დაცვაზე (წარმომადგენლობაზე) და უარი

მიღებულია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 108. აცილებისა და თვითაცილების განცხადებისა და გადაწყვეტის წესი 1. თუ არსებობს 105-107-ე მუხლებში აღნიშნული გარემოებები, მოსამართლე, მსაჯული,

პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი, სასამართლო სხდომის მდივანი, დამცველი,

დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლები,

ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე ვალდებულნი არიან განაცხადონ თვითაცილება.

თუკი მათ ეს არ განუცხადებიათ, მათ აცილება შეიძლება მისცენ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა,

დამცველმა, აგრეთვე დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და

49

მათმა წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლო სხდომაზე – სახელმწიფო ბრალმდებელმაც.

პირებს, რომლებიც პროცესს აწარმოებენ, უფლება აქვთ აცილება მისცენ ერთმანეთს.

2. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.

3. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს მისცეს

განმარტება.

4. მოსამართლის ან მსაჯულის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები

(მსაჯულები) იმ მოსამართლის ან მსაჯულის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს.

საკითხს აცილების შესახებ, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ

შემადგენლობას ანდა სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი

შემადგენლობით, ხმების უბრალო უმრავლესობით, საქმის ერთპიროვნულად განხილვისას

აცილების საკითხს წყვეტს თვით საქმის განმხილველი მოსამართლე. საკითხს მოსამართლის

აცილების შესახებ, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, წყვეტს თვით ეს მოსამართლე.

აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს,

რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ

აცილება მისცეს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის სისხლის

სამართლის საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს

გადაუგზავნის საოლქო სასამართლოს.

5. საქმის წინასწარი გამოძიებისას პროკურორისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს

ზემდგომი პროკურორი, საქმის სასამართლოში განხილვისას – სასამართლო, რომელიც საქმეს

განიხილავს.

6. გამომძიებლის ან მომკვლევის აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, რომელიც

მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში როგორც საპროცესო ხელმძღვანელი ამ კოდექსით

გათვალისწინებული წესით და ზედამხედველობას უწევს მოკვლევას.

7. ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის,

სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებისათვის მიცემული

აცილების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან მომკვლევი, ხოლო სასამართლო სხდომაზე

მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.

8. დამსწრის აცილების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან მომკვლევი.

9. საქმის გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს მომკვლევი, გამომძიებელი

ან პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე,

საკითხი წყდება დაუყოვნებლივ სათათბირო ოთახში.

10. განცხადებული აცილების საკითხზე მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს,

მოსამართლეს გამოაქვთ დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

11. 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის

განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა რაიონული

(საქალაქო) სასამართლოების მთელი შემადგენლობა, საქმე იმავე დონის სხვა სასამართლოში

წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცემა შესაბამისად თბილისისა და ქუთაისის საოლქო

სასამართლოების ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი

სასამართლოების თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს

აღნიშნულ საკითხს.

12. 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის

განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა თბილისისა

და ქუთაისის საოლქო სასამართლოების ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მთელი შემადგენლობა, საქმე იმავე დონის სხვა

სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცემა საქართველოს უზენაესი

სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს

აღნიშნულ საკითხს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

50

მუხლი 109. პროცესის მონაწილეთა დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან 1. მოსამართლეს, პროკურორს, გამომძიებელსა და მომკვლევს უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ

სახელმწიფო იცავდეს საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მათ, მათი ოჯახების წევრებისა და

ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივს, ღირსებასა და ქონებას

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. თუ არსებობს მონაცემი ასეთი ხელყოფის შესახებ, მათ ეს

უნდა შეატყობინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, რომელიც

ვალდებულია მიიღოს ამ პირთა დაცვის ზომები.

2. დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტს, ბრალდებულსა თუ პროცესის სხვა მონაწილეს უფლება

აქვს განცხადებით მიმართოს პირს ან ორგანოს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის

საქმე, მისი, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების სიცოცხლის, ჯანმრთელობის,

პატივის, ღირსებისა და ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის შესახებ, თუ მათ

წინააღმდეგ ჩადენილია უკანონო ქმედება, ანდა არსებობს მისი ჩადენის რეალური საფრთხე

სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული განცხადების დადასტურების შემთხვევაში პირს ან

ორგანოს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, გამოაქვს დადგენილება

(განჩინება) პროცესის მონაწილის სახელმწიფო დაცვის შესახებ და უგზავნის მას საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ შესაბამის

სამსახურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გაატარონ ამ პირის დაცვის ღონისძიებები. თუ ამ

ღონისძიებებს არ გაატარებენ ან დააყოვნებენ მათ გატარებას, დაინტერესებულ პირს შეუძლია

შეიტანოს საჩივარი სასამართლოში და მოითხოვოს აღნიშნული მიზეზით მიყენებული ზიანის

ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაცვის კონკრეტულ ღონისძიებათა შერჩევა

განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო

დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენციას.

4. პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება დაცვის ღონისძიების გატარების

შესახებ, არ თავისუფლდება მოვალეობისაგან მისცეს ჩვენება წინასწარი გამოძიების დროს და

სასამართლოში, უპასუხოს შეკითხვებს და მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულთან

დაპირისპირებაში.

5. თუ პირი არის პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის

სახელმწიფო დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო სამართალდამცველი ორგანოს საიდუმლო

თანამშრომელი, ანდა ცნობების მიმწოდებელი, მისი განსაიდუმლოება შეიძლება მაშინ, როცა

დაცვა ამტკიცებს, რომ მისი ვინაობის გამჟღავნება შესაძლებელს გახდის დამტკიცდეს მის მიერ

მიცემული ჩვენების სიყალბე და ბრალდებულის უდანაშაულობა. ამ მოთხოვნის შესრულებაზე

უარის თქმა იწვევს საიდუმლო თანამშრომლის ან ცნობების მიმწოდებლის ჩვენებათა

მტკიცებულებად დაუშვებლობის აღიარებას.

6. დაცვის ღონისძიება გამოიყენება, როგორც წესი, ამ მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული

პირის მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ. ისეთი ღონისძიების შესახებ, როგორიცაა სახელისა და

გვარის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან გარეგნობის შეცვლა, სხვა ადგილას

გადასახლება, სხვა სამუშაოზე მოწყობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან

სახელმწიფო უშიშროების ორგანომ უნდა შეატყობინოს პირს ან ორგანოს, რომელმაც გამოიტანა

დადგენილება (განჩინება) პროცესის მონაწილის დაცვის ღონისძიების გატარების შესახებ.

7. თუ აღარ არსებობს ხელყოფის საფრთხე, დაცვის ღონისძიების დამნიშვნელი ორგანოს

დადგენილებით (განჩინებით) ეს ღონისძიება უქმდება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ

პირს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

51

კარი მესამე

მტკიცებულებანი და მტკიცება

თავი XV

მტკიცებულებანი და მტკიცების საგანი

მუხლი 110. მტკიცებულების ცნება 1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული

ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ

ინტერესებს, ხოლო მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს

თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართალწარმოება,

ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად

გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.

2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დაშვებულია:

ა) ეჭვმიტანილის ჩვენება;

ბ) ბრალდებულის ჩვენება;

გ) განსასჯელის ჩვენება;

დ) დაზარალებულის ჩვენება;

ე) მოწმის ჩვენება;

ვ) ექსპერტის დასკვნა;

ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი;

თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები;

ი) სხვა დოკუმენტები.

3. მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა

შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს.

მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო

კამათსა და სასამართლო განაჩენში.

4. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული

მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის

გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება როგორც მტკიცებულებები. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 111. დაუშვებელი მტკიცებულება 1. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია:

ა) იმ თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი არ არის შეკრიბოს

მტკიცებულებანი ამ საქმეზე;

ბ) კანონით გაუთვალისწინებელი წყაროდან;

გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების,

შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით;

დ) პირისაგან, რომელმაც დაარღვია კანონი ან რომელსაც არ შეუძლია მიუთითოს, რა

წყაროდან, სად, როდის და როგორ გამოვლინდა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.

2. ბრალდების მტკიცებულებათა დასაშვებობისა და დაცვის მტკიცებულებათა დაუშვებლობის

მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

3. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით

(განჩინებით).

4. დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულება ამოიღება სისხლის სამართლის საქმიდან და

ინახება პროცესის მწარმოებელი ორგანოს კანცელარიაში სისხლის სამართლის საქმის შენახვის

ვადის განმავლობაში.

5. დაუშვებლად მიჩნეული ბრალდების მტკიცებულება შეიძლება დაშვებულ იქნეს დაცვის

შუამდგომლობით.

52

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 112. გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დამტკიცდეს:

ა) ბრალდებულის ან სხვა პირის მოქმედება ან უმოქმედობა;

ბ) მოქმედების (უმოქმედობის) მართლსაწინააღმდეგო ხასიათი;

გ) ბრალი;

დ) გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა

და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას;

ე) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ხასიათი და ოდენობა. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 113. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე. პრეიუდიციები

1. მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოკვლევის გარეშე მიიღება:

ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები;

ბ) ადრე ნასამართლობაზე განაჩენის ასლი, თუ არც ერთი მხარე და არც პროცესის

მწარმოებელი ორგანო ამ ფაქტს საეჭვოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ მის შემოწმებას.

2. მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები,

რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ:

ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა

სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი

მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას;

ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება

სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მომკვლევისათვის სისხლის

სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ

პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას.

3. პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა,

სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება

სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში მომკვლევს, გამომძიებელსა და

პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი

შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს

მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის

მიუხედავად. ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან

ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც

უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს

ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ან ცვლის ერთ მათგანს და

ძალაში ტოვებს მეორეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

53

თავი XVI

მტკიცებულებათა სახეები

მუხლი 114. ეჭვმიტანილის ჩვენება 1. ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის

მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს,

აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი

სხვა გარემოებების შესახებ.

2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.

მუხლი 115. ბრალდებულის ჩვენება 1. ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის

მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე

ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა

გარემოებათა შესახებ.

2. ბრალდებულს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.

3. ბრალდებულის მიერ უარის თქმა ჩვენების მიცემაზე ან ცრუ ჩვენების მიცემა არ შეიძლება

გამოყენებულ იქნეს მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

4. ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და

გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს, თუ ბრალის აღიარება დამტკიცებული არ არის საქმეზე

შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

მუხლი 116. დაზარალებულის ჩვენება დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც

უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან

(ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ. დაზარალებულის შეტყობინება მტკიცებულება ვერ

იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას

ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად

აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები.

მუხლი 117. მოწმის ჩვენება მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა

დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ

ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური

ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას,

დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები.

მუხლი 118. ჩვენების ზეპირი და წერილობითი ფორმა 1. ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ჩვენებას აყალიბებს ზეპირად.

ჩვენება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ ეს პირი და პროცესის მწარმოებელი

თანამდებობის პირი. ოქმს უნდა დაერთოს ჩვენების ფონოგრამა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ წერილობით ჩამოაყალიბონ

თავიანთი ჩვენებები დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას.

3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ დასაკითხ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს

მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენების შესაბამისი ნაწილი

ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა

ამგვარი სახით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

54

მუხლი 119. ჩვენების ძალდაუტანლობა ჩვენება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად

ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების

გამოყენება აკრძალულია. ასეთი ხერხით მიღებული მტკიცებულება დაუშვებელია.

მუხლი 120. ექსპერტის დასკვნა 1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული

გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც

სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს.

2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით

დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.

3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკა,

ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.

4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები,

მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს როგორც ნივთიერი მტკიცებულებანი.

5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ

ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო.

6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების

არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს, რომ შეუძლებელია

ექსპერტიზის ჩატარება, და ამ აქტს ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად უგზავნის

ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე

ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს

არა აქვს ამისათვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს,

რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს ასეთი ექსპერტიზა.

7. თუ საჭირო არ არის დამატებითი და ახალი გამოკვლევის ჩატარება, ექსპერტის ჩვენება

განმარტავს და ავსებს მის დასკვნას.

მუხლი 121. ნივთიერი მტკიცებულება 1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და

ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით

დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს

ჭეშმარიტების დადგენას.

2. ნივთიერი მტკიცებულებაა დანაშაულის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი ან

მასზე დარჩენილი დანაშაულის კვალი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და

ფასეულობა, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის აღმოჩენის,

დანაშაულის ჩამდენის დადგენის ან ბრალდების უარყოფის საშუალება.

3. შედარებითი კვლევის ნიმუში არის შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულება.

4. საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს

განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს

და დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს

საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, – გვარეობითი

ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში. ლუქის მოხსნა და ნივთიერი

მტკიცებულების განმეორებითი შემოწმება ხდება დამსწრეთა მონაწილეობით.

5. ნივთიერი მტკიცებულება დაუშვებლად ითვლება, თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი

შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე

დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 122. ნივთიერი მტკიცებულების შენახვა 1. ნივთიერ მტკიცებულებას ინახავს პროცესის მწარმოებელი ორგანო ისეთ პირობებში,

რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას.

55

2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება ან მესაკუთრესა თუ მფლობელს არ

უბრუნდება, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში სახელმწიფო ბანკის დაწესებულებებში

უნდა ინახებოდეს ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, საქართველოს

ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული საგნები ინახება სისხლის სამართლის საქმესთან

ერთად, თუ მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მათ ინდივიდუალურ ნიშნებს.

5. დიდგაბარიტიანი საგანი შეიძლება დარჩეს მის მფლობელთან ანდა ადგილობრივი

მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, რომელიც

პასუხისმგებელი იქნება ამ საგნის დაცვაზე.

6. ექსპერტიზისათვის გასაგზავნი და ექსპერტისაგან მიღებული საგნები უნდა იყოს

დალუქული, რაც დადასტურებულ უნდა იქნეს გამომძიებლისა და დამსწრეთა ხელმოწერებით.

ლუქის მოხსნა და განმეორებითი დალუქვა ხდება დამსწრეთა მონაწილეობით. იგივე წესები

უნდა იქნეს დაცული ნივთიერ მტკიცებულებათა ფოსტით გაგზავნისა და მიღების დროს.

მუხლი 123. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ საქმის წარმოების დამთავრებამდე

1. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს

უბრუნებს: მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ

პირუტყვს, ფრინველს, სხვა შინაურ ცხოველებს, სატრანსპორტო საშუალებებს, თუ მათ ყადაღა

არა აქვთ დადებული.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი

ცნობილი არ არის, ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს

შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად თუ მოსავლელად.

მუხლი 124. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ საქმის წარმოების დამთავრების დროს

1. განაჩენში, განჩინებასა და დადგენილებაში საქმის შეწყვეტის შესახებ ნივთიერი

მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:

ა) თუ დანაშაულის იარაღს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე

ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;

ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის

დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება;

გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული

პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით – მას გადაეცემა;

დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის

შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც

ზიანი მიადგა, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეცემა;

ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და

დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა

ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქმის შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე

ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, საპროცესო კონფისკაცია და გადაცემა ხდება მხოლოდ

მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა

დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე,

რომლებიც მომკვლევმა ან გამომძიებელმა წარადგინა.

3. ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო

სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება

სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს

56

განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი

მტკიცებულება.

4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი

მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულის

ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას ან სამოქალაქო

სარჩელის ანაზღაურებას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 125. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები 1. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებებია ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით

შედგენილი საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები.

2. ოქმი, რომელიც ჩვენებას აფიქსირებს, არ გამორიცხავს ჩვენების მიმცემ პირთა გამოძახებისა

და დაკითხვის შესაძლებლობას.

3. საპროცესო გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა მითითება ჩვენებასა და კანონით

გათვალისწინებული წყაროებიდან ამოკრებილ სხვა ცნობებზე.

მუხლი 126. სხვა დოკუმენტები 1. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი

გარემოებების დადგენისათვის საჭირო ცნობებს. დოკუმენტი შეიძლება მომდინარეობდეს

როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისაგან.

2. დოკუმენტად ითვლება წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი

ფორმით, ანდა ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან ტექნიკური

საშუალების გამოყენებით, თუკი დაცულია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

დოკუმენტს აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა, თუ ცნობილია მისი წარმომავლობის წყარო და

შესაძლებელია მისი უტყუარობის შემოწმება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა

მეშვეობით.

3. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი

მტკიცებულებაც, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისებები აქვს.

4. თუ ამოღებული და საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვის,

ანგარიშგებისა და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ

მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად, თუ ეს საქმისათვის საზიანო

არ იქნება.

თავი XVII

მტკიცება

მუხლი 127. მტკიცების პროცესის შემადგენელი ნაწილები 1. მტკიცება არის მტკიცებულებათა შეკრების, საპროცესო დამაგრების, შემოწმებისა და

შეფასების პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

2. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, მტკიცებას ახორციელებს მხარეთა აქტიური

მონაწილეობით.

მუხლი 128. მტკიცებულებათა შეკრება 1. მტკიცებულებათა შეკრება ხდება წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის,

სააპელაციო წარმოებისა და განაჩენის აღსრულების პროცესში.

2. საკასაციო წარმოების სტადიაზე წარდგენილი ან გამოთხოვილი დამატებითი მასალა,

რომელიც არ არის მტკიცებულება, თავისთავად ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად

შეიძლება გახდეს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის

საფუძველი.

3. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით,

აგრეთვე პროკურორს, გამომძიებელსა და მომკვლევს უფლება აქვთ: მათ წარმოებაში არსებულ

საქმეზე ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით დაკითხვის, დასკვნის მიცემის მიზნით

57

ექსპერტად გამოიძახონ ნებისმიერი პირი; ჩაატარონ დათვალიერება, შემოწმება, სხვა

საგამოძიებო მოქმედება; საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, კერძო პირს მოსთხოვონ

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნებისა და დოკუმენტების წარმოდგენა.

4. სასამართლო განხილვისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე მტკიცებულებათა შეკრება

სასამართლოს შეუძლია დაავალოს გამომძიებელს ან პროკურორს, თუ ამისათვის საჭიროა

ჩხრეკა, ამოღება, გვამის ექსჰუმაცია ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებაც

სასამართლო სხდომაზე ვერ ხერხდება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 129. მხარეების მიერ მტკიცებულებათა შეკრება და წარდგენა 1. დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო

მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა

და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და

შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ კიდევ ოფიციალურად დაკითხული არ არის;

გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო

დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს

ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი

სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და

შუამდგომლობის დასასაბუთებლად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით

მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად.

2. დამცველისა და წარმომადგენლის მიერ ოფიციალურად წარმოებული გამოძიების გარეთ

მოპოვებული მასალები, დოკუმენტები, ცნობები უნდა დაერთოს საქმეს და შეიძლება

წარედგინოს სასამართლოს, როგორც მტკიცებულებანი.

3. დამცველის დასაბუთებული მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

სავალდებულოა მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორისათვის. ამ მოქმედების ოქმი უნდა

დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისი ასლი გადაეცეს დამცველს, რომელსაც

უფლება აქვს დაიმოწმოს ისინი ბრალდებულის უდანაშაულობის ან მისი პასუხისმგებლობის

შემამსუბუქებელ გარემოებათა დასამტკიცებლად.

4. ცნობები წერილობითი და ზეპირი ფორმით, აგრეთვე საგნები და დოკუმენტები, რომლებიც

შეიძლება იყოს მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე, უფლება აქვს წარმოადგინოს

აგრეთვე ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ,

სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა.

მუხლი 130. მტკიცებულებათა საპროცესო დამაგრება 1. მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის

სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია

საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის

მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს

სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). ექსპერტის მიერ დადგენილი ცნობის საპროცესო

წესით დამაგრება ხდება ექსპერტის მიერ სათანადოდ შედგენილი დასკვნით. სასამართლო

მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს სპეციალურად გამოტანილი

დადგენილების გარეშე.

2. დამცველისა და პროცესის სხვა მონაწილის მიერ წარმოდგენილი საგანი ან მასალა

მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო

გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ.

ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს უარი უთხრას პროცესის მონაწილეს

მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა

პროცესის მწარმოებელი ორგანო ცნობს, რომ ეს მტკიცებულება არ განეკუთვნება საქმეს, ან როცა

არ მიიჩნევს მას დასაშვებად.

58

მუხლი 131. მტკიცებულებათა შემოწმება მხარის მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ და ობიექტურად

უნდა შემოწმდეს, რაც ითვალისწინებს მიღებულ მტკიცებულებათა ანალიზს, მათს შეჯერებას

სხვა მტკიცებულებებთან, ახალ მტკიცებულებათა შეკრებას, იმის გარკვევას, დაცული იყო თუ

არა სათანადო პროცედურა მტკიცებულებათა გამოვლენისა და საპროცესო დამაგრების დროს.

მუხლი 132. მტკიცებულებათა შეფასება 1. თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი

დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი

ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის

საკმარისობის თვალსაზრისით.

2. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ

თავისუფლად, შინაგანი რწმენით.

3. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი

საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება

გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.

4. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

5. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ

შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

კარი მეოთხე

სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულება

თავი XVIII

სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენების საერთო პირობები

მუხლი 133. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ამოცანები 1. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა

და სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული

იძულების ღონისძიებანი, თუ სისხლის სამართალწარმოების მონაწილე ეწინააღმდეგება

საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედების ჩატარებას, არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ

საპროცესო მოვალეობებს, ხოლო თუ საჭიროა, – ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის გაფრთხილება

და იმ ქცევის აღკვეთა, რომელიც ხელს უშლის სისხლის სამართალწარმოების ამოცანების

შესრულებას.

2. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებისას ანალოგიის ან

კანონის განვრცობითი განმარტება დაუშვებელია.

მუხლი 134. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეები სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეებია:

ა) მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა, თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება

დათვალიერების, შემოწმების, ექსპერტიზის, ჩხრეკის, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის,

გვამის ექსჰუმაციის ჩატარებისას;

ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის

მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის

სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან

გადაყენება, ქონებაზე ყადაღის დადება;

გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები – იმ პირთა

მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, სასამართლო

განხილვისას.

59

მუხლი 135. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა

1. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება შეიძლება

მხოლოდ იმ პირობით, თუ არსებობს ამის საფუძვლები და კანონით დადგენილი წესი.

2. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ

აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების)

საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 136. მოპყრობა პირისადმი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება

1. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების

ღონისძიება, ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას,

სამართალსუბიექტობას და სარგებლობს სახელმწიფო დაცვით.

2. შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო

დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირის ყოფნის რეჟიმთან, დგინდება

მხოლოდ კანონით.

3. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის

მოთავსებულ პირს აქვს უფლება შეძლებისდაგვარი შრომისა, რომელიც ანაზღაურდება მისი

რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, აგრეთვე უფლება ნორმალური დასვენებისა, რომელიც

საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში

შესვლამდე, კანონმდებლობის შესაბამისად, უნარჩუნდება შრომის სამართლებრივი

ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან, სადაც ის მუშაობდა

დაკავების, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წინ; საცხოვრებელი

ბინის უფლება; საკუთრების უფლება მესაკუთრის ცალკეული უფლებამოსილების დროებით

შეზღუდვით; ქონების ანდერძით და მემკვიდრეობით გადაცემის უფლება; დაქორწინების

უფლება; შემოქმედებითი საქმიანობის უფლება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა

საერთომოქალაქეობრივი უფლებები; პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნებში, რეფერენდუმში,

პლებისციტში, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის უფლება.

4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის

მოთავსებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვა არ

უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე

ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.

5. აღნიშნული პირის განთავსების ადგილის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის

ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას,

ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს. დაკავებულისადმი ან

დაპატიმრებულისადმი სასტიკი მოპყრობა, მისთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის

მიყენება ისჯება კანონით.

6. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის

მოთავსებულ პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს პირისპირ – შეხვედრის რაოდენობისა და

ხანგრძლივობის შეუზღუდავად – შეხვდეს თავის დამცველს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის

დადგენილი, ისარგებლოს საკანონმდებლო მასალებითა და იურიდიული ლიტერატურით,

იქონიოს ქაღალდი და საკანცელარიო საგნები საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა

დოკუმენტების შესადგენად.

7. ბრალდებულთან, ეჭვმიტანილთან ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის

მოთავსებულ პირთან დამცველის საუბრის მიყურადება, ფონოჩაწერა, ვიზუალური

მეთვალყურეობა, აგრეთვე დამცველთან ამ პირის მიმოწერის შემოწმება დაუშვებელია. ამ

მოთხოვნის დარღვევით მიღებული მონაცემი საქმეზე მტკიცებულებად არ დაიშვება.

8. ექსპერტიზის, შემოწმების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშის აღებისა თუ სხვა

საპროცესო მოქმედებების დროს დაუშვებელია ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც საშიშია

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან შეურაცხყოფს მის ღირსებას.

60

მუხლი 137. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობა

1. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია:

უზრუნველყოს, რომ დაპატიმრებულს საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, განჩინების,

დადგენილების ასლი გადაეცეს მისი მიღებისთანავე; დაკავებულისა და დაპატიმრებულის

საჩივარი და შუამდგომლობა გასინჯვის გარეშე გაუგზავნოს მოკვლევის ორგანოს,

გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ

შემთხვევებში – სახალხო დამცველს, ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს

მეორე დღისა; დროულად მიიყვანოს დაკავებული და დაპატიმრებული მომკვლევის,

გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გამოძახებით; არ დაუშვას მათი ურთიერთობა

თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია;

ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ

უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა დამცველთან

შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი

ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; შეადგინოს აქტი იმის შესახებ, რომ

განსასჯელი უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე, და დაუყოვნებლივ გაუგზავნოს იგი

შესაბამის სასამართლოს; დაუყოვნებლივ შეასრულოს მომკვლევის, გამომძიებლის,

პროკურორის, მოსამართლის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან განჩინება

დაკავებულისა თუ დაპატიმრებულის განთავისუფლების შესახებ; მოკვლევის ორგანოს,

გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე

დაკავებული ან დაპატიმრებული პირი გადაიყვანოს საგამოძიებო იზოლატორში, რომელიც სხვა

ტერიტორიაზე მდებარეობს; ეჭვმიტანილი დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში

დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს; პატიმრობის ვადის გასვლამდე 7 დღე-ღამით ადრე

შეატყობინოს ეს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხოლო თუ პატიმრობის აღნიშნული ვადა არ

გაგრძელებულა, გაათავისუფლოს ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორიდან..

2. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის მიერ

საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას მოსდევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 138. შეტყობინება საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ 1. მომკვლევი, გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო

იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის

დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შესახებ,

ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3

საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, –

რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების

შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი

დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.

2. ასეთივე მოვალეობა ეკისრება სასამართლოს, თუ მან აღკვეთის ღონისძიებად აირჩია

დაპატიმრება ან პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის.

3. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის

მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ

ვადებში ეს უნდა შეატყობინონ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს.

4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის

მოთავსებულ პირს უფლება აქვს პროცესის მწარმოებელი ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს

თავისი მდგომარეობა კრედიტორებს, სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა

მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება.

61

მუხლი 139. დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფთა, მისი საცხოვრებელი ბინისა და ქონების მეურვეობის ღონისძიებანი

1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს

არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც

ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და

სასამართლო ვალდებულნი არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავებს, სხვა პირებს ან

დაწესებულებებს, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება ან საცხოვრებელი ბინა, –

გაატარონ მისი დაცვის ღონისძიებანი.

2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ,

დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის შესახებაც მომკვლევი,

გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის,

ანდა კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.

მუხლი 140. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების სასამართლო წესი

1. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, მოსამართლე მოკვლევისა

და წინასწარი გამოძიების ადგილისდა მიხედვით, ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით

გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე, გარდა 162-ე მუხლის მე-3 ნაწილით

გათვალისწინებული შემთხვევებისა გასცემს ბრძანებას დაპატიმრების, შინაპატიმრობის და მათი

ვადის გაგრძელების, ბრალდებულის პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემის, გირაოს ან

აღკვეთის სხვა ღონისძიებების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე

ყადაღის დადების, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში

ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო

სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის

შესახებ, აგრეთვე დადგენილებას – აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასა და შეცვლასთან

დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.

2. ჩხრეკის, ამოღების, სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის შესახებ

სასამართლო ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 290-293-ე მუხლებით.

3. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობა ამ მუხლის პირველ ნაწილში

აღნიშნული ერთ-ერთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე მოსამართლის ბრძანების

მიღების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.

4. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს ზუსტი მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის

მიმართაც გამოითხოვება ბრძანება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების

ღონისძიების გამოსაყენებლად.

5. შუამდგომლობა ზონარგაყრილ და დანომრილ ყველა მასალასთან ერთად წარედგინება

მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ

შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია.

6. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო

სხდომაზე, პროკურორისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც

შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს

ბრალდებულს, იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა

სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების (თუ ჯანმრთელობის

მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა), თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის

დადების, სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების

შესახებ, აგრეთვე მათ დამცველებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.

7. მოსამართლე შუამდგომლობას პირის დაპატიმრების, შინაპატიმრობის, სამედიცინო

დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიების,

აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო იძულების ღონისძიების

62

გამოყენების შესახებ განიხილავს შუამდგომლობისა და საქმის მასალების წარდგენიდან არა

უგვიანეს 24 საათისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც დაკავებულთა მოთავსების ან

პატიმრობის ადგილიდან ბრალდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი

ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო, მოსამართლეს

შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად

სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილას.

8. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები)

ასაბუთებს შუამდგომლობას, და შუამდგომლობის შემტან პირს წინადადება მისცეს

წარმოადგინოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები

და ნივთიერი მტკიცებულებანი. ამასთან, მოსამართლე არ განიხილავს პირის ბრალეულობის

საკითხს და არკვევს მხოლოდ იმას, დაცული იყო თუ არა ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები

მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს.

9. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება,

ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. იმ ორგანოს

წარმომადგენელი, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს მას, რის შემდეგაც უპასუხებს

მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს. შუამდგომლობის აღმძვრელისა და

მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

10. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ დაკავებული, დაპატიმრებული, სხვა პირი,

რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მათი დამცველები და წარმომადგენლები,

პროკურორი, მათ ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი

საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

11. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების

შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების

ღონისძიების გამოყენების, მისი ვადის გაგრძელების ან შეცვლის შესახებ, ხოლო თუ საქმეში არ

მოიპოვება პირის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო),

ისე ფაქტობრივი საფუძველები (არ არის საკმაო მტკიცებულებანი აღკვეთის ღონისძიების

გამოყენებისათვის), მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება სისხლის საპროცესო

სამართლებრივი იძულების, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის

შესახებ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე

უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული

აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება,

ხოლო პროკურორის შუამდგომლობით – უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

12. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება დაშვებულია

აგრეთვე სასამართლოს განჩინებით (მოსამართლის დადგენილებით), თუ ამის საჭიროება

წარმოიშვა, სამართალში მიცემის სტადიაზე ან სასამართლო განხილვის დროს. შერჩეული

აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა დაიშვება მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შუამდგომლობს ბრალდების მხარე (გამომძიებელი პროკურორის

თანხმობით ან პროკურორი).

13. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ

ბრძანებაში უნდა აღინიშნოს: ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი;

თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;

განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების

შესახებ, ამასთან, ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება;

ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრძანების მოქმედების, აგრეთვე სისხლის

საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ვადები; რომელი

თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს ბრძანება; მოსამართლის

ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების

შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის

გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;

განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ან

63

შეცვლის შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ; რომელი თანამდებობის პირი ან

ორგანოა უფლებამოსილი შეასრულოს დადგენილება; ამ კანონით გათვალისწინებული

გასაჩივრების შემთხვევებში – გასაჩივრების წესი და ვადები; მოსამართლის ხელმოწერა და

ბეჭედი.

14. ბრძანების ან დადგენილების შემსრულებელი ბრძანების მიღების შესახებ ადგენს ოქმს,

რომელიც უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

15. ბრძანების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებათა გამოვლენის შემთხვევაში

მოსამართლეს უფლება აქვს გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა 14 დღით, შუამდგომლობის

განმეორებითი განხილვის გარეშე.

16. პირის დაპატიმრების, პატიმრობის ვადის გაგრძელების, აღკვეთის სხვა ღონისძიების

გამოყენებისა და შეცვლის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების

სასამართლო ბრძანებები, აგრეთვე მოსამართლის დადგენილება აღკვეთის ღონისძიების

გაუქმების შესახებ დგება 6 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის

წარმომდგენ ორგანოს (ერთი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს), მესამე იგზავნება

დაპატიმრებულთა განთავსების ადგილას ან აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების შესრულებაზე

პასუხისმგებელ პირებთან, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა,

მეოთხე გადაეცემა პროკურორს, მეხუთე გადაეცემა ბრალდებულს ან მის დამცველს, ხოლო

მეექვსე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

17. მხარეებს გამოძიების დამთავრების გამოცხადებამდე უფლება აქვთ ბრალდებულის

მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის, ან

აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ იმ სასამართლოს,

რომლის მოსამართლის ბრძანების საფუძველზედაც იქნა გამოყენებული ეს აღკვეთის

ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო აღკვეთის ღონისძიების

უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით აღნიშნული

სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ გამომძიებელს პროკურორის

თანხმობით ან პროკურორს. მხარეებს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის

ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე შუამდგომლობით მოსამართლისათვის მიმართვის

უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც

ბრძანების გაცემისას მოსამართლისათვის ცნობილი არ იყო და ამასთან, აუცილებელს ხდის

გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საფუძვლიანობის გადამოწმებას.

18. შუამდგომლობის შემტანს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას მოსამართლის

სათათბირო ოთახში გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი შუამდგომლობა. იმავე საფუძვლით

შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

თავი XIX

დაკავება

მუხლი 141. დაკავების გამოყენების პირობა და მიზანი დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს

საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი

ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის

აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 142. დაკავების საფუძველი 1. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება შეიძლება, თუ არსებობს შემდეგი

საფუძვლები:

ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;

64

ბ) თვითმხილველები, მათ შორის, დაზარალებულებიც, პირდაპირ მიუთითებენ ამ პირზე,

როგორც დანაშაულის ჩამდენზე;

გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდება ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;

დ) პირი მიიმალა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ შემდგომ იგი ამოიცნო

დაზარალებულმა;

ე) პირის მიმართ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) ძებნის წარმოების შესახებ.

2. თუ არსებობს სხვა მონაცემები, რომლებიც საფუძველს იძლევა, დანაშაულის ჩადენის ეჭვი

იქნეს მიტანილი პირზე, ეს პირი შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი

გაქცევას ცდილობდა, ან მას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან არ არის დადგენილი

მისი ვინაობა.

3. დაკავებისაგან განთავისუფლებული პირის ხელმეორედ დაკავება იმავე ეჭვით არ შეიძლება.

მუხლი 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება 1. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი

წესრიგის დაცვის მოვალეობას, მოკვლევის სხვა ორგანოს, გამომძიებელს, აგრეთვე ნებისმიერ

სხვა პირს უფლება აქვს დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან

სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. პირს, რომელიც არ არის

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, უფლება აქვს ეჭვმიტანილი დააკავოს თუ არსებობს

142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლები.

2. დადგენილება პირის დაკავების შესახებ გამოაქვს მომკვლევს, გამომძიებელს ან

პროკურორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 144. პირები, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით დაკავებისას 1. არ შეიძლება დაკავებული და პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ

ორგანოში წარდგენილ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის

წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატები,

სახალხო დამცველი, პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს

პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ

ვრცელდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

2. სამხედრო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის დაკავება შეიძლება საერთო

საფუძვლებზე, მაგრამ პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ 3 საათის განმავლობაში იგი

უნდა გადასცენ სამხედრო პროკურორს ან შესაბამის მეთაურს (უფროსს), რომელსაც მოკვლევის

ორგანოს უფლებამოსილება აქვს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 145. დაკავების წესი 1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ

არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით

შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულისათვის არის

დაკავებული, და მიიყვანოს იგი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ

ორგანოში.

2. თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს

თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ

თანამდებობის პირს უფლება აქვს ჩაატაროს პირადი ჩხრეკა, რაზედაც უნდა შედგეს ოქმი ამ

კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. პირადი ჩხრეკის ოქმი შეიძლება შედგეს პოლიციის

დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დაკავებულის მიყვანის შემდეგაც. ასეთ

შემთხვევაში ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რატომ არ იქნა იგი შედგენილი პირადი ჩხრეკის

ჩატარების ადგილზე.

3. მოქალაქე, 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის

არსებობისას, ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის

65

დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში, ანდა გადასცეს იგი ხელისუფლების

წარმომადგენელს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 146. დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საპროცესო გაფორმება და შემოწმება

1. პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან

დაკავებულის მიყვანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შედგეს დაკავების ოქმი. მასში უნდა

აღინიშნოს: ვინ, როდის, რა ვითარებაში, კანონში აღნიშნულ რა საფუძვლებზე არის დაკავებული,

რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, რომელ საათზე მიიყვანეს მოკვლევის ორგანოში. ოქმს

თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს

თანამშრომელი, რომელსაც დავალებული აქვს მისი შედგენა, თანამდებობის პირი ან მოქალაქე,

რომელმაც პირი დააკავა, და დაკავებული.

2. დანაშაულის ჩადენის ადგილას დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის

შემოწმების მიზანია შემთხვევის თვითმხილველთა და დაკავებულის განმარტებათა მიღება,

საჭირო დოკუმენტების, იმ საგნების გამოთხოვა და დათვალიერება, რომლებიც შეიძლება იქცეს

ნივთიერ მტკიცებულებებად. შემოწმება უნდა დამთავრდეს პოლიციის დაწესებულებაში ან

მოკვლევის სხვა ორგანოში დაკავებულის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა.

3. როცა მოკვლევის ორგანოს უფროსი ან მოკვლევის ორგანოს სხვა უფლებამოსილი

თანამდებობის პირი, შემოწმებას დაამთავრებს, იგი ვალდებულია პროკურორის თანხმობით

გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, პირის

ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების, ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა

და დაკავებულის განთავისუფლების შესახებ. დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება

პროკურორს ცნობისათვის.

4. მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილება უნდა

დაამტკიცოს პროკურორმა.

5. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების

შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ გამოეცხადება ხელწერილით ეჭვმიტანილს, რომელსაც

იმავდროულად განემარტება 73-ე მუხლში აღნიშნული მისი უფლებები. დაკავების შესახებ

დადგენილებაზე კეთდება ჩანაწერი უფლებათა განმარტების თაობაზე, რომელსაც ადასტურებენ

მოკვლევის ორგანოს თანამშრომელი და დაკავებული. უფლებათა ნუსხა გადაეცემა

ეჭვმიტანილს.

6. ეჭვის საფუძველზე დაკავებული უნდა დაიკითხოს პოლიციის დაწესებულებაში ან

მოკვლევის სხვა ორგანოში მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსით დადგენილი

წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს

ექიმის მიერ და შედგეს სათანადო ცნობა.

7. დაკავების ვადა ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს დაკავებულის

მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში

სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის

გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

8. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, დაკავების მთელი ვადის განმავლობაში,

მომკვლევს ან გამომძიებელს, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე თავის წარმოებაში მიიღო,

შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის

სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების

შესამოწმებლად.

9. დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და დაკითხონ როგორც

ბრალდებული, 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამოძიების ორგანოს უფლება

აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით

აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა

განთავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წაეყენა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

66

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 147. მსჯავრდებულის დაკავება მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება პირობით მსჯავრდებულის ან თავისუფლების

აღკვეთის ადგილიდან პირობით ვადამდე განთავისუფლებულის 7 დღე-ღამით დაკავების

შესახებ, თუ არსებობს საშიშროება, რომ იგი მიიმალება. დაკავების შესახებ სასამართლო ბრძანება

გაიცემა მოკვლევის ორგანოს ან გამოძიების სხვა ორგანოს შუამდგომლობით, რომლის

წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე ახალი დანაშაულის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 148. დაკავების დროის ჩათვლა პირის ეჭვმიტანილის სახით დაკავების მომენტიდან აღრიცხული დრო ითვლება

ბრალდებულის პატიმრობის ვადაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 149. დაკავებულის ყოფნის ადგილი დაკავებული იმყოფება დროებითი ყოფნის იზოლატორში, ხოლო სამხედრო მოსამსახურე –

ჰაუპტვახტში. დაკავებულთა ყოფნის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

მუხლი 150. დაკავებისაგან განთავისუფლების საფუძველი და წესი 1. დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ:

ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;

ბ) დაკავებულის დაპატიმრება არ არის აუცილებელი;

გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა, ანდა არ იქნა მიღებული უფლებამოსილი

სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა;

დ) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.

2. დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც იგი

დააკავა, აგრეთვე გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა დაკავებულთა ყოფნის

ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა.

3. დაკავებულს განთავისუფლებისას მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის,

რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა განთავისუფლებული.

4. უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით

ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული

მსჯავრდებული. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

თავი XX

აღკვეთის ღონისძიებანი

მუხლი 151. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი და საფუძველი 1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს

წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი

საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას,

უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.

2. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება, თუ სისხლის სამართლის საქმეში არსებული

მტკიცებულებები იძლევა საკმაო საფუძველს ვარაუდისათვის, რომ აუცილებელია ამ მუხლის

პირველ ნაწილში აღნიშნული მიზნის უზრუნველყოფა.

3. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს

დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, ხელს

შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ანდა თუ ჩადენილია მძიმე ან

განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

67

მუხლი 152. აღკვეთის ღონისძიების სახეები 1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, შინაპატიმრობა, პოლიციის

ზედამხედველობაში გადაცემა, გირაო, ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის

შესახებ, პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში

გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.

2. თუ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საფუძველი, ბრალდებულს უნდა

განემარტოს მისი ვალდებულება გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის,

სასამართლოს გამოძახებით და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ვალდებულების ჩამორთმევა არ გამოიყენება იმის

მიმართ, ვისაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით

გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით.

4. ბრალდებულის მიმართ გამოყენებული, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აღკვეთის

ღონისძიების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. პატიმრობის და შინაპატიმრობის

ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 9 თვეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას

მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წაყენებული

ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას,

ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს.

მუხლი 154. პირი, რომლის მიმართაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება

გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს 151-ე მუხლით გათვალისწინებული

საფუძვლები. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას აღკვეთის

ღონისძიების გამოყენება დაიშვება სასამართლო განჩინების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

ეს პირი უნდა მოთავსდეს სპეციალურ განყოფილებაში ან პალატაში, რომელიც განკუთვნილია

ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფისათვის. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 155. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება 1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და შეცვლა ხდება მოსამართლის ბრძანებით, აგრეთვე

სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით).

2. აღკვეთის ღონისძიება უქმდება მოსამართლის დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს

განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით), თუ აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების

გამოყენების საფუძველი.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წინასწარი

გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება

აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე პროკურორის მიერ

დამტკიცებული გამომძიებლის მოტივირებული დადგენილებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 156. სასამართლო ბრძანება წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ

აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის შესახებ ბრძანების გაცემისას მოსამართლე

განიხილავს შუამდგომლობას 140-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 157. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საქმის სასამართლოში განხილვისას 1. აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეირჩეს, შეიცვალოს ან გაუქმდეს სამართალში მიცემის

სტადიაზე, მოსამართლის (სასამართლოს) დასაბუთებული დადგენილებით (განჩინებით).

68

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისი განჩინებით (დადგენილებით) საქმის

სასამართლო განხილვის სტადიაზე მხარის შუამდგომლობით შეუძლია შეარჩიოს, შეცვალოს ან

გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. საქმის შეწყვეტის შესახებ განაჩენში ან განჩინებაში

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებს განაჩენის გაუქმებისას უფლება

აქვთ დატოვონ წინანდელი აღკვეთის ღონისძიება, შეცვალონ ან გააუქმონ იგი, აგრეთვე შეარჩიონ

ის ხელმეორედ, თუ ამის საფუძველი არსებობს საქმის ან დამატებით წარმოდგენილ

(გამოთხოვილ) მასალებში.

4. საქმის სასამართლოში განხილვისას აღკვეთის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა უფრო

მკაცრი სახით დაიშვება მხოლოდ პროკურორის ან დაზარალებულის (მისი წარმომადგენლის)

მოთხოვნით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 158. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმი 1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ გამომძიებელი ან

პროკურორი, აგრეთვე ბრალდებული, აღინიშნება, ვინ, როდის, რა საფუძველზე შეარჩია,

შეცვალა ან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. ამასთან, ბრალდებულს განემარტება მის მიმართ

გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არსი, მისთვის დაკისრებული შეზღუდვების ხასიათი და

აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ან შეცვლის შესახებ სასამართლო ბრძანებისა თუ განჩინების

(დადგენილების) გასაჩივრების წესი, რაც უნდა აისახოს ოქმში.

2. სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების დროს ამ მუხლის

პირველ ნაწილში აღნიშნული მონაცემები უნდა აისახოს სასამართლო სხდომის ოქმში.

მუხლი 159. დაპატიმრება 1. არავის დაპატიმრება არ შეიძლება მოსამართლის ბრძანების ან სხვა სასამართლო

გადაწყვეტილების გარეშე.

2. სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ

გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ნებისმიერი პირი.

3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი

დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2

წლით ან მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად

მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი არ

გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან),

12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, ხოლო

შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა

გაუფრთხილებლობით – გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის

სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 160. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევის წესი 1. გამომძიებელს ან პროკურორს, რომელიც პირს წაუყენებს ბრალდებას და დაკითხავს

როგორც ბრალდებულს, შეუძლია 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს

შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. მოსამართლის მიერ

ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტამდე გამომძიებელი და

პროკურორი უფლებამოსილნი არიან დააკავონ ბრალდებული არა უმეტეს 24 საათისა.

ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის

ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე

სისხლის სამართლის საქმის მასალები.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს

მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი

მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით

69

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ

ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანის შემდეგ არა უგვიანეს 48 საათისა უნდა

წარედგინოს იმ სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გასცა ბრძანება მისი დაპატიმრების

შესახებ, ხოლო ბრძანების გამცემი მოსამართლის არყოფნისას – იმავე სასამართლოს სხვა

მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური

უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის

ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისას, რაც დადასტურებულია სამედიცინო

ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში,

შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში

დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს

48 საათისა უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული

ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის

განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის

დაპატიმრების შესახებ, რის თაობაზეც დგება ოქმი. თუკი დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის

დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან

დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით

დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს უფლება აქვთ აგრეთვე მოსამართლეს

მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის

თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე

მუხლით დადგენილი წესით.

3. შუამდგომლობის შინაარსი, მისი განხილვისა და დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის

წესი განსაზღვრულია 140-ე მუხლით.

4. დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება)

როგორც წესი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსასჯელის დაკითხვისა და იმ

მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი თავს არიდებს

სასამართლოში გამოცხადებას ან იმყოფება მიმალვაში), რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის

ღონისძიების საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 161. გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მითითება პატიმრობაში ყოფნის პირობების შესახებ

1. გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს უფლება აქვთ მისცენ მითითება

საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან

ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა ცალ-ცალკე ყოფნისა და

ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის შესახებ.

2. მსჯავრდებული სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან შეიძლება გადაიყვანონ

საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში

შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეზე. ამ

შემთხვევაში მსჯავრდებულმა, მოსამართლის დადგენილებით, საგამოძიებო იზოლატორში

შეიძლება დაყოს 4 თვემდე. მოსამართლეს უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს კიდევ 4 თვით.

3. დაუშვებელია საგამოძიებო იზოლატორში ბრალდებულთან ოპერატიული მუშაობის

განხორციელება.

მუხლი 162. პატიმრობის ვადა 1. ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის სახით პოლიციის

დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მისი მიყვანის მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ

ყოფილა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების

მომენტიდან.

2. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას განისაზღვრება 3 თვით ეჭვმიტანილის დაკავების ან

ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება იმ დღეს, როცა

70

პროკურორი საქმეს სასამართლოში გაგზავნის. თუ დაკავებული ან დაპატიმრებული

გაათავისუფლეს, შემდეგ კი კვლავ დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა

აღემატებოდეს 3 თვეს. თუ სამთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა

მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება დაარღვია ან თუ მას უფრო მძიმე

ბრალდება წარედგინა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ხოლო 48-ე მუხლის

მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება

ბრალდებულის ერთი თვით დაპატიმრების შესახებ.

3. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან

მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული

შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა

გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების

შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, საქართველოს ტრანსპორტის

პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ.

თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის თანხმობით, საქართველოს უზენაესი

სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს უზენაესი სასამართლოს

განსჯად საქმეებზე, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი

სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების

მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 6 თვემდე. საქმის

მომეტებული სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში,

გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის

მოადგილის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს

8 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული

შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, საქართველოს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია

ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 9 თვემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ

ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4. ბრალდებულის საზღვარგარეთ დაპატიმრების შემთხვევაში, თუ მისი გამოძიების ადგილზე

ჩამოყვანისას გასულია დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა, იგი

შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

5. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება შინაპატიმრობის, აგრეთვე სამედიცინო

დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.

6. თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა პირველი სააპელაციო ან საკასაციო

ინსტანციის სასამართლოდან, ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლომდე გამოითვლება

პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიღების დღიდან. სასამართლომდე და

სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ეს ვადა

არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

7. პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ვადის გამოთვლისას ბრალდებულის

(განსასჯელის) და მისი დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ვადა

მხედველობაში არ მიიღება.

8. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას

განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების

გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით

შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე.

განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში და თბილისისა და ქუთაისის საოლქო

71

სასამართლოებში საქმის პირველი ინსტანციით, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას

განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის საერთო ვადა განაჩენის კანონიერ ძალაში

შესვლამდე არ შეიძლება აღემატებოდეს 24 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის

განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ეს ვადა კიდევ 6 თვემდე შეიძლება გააგრძელოს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. განსასჯელის (მსჯავრდებულის)

პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №373 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.61

მუხლი 163. პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი 1. ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა

პროკურორი ვალდებულია შესაბამის მოსამართლეს წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და

გამომძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელსაც პროკურორი მხარს უჭერს.

შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი,

რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და ვადა, რომელსაც გამომძიებელი ითხოვს.

2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, დახურულ

სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი

წარმომადგენლის მონაწილეობით, 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. შუადგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს ერთ-ერთი

შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) გასცეს ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) უარყოს შუამდგომლობა, გაათავისუფლოს ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიება

შეუცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით, ანდა გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება.

4. სასამართლო ბრძანება (დადგენილება) პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის

ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს

საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გაცემული ბრძანების (დადგენილების) შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 164. პატიმრობიდან განთავისუფლება 1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში

ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება საქმის შეწყვეტის დღეს.

2. გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება

დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში.

3. სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის

დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი

პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში, ხოლო თუ იგი

სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, – არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის

ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ.

4. სასამართლო საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას უგზავნის განაჩენს, დადგენილებას ან

განჩინებას, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება.

5. პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ოფიციალურად

დამოწმებული შეტყობინება, რომელიც კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებით გადაიცა,

სასამართლო განაჩენის, დადგენილების ან განჩინების მიღებამდე განთავისუფლების

საფუძველია.

72

მუხლი 165. უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი

დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ზიანი ანაზღაურდება, თუ

გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და

„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით.

2. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდით, მკურნალობის

ხარჯების, შრომისუნარიანობის დაკარგვის ან დაქვეითების საკომპენსაციოდ, თუ დაავადება

გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ.

3. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა

საშუალებით ბოდიშის მოხდის გზით, აგრეთვე ფულადი კომპენსაციით.

მუხლი 166. შინაპატიმრობა 1. შინაპატიმრობა გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომლის სრული იზოლაციაც აუცილებელი

არ არის, კერძოდ, პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდის, მძიმე ქრონიკული ან ინფექციური

სნეულებით დაავადებული პირის, 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალის მიმართ, აგრეთვე

ბრალდებულის მძიმე ოჯახური მდგომარეობის დროს. ამასთან, მხედველობაში მიიღება

ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ბრალდებულის ნასამართლობა და სხვა გარემოებები.

2. სასამართლო ბრძანებაში, განჩინებაში ან დადგენილებაში აღკვეთის ღონისძიებად

შინაპატიმრობის შერჩევის შესახებ უნდა აღინიშნოს, სახელდობრ რა უფლებები ეზღუდება

დაპატიმრებულს. სასამართლო ბრძანების შესაბამისად, მას შეიძლება აეკრძალოს გარკვეულ

პირებთან ურთიერთობა, სატელეფონო საუბრები, კორესპონდენციის გაგზავნა და მიღება,

სახლიდან გასვლა. დაპატიმრებულის საცხოვრებელ ადგილს შეიძლება მიეჩინოს პოლიციის

დაცვა. მის ქცევაზე შეიძლება დაწესდეს პოლიციის ზედამხედველობა. ამ აღკვეთის ღონისძიების

შერჩევის, შეცვლისა და გაუქმების წესები განისაზღვრება ამ კოდექსით.

3. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან ბრალდებულის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით

გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ შეადგინონ ოქმი და დაუყოვნებლივ

გადასცენ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის

საქმე, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის გადასაწყვეტად. ბრალდებულს

ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის

და სასამართლოს გამოძახებით.

4. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 9 თვის ვადით. ამ ვადის

გასვლის შემდეგ აღკვეთის ეს ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 167. პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა 1. ბრალდებული, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების

აღკვეთის სახით, შეიძლება გადაეცეს პოლიციის ზედამხედველობაში.

2. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო

დადგენილება (განჩინება) აღსასრულებლად ეგზავნება შინაგან საქმეთა სამმართველოს

(განყოფილებას) ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პოლიციის ორგანო

ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში ბრალდებული და მასზე

ზედამხედველობის დაწესების შესახებ შეატყობინოს მუშაობის ან სწავლის ადგილის

ადმინისტრაციას, საპასპორტო სამსახურს ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

და სამხედრო კომისარიატს, თუ ბრალდებული სამხედროვალდებულია.

3. პოლიციის ზედამხედველობაში მყოფ ბრალდებულს ეკრძალება სასამართლოს ან პროცესის

მწარმოებელი სხვა ორგანოს ნებართვის გარეშე გაემგზავროს ამ დასახლებული პუნქტიდან,

შეიცვალოს საცხოვრებელი ან დროებითი ყოფნის ადგილი აღნიშნული დასახლებული პუნქტის

ფარგლებში. იგი ვალდებულია კვირაში ორჯერ მაინც გამოცხადდეს პოლიციის ორგანოში

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბრალდებული პოლიციის ორგანოში შეიძლება გამოიძახონ

73

მისი ქცევისადმი კონტროლის განხორციელების წესით. ამავე მიზნით პოლიციის მუშაკებს

უფლება აქვთ მივიდნენ მასთან საცხოვრებელ ბინაში. ბრალდებულს ევალება არ დაემალოს

გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს

გამოძახებით.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის, გაუქმებისა და გაგრძელების წესები

განსაზღვრულია 140-ე, 155-ე და 157-158-ე მუხლებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 168. გირაო 1. გირაო არის ის ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის

განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს

ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული

წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და

გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის

თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. გირაოს თანხას და მისი შეტანის ვადას განსაზღვრავს პროცესის მწარმოებელი ორგანო,

რომელიც იყენებს აღკვეთის ღონისძიების ამ სახეს. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება

ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის

გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ

ოდენობაზე ნაკლები.

3. გირაო, როგორც წესი, არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება მძიმე ან

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ

წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო

შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-5 ნაწილში.

4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ

შუამდგომლობით გამომძიებელი მიმართავს შესაბამის სასამართლოს 140-ე მუხლით

დადგენილი წესით.

5. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია

გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში

გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით

შეტანილი ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა სასამართლოს მიერ პირის საქმეზე მიღებული

საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გადაირიცხება სახელმწიფო

ბიუჯეტში.

6. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით გირაოს შემტანს საქმეზე საბოლოო

გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდებათ გირაოს სახით

შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა

ფასეულობა, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა

ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო

მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

7. თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სახელით გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო

გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი

ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ

გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს ერთი თვის

ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის

დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა ფასეულობა, ხოლო ბრალდებულის ან

განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

74

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 169. ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არის ბრალდებულის

წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევს სასამართლოს იმის შესახებ, რომ არ

დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, არ აწარმოებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ხელს არ

შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გამოცხადდება მომკვლევის, გამომძიებლის,

პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით. ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას

არ გავიდეს აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის,

მოსამართლის ნებართვის გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი

მითითებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 170. პირადი თავდებობა 1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ

ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას (169-ე მუხლი) და გამომძიებლის,

პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.

2. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს.

გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.

3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამდგომლობით ან

თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.

4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს

აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და

პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას,

რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები

იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე,

რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების

შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის

საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის

დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

6. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა

თავდებობა, თითოეულ თავდებს სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი

შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 171. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა 1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურული საბავშვო დაწესებულების

ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან

ადმინისტრაციამ იკისროს წერილობითი ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს

არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან,

სასამართლოში, აგრეთვე მის სათანადო ქცევას.

2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირების

მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ ამ პირთა და თავად არასრულწლოვნის თანხმობით.

3. არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა,

სასამართლომ უნდა შეკრიბონ ცნობები მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების პიროვნების,

არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ მათ შეუძლიათ

სათანადოდ განახორციელონ მასზე მეთვალყურეობა.

4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან

არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე ავადმყოფობის, ოჯახში ურთიერთობის გაუარესების,

75

სხვა მიზეზების გამო, რომლებიც გამორიცხავენ არასრულწლოვნის სათანადო ქცევის

შესაძლებლობას.

5. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს, დახურული საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს

ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც

არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომლიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და

პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას,

რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში. ეს ცნობები უნდა აისახოს

მეთვალყურეობაში გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

6. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების

შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის

საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის

დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

7. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობას, პირს, რომელიც

მას მეთვალყურეობს, სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის

ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 172. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა 1. ბრალდებული, რომელიც ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე ან სასწავლო

შეკრებაზე გაწვეული სამხედროვალდებულია, სასამართლო ბრძანებით შეიძლება გადაეცეს

სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.

2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით

გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის (169-ე მუხლი) და

გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადების

უზრუნველსაყოფად.

3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს

გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის

ტარების უფლება, არ გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ განთავისუფლდეს

ნაწილიდან და იმყოფებოდეს მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში.

4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს

იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება.

5. სასამართლო ბრძანება (განჩინება) ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ

გაუქმების შესახებ სავალდებულოა სარდლობისათვის.

6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო

დაწესებულების სარდლობა ატყობინებს თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელმაც ეს

აღკვეთის ღონისძიება შეარჩია.

7. სარდლობა ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოკვლევის ორგანოს,

გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ,

რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში

უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი XXI

მოყვანა

მუხლი 173. გამოცხადების სავალდებულოობა 1. პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ მომკვლევი, გამომძიებელი,

პროკურორი, მოსამართლე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით,

ვალდებულნი არიან გამოცხადნენ ზუსტად დანიშნულ დროს. არასაპატიო მიზეზით

გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილენი შეიძლება იძულებით მოიყვანონ.

76

2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის იძულებით მოყვანა დაიშვება მხოლოდ

პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით). საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 174. მოსაყვანი პირი 1. მოყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო მოქმედებაში

ან სასამართლო სხდომაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის,

მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და, ამასთან,

დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზები.

2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მოყვანა წინასწარი გამოძახების გარეშე

შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა აღნიშნული პირები ემალებიან

მოკვლევას, გამოძიებასა და სასამართლოს, ან არა აქვთ გარკვეული საცხოვრებელი ადგილი.

3. განსასჯელის მოყვანა სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზის წინასწარი

გარკვევის გარეშე დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საქმის მოსმენა უნდა

გადაიდოს განსასჯელის დაუსწრებლობისა და, ამასთანავე, იმის გამო, რომ არ არსებობს ცნობები

მისი ადგილსამყოფლის შესახებ.

4. როგორც წესი არ შეიძლება 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა, ფეხმძიმე ქალთა და

მძიმე ავადმყოფთა მოყვანა.

5. საქმის სასამართლოში განხილვისას არ შეიძლება დაზარალებულის მოყვანა საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა

საქმეებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლეს მიაჩნია, რომ მისი მონაწილეობის გარეშე

შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 175. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) მოყვანის შესახებ

1. მოსამართლე მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით გასცემს

ბრძანებას გამოძიების ადგილას გარკვეული პირის იძულებით მოყვანის შესახებ, ხოლო

სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს, გამოაქვს დასაბუთებული განჩინება

(დადგენილება) მოყვანის შესახებ.

2. მოყვანის შესახებ ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული უნდა იყოს:

მოსაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამსახურის

ადგილი; მისი მოყვანის გამოყენების საფუძვლები; როდის, სად უნდა მიიყვანონ პირი,

რომელსაც მოყვანა შეეფარდა; ვის ევალება მოყვანის განხორციელება.

3. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემამდე ან სასამართლო განჩინების

(დადგენილების) გამოტანამდე მოწმდება მოსაყვანი პირის გამოუცხადებლობის მიზეზი.

მუხლი 176. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებისა და განჩინების (დადგენილების) აღსრულება

1. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) აღსასრულებლად

გადაეცემა პოლიციის ორგანოს.

2. როცა მოსაყვან პირს აღმოაჩენენ, პოლიციის მუშაკი მას ხელწერილით აცნობს სასამართლო

ბრძანებას ან განჩინებას (დადგენილებას) მოყვანის შესახებ და მიჰყავს იმ ორგანოში, რომელიც

აღნიშნულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამასთან, ბრძანებაზე ან განჩინებაზე

(დადგენილებაზე) უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მოყვანის

დროის, აგრეთვე მოყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებების, საჩივრებისა და

შუამდგომლობების შესახებ.

3. თუ პოლიციის მუშაკი დაადგენს, რომ მოყვანა შეუძლებელია სათანადო პირის გაქცევის,

შვებულების, მივლინების, მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო, ამის თაობაზე ის

აკეთებს ჩანაწერს მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე)

77

და აღსრულების გარეშე უბრუნებს განჩინების (დადგენილების) გამომტან მოსამართლეს ან

სასამართლოს თავისი ახსნა-განმარტებითურთ.

4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის,

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი

ორგანოების დეპუტატების, მოსამართლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის

კოლეგიის წევრის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის

წევრების მოყვანა დაუშვებელია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი XXII

პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში

მუხლი 177. სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი 1. თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან

ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, გამომძიებელს,

პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ

ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

2. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის შეიძლება აგრეთვე მოათავსონ პირი,

რომლის ფსიქიკური მდგომარეობაც გამორიცხავს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასა და

ბრალდების წაყენებას, თუმცა არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მან ჩაიდინა

მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

3. თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში,

ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება, ან ის ცნობილ უნდა იქნეს

პირად, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 178. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ

1. სამედიცინო დაწესებულებაში პირი თავსდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე,

რომელიც მან გასცა გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, ანდა საქმის

განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების)

საფუძველზე.

2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლო ბრძანება და

განჩინება (დადგენილება) დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინებისაგან

(დადგენილებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში

მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო

დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება; გადაწყვეტილება აღკვეთის

ღონისძიების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – განკარგულება სამედიცინო

დაწესებულებაში პირის ეტაპირების შესახებ.

მუხლი 179. პირი, რომელიც არ შეიძლება იძულებით მოთავსებულ იქნეს სამედიცინო დაწესებულებაში

დაზარალებული და მოწმე არ შეიძლება იძულებით მოათავსონ სამედიცინო

დაწესებულებაში, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 180. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების დროს

1. დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის, განსასჯელის ან იმ პირის

მოთავსება, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, თუ

ეს დაწესებულება მოუწყობელია დაპატიმრებულთა მოსათავსებლად.

2. სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება პატიმრობის ვადაში და მისი

გაგრძელება ხდება 163-ე მუხლით დადგენილი წესით.

78

მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა 1. ბრალდებული, განსასჯელი ან პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის

იძულებითი ღონისძიება, შეიძლება მოთავსდეს სამედიცინო დაწესებულებაში არა უმეტეს სამი

თვის ვადისა.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ

ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება კიდევ სამი თვით გაგრძელდეს იმ მოსამართლის

ბრძანების ან იმ სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე, რომლის

წარმოებაშიცაა საქმე. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო

დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.

3. თუ პირი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენჯერმე იყო მოთავსებული, ამ

დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით

დადგენილ ვადას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 182. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლება სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს აქვს დაცვის მოთხოვნის უფლება. მას

შეუძლია ისარგებლოს დამცველის მომსახურებით, შეხვდეს მას მარტო, ყოველგვარი შეზღუდვის

გარეშე.

თავი XXIII

ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება

მუხლი 183. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი 1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არის სარწმუნო

მონაცემები, რომ ამ სამუშაოზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას,

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ან განაგრძობს დანაშაულებრივ

საქმიანობას.

2. თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებულ ბრალდებულს უფლება აქვს მიიღოს

სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ უნდა იყოს შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ

ოდენობაზე ნაკლები, თუ იგი დაპატიმრებული არ არის და სხვაგან არ მუშაობს.

მუხლი 184. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ

1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების

მიღების შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს

მოსამართლეს, რომელიც საკმაო საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების

გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან)

აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით).

2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს:

თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირი, მისი სამუშაო ადგილი და თანამდებობა,

თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან

(სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის

ხელმძღვანელს ეგზავნება.

3. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის

თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი

დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, რომელიც ვალდებულია

მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შემოსვლის შემდეგ

დაუყოვნებლივ აღასრულოს იგი და ამის თაობაზე შეატყობინოს შესაბამისად სასამართლოს ან

მოსამართლეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

79

მუხლი 185. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ვადა 1. მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის თანამდებობიდან

(სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.

2. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან)

გადაყენების ან გადაყენებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით

დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 186. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ ბრძანების დადასტურება და გაუქმება

სასამართლო და მოსამართლე საქმის განხილვისას ვალდებულნი არიან დაადასტურონ ან

გააუქმონ ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება, ანდა, პროკურორის ან

დაზარალებულის შუამდგომლობით, გადაწყვიტონ ამ ღონისძიების გამოყენების საკითხი

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

მუხლი 187. ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენება (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება)

1. საქართველოს პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის, აფხაზეთისა და აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების,

მოსამართლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრის, საქართველოს

კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი

უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირთა თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით

მიმართვის უფლება აქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 188. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად

ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული

მოცულობით, საქმის შედეგის მიუხედავად. ზიანი უნდა ანაზღაურდეს ყველა შემთხვევაში, თუ

ამ პირის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან შეწყვეტილია სისხლის სამართლის

საქმე 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ნ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული

საფუძვლით.

2. ზიანის ანაზღაურების წესი განსაზღვრულია 223-ე მუხლით. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

მუხლი 189. ეჭვმიტანილის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება 183-188-ე მუხლებში აღნიშნული დებულებები ვრცელდება ეჭვმიტანილზედაც.

თავი XXIV

ქონებაზე ყადაღის დადება

მუხლი 190. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი სამოქალაქო სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის აგრეთვე საპროცესო კონფისკაციის და

სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად სასამართლოს

შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა თუ განსასჯელის, მისი

მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო

ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ანდა რომ ქონება

დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

80

მუხლი 191. ქონებაზე ყადაღის დადებისას მესაკუთრის უფლებამოსილებათა შეზღუდვა ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო

აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას.

მუხლი 192. ქონება, რომელზედაც ყადაღის დადება არ შეიძლება 1. არ შეიძლება ყადაღა დაედოს ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საჭირო

კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარსა და სხვა საგნებს,

რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს.

2. არ შეიძლება ყადაღა დაედოს დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის, საზოგადოებრივ

და პროფესიულ გაერთიანებათა ქონებას, გარდა კოლექტიური საკუთრების იმ წილისა, რომლის

განცალკევებაც შეიძლება მათი სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის მიუყენებლად.

მუხლი 193. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი 1. თუ არსებობს ამ კოდექსის 190-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ქონებაზე

ყადაღის დადებისათვის, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს, სად და ვის ხელშია

ეს ქონება. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედება ბანკებში,

ლომბარდებში, შემნახველ საკნებში, საფოსტო და სხვა დაწესებულებებში ფულის, ფასიანი

ქაღალდებისა და საგნების აღმოსაჩენად.

2. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით

ადგენს და სასამართლოს წარუდგენს დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის

დადების შესახებ. შუამდგომლობაში აღნიშნული უნდა იყოს მოსამართლის ბრძანების

მისაღებად საჭირო მონაცემები. ქონებაზე ყადაღის დადებისათვის მოსამართლის ბრძანების

მისაღებად მომკვლევის შუამდგომლობა სანქციონირებული უნდა იყოს პროკურორის მიერ.

3. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე 140-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 194. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

1. ქონებას ყადაღა ედება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლიც ეძლევა

მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, ანდა საქმის

განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.

2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს:

ვის ქონებას ედება ყადაღა, სად და ვისთან ინახება იგი; რა საგნებისაგან, ფასიანი

ქაღალდებისაგან, ფულისაგან, ფასეულობებისაგან შედგება იგი, თუ ეს გამოძიებას დადგენილი

აქვს; ერთობლივი საკუთრების რომელ წილს ედება ყადაღა; ვის ევალება ქონებაზე ყადაღის

დადების შესახებ ბრძანების შესრულება; დასაშვებია თუ არა ჩხრეკა იმ შემთხვევაში, როცა

ქონების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარია მიღებული, ვის და სად ეძლევა ჩხრეკის ჩატარების

უფლება; რა თანხას უნდა დაედოს ყადაღა სარჩელის უზრუნველსაყოფად.

3. თუ ქონება, ფული, ფასეულობა ინახება რამდენიმე ადგილას და სხვადასხვა პირთან, უნდა

გაიცეს სათანადო რაოდენობის მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება

(დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

მუხლი 195. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის,

რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, მომკვლევს, პროკურორის სანქციით გამომძიებელს

ან პროკურორს უფლება აქვს გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის

დადების შესახებ. დადგენილებაში უნდა აღინიშნოს 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით

გათვალისწინებული მონაცემები.

2. დადგენილებას აღასრულებს მისი გამომტანი პირი, რის შესახებაც მან 24 საათის

განმავლობაში უნდა შეატყობინოს მოსამართლეს, რომელიც ადასტურებს დადგენილების

კანონიერებას ან უკანონოდ ცნობს მას და აუქმებს ქონებაზე ყადაღის დადებას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

81

მუხლი 196. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი

1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი

აუცილებლობის შემთხვევაში – თავის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ

მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა, ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება

არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. სასამართლო განჩინების (დადგენილების) თანახმად, ქონებას ყადაღას ადებს სასამართლოს

აღმასრულებელი.

3. სასამართლო აღმასრულებელი თვითონ განსაზღვრავს, რა საგანსა და ფასეულობას უნდა

დაედოს ყადაღა სასამართლო ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში)

აღნიშნული თანხის ფარგლებში.

4. ქონებაზე ყადაღის დადებაში მონაწილეობს სპეციალისტი – საქონელმცოდნე, რომელიც

განსაზღვრავს ქონების ღირებულებას.

5. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება,

რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით.

6. ფულად ანაბარზე ყადაღის დადებისას წყდება საანაბრო ოპერაციები.

7. ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში,

ხოლო თუ არსებობს მონაცემები, რომ ერთობლივი საკუთრება შეძენილი ან გაზრდილია

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან

მის მეტ წილს.

8. დასაყადაღებელი ქონების წილის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს

დანაშაულის ჩადენაში თითოეული ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხი. ყველა შემთხვევაში

ბრალდებულის ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, არ უნდა აღემატებოდეს იმ

ზიანის საერთო თანხას, რომლის მიყენებაშიც მონაწილეობდა ყველა ბრალდებული. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 197. ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი 1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს

287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო სასამართლოს აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში

(აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა,

წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა

ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა

პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას

აყადაღებს.

2. ბეჭდით დამოწმებული ოქმის (აღწერის) ასლი ხელწერილით გადაეცემა პირს, რომლის

ქონებასაც ყადაღა დაედო, ხოლო თუ ქონებას ყადაღა დაედო ამ პირის არყოფნაში, – მისი ოჯახის

ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს ან ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის

აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს. დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის

ტერიტორიაზე ქონების დაყადაღებისას ოქმის ასლი ხელწერილით გადაეცემა ადმინისტრაციის

წარმომადგენელს.

მუხლი 198. დაყადაღებული ქონების შენახვა 1. დაყადაღებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა

იქნეს.

2. ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, ჩეკები, ფასიანი ქაღალდები

შესანახად ბარდება სახელმწიფო ბანკის დაწესებულებაში, ხოლო ობლიგაციები და ლატარიის

ბილეთები – შემნახველ ბანკში. ფული შედის იმ სასამართლოს დეპოზიტზე, რომლის

განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი ამოღებული საგნები ილუქება და ინახება იმ

ორგანოში, რომლის შუამდგომლობითაც ყადაღა დაედო ქონებას, ანდა შესანახად გადაეცემა

ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს

წარმომადგენელს.

82

3. დაყადაღებული და ამოღებული ქონება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული

ქონებისა, ილუქება და შესანახად რჩება მესაკუთრესთან, მფლობელთან ან ბრალდებულის

ოჯახის სრულწლოვან წევრთან. ამ პირებს უნდა განემარტოთ კანონით გათვალისწინებული

პასუხისმგებლობა ამ ქონების გასხვისებისა თუ გაფუჭებისათვის, რის შესახებაც მათ

ჩამოერთმევათ ხელწერილი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 199. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) მოქმედების ვადა

1. ქონებას ყადაღა ედება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე ან სისხლის

სამართლის საქმის შეწყვეტამდე.

2. 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“და „ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნული

საფუძვლით საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე

ყადაღა უქმდება.

3. 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „ზ“, „თ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში

აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის

შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების

უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს

უფლება აქვს გააგრძელოს ქონების დაყადაღების ვადა 30 დღით.

4. სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების

მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ მომკვლევის,

გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ

თავისი განჩინებით.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალდებულის

ქონების მიმართ გამოყენებული ყადაღის ღონისძიება უქმდება აგრეთვე პროკურორის მიერ

დამტკიცებული, გამომძიებლის მოტივირებული დადგენილებით სისხლისსამართლებრივი

დევნის შეწყვეტის შესახებ.

6. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო

განხილვისათვის საქმის დაბრუნების შემთხვევაში უფლება აქვთ არ გააუქმონ ბრალდებულის

ქონებაზე ყადაღა, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში – გასცენ განკარგულება

ყადაღის შენარჩუნების შესახებ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 200. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება

1. მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი გამოცემიდან ან

აღსრულებიდან 72 საათის ვადაში, ხოლო დადგენილება ქონებისათვის ყადაღის დადებაზე

უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის

243-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში.

გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.

2. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო,

მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში

(აღწერაში), უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება საქართველოს

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად. ყადაღისაგან ქონების

განთავისუფლების შესახებ სარჩელის გამო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა

მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორისათვის, აგრეთვე საქმის განმხილველი

სასამართლოსათვის. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

83

მუხლი 201. ქონების დაბრუნება რეაბილიტაციის დროს ბრალდებულის ან მსჯავრდებულის რეაბილიტაციის შემთხვევაში დაყადაღებული და

ამოღებული ქონება უნდა დაუბრუნდეს მას ნატურით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – ფულით,

რეაბილიტაციის დღეს არსებული მისი საშუალო საბაზრო ფასის მიხედვით.

თავი XXV

პასუხისმგებლობა მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საპროცესო

მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის

მუხლი 202. იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებასა და სასამართლო განხილვას

1. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობა საპროცესო მოვალეობის განზრახ დარღვევისათვის.

2. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს დაეკისრებათ

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ უხეში დაუდევრობისათვის, რასაც უდანაშაულო

ადამიანის მსჯავრდება მოჰყვა.

3. დანარჩენ შემთხვევაში, თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე

ბრალეულად დაარღვევენ საპროცესო მოვალეობას, მათ კანონის მიხედვით დაეკისრებათ

დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4. მომკვლევი და გამომძიებელი სისხლის სამართლის საქმის შემდგომ გამოძიებას შეიძლება

ჩამოაშოროს პროკურორმა, ხოლო პროკურორი – ზემდგომმა პროკურორმა, თუ მათ დაარღვიეს

კანონი.

მუხლი 203. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა პასუხისმგებლობა გამოცხადებასა და თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმისათვის

1. თუ მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, მას დაეკისრება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2. თუ ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე უარს იტყვის გამოცხადებასა ან ამ

კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, მას დაეკისრება ფულადი სახდელი

შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

3. იძულებით მოყვანის შემთხვევაში პროცესის მონაწილე არ თავისუფლდება გამოძახებისას

გამოუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობისაგან. იძულებით მოყვანილს შეიძლება დაეკისროს

ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 204. პასუხისმგებლობა ცრუ ცნობების მიწოდებისათვის 1. ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის არასწორ დასკვნას,

მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს

მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 373-ე მუხლებით

გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2. ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ

ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ

აგებენ აგრეთვე მოწმე და დაზარალებული, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან

მსჯავრდებულის ახლო ნათესავები არიან, ანდა რომლებსაც უნდა ეპასუხათ დანაშაულის

ჩადენაში მათს მამხილებელ შეკითხვებზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

84

მუხლი 205. პასუხისმგებლობა სხვა საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა

შეუსრულებლობისათვის ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ

მინიმალურ ოდენობამდე დაეკისრებათ: დაზარალებულებსა და მოწმეებს, – თუ უარს იტყვიან

მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს კანონიერ მოთხოვნებზე შემოწმების,

ექსპერტიზის ჩატარების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ;

კავშირგაბმულობის დაწესებულებათა უფროსებსა და თანამშრომლებს – საფოსტო-სატელეგრაფო

კორესპონდენციაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობისათვის

ან არასათანადოდ შესრულებისათვის; სხვა პირებს, რომლებიც ხელს უშლიან შემთხვევის

ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის, ჩხრეკისა ან

ამოღების ჩატარებას; სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე ყველა პირს, ეჭვმიტანილისა და

ბრალდებულის გარდა, – წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნებისათვის, თუ ისინი

მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა გააფრთხილა მათი გამჟღავნების დაუშვებლობის

შესახებ და თუ მან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მათი მიცემა მიზანშეწონილად არ

მიიჩნია; საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, – თუ ხელს

შეუშლიან მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით იმ პირთა

გამოცხადებას, რომლებიც არიან ბრალდებული, ეჭვმიტანილი, დაზარალებული, მოწმე,

სპეციალისტი, ექსპერტი, თარჯიმანი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი

წარმომადგენლები, მსაჯული; აგრეთვე იმისათვის, თუ განუხილველი დარჩა ანდა დროულად

არ გაეცა პასუხი კერძო განჩინებას (დადგენილებას) ან წარდგინებას კანონის დარღვევისა და

დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების შესახებ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 206. პასუხისმგებლობა აღკვეთის ღონისძიების დაუცველობისათვის თუ ბრალდებული სათანადოდ არ იქცევა, რის თავიდან ასაცილებლადაც იყო შერჩეული

აღკვეთის ღონისძიება, მისი გირაოს მიმცემს, თავდებს, მშობლებს, მეურვეებსა და მზრუნველებს

ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ 168-ე, 170-171-ე მუხლების შესაბამისად, 205-ე მუხლით

დადგენილი წესით.

მუხლი 207. პასუხისმგებლობა საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ზიანისათვის

კანონით დადგენილი წესით მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან ან

სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის

გამო სასამართლოში საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული

ხარჯები გადახდება გამოუცხადებელ პირს.

მუხლი 208. პასუხისმგებლობა სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის 1. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, თავმჯდომარის განკარგულებისადმი

დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეს

მოსამართლის დადგენილებით ან სასამართლოს განჩინებით აძევებენ სასამართლო სხდომის

დარბაზიდან და საქმის მოსმენა გრძელდება მის დაუსწრებლად. თუ სასამართლო სხდომის

დარბაზში დამსწრე სხვა პირი არღვევს წესრიგს ან პატივს არ სცემს სასამართლოს, იგი

თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან.

2. თუ მოსამართლის დადგენილება ან სასამართლო განჩინება გაძევების შესახებ ეხება

ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთი

პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე ახორციელებდა რამდენიმე ბრალმდებელი ან

რამდენიმე დამცველი. გაძევებული ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ

სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომელიც ეგზავნება შესაბამისად

ზემდგომ პროკურორს ან ადვოკატთა კოლეგიას.

3. თუ განსასჯელი გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, სასამართლო

განაჩენი, განჩინება ან დადგენილება ცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ

85

განაგრძობს წესრიგის დარღვევას, გამოცხადება ხდება განსასჯელის გარეშე, რის შემდეგაც მას

ხელწერილით გადაეცემა განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების ასლი.

4. გაძევებულ პირს, განსასჯელის, სახელმწიფო ბრალმდებლისა და დამცველის გარდა,

მოსამართლის დადგენილებით ან სასამართლო განჩინებით, რომელიც იმავე სასამართლოს

სხდომაზე უნდა იქნეს გამოტანილი, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა შრომის ანაზღაურების ათ

მინიმალურ ოდენობამდე.

5. თუ სამართალწარმოების მონაწილეს სასამართლო სხდომის დროს ჩადენილი აქვს

ადმინისტრაციული წესით დასჯადი საპროცესო სამართალდარღვევა და მისი გაძევება

სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, დამრღვევისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის

შემდეგ სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია იმავე სასამართლო პროცესზე გამოიტანოს

განჩინება (დადგენილება) დამრღვევის შრომის ანაზღაურების ათიდან ოცდაათ მინიმალურ

ოდენობამდე დაჯარიმების შესახებ. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 209. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი

1. თუ პროცესის რომელიმე მონაწილე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების სტადიაზე

ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 კარით გათვალისწინებულ

დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის

გარდა, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი ან პროკურორი აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს

და აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

2. პროკურორის მიერ დამტკიცებული ოქმი სამართალდარღვევის შესახებ (ამ კოდექსის 203-ე

მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ან 205-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო მოვალეობათა

შეუსრულებლობისათვის) და თანდართული მასალები დაუყოვნებლივ იგზავნება

სასამართლოში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 210. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

1. 209-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და თანდართულ

მასალებს განიხილავს მოსამართლე გამოძიების ადგილის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული

პირის გამოძახებით.

2. სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს პროკურორს, აგრეთვე იმ პირის მიერ მოწვეულ

დამცველს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა.

3. პროკურორს, პირს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, და მის

დამცველს უფლება აქვთ გაეცნონ ოქმს სამართალდარღვევის შესახებ, სასამართლოში

წარდგენილ სხვა მასალებს, განაცხადონ აცილება და შუამდგომლობა, წარმოადგინონ

მტკიცებულებანი.

4. პირი, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, სასამართლოს აძლევს

ჩვენებას. სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, გამოითხოვოს

დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები, დანიშნოს ექსპერტიზა.

5. თუ არსებობს პირის ბრალეულად ცნობის საფუძველი, მოსამართლე მას აკისრებს ჯარიმას

ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს

546-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

86

მუხლი 211. სასამართლო სხდომაზე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

თუ სასამართლოში საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ არსებობს საფუძველი სასამართლო

ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პროცესის მონაწილის სისხლის

სამართლის პასუხისგებაში მისაცემად, განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების გამოტანასთან

ერთად სასამართლო ადგენს, რომ სათანადო მასალები გაეგზავნოს პროკურორს სისხლის

სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიებისათვის. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

კარი მეხუთე

ზოგადი ნაწილის სხვა დებულებანი

თავი XXVI

საპროცესო ვადები

მუხლი 212. ვადების გამოთვლის წესი 1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით.

ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც

იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა, დაპატიმრებისა და შინაპატიმრობისა, რომელთა

ხანგრძლივობაც გამოითვლება წუთებით.

2. ვადის დამთავრების დროში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და

სადღესასწაულო დღეები.

3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით

გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს

შესაბამისი რიცხვი, – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.

მუხლი 213. ვადის დაცვა ვადა გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის

ამოწურვამდე გადაეცა ფოსტას, გადაეცა ან გამოეცხადა მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს,

გადაეცა წინასწარი პატიმრობის ადგილის ან სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ

პირი შესაბამისად დაპატიმრებულია ან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში.

მუხლი 214. ვადის გაგრძელება ვადის გაგრძელება, ამ კოდექსით დადგენილი წესით, შეუძლია ორგანოს, რომელიც პროცესს

აწარმოებს.

მუხლი 215. გაცდენილი ვადის აღდგენა 1. საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის

დადგენილებით, რომლის წარმოებაშიცაა საქმე.

2. საპატიო მიზეზით ვადის გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს.

3. ვადის აღდგენაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. ვადის გაცდენასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება,

დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეიძლება შეჩერდეს გაცდენილი ვადის აღდგენის

შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე.

მუხლი 216. ვადის გაცდენის შედეგები საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება,

თუ ვადა არ იქნება აღდგენილი.

87

თავი XXVII

სასამართლო ხარჯები და მათი ანაზღაურება

მუხლი 217. სასამართლო ხარჯების სახეები 1. სასამართლო ხარჯებია:

ა) მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ

საქმეზე;

ბ) პროცესის მწარმოებელ ორგანოში საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში

მონაწილეობისათვის პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათი

გადასახდელებისა და გასამრჯელოსათვის დახარჯული ფულადი სახსრები.

2. სასამართლო ხარჯები შედგება:

ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტისა და დამსწრისათვის გადახდილი

თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით;

ბ) მსაჯულისათვის გასამრჯელოს სახით გადახდილი თანხებისაგან;

გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად ექსპერტის, სპეციალისტისა და

თარჯიმნისათვის გასამრჯელოს სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოქმედებენ

არასამსახურებრივი დავალების შესრულების წესით;

დ) მოწმისათვის, დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის, რომელთაც

მუდმივი ხელფასი არა აქვთ, გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოსცდნენ ჩვეულებრივ

საქმიანობას;

ე) პროცესის მწარმოებელ ორგანოში პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით

მათ მიერ გაცდენილი მთელი დროის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების სახით

გადახდილი თანხებისაგან;

ვ) ეჭვმიტანილისათვის, ბრალდებულისა თუ განსასჯელისათვის იურიდიული დახმარების

გასაწევად დამცველისათვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხებისაგან – იმ შემთხვევებში,

როცა ეს პირები განთავისუფლებულნი არიან დამცველის შრომის ანაზღაურებისაგან, ან როცა

მონაწილეობს დამცველი დანიშვნით;

ზ) ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვისა და გადაგზავნისათვის დახარჯული თანხებისაგან;

თ) საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად დახარჯული თანხებისაგან;

ი) ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების სახით

გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან;

კ) დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით

გადახდილი თანხებისაგან, თუ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს დანაშაულის გახსნა;

ლ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან

დაკავშირებით მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული

მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან.

მუხლი 218. სასამართლო ხარჯების გადახდევინება 1. სასამართლო ხარჯები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ

არის გათვალისწინებული.

2. მსჯავრდებულისა და პროცესის სხვა მონაწილეთა სახსრებიდან ანაზღაურებას არ

ექვემდებარება საგამოძიებო აპარატის, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების, პროკურატურის,

სასამართლოს, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების, წინასწარი პატიმრობის ადგილის

შესანახი, მსაჯულის, თარჯიმნის შრომის ანაზღაურების ხარჯები, თუ პროცესის მწარმოებელმა

ორგანომ საჭიროდ ცნო მათი მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.

3. 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული

სასამართლო ხარჯები სასამართლომ შეიძლება დააკისროს მსჯავრდებულს და ჩარიცხოს

88

სახელმწიფო ბიუჯეტში ანდა გადაუხადოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის მიერ გაწეული

ხარჯების კომპენსაციის სახით.

4. სასამართლოში საქმის გაგზავნისას გამომძიებელი ადგენს ცნობას მოკვლევისა და წინასწარი

გამოძიების ხარჯების შესახებ, რომლის უტყუარობაც მოწმდება სასამართლო სხდომაზე. თუ

საქმე შეწყდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სისხლის სამართლის საქმის გამო გაწეული

ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. სასამართლო ხარჯების თანხას განსაზღვრავენ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო

ინსტანციები.

6. სასამართლოს უფლება აქვს მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს

სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ვალაუვალობის (გადახდისუუნარობის),

შრომისუუნარობის ან ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.

7. წინასწარი გამოძიების დროს, აგრეთვე განსასჯელის გამართლების ან სარეაბილიტაციო

საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო ხარჯების გადახდა არ ხდება.

8. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს სასამართლო ხარჯები გადახდება თითოეულ

მათგანს წილობრივად – ბრალის ხარისხის, დანიშნული სასჯელის სიმკაცრისა და ქონებრივი

მდგომარეობის გათვალისწინებით. გადახდევინებისას სოლიდარული პასუხისმგებლობის

გამოყენება დაუშვებელია.

9. მხარეთა შერიგების გამო კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოს

უფლება აქვს სასამართლო ხარჯები დააკისროს ორსავე ან ერთ-ერთ მხარეს.

10. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან

სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

11. მსჯავრდებულისაგან გადახდევინებას მიკუთვნებული სასამართლო ხარჯების საერთო

თანხა უნდა შემცირდეს ხარჯების იმ ოდენობით, რომელიც გამოიწვია გამოძიების დაყოვნებამ,

არასაჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ, დამატებითი გამოძიებისათვის ან ახალი

სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებამ, სასამართლო შეცდომების გამოვლენამ და

გამოსწორებამ.

12. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მის განხილვასთან დაკავშირებული

ხარჯები ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს, ხოლო მისი უარყოფის შემთხვევაში – სამოქალაქო

მოსარჩელეს.

13. პროცესის ყველა მონაწილეს, მსჯავრდებულის, დამცველის, ბრალდებულის კანონიერი

წარმომადგენლის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის

წარმომადგენელთა გარდა, სამუშაო ადგილას უნარჩუნდება საშუალო ხელფასი (მათ შორის –

პრემია, დანამატი და ანაზღაურება შეთავსებითი სამუშაოსათვის) მოკვლევაზე, წინასწარ

გამოძიებასა და სასამართლოში მათ მონაწილეობაზე დახარჯული მთელი დროის განმავლობაში.

თუ არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაცია უარს ამბობს

პროცესის მონაწილისათვის საშუალო ხელფასის გადახდაზე, მაშინ გადახდა წარმოებს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი XXVIII

რეაბილიტაცია და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი

მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

მუხლი 219. რეაბილიტაციის საფუძვლები 1. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს, ბრალდებულს ან იძულებითი

მკურნალობისათვის გაგზავნილს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს),

თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნის

უსაფუძვლობა.

2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მომკვლევის, მოკვლევის

ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება, სასამართლო განჩინება ან

დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „მ“,

89

„ნ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის

იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების

(დადგენილების) გაუქმების შესახებ.

3. რეაბილიტირებულ უნდა იქნეს აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც აღძრული იყო სისხლის

სამართლის საქმე, წარმოებდა გამოძიება და სასამართლო განხილვა, მას შემდეგ, რაც

გამოვლინდა საქმის აღძვრაზე უარის თქმის საფუძველი და საქმე შეწყდა 28-ე მუხლში

აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 220. ნაწილობრივი რეაბილიტაცია ნაწილობრივ რეაბილიტაციას ექვემდებარება პირი, თუ ზემდგომმა სასამართლო ინსტანციამ

შეცვალა ქმედების კვალიფიკაცია ან სასჯელის ღონისძიება ისე, რომ ფაქტობრივად მოხდილი

სასჯელი აღმოჩნდა მეტი ან უფრო მკაცრი, ვიდრე საბოლოოდ დანიშნული, ანდა თუ

განაჩენიდან ამოირიცხა ბრალდებათა ნაწილი, რის გამოც აღარ არის საფუძველი

დაკავებისათვის, დაპატიმრებისათვის ან თავისუფლების აღკვეთისათვის.

მუხლი 221. სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები

უნდა ანაზღაურდეს, საქმის შედეგის მიუხედავად, ზიანი, რომელიც პირს მიადგა უკანონოდ

ან დაუსაბუთებლად დაკავების, დაპატიმრების ანდა სამედიცინო დაწესებულებაში

ექსპერტიზისათვის მოთავსების შედეგად, აგრეთვე თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის,

ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემოწმების,

სამართალწარმოების ორგანოების სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად,

რომლებმაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიაყენა.

მუხლი 222. ბრალეულობის საკითხი რეაბილიტაციის დროს უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას

1. რეაბილიტაციის დროს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან

დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას ყველა

გადასახდელი გადაიხდევინება, ამ ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

2. გადასახდელი არ ინიშნება, თუ უდანაშაულო პირისათვის მსჯავრის დადება და მის მიმართ

იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოწვეული იყო წინასწარგანზრახულად ცრუ აღიარებით

(თვითგა-თქმით), რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე.

მუხლი 223. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება

1. რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად

მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება.

2. უნდა ანაზღაურდეს:

ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის,

ანაცდენი სარგებელი;

ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო;

გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი

მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი;

დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში

შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება;

ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული

ჯარიმები და სასამართლო ხარჯები;

ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის;

90

ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის;

თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.

3. იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება

გადადის მის მემკვიდრეებზე.

4. დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს

არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“

ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.

მუხლი 224. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურება

1. თუ დადგინდება, რომ პირს ჯანმრთელობა დაუზიანდა დაკავების, დაპატიმრების,

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების

აღკვეთის ადგილებში მსჯავრდებულის ყოფნის წესების დარღვევის ან სამედიცინო დახმარების

დროულად გაუწევლობის, ასევე კანონით დადგენილი სასამართლო ექსპერტიზისა და სხვა

საპროცესო მოქმედების ჩატარების წესის დარღვევის შედეგად, სახელმწიფო კისრულობს

ვალდებულებას მთლიანად აანაზღაუროს ეს ზიანი, რისთვისაც:

ა) მიყენებული ზიანისათვის იძლევა ერთდროულ გადასახდელს, რომლის ოდენობასაც

სასამართლო განსაზღვრავს დაავადების სიმძიმისა და პროგნოზის გათვალისწინებით, მაგრამ

შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე;

ბ) ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს;

გ) იძლევა ორმაგი ოდენობის პენსიას ინვალიდობის დადგენის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები შეიძლება

წაყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, სასჯელის მოხდის პროცესში და

მისი მოხდის შემდეგ 6 თვის განმავლობაში.

3. ჯანმრთელობის შერყევის მიზეზის დასადგენად აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზა.

მუხლი 225. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

1. პუბლიკაცია სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის ყველა შემთხვევის შესახებ უნდა

გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.

2. მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას

რეაბილიტაციის შესახებ, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე საწარმოს,

დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და შრომით კოლექტივს, სადაც

მუშაობდა ან სწავლობდა რეაბილიტირებული.

3. თუ ცნობები დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების,

თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, სხვა იძულებითი მოქმედების, ბრალდების შინაარსისა

და გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა,

ისინი ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია რეაბილიტაციისა თუ სათანადო

საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ.

4. ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ, რეაბილიტირებულს

აძლევს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

5. თუ რომელიმე საპროცესო მოქმედების შედეგად პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური

ზიანი მიადგა, ამ ზიანის ანაზღაურების გარდა, სამართალწარმოების შესაბამისი ორგანო

დაზარალებულს წერილობით უხდის ბოდიშს.

მუხლი 226. სხვა უფლებათა აღდგენა 1. პირს, რომელიც სამუშაოდან (თანამდებობიდან) გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით,

რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით

91

პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში,

სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადააყენეს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან

დაკავშირებით, უნდა მიეცეს წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, –

სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).

2. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის დრო, სასჯელის მოხდის დრო,

აგრეთვე ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირი არ მუშაობდა სამუშაოდან უკანონო ან

დაუსაბუთებელი გადაყენების გამო, და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება

საერთო სამუშაო და სპეციალობით მუშაობის სტაჟში, ხოლო თუ რეაბილიტაციის აქტის ძალაში

შესვლის დღესა და სამუშაოს დაწყების დღეს შორის წყვეტილობა 3 თვეს არ აღემატება, – უწყვეტ

შრომით სტაჟშიც.

3. პირი, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან

დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა,

იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, უნდა აღდგეს

სასწავლებელში.

4. პირს, რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი ბინა იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან

დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, ანდა მის მიმართ გამოიყენეს სამედიცინო ხასიათის

იძულებითი ღონისძიება, უნდა დაუბრუნდეს წინათ დაკავებული საცხოვრებელი ბინა, ხოლო

თუ ასეთი დაბრუნება შეუძლებელია, სახელმწიფომ მას რიგგარეშე უნდა მისცეს ტოლფასი

კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინა იმავე დასახლებულ პუნქტში, საბინაო ფართის მოქმედი

ნორმებისა და მისი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით.

5. პირებს, რომელთაც ჩამოერთვათ სამხედრო და სხვა წოდებები, საკლასო ჩინები, აგრეთვე

ორდენები და მედლები, დადგენილი წესით უნდა აღუდგეთ წოდებები, საკლასო ჩინები,

დაუბრუნდეთ ორდენები და მედლები.

მუხლი 227. რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი

1. თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია მომკვლევის, გამომძიებლისა თუ

პროკურორის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი

დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი

გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა

და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება.

მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის

დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას.

2. მოსამართლეს, რომელმაც მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი

მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის

სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება

შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული

დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე

მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას.

3. მას შემდეგ, რაც მომკვლევი ან გამომძიებელი შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს იმ

საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, იგი განსაზღვრავს რეაბილიტირებულისათვის

მიყენებული ზიანის ოდენობას, რის შემდეგაც პროკურორი შეწყვეტილ საქმეს გადასცემს

სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს

რეაბილიტირებულს. თუ პროკურორი საქმის შეწყვეტის შემდეგ არ განსაზღვრავს ზიანის

ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. საქმის

მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ

ნაწილში აღნიშნული წესების მიხედვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება

რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

92

4. თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მან საქმის შეწყვეტის შესახებ

გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია

მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის

ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს

უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურება და

უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის

გამოტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს

რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც

რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის

ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო ორგანოებისა და სოციალური

უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო

წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი

გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.

5. ზიანის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება)

ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. გერბიანი ბეჭდით დამოწმებული განჩინების

(დადგენილების) ასლი გადაეცემა ან ეგზავნება რეაბილიტირებულს, ხოლო მისი გარდაცვალების

შემთხვევაში – მის მემკვიდრეებს, რათა ეს ასლი წარუდგინონ ორგანოებს, რომლებიც

ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ყველა სახის ზიანი.

6. რეაბილიტაციის შესახებ განჩინების (დადგენილების) შესრულება სავალდებულოა ყველა

დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად.

7. რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება

(დადგენილება) შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ რეაბილიტირებულმა, პროკურორმა,

დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება სასამართლოს მოთხოვნა

რეაბილიტირებულისათვის ყველა უფლების აღდგენის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 228. უფლების აღდგენა სასარჩელო წესით 1. თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა

ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე

არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შესაბამისი

მოთხოვნით, სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის

შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში.

2. საპატიო მიზეზით ამ ვადის გადაცილებისას, დაინტერესებულ პირთა განცხადებით, ეს

ვადა სასამართლომ უნდა აღადგინოს.

მუხლი 229. რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება თუ გამამართლებელი განაჩენი ან განჩინება (დადგენილება) რეაბილიტაციის შესახებ

გაუქმებულია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, სასამართლომ შეიძლება შეცდომით

რეაბილიტირებულს დააკისროს ზიანის ასანაზღაურებლად მიღებული თანხის გადახდა.

სასამართლოს აგრეთვე შეუძლია გააუქმოს რეაბილიტაციის სხვა ღონისძიებები.

თავი XXIX

შუამდგომლობა

მუხლი 230. შუამდგომლობის განცხადების უფლება 1. შუამდგომლობის განცხადების უფლება აქვს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ

მონაწილეს, აგრეთვე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის ინტერესებსაც ეხება სისხლის

სამართლის საქმის წარმოება.

2. შუამდგომლობა წარედგინება თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია

ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა თუ გადაწყვეტისათვის.

93

3. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს თხოვნას საპროცესო მოქმედების ჩატარების ან საპროცესო

გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობის შემტანი ან მარწმუნებელი (დასაცავი)

პირის ინტერესებისათვის. მტკიცებულებათა აღმოსაჩენად საგამოძიებო და სასამართლო

მოქმედებათა ჩატარების შესახებ შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა

დასადგენად არის საჭირო მათი ჩატარება.

მუხლი 231. შუამდგომლობის განცხადების წესი 1. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ

სტადიაზე, გარდა ამ კოდექსის 468-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.

3. წერილობითი შუამდგომლობა და მისი დამასაბუთებელი მასალები უნდა დაერთოს

სისხლის სამართლის საქმეს.

4. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის

ჩატარების დროსაც იყო იგი განცხადებული, ცალკე შედგენილ ოქმში ან სასამართლო სხდომის

ოქმში.

5. შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ უსპობს უფლებას ხელმეორედ მიმართოს

შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე.

6. შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან

არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 232. შუამდგომლობის გადაწყვეტა 1. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა

ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას.

2. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა

განიხილებოდეს.

3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის,

დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული

შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების

ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ მომკვლევმა, მოკვლევის ორგანომ, გამომძიებელმა,

პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.

4. ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა

და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს

განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და

სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.

5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

6. შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი

შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება)

წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში

იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია

გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება.

7. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება მომკვლევის, მოკვლევის ორგანოსა და გამომძიებლის

მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს

პროკურორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 233. შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

1. სისხლის საპროცესო სამართლის იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან

გაუქმების შესახებ შუამდგომლობას ადგენს მომკვლევი და ამტკიცებს პროკურორი, ან ადგენს

გამომძიებელი. შუამდგომლობას სისხლის საპროცესო სამართლის იძულების ღონისძიების

94

გაგრძელების შესახებ ადგენს გამომძიებელი და ეთანხმება პროკურორი. შუამდგომლობებს

განიხილავს მოსამართლე 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

2. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს

ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ადგენს მომკვლევი და ამტკიცებს

პროკურორი, ან ადგენს გამომძიებელი და განიხილავს მოსამართლე 140-ე მუხლით

გათვალისწინებული წესით.

3. პროკურორის მონაწილეობა მოსამართლის მიერ სისხლის საპროცესო სამართლის

იძულების ღონისძიების გამოყენების, გაგრძელების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ

შუამდგომლობის განხილვისას სავალდებულოა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

თავი XXX

საჩივარი

მუხლი 234. სისხლის სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს და თანამდებობის პირის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება

მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის,

პროკურორის, მოსამართლის ან სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება

შეუძლიათ პროცესის მონაწილეებს, სხვა მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ამ კოდექსით

დადგენილი წესით.

მუხლი 235. საჩივრის შეტანა 1. საჩივარი შეაქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო

ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელიც კანონით უფლებამოსილია განიხილოს

შესაბამისი საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება. დასაშვებია საჩივრის შეტანა იმ პირთან ან იმ

ორგანოში, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება. ამ შემთხვევაში საჩივარი

დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ადრესატს.

2. საჩივარი მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან გამოძიების ორგანოს

უფროსის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს შესაბამის პროკურორს.

საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ

პროკურორს. თანამდებობის პირმა, რომელმაც მიიღო საჩივარი თავისი მოქმედების ან

გადაწყვეტილების გამო, ადრესატისათვის მისი გაგზავნისას უნდა დაურთოს თავისი

განმარტებანი.

3. საჩივარი შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ზეპირი საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს

ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და საჩივრის მიმღები თანამდებობის პირი.

საჩივარს შეიძლება დაერთოს მისი დამადასტურებელი მასალები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 236. საჩივრის შეტანის ვადა 1. მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის ან

პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება მოკვლევისა და

წინასწარი გამოძიების მთელი წარმოების განმავლობაში.

2. სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა

შეიძლება ამ კოდექსის კერძო ნაწილში დადგენილ ვადებში.

3. საპატიო მიზეზით საჩივრის შეტანის გაცდენილი დროის აღდგენა შეუძლია სახელმწიფო

ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ

საჩივრის გამო.

4. მოსამართლის დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება

გასაჩივრდეს საერთო წესით, ზემდგომ სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს აღადგინოს

გაშვებული ვადა და არსებითად განიხილოს საქმე საჩივრის საფუძველზე.

95

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 237. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული

გადაწყვეტილების აღსრულებას. სხვა შემთხვევაში საჩივრის შეტანა გასაჩივრებული

გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის საჩივრის განმხილველი

პირი.

მუხლი 238. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი 1. საჩივრის განხილვა არ შეიძლება დაევალოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის

მოქმედებაც საჩივრდება, აგრეთვე იმ ორგანოს ან პირს, რომელმაც დაამტკიცა გასაჩივრებული

გადაწყვეტილება.

2. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, შეზღუდული არ არის საჩივარში

ჩამოყალიბებული მოსაზრებებით და უფლება აქვს შეამოწმოს გასაჩივრებული

გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქმის

მთელი წარმოება.

3. საჩივრის განხილვისას პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ყოველმხრივ

შეამოწმონ მასში ჩამოყალიბებული მოსაზრებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში –

გამოითხოვონ დამატებითი მასალები და განმარტებები.

4. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, ვალდებულია თავისი უფლებამოსილების

ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, სხვა

პირთა, აგრეთვე დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დარღვეული

უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.

მუხლი 239. საჩივრის განხილვის ვადა საჩივრის განხილვის ვადები განისაზღვრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 240. გადაწყვეტილება საჩივრის გამო 1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი

გადაწყვეტილება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის

შესახებ; სისხლის სამართლის საქმის სრული ან ბრალდების ნაწილში შეწყვეტის შესახებ;

გასაჩივრებული მოქმედების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ; საჩივრის

უარყოფის შესახებ.

2. საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან თანამდებობის პირს შეუძლია

შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ანდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, თუ ამას არ

მოჰყვება საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის მდგომარეობის გაუარესება, რომლის

ინტერესებისთვისაც იყო იგი შეტანილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საჩივარი იმავე

საფუძველზე შეიტანა საპირისპირო მხარემ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 241. საჩივრის გამო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება 1. საჩივრის შემტან პირს უნდა შეატყობინონ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საჩივრის

გამო, და განუმარტონ გასაჩივრების შემდგომი წესი. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი

დასაბუთებული უნდა იყოს.

2. თუ გასაჩივრებული მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო პირს არამართლზომიერი

მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა, მას უნდა განემარტოს ამ ზიანის

ანაზღაურების უფლება.

3. საჩივარი და მასზე პასუხის ასლი, აგრეთვე საჩივრის შემოწმების მასალები უნდა დაერთოს

სისხლის სამართლის საქმეს.

96

მუხლი 242. მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში

1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მომკვლევის,

მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება,

რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონოა ან დაუსაბუთებელი, კერძოდ:

ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მოკვლევის ორგანოს,

გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (269-ე მუხლი);

ბ) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან

პროკურორის დადგენილება (399-ე მუხლი);

გ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან

პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი).

2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს

პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ,

ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს,

სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს.

3. პროცესის მონაწილეს უფლება აქვს მომკვლევის ან გამომძიებლის მოქმედებისა თუ

გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო

პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს.

4. საჩივარს განიხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით. საჩივარი შეიტანება

არა უგვიანეს 15 დღისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ

გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის

საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს. მიღებულ

საჩივარს სასამართლო განიხილავს 15 დღის ვადაში.

5. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი

ნაწილის იმავე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლე

აუქმებს დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან სისხლის

სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, ხოლო შესაბამისად მასალებს ან სისხლის სამართლის

საქმეს უგზავნის შესაბამის პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის

გადასაწყვეტად ან საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის

ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში, რომელიც

საჩივარს განიხილავს 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. განმცხადებელი თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

მუხლი 243. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი

1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან

გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს

შემდეგი წესით:

ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის

ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემიდან

(გამოტანიდან) 48 საათის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო

სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში;

97

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან

გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს იმავე ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2. საჩივარი შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამცემ (გამომტან) მოსამართლესთან,

რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს

განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების (დადგენილების) აღსრულებასა და

საქმეზე გამოძიებას.

3. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატა საჩივარს იხილავს საქმის მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 72

საათისა. საჩივრის განხილვის დღე და დრო დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს.

4. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ხოლო

საკასაციო პალატა – კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, პროკურორისა და

მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ

წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს. საჩივრის განხილვაში

პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა. საჩივრის განმხილველ მოსამართლეს

(სასამართლოს) უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი

მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ

საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი

მტკიცებულებანი. მოსამართლე (სხდომის თავმჯდომარე) ხსნის სასამართლო სხდომას და

აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, ასახელებს მხარეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები.

აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სათათბირო ოთახში. თუ

სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ განმარტებანი

მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

5. საჩივრის განხილვისას მოსამართლე (სასამართლო) ამოწმებს, აღკვეთის ღონისძიების

გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემისას (გამოტანისას)

დაიცვა თუ არა მოსამართლემ 151-172-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლე (სასამართლო) იღებს ერთ-ერთ შემდეგ

გადაწყვეტილებას:

ა) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) ძალაში დატოვებისა და საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის

დაკმაყოფილების შესახებ.

7. ბრალდების მხარის (პროკურორი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი)

შუამდგომლობის საფუძველზე საჩივრის განმხილველ მოსამართლეს (სასამართლოს) უფლება

აქვს ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის

ღონისძიებით, რის შესახებაც გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას).

8. საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას მოსამართლის

(სასამართლოს) სათათბირო ოთახში გასვლამდე უკანვე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ

შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.

9. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი ბრძანების ან დადგენილების (განჩინების)

ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება ბრძანების (დადგენილების) გამცემ მოსამართლესა და

ბრძანების ან დადგენილების (განჩინების) აღმსრულებელ ორგანოს.

10. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი დადგენილება (განჩინება)

საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

11. პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების

კანონიერება და დასაბუთებულობა არ გასაჩივრდება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

98

მუხლი 244. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სხვა სახეები სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართალში მიცემის ან სასამართლო

განხილვის სტადიაზე სააპელაციო თუ საკასაციო წარმოების დროს, გასაჩივრდება LVI და LVII

თავებით დადგენილი წესებით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

თავი XXXI

სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება და გამოყოფა

მუხლი 245. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება 1. ერთ წარმოებად შეიძლება გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში

თანამონაწილე რამდენიმე პირის ბრალდების საქმეები; რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში

მონაწილე ერთი პირის ბრალდების საქმეები; დანაშაულის წინასწარ შეუპირებელი დაფარვის

საქმეები; საქმეები მოვლენისა და მოქმედების შესახებ, რომელთა მონაწილეებიც იმავდროულად

არიან ბრალდებულიცა და დაზარალებულიც, მათ შორის, საჯარო ბრალდების საქმეები.

2. საქმეთა გაერთიანება ხდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ან

პროკურორის შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).

3. ერთ წარმოებად საქმეთა გაერთიანებისას წარმოების ვადა აითვლება პირველი საქმის

აღძვრის დღიდან. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 246. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა 1. გამომძიებელს, პროკურორს და სასამართლოს უფლება აქვთ სისხლის სამართლის საქმიდან

გამოყონ საქმე ცალკე წარმოებისათვის:

ა) მიმალვაში მყოფი ბრალდებულის მიმართ;

ბ) ბრალდებულის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია;

გ) ბრალდებულის მიმართ, რომელიც მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც

დადასტურებულია ექიმის მიერ;

დ) არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ, რომელიც საქმეში მონაწილეობისათვის

ჩაბმულია მოზრდილ ბრალდებულებთან ერთად, თუ ეს გავლენას არ მოახდენს გამოძიებისა და

სასამართლო განხილვის ყოველმხრივობაზე, სისრულესა და ობიექტურობაზე;

ე) დანაშაულის დაუდგენელი თანამონაწილის მიმართ.

2. დანაშაულთა ერთობლიობის ან ერთი დანაშაულის ეპიზოდების საქმეზე, მათი ჩადენის

ადგილების ერთმანეთისაგან დაშორებისა და განსჯადობის გათვალისწინებით, გამომძიებელს,

პროკურორის თანხმობით, შეუძლია გამოყოს და სასამართლოს გაუგზავნოს საქმე მხოლოდ

ზოგიერთი დანაშაულის (ეპიზოდის) შესახებ, თუ ეს ხელს არ შეუშლის წარმოებაში დარჩენილი

საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიებას.

3. ცალკე წარმოებად გამოყოფას ექვემდებარება გამოძიებისას აღძრული სისხლის სამართლის

საქმე ისეთი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც დაკავშირებული არ არის

გამოსაძიებელი საქმის ბრალდებასთან.

4. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება გამომძიებლის ან პროკურორის

დადგენილებით, ან მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).

5. გამოყოფას ექვემდებარება საქმის მასალების დედნები, ხოლო მათი სათანადოდ

დამოწმებული ასლები რჩება საქმეში, რომლიდანაც გამოიყო მასალები.

6. გამოყოფილი საქმის წინასწარი გამოძიების ვადა იწყება გამოყოფის შესახებ დადგენილების

გამოტანის დღიდან. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

99

თავი XXXII

სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ურთიერთქმედება საზღვარგარეთის

სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებთან სამართლებრივი დახმარების

გაწევის წესით

მუხლი 247. სამართლებრივი დახმარების სახეები 1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების

შესაბამისად, სასამართლოს, პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით:

ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო

მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო

სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების დავალებით;

ბ) მოითხოვონ საქართველოს მოქალაქის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მის

მისაცემად და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ

უცხო სახელმწიფოს მისი მოქალაქე;

გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა

საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს

მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად.

2. თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი

დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს

იუსტიციის მინისტრს ან საქართველოს გენერალურ პროკურორსა და აღნიშნული სახელმწიფოს

შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული

შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება 248-260-ე მუხლებით

დადგენილი წესების დაცვით.

მუხლი 248. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალების გაგზავნა

1. თუ აუცილებლობა მოითხოვს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ კოდექსით

გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარებას, გამომძიებელი, პროკურორი ან

სასამართლო 251-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ავალებს მათ ჩატარებას იმ

სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება სამართლებრივი

დახმარების შესახებ.

2. დავალება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს

გენერალური პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ –

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.

3. თუ ეს კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს განსაკუთრებულ

სასამართლო გადაწყვეტილებას (ბრძანებას), მოსამართლის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით

დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს დავალებას.

4. დავალება დგება იმ სახელმწიფოს ენაზე, სადაც ის იგზავნება, თუ საერთაშორისო

ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. საგანგებო შემთხვევაში დავალება შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების

გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.

მუხლი 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალების შინაარსი

საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალება უნდა შედგეს წერილობით, დავალების

გამგზავნის ხელმოწერით. დავალება დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების გერბიანი

ბეჭდით. დავალება უნდა შეიცავდეს:

ა) დავალების მიმცემი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;

ბ) იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელსაც დავალება ეგზავნება;

100

გ) საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;

დ) თხოვნის არსს, კერძოდ, იმ საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების შინაარსს, რომელიც

უნდა ჩატარდეს;

ე) მონაცემებს იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომელთაც ეგზავნება დავალება, აგრეთვე

მონაცემებს მათი მოქალაქეობის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, საქმიანობისა და

სისხლის სამართლის საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ;

ვ) გამოთხოვილი დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების ნუსხას.

მუხლი 250. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გამოძახება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის

1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, მისი თანხმობით, შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის

საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო

მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც

დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების (გარდა ადვოკატისა, რომელთანაც

დადებულია შეთანხმება) საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფნის ხარჯები ანაზღაურდება

სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ შუამდგომლობა ამ პირების გამოძახების შესახებ უარყოფილია,

მათი გამოძახების ხარჯები ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც შეიტანა შუამდგომლობა.

3. საგამოძიებო მოქმედებასა და სასამართლოში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოდან

კონკრეტული პირების გამოძახების შესახებ თხოვნა იგზავნება 248-ე მუხლის მე-2 ნაწილით

დადგენილი წესით. ასეთი თხოვნა იმავდროულად შეიძლება გაეგზავნოს გამოსაძახებელ

პირებსაც.

4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული

საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ

საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუკი გამოძახებულია

უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, დაუშვებელია მისი იძულებით მოყვანა, დაკავება, დაპატიმრება,

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, ჩხრეკა, მის მიმართ იძულებითი ხასიათის სხვა

ღონისძიების გამოყენება, გაფრთხილება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების

მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

მუხლი 251. საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალების შესრულება

1. სასამართლო, პროკურორი, გამომძიებელი ან მოკვლევის ორგანო საქართველოს

ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა

ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალებას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი

წესებით.

2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალება სრულდება საქართველოს

გენერალური პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ –

საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.

3. უცხო სახელმწიფოს დავალება სრულდება, თუ ის შეიცავს საერთაშორისო

ხელშეკრულებითა და 249-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. თუ დავალებაში არ არის

ეს მონაცემები, ან თუ ისინი არასაკმარისია, გამოითხოვება დამატებითი მონაცემები.

4. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქის

იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან,

ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა

კომპეტენტური ორგანოს მიერ.

5. დავალების შესრულებისას შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს საპროცესო ნორმების

გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.

6. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავალების შესრულებას

შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი.

101

7. თუ დავალების შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით უნდა

დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთან, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი

მიზეზები. დავალება ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი

მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.

მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა

თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა

დანაშაული, საქართველოდან გავიდა, აღძრული და გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა

გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომელიც მათ უგზავნის უცხო სახელმწიფოს

შესაბამის დაწესებულებას სისხლისსამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად, ან მიმართავს

თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.

მუხლი 253. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოთხოვნის განხილვა

1. უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას გამოსაძიებლად გადასცენ მასალები საქართველოს

მოქალაქის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და

საქართველოში დაბრუნდა, განიხილავს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ამასთან,

საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი

გადაწყვეტილება: გამოძიების დამთავრებამდე მასალების გადაცემის შესახებ; საქართველოს

ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ; საქართველოს

მოქალაქის გადაცემის შესახებ იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და

სასამართლო განხილვის ჩასატარებლად, სადაც მოხდა დანაშაული.

2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ჩატარებული გამოძიებისა და

სასამართლო განხილვის დროს მიღებულ მტკიცებულებას საქმეზე შეკრებილ სხვა

მტკიცებულებათა თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

3. თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ქმედება,

რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია, მაგრამ ამ

ქმედებისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ,

საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მის წინააღმდეგ აღძრას სისხლის

სამართლის საქმე, ჩაატაროს გამოძიება და გამოიტანოს განაჩენი. ამასთან, შეიძლება მასალებისა

და მტკიცებულებათა გამოთხოვა იმ სახელმწიფოდან, სადაც ჩადენილია დანაშაული და

წამოყენებულია მოთხოვნა დევნილი პირის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოცემის

შესახებ.

მუხლი 254. მოთხოვნა საქართველოს მოქალაქის გადმოცემის შესახებ 1. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ

შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, საქართველოს გენერალური

პროკურატურა უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას მიმართავს მოთხოვნით

საქართველოს მოქალაქის გადმოცემის შესახებ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს

ტერიტორიაზე, თუ ამ მოქალაქის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად სისხლის

სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ან თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი

გამოტანილია და კანონიერ ძალაშია შესული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირს

ბრალად ედება ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის

კანონმდებლობით დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ერთ წელზე მეტი ვადით, ან როცა ის

მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულისათვის.

3. გადმოცემის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელსა და გვარს;

ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა შინაარსს, იმ კანონის სანქციის

მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის;

102

გ) მითითებას პირის დაკავების ან დაპატიმრების, მისი დაკითხვისა და ჩხრეკის საჭიროების

შესახებ;

დ) მითითებას გადმოსაცემი პირის გადმოცემის ადგილის, დროის, წესისა და იმ ორგანოს

შესახებ, რომელსაც იგი გადმოეცემა.

4. მოთხოვნას უნდა დაერთოს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ

დადგენილების ასლი, დადგენილება ამ პირის დაკავების, დაპატიმრებისა და ჩხრეკის შესახებ,

ხოლო მსჯავრდებულის გადმოცემის შემთხვევაში – გამამტყუნებელი განაჩენის ასლი. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 255. გადმოცემის პირობები 1. არ შეიძლება უცხო სახელმწიფოს მიერ გადმოცემული პირი გადაეცეს მესამე სახელმწიფოს

ამ ან სხვა დანაშაულისათვის, გადმომცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ ვრცელდება გადმოცემის შემდეგ პირის მიერ

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 256. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემა 1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო

სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი თავისი მოქალაქის

გადაცემა, თუ მას ბრალად ედება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენა, ან

ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ, ანდა თუ თავისი

ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. გადაცემის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ

რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური ორგანოდან.

3. მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი

დადასტურდეს წერილობით.

4. თუ საქართველოს გენერალური პროკურორი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად

მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი

ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

5. თუ პირის გადაცემას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას,

თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს გენერალური პროკურორი იღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრთან

კონსულტაციების შემდეგ.

6. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მიმართაც შემოსულია მოთხოვნა გადაცემის

შესახებ, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის,

გადაცემა შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით

სასჯელისაგან განთავისუფლებამდე. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ბრალდებულად

მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი

დანაშაულისათვის, გადაცემა შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის

მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით მის განთავისუფლებამდე.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს

უფლება აქვს, უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოთა თხოვნით, გამოიტანოს დადგენილება

გარკვეული ვადით ამ სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემის შესახებ. თუ ამ პირს თავისი ქვეყნის

სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის თანაბარ

სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის თავის ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებას არ

ექვემდებარება.

მუხლი 257. გადაცემაზე უარის თქმა გადაცემა არ დაიშვება, თუ:

ა) პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში;

103

ბ) ქმედება, რომელიც იყო გადაცემის შესახებ მოთხოვნის საფუძველი, საქართველოში

დანაშაულად არ ითვლება;

გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში

შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი

დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია.

მუხლი 258. მოქალაქეობის არმქონე პირის გადაცემა მოქალაქეობის არმქონე პირის გადაცემა ხდება 256-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 259. გადასაცემი პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენება

1. გადასაცემი პირის დაკავება, დაპატიმრება, სამედიცინო დაწესებულებაში

ექსპერტიზისათვის მოთავსება, მის მიმართ ჩხრეკის, ამოღების, სისხლის სამართლის საპროცესო

იძულების სხვა ღონისძიების გამოყენება, მის ქონებაზე ყადაღის დადება შეიძლება იმ

შემთხვევაში, როცა გადაცემის მოთხოვნას თან ერთვის სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი

უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ორდერი (ბრძანება, დადგენილება)

ისეთი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს მოქალაქეთა

კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ

უნდა ეცნობოს გადაცემის მომთხოვნ ორგანოს.

3. გადაცემის მოთხოვნის საფუძველზე დაპატიმრებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე

შეიძლება პატიმრობაში იყოს არა უმეტეს სამი თვისა, თუ არ იქნა შემოსული სასამართლო

ორდერი (ბრძანება) ამ ვადის გაგრძელების თაობაზე.

4. გადასაცემ პირს უფლება აქვს დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 260. ნივთიერ მტკიცებულებათა და დოკუმენტთა გადაცემა 1. გადასაცემი პირისათვის ჩამორთმეული საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება

გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებებად სისხლის სამართლის საქმეზე, ეგზავნება გადაცემის

მომთხოვნ ორგანოს.

2. მატერიალური ღირებულების მქონე საგნებისა და დოკუმენტების გაგზავნა, თუ ისინი არ

ეკუთვნის გადასაცემ პირს, უნდა მოხდეს მათი შენახვისა და მესაკუთრისათვის დაბრუნების

გარანტიის მიღების შემდეგ. გარანტიას იძლევა ორგანო, რომელიც მოითხოვს პირის გადაცემას.

კერძო ნაწილი

კარი მეექვსე

წინასწარი გამოძიების წარმოების ზოგადი დებულებანი

თავი XXXIII

სისხლის სამართლის საქმის აღძვრა

მუხლი 261. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოვალეობა 1. დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში მოკვლევის ორგანო პროკურორის

თანხმობით , გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი

არიან აღძრან სისხლის სამართლის საქმე.

2. მოსამართლეს უფლება აქვს აღძრას კერძო ბრალდების საქმე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

104

მუხლი 262. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის აქტის მნიშვნელობა 1. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა

უნდა ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებანი დანაშაულის გასახსნელად ან ბრალდებულის

უდანაშაულობის დასადგენად.

2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე არ შეიძლება არც ერთი საგამოძიებო მოქმედების

ჩატარება, ჩხრეკის, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების გარდა.

მუხლი 263. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ 1. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ,

რომლებიც მომკვლევს, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს

მოქალაქემ, თანამდებობის პირმა, დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, საწარმომ, ოპერატიულ-

სამძებრო ორგანომ, ბრალის აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე უშუალოდ სამართალწარმოების ორგანოს

მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ორგანოს

წარმომადგენელი დანაშაულის თვითმხილველი ან დაზარალებულია, ასევე სისხლის

სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლენილი ცნობები.

2. ანონიმური ცნობები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბს არ წარმოადგენს. ასეთი

ცნობები შეიძლება გადამოწმდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების გზით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 264. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია 263-ე მუხლში აღნიშნული წყაროებიდან

მიღებული ფაქტობრივი მონაცემები დანაშაულის ნიშნების შესახებ.

მუხლი 265. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების განხილვის წესი 1. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.

2. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და

განცხადების მიმღები თანამდებობის პირი.

3. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ

დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

4. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება. თუ პირი

დაკავებულია, მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმება და სისხლის

სამართლის საქმის აღძვრა ხდება პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მისი

მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა. დანარჩენ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმის

აღძვრას შეიძლება წინ უძღოდეს მიღებული ცნობების შემოწმება, რაც 20 დღეზე მეტ ხანს არ

შეიძლება გაგრძელდეს.

5. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმება ხდება არასაპროცესო მეთოდებით

(ახსნა-განმარტებების მიღების, დოკუმენტების გამოთხოვის გზით). შემოწმებისას პირს არ

აფრთხილებენ ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის ან ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის

თქმისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. შემოწმებისას მიღებული მასალები არ შეიძლება

გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად, თუ მათი დამაგრება და გამოკვლევა ამ კოდექსით

გათვალისწინებული წესებით არ მომხდარა. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 266. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმების საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ერთ-

ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ;

ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;

105

გ) საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მასალების გადაგზავნის შესახებ.

მუხლი 267. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა 1. თუ არსებობს 263-264-ე მუხლებში აღნიშნული საბაბი და საფუძველი სისხლის სამართლის

საქმის აღსაძრავად, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს პირი,

რომელმაც საქმე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო.

2. დადგენილებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის

საბაბი და საფუძველი, ფაქტი, რომლის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სისხლის

სამართლის კოდექსის ის მუხლი ან მუხლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც აღიძრა სისხლის

სამართლის საქმე.

3. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ

ეგზავნება პროკურორსა და დანაშაულის შემტყობინებელ პირს.

4. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფისას, როცა არსებობს ცნობები იმ დანაშაულის ჩადენის

შესახებ, რომელიც არ არის დაკავშირებული ძირითად საქმესთან, დადგენილებაში საქმის

გამოყოფის შესახებ მითითებული უნდა იყოს, რომ საქმე აღიძრა ახალი პირის მიმართ ან ახალი

ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის დანარჩენ

შემთხვევებში იგი უკვე აღძრულად ითვლება.

5. თუ სასამართლო განხილვისას აღმოჩნდება ახალი ბრალდების ან ახალი პირის

ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, ამასთან, არ არსებობს საფუძველი საქმის

დამატებითი გამოძიებისათვის დასაბრუნებლად, სასამართლო, სისხლის სამართლის საქმის

აღუძვრელად, გამოყოფილ მასალებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის

გადასაწყვეტად და გამოძიების ჩასატარებლად უგზავნის პროკურორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 268. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმა 1. თუ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობები არ დადასტურდა, ან თუ არსებობს 28-ე მუხლით

გათვალისწინებული საქმის წარმოების გამომრიცხავი საფუძვლები, სისხლის

სამართალწარმოების ორგანოს გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე

უარის თქმის შესახებ.

2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ასლი

დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორსა და დანაშაულის შემტყობინებელ პირს.

მუხლი 269. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გასაჩივრება

დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლის

მიღებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან, ხოლო დადგენილება

სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 15 დღეში შეიძლება გასაჩივრდეს

პროკურორთან ან სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

თავი XXXIV

წინასწარი გამოძიების ჩატარების პირობები

მუხლი 270. წინასწარი გამოძიების სახეები 1. მოკვლევა არის წინასწარი გამოძიების თავდაპირველი ეტაპი. მოკვლევის მასალები

გამომძიებელს უნდა გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან არა უგვიანეს 7 დღისა,

ხოლო ეჭვმიტანილი პირის დაკავებისას – დაკავების ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 24

საათისა, პროკურორს კი – მის მიერ მითითებულ ნებისმიერ ვადაში.

2. წინასწარი გამოძიება, რომელსაც გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს, სავალდებულოა

ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძო ბრალდების საქმეთა გარდა.

106

3. კერძო ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ტარდება დაზარალებულის ან

განსასჯელის მოთხოვნით, პროკურორის წინადადებით, თუ მხარეები არ არიან ამის

წინააღმდეგი, და მოსამართლის ინიციატივით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 271. წინასწარი გამოძიების ვადა 1. წინასწარი გამოძიება უნდა დამთავრდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან არა

უგვიანეს 3 თვეში.

2. წინასწარი გამოძიება დამთავრებულად ითვლება იმ დღეს, როდესაც პროკურორი

სასამართლოში საქმეს გზავნის საბრალდებო დასკვნით ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი

ღონისძიების გამოყენების შესახებ დადგენილებით, ანდა როცა გამოაქვს დადგენილება საქმის

შეწყვეტის თაობაზე.

3. წინასწარი გამოძიების ვადაში არ შედის:

ა) წინასწარი გამოძიების შეჩერების დრო;

ბ) დრო დამატებითი გამოძიებისათვის სასამართლოს მიერ საქმის დაბრუნებიდან მის

მიღებამდე;

გ) ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ საქმის მასალების გაცნობის დრო.

4. ამ მუხლით დადგენილი წინასწარი გამოძიების ვადა შეიძლება გააგრძელონ:

ა) რაიონის, ქალაქის, რეგიონულმა სამხედრო, რეგიონულმა ტრასპორტის,

სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურორებმა – 4 თვემდე;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს ტრასპორტის, ქ.

თბილისის, საოლქო პროკურორებმა და საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის

მოადგილემ – 8 თვემდე;

გ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ –12 თვემდე;

დ) საქართველოს გენერალურმა პროკურორმა – 12 თვეზე მეტი ვადით.

5. დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, აგრეთვე შეჩერებული ან შეწყვეტილი

საქმის განახლების შემთხვევაში დამატებითი გამოძიების ვადას ერთი თვის ფარგლებში ადგენს

პროკურორი. ვადის შემდგომი გაგრძელება ხდება საერთო საფუძველზე, იმ ვადის

გათვალისწინებით, რომელიც წინ უძღოდა საქმის სასამართლოში გადაცემას, შეჩერებას ან

შეწყვეტას.

6. ვადის გაგრძელების შუამდგომლობას გამომძიებელი წარუდგენს შესაბამის პროკურორს

გამოძიების ვადის გასვლამდე არანაკლებ 5 დღით ადრე. პროკურორი აკმაყოფილებს

შუამდგომლობას ან იძლევა მითითებას წინასწარი გამოძიების დამთავრების ან სასამართლოში

საქმის გაგზავნის თაობაზე, ანდა გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის

შესახებ. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 272. დამსწრეთა მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში 1. ამოღება, ჩხრეკა, დათვალიერება, შემოწმება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ჩვენების

ადგილზე შემოწმება, ამოსაცნობად წარდგენა, ნიმუშის მიღება საექსპერტო კვლევისათვის,

გვამის ექსჰუმაცია წინასწარი გამოძიების დროს ხდება არანაკლებ ორი დამსწრის

მონაწილეობით.

2. თუ ერთ საგამოძიებო მოქმედებას ატარებს რამდენიმე გამომძიებელი ან გამომძიებელი და –

მისი ხელმძღვანელობით – მომკვლევნი, რომლებიც მოქმედებენ ერთდროულად სხვადასხვა

შენობაში ან ერთმანეთისაგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, თითოეულ გამომძიებელსა

და მომკვლევთან მუდამ უნდა იყოს არანაკლებ ორი დამსწრისა.

3. დამსწრეებს იწვევენ აგრეთვე მოქალაქის მიერ მომკვლევისა თუ გამომძიებლის კანონიერი

მოთხოვნებისა და წინადადებების შესრულებაზე უარის თქმის, წინააღმდეგობის გაწევის ან სხვა

არამართლზომიერ ქმედებათა დასადასტურებლად. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

107

მუხლი 273. შეტყობინება დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ

1. პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის

შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ატყობინებს ამ პირებს ან მათს წარმომადგენლებს და

გადასცემს ან უგზავნის მათ სათანადო დადგენილების ასლს. დადგენილებაში ჩამოთვლილი

უნდა იყოს დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი

წარმომადგენლების საპროცესო უფლება-მოვალეობები.

2. დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი

წარმომადგენლების თხოვნით, გამომძიებელი განუმარტავს მათს უფლება-მოვალეობებს, რის

შესახებაც აკეთებს აღნიშვნას დადგენილებაზე.

მუხლი 274. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა 1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ არ გამჟღავნდეს

მონაცემები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და მისი შედეგების, ჩვენებათა შინაარსის,

მთლიანად საქმის ან მისი გარკვეული ნაწილის შინაარსის თაობაზე, აგრეთვე მონაცემები

ექსპერტთა დასკვნის შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს

ჩამოართვან ხელწერილი-ვალდებულება, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში

არსებული ცნობები, და გააფრთხილონ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

2. სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ შეიძლება

დაეკისროთ ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს.

3. დამცველის ვალდებულება სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის

შესახებ არ ვრცელდება მის საუბარზე ბრალდებულთან ან ეჭვმიტანილთან.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება შეუძლია განახორციელოს

სასამართლომ, თუ საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 275. გამომძიებელთა ჯგუფისათვის წინასწარი გამოძიების დავალება პროკურორს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს შეუძლიათ განსაკუთრებით რთული ან

უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება დაავალონ გამომძიებელთა მუდმივ ან

სპეციალურად შექმნილ ჯგუფს, რის შესახებაც გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება,

რომელშიც აღინიშნებიან ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები. თუ გადაწყვეტილებები

გამომძიებელთა ჯგუფისათვის წინასწარი გამოძიების დავალებისა და სისხლის სამართლის

საქმის აღძვრის შესახებ მიღებულია ერთდროულად, ორივე გადაწყვეტილება უნდა აისახოს ერთ

დადგენილებაში. ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის ან ხელმძღვანელის შეცვლის

შესახებ გამოიტანება შესაბამისი დადგენილება.

მუხლი 276. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი 1. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი საქმეს იღებს თავის წარმოებაში და პასუხს აგებს

წინასწარი გამოძიების საერთო მიმართულებასა და საბოლოო შედეგებზე, აგრეთვე სისხლის

სამართლის პროცესის ამ სტადიაზე შესრულებული თითოეული მოქმედებისა და

გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე.

2. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს სამუშაოს გამომძიებლებს შორის, თითოეულ მათგანს განუსაზღვრავს

გამოძიების უბანს ან მიმართულებას, ავალებს ცალკეული საგამოძიებო მოქმედების

შესრულებას, ადგენს მათი ჩატარების ვადებს;

ბ) მონაწილეობს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებაში;

გ) გამოაქვს დადგენილება გამოძიებისას წამოჭრილი საკითხების გადასაწყვეტად, მათ შორის,

ბრალდებულად პირის პასუხისგებაში მიცემის, მთლიანად საქმის ანდა მისი გარკვეული

ნაწილის შესაწყვეტად სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

108

დ) უზრუნველყოფს საგამოძიებო ორგანოს უფროსისა და პროკურორის მითითებათა

შესრულებას, ხოლო 58-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმეს

წარუდგენს ზემდგომ პროკურორს თავისი საწინააღმდეგო მოსაზრებებით;

ე) აძლევს დავალებასა და მითითებას მოკვლევის ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო

ღონისძიების ან საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, აგრეთვე მოითხოვს დაეხმარონ

გამომძიებელს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 277. ჯგუფის წევრები 1. საგამოძიებო ჯგუფის წევრები ასრულებენ ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებას,

მითითებას, რომელთა შესრულებასაც ატყობინებენ ხელმძღვანელს.

2. თუ ჯგუფის წევრს ჯგუფის ხელმძღვანელის დავალება, მითითება უკანონოდ და

დაუსაბუთებლად მიაჩნია, იგი მას აცნობებს თავის საწინააღმდეგო მოსაზრებას. ჯგუფის

ხელმძღვანელი აუქმებს დავალებას ან მითითებას, ანდა მას შესასრულებლად გადასცემს სხვა

გამომძიებელს ან თვითონ ასრულებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას. თუ ჯგუფის წევრი არ

ეთანხმება ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, იგი თავის მოსაზრებას აცნობებს

პროკურორს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

მუხლი 278. რამდენიმე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედების შესრულება თუ დათვალიერების, ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების

მონაწილენი ერთდროულად სხვადასხვა შენობაში უნდა იყვნენ, ან ერთმანეთისაგან დიდი

მანძილით უნდა იყვნენ დაშორებულნი, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება განახორციელოს

რამდენიმე გამომძიებელმა ან გამომძიებელმა და მომკვლევმა. ამასთან, ერთ-ერთი გამომძიებელი

ხელმძღვანელობს დანარჩენ გამომძიებელთა და მომკვლევთა საქმიანობას.

მუხლი 279. გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. გამომძიებლის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა გამო საჩივრები წარედგინება

საგამოძიებო ორგანოს უფროსს, ან – შესაბამის პროკურორს.

2. პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან ან

სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

მუხლი 280. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენა 1. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენისას მომკვლევი, გამომძიებელი ან

პროკურორი შესაბამისი ორგანიზაციის თანამდებობის პირს უგზავნის წარდგინებას ამ

გარემოებათა გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.

2. წარდგინების განხილვა სავალდებულოა. განხილვის შედეგი ერთი თვის ვადაში უნდა

ეცნობოს წარდგინების ავტორს.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იწვევს

დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 20 მინიმალურ ოდენობამდე. ამ საკითხზე პროკურორის

მიერ შეტანილი შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 210-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

თავი XXXV

ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა, ბრალდების წაყენება და შეცვლა, ბრალდებაზე

უარი

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 281. ბრალდების წაყენების საფუძვლები ბრალდების წაყენების საფუძველია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც

საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული.

109

მუხლი 282. დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 1. ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს, პროკურორს გამოაქვთ დასაბუთებული

დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში

აღინიშნება:

ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის

ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული

შედეგის მითითებით;

გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ

აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;

დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და, ქვეპუნქტი, რომლითაც

გათვალისწინებულია ეს დანაშაული.

2. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მუხლის ნაწილით ან ქვეპუნქტით

გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა იყოს

მითითებული თითოეული ამ დანაშაულის კვალიფიკაცია.

3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ პირის

ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

4. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს

კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის

ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის

თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით

პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს

გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში

მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი

ორგანოების დეპუტატების, ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის, ავტონომიური

რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში

მისაცემად აუცილებელია შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების

უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების თანხმობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 283. მოქმედება, რომელიც წინ უძღვის ბრალდების წაყენებას 1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ

გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს.

ბრალდება წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო

დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი

მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ

ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება პირის

ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და დაიკითხოს

ბრალდებულის სახით.

2. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ბრალდების წაყენების დროს უზრუნველყოს

დამცველის მონაწილეობა – ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა

საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს

დადგენილება მისი მოყვანის შესახებ, ხოლო თუ იგი დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან

პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის

სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის

დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა.

110

4. თუ პირი დაკავებული ან დაპატიმრებულია, გამომძიებელი ან პროკურორი განკარგულებას

აძლევს თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციას ბრალდების წასაყენებლად

გარკვეულ ადგილას და გარკვეულ დროს პირის მოყვანის თაობაზე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 284. ბრალდების წაყენება 1. გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდების წასაყენებლად გამოძახებულ პირსა და მის

დამცველს გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

გამომძიებელი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს.

გამოძახებული პირი და დამცველი წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი გაეცნენ

დადგენილებას. დადგენილების ასლს ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით

გამომძიებელი ან პროკურორი გადასცემს ბრალდებულსა და დამცველს. გარდა ამისა,

გამომძიებელი ან პროკურორი, დამცველის მონაწილეობით, ბრალდებულს განუმარტავს მის

უფლება-მოვალეობებს.

2. ბრალდების წაყენების შემდეგ პირველ დაკითხვამდე ბრალდებულს აქვს თავის

დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება. თუ ბრალდებული დაკავებულია, დამცველთან

კონსულტაციისათვის პირისპირ შეხვედრის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს.

3. დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი დაუყოვნებლივ

დაკითხავს ბრალდებულს წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით. დაკითხვაში

მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო

არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ

პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე,

თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა

დაკითხვაში სავალდებულოა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 285. ბრალდების შეცვლა და უარი ბრალდებაზე 1. წინასწარი გამოძიებისას წაყენებული ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების

შემთხვევაში გამომძიებელს 283-284-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გამოაქვს

ახალი დადგენილება პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის

შესახებ.

2. გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულისათვის

წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება

დასამტკიცებლად ეგზავნება პროკურორს.

3. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების პირი გადაეცემა

ბრალდებულსა და დამცველს.

4. ბრალდების შეცვლის, შევსებისა და მასზე უარის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად

პროკურორს უფლება აქვს წინასწარი გამოძიების ნებისმიერ მომენტში მოსთხოვოს

გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმე არა უმეტეს 3 დღის ვადით.

კარი მეშვიდე

საგამოძიებო მოქმედება

თავი XXXVI

ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

მუხლი 286. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო წესები 1. გამომძიებელი ამოწმებს კანონით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩაბმულ

მონაწილეებს, რომელთაც განუმარტავს მათს უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე

საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს.

111

2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ღამით დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი

აუცილებლობისა.

3. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის კვალისა და

ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური

საშუალებები და მეთოდები.

4. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაუშვებელია ძალის, მუქარის, შანტაჟის,

მოტყუებისა და სხვა უკანონო ხერხების გამოყენება, ასევე დაუშვებელია ამ მოქმედებაში

მონაწილე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა.

მუხლი 287. საგამოძიებო მოქმედების ოქმი 1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ან უშუალოდ

მისი დამთავრების შემდეგ.

2. ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით, დაიბეჭდოს მანქანაზე ან დამზადდეს კომპიუტერით ან

სხვა ტექნიკური საშუალებით. ოქმის სისრულისათვის შეიძლება სტენოგრაფიის, ფოტო- და

კინოგადაღების, ვიდეო- და აუდიოჩაწერის გამოყენება. სტენოგრაფიული ჩანაწერი საქმეს არ

დაერთვის, ხოლო ფოტო- და კინოგადაღების,- ვიდეო- და აუდიოჩაწერის მასალები ინახება

საქმეში.

3. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი,

მისი დაწყებისა და დამთავრების დრო, ჩატარების პირობები, იმ პირის თანამდებობა და გვარი,

რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელი და

გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევებში – მათი მისამართიც; ოქმში ჩამოყალიბებული უნდა

იყოს გამომძიებლის მოქმედების თანამიმდევრობა, გამოვლენილი მტკიცებულებები და

საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე

პირთა განცხადებები.

4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ფოტო- და კინოგადაღება,

აუდიო- და ვიდეოჩაწერა, ან დამზადდა კვალის ანაბეჭდები და ტვიფრები, შედგა ნახაზები და

სქემები, უნდა აღინიშნოს აგრეთვე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას

გამოყენებული სხვა ტექნიკური საშუალებებიც, მათი გამოყენების პირობები და წესი, ობიექტები,

რომელთა მიმართაც გამოიყენეს ეს საშუალებები და მიღებული შედეგები. ოქმში, გარდა ამისა,

უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინეს

საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირებს.

5. ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა

განემარტოთ, რომ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც ოქმში აისახება. ოქმში

შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს მათი

ხელმოწერით.

6. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი, რომელმაც ოქმი შეადგინა, დაკითხული პირი,

თარჯიმანი, სპეციალისტი, დამსწრე და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე ყველა

სხვა პირი.

7. ოქმს დაერთვის ფოტონეგატივი და სურათი, კინოფირი, დიაპოზიტივი, დაკითხვის

ფონოგრამა, ვიდეოჩანაწერის კასეტა, ნახაზი, გეგმა, სქემა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას

დამზადებული კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი.

მუხლი 288. საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე უარის ან ხელმოწერის შეუძლებლობის ფაქტის დადასტურება

1. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, მოწმე ან სხვა პირი უარს ამბობს საგამოძიებო

მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რასაც ხელმოწერით

ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი.

2. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს უარის

მიზეზი და ეს უნდა აღინიშნოს ოქმში.

112

3. თუ ბრალდებულმა ან სხვა პირმა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი არ მოაწერა, ეს

ეცნობება პროკურორს. იგი ვალდებულია დაადგინოს ოქმის ხელის მოწერაზე უარის მიზეზი და

მონაწილეობა მიიღოს შემდგომ დაკითხვაში.

4. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ფიზიკური ნაკლის ან

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ხელი მოაწეროს ოქმს,

გამომძიებელი იწვევს გარეშე პირს, რომელიც დასაკითხი პირის თანხმობით ამოწმებს და

ხელმოწერით ადასტურებს მისი ჩვენების ჩანაწერის სისწორეს. ოქმს ხელს აწერს გამომძიებელი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 289. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთათვის უფლებების განმარტებისა და უზრუნველყოფის სავალდებულოობა

გამომძიებელი ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალქო

მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე საგამოძიებო

მოქმედების ჩატარების მონაწილე სხვა პირებს განუმარტოს მათი უფლებები და უზრუნველყოს

ამ უფლებათა განხორციელების შესაძლებლობა. ამავე დროს მათ უნდა განუმარტონ, თუ რა

მოვალეობა ეკისრებათ და რა შედეგი მოსდევს ამ მოვალეობათა შეუსრულებლობას.

ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო

მოპასუხეს გადაეცემათ მათი უფლება-მოვალეობების წერილობითი ნუსხა.

მუხლი 290. მოსამართლის ბრძანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება 1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის, მიმოწერის,

პირადი ჩანაწერის, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა შეტყობინებების საიდუმლოების

შეზღუდვასთან, ტარდება მოსამართლის ბრძანებით.

2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ

შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც მომკვლევის, გამომძიებლის,

პროკურორის დადგენილებით, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო

ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ხოლო 48-ე მუხლის მე-4

ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, უნდა ეცნობოს 24 საათის განმავლობაში და

გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებენ საგამოძიებო

მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს

24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია

განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა და საცხოვრებელი

ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩაატარა

მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს

დადგენილება:

ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის ამ მოქმედებით მიღებულ

მტკიცებულებათა დაუშვებლობის და აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

3. ამოღება, ჩხრეკა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება საცხოვრებელ ბინაში ან სხვა

მფლობელობაში, მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე,

გადაუდებელ შემთხვევებში, შეიძლება ჩატარდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც.

აღნიშნულის შესახებ მოკვლევის ორგანოს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება. მათი

ჩატარების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ პროკურორს, რომელიც გაეცნობა

მოკვლევის ორგანოს დადგენილებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ოქმებს,

მიღებულ ფაქტობრივ მონაცემებს. პროკურორი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში

აღნიშნულის შესახებ აცნობოს იმ მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც

ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, და წარუდგინოს მასალები, რომლებიც

ასაბუთებენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას სისხლის სამართლის საქმის

აღძვრამდე. მოსამართლე, პროკურორის შუამდგომლობის შემოსვლიდან არა უგვიანეს 24

113

საათისა, მისი მონაწილეობით ამოწმებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას.

მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს მოკვლევის ორგანოს ის

წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის

აღძვრამდე. მოსამართლე, პროკურორის შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლეს 293-

ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით გამოაქვს დადგენილება:

ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად

ცნობის შესახებ;

ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ

ცნობის, აღნიშნული მოქმედებით მიღებული შედეგების გაუქმების შესახებ.

4. გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც: არსებობს დანაშაულის კვალისა და ნივთიერი

მტკიცებულების მოსპობისა და დაკარგვის რეალური საშიშროება, პირს დანაშაულის ფაქტზე

წაასწრებენ, საქმისათვის საჭირო საგნები და დოკუმენტები აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო

მოქმედების ჩატარებისას (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი,

შემოწმება) ან შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორი

წყვეტს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“

ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლის მიერ დადგენილების გამოტანიდან

არა უგვიანეს 24 საათისა გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის

თქმის შესახებ.

6. მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის

შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს მოსამართლის ბრძანება პირის იძულებით შემოწმების,

მოყვანის, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ.

7. ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო სხდომის

ოქმი არ დგება, ხოლო მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

მუხლი 291. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ

1. სასამართლოში წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა

საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ.

2. მომკვლევის შუამდგომლობა მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ პროკურორის მიერ

სანქციონირებული უნდა იყოს.

3. შუამდგომლობაში მოყვანილი უნდა იყოს მონაცემები დანაშაულის შესახებ, რომლის გამოც

დასახულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რა მონაცემები უნდა მიიღონ ასეთი

მოქმედების შედეგად, მისი ჩატარების ვადა, ადგილი, უშუალო შემსრულებელი, აგრეთვე

სასამართლოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებისათვის საჭირო სხვა მონაცემები

და, თუ ყოველივე ეს საკმარისი არ არის, მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს მათი შევსება.

მუხლი 292. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი 1. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს

მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით

გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2. პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ სასამართლო განხილვის დაწყებამდე უკან

გაითხოვონ შუამდგომლობა.

3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირები, რომელთა ჩვენებები

ასაბუთებენ ან უარყოფენ შუამდგომლობას, გამოითხოვოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის

შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები.

114

4. ჩხრეკის, ამოღების, ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების შესახებ შუამდგომლობა

მოსამართლემ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

5. მოსამართლე დანიშნულ დროს ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რომელი

შუამდგომლობა განიხილება, ამოწმებს პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებას.

6. პროკურორი და გამომძიებელი შუამდგომლობას ასაბუთებენ ზეპირად და უპასუხებენ

მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს.

7. თუ სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე

მისი დამცველი და წარმომადგენელი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და

ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

8. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების დამთავრებისთანავე მოსამართლე

თავისი ბრძანებით ნებას რთავს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ანდა გამოაქვს

დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 293. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ 1. მოსამართლის ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი და ადგილი,

მოსამართლის გვარი, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა,

განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმის ზუსტი მითითებით, თუ რა

არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება იგი, ბრძანების მოქმედების ვადა, თანამდებობის პირი ან

ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება, მოსამართლის ხელმოწერა, დამოწმებული

სასამართლოს ბეჭდით.

2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გაცემული

ბრძანება და გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი XXXVII

დაკითხვა და დაპირისპირება

მუხლი 294. დაკითხვის ადგილი მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს მომკვლევი ან

გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას.

მუხლი 295. გამოძახება დაკითხვაზე 1. მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს

მომკვლევთან, გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით

ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით,

რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით.

2. გამოძახების შესახებ უწყებასა თუ სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და

რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი,

აგრეთვე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.

3. უწყების (შეტყობინების) ხელზე მიღება გამოძახებულმა ხელის მოწერით უნდა

დაადასტუროს. თუ გამოძახებული ადგილზე არ იმყოფება, უწყება (შეტყობინება) მისთვის

გადასაცემად ხელმოწერით უნდა ჩაჰბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ადგილობრივი

მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს.

4. პირებს, რომლებიც საგამოძიებო ან დროებითი ყოფნის იზოლატორში,

მიმღებგამანაწილებელში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ან აღმზრდელობით

კოლონიაში იმყოფებიან, იძახებენ ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციის მეშვეობით.

115

მუხლი 296. დასაკითხის პიროვნების დადგენა მომკვლევმა ან გამომძიებელმა დაკითხვის წინ დასაკითხს უნდა გამოჰკითხოს სახელი და

გვარი, დაბადების დრო (წელი, თვე, რიცხვი) და ადგილი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი,

თანამდებობა, სარგებლობს თუ არა იმუნიტეტით, არის თუ არა ნასამართლები, და ეს მონაცემები

შეუდაროს დასაკითხის პირად დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს ან სხვაგვარად დარწმუნდეს

მის ვინაობაში.

მუხლი 297. ენა, რომელზედაც ტარდება დაკითხვა დამკითხავმა უნდა დაადგინოს, იცის თუ არა დასაკითხმა სამართალწარმოების ენა, ან რომელ

ენაზე შეუძლია და სურს ჩვენებების მიცემა. მე-100 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში

იძახებენ თარჯიმანს, რომლის მოსვლამდეც დაკითხვა უნდა გადაიდოს.

მუხლი 298. საქმის გარემოებათა შესახებ თავისუფალი თხრობა და კითხვების დასმა 1. დასაკითხ პირს უნდა განემარტოს, რა საქმეზეა გამოძახებული, და წინადადება მიეცეს

მოჰყვეს, რა იცის საქმის გარემოებათა შესახებ. თავისუფალი თხრობის შეწყვეტა დაუშვებელია,

მაგრამ, თუ დასაკითხი ლაპარაკობს გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს,

მომკვლევს ან გამომძიებელს შეუძლია მისი შეჩერება.

2. თავისუფალი თხრობის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების

მიზნით შეიძლება დაუსვან კითხვები.

მუხლი 299. მისახვედრი კითხვების დასმის დაუშვებლობა მისახვედრია კითხვები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მიანიშნებენ მოსალოდნელ

პასუხს. მისახვედრი კითხვების დასმა დაუშვებელია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 300. დასაკითხის მიერ დოკუმენტებისა და სხვა ჩანაწერების გამოყენება 1. დაკითხვის დროს დასაკითხ პირს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ან საქმეზე

დართული დოკუმენტები, ანდა სხვა ჩანაწერები.

2. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ

დოკუმენტები და სხვა ჩანაწერები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ დაკითხვისას, ხოლო

შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ ან დაურთონ საქმეს.

მუხლი 301. დასაკითხისათვის საგნებისა და დოკუმენტების წარდგენა 1. დაკითხვისას მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს შეუძლიათ

დასაკითხს წარუდგინონ საქმეზე დართული საგნები და დოკუმენტები.

2. დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს, რა საგანი ან დოკუმენტი წარედგინა დასაკითხს, მათი

აღწერილობა, რა კითხვები ახლდა წარდგენას და რა განმარტება მისცა ამასთან დაკავშირებით

დასაკითხმა.

მუხლი 302. დაკითხვის ხანგრძლივობა დაკითხვა 4 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. დაშვებულია დღის განმავლობაში პირის

რამდენჯერმე დაკითხვა დასასვენებლად არანაკლებ ერთსაათიანი პაუზებით. ამასთან,

დაკითხვის საერთო ხანგრძლივობა დღის განმავლობაში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

მუხლი 303. დაკითხვის მიმდინარეობისა და შედეგების დაფიქსირება 1. დაკითხვის მიმდინარეობა და შედეგები ფიქსირდება დაკითხვის ოქმში.

2. დაკითხვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე აუდიო-, ვიდეოჩაწერა,

კინოგადაღება.

3. ჩვენება ოქმში უნდა ჩაიწეროს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. კითხვა-

პასუხი ფიქსირდება ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც დაკითხვისას. ოქმში შეტანილ უნდა

იქნეს ის შეკითხვაც, რომელიც განარიდა მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა, აგრეთვე

კითხვა, რომლის პასუხის გაცემაზედაც უარი თქვა დასაკითხმა.

116

4. ოქმში თანამიმდევრულად უნდა დაფიქსირდეს დაკითხვისას ჩატარებული ყველა

მოქმედება. თუ დაკითხვისას მიმდინარეობდა აუდიო-, ვიდეოჩაწერა, კინოგადაღება, მაშინ

ფონოგრამა, ვიდეოგრამა, გადაღებული ფირი ოქმს თან უნდა ერთვოდეს.

5. დაკითხვის დამთავრებისთანავე ოქმი წასაკითხად წარედგინება დაკითხულს, ან მისი

თხოვნით ოქმს წაუკითხავს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი.

6. დაკითხულის მოთხოვნა ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანის თაობაზე

აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

7. დასაკითხს უფლება აქვს თვითონ დაწეროს ჩვენება.

8. ოქმის წაკითხვის შემდეგ დასაკითხი ხელმოწერით ადასტურებს ჩვენების ჩანაწერის

სისწორეს, ხელს აწერს ოქმის ბოლოს, ხოლო თუ ჩვენება რამდენიმე გვერდზეა, ხელს აწერს

თითოეულ გვერდს.

9. თუ დაკითხვაში მონაწილეობს თარჯიმანი, იგი ზეპირად უთარგმნის დასაკითხს მისი

ჩვენების ჩანაწერს, ხოლო წერილობით – მისი ხელით დაწერილ ჩვენებას. თარჯიმანი ხელს აწერს

ჩვენების ჩანაწერს ოქმის ბოლოს და მის თითოეულ გვერდს ცალ-ცალკე, აგრეთვე დასაკითხის

ხელით დაწერილი ჩვენების თარგმანს.

მუხლი 304. ხმის ჩაწერის გამოყენება დაკითხვისას 1. ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, მოწმის ან დაზარალებულის დაკითხვისას შეიძლება ხმის

ჩაწერა.

2. გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას ხმის ჩაწერის შესახებ და ამის თაობაზე დასაკითხს

აცნობებს დაკითხვის დაწყებამდე. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან დამცველის ხმის ჩაწერა არ

შეიძლება, თუ ისინი ამის წინააღმდეგნი არიან.

3. ხმის ჩანაწერი უნდა ასახავდეს დაკითხვის მთელ მიმდინარეობას. დაკითხვის ნაწილის

ჩაწერა, აგრეთვე იმავე დაკითხვისას მიცემული ჩვენების გამეორება სპეციალურად ჩაწერისათვის

დაუშვებელია.

4. დაკითხვის დამთავრებისთანავე ხმის ჩანაწერი მთლიანად უნდა მოასმენინონ დასაკითხს

და ჰკითხონ, სურს თუ არა რაიმე დაუმატოს ან დააზუსტოს და ადასტურებს თუ არა ჩანაწერის

სისწორეს. ხმის ჩაწერის შემდეგ დასაკითხის დამატებითი ჩვენებაც ფირზე იწერება.

მუხლი 305. მოწმის დაკითხვა 1. მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს

საქმისათვის, აგრეთვე ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის ვინაობის

დასადგენად.

2. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთან, გამომძიებელი იღებს

ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს არ ჰქონდეთ ურთიერთობა დაკითხვის

დამთავრებამდე.

3. დაკითხვამდე გამომძიებელმა უნდა დაადგინოს მოწმის ვინაობა, აუხსნას, რა საქმეზეა

გამოძახებული, და გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან

დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ

ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მოწმეს უნდა

განუმარტონ, რომ იგი ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო

ნათესავების მამხილებელი ჩვენება. გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს მოწმის დამოკიდებულება

ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის მიმართ.

4. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწმეს უნდა შესთავაზონ თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმის

შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება მას დაუსვან კითხვები.

5. მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ

აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

117

მუხლი 306. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა 1. არასრულწლოვანი მოწმე შეიძლება დაიკითხოს ასაკის მიუხედავად, იმ პირობით, თუ მას

შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით წარმოადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე

ცნობები.

2. 16 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა ტარდება პედაგოგის ან არასრულწლოვნის კანონიერი

წარმომადგენლის დასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის

ან მისი არ არსებობისას მეურვის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

3. დაკითხვის დაწყებამდე ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირებს უნდა განემარტოთ,

რომ უფლება აქვთ დაესწრონ დაკითხვას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და, გამომძიებლის

ნებართვით, დასვან შეკითხვები. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვები, რომლებიც

საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ ისინი ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

4. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე,

მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 307. ყრუ-მუნჯი და მძიმედ დაავადებული მოწმის დაკითხვა 1. ყრუ-მუნჯი მოწმის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის

ნიშნებს და შეუძლია მისთვის იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება. დაკითხვაში ასეთი პირის

მონაწილეობა ოქმში უნდა აისახოს.

2. მძიმე ავადმყოფი მოწმის დაკითხვა ყველა შემთხვევაში ტარდება ექიმის წერილობითი

ნებართვით, ხოლო თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი – მისი თანდასწრებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 308. მოწმის დაკითხვის ოქმი 1. მოწმის დაკითხვის შესახებ დგება ოქმი. მასში უნდა აისახოს დამკითხველი პირის

თანამდებობა და გვარი, მოწმის სახელი და გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო

ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მისი ურთიერთობა

ეჭვმიტანილთან, ბრალდებულსა თუ დაზარალებულთან. ოქმში უნდა აისახოს, რომ მოწმეს

განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.

2. მოწმის ჩვენება და დასმულ კითხვაზე პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში,

შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.

3. მოწმე ჩვენებას იძლევა იმ ენაზე, რომელიც იცის. თუ მოწმემ არ იცის სამართალწარმოების

ენა, დაკითხვა ხდება თარჯიმნის მონაწილეობით.

4. მოწმეს უფლება აქვს ჩვენება დაწეროს საკუთარი ხელით, რის შემდეგაც მას შეიძლება

დაუსვან კითხვები.

5. დაკითხვის დამთავრებისთანავე მოწმეს უნდა გააცნონ ოქმი; მასში უნდა შეიტანონ

დამატება-შესწორებანი, თუ ასეთები არსებობს.

6. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ მოწმემ და გამომძიებელმა, აგრეთვე დაკითხვაში მონაწილე სხვა

პირებმა. ამასთან, მოწმე ხელს აწერს ოქმის თითოეულ გვერდს.

7. თუ მოწმე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს ამის მიზეზი,

გააკეთოს შესაბამისი მინაწერი დაკითხვის ოქმის ბოლოს და დაამოწმოს ოქმი თავისი

ხელმოწერით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 309. დაზარალებულის დაკითხვა 1. დაზარალებულის დაკითხვა ტარდება მოწმის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.

2. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე ფსიქიკური და ფიზიკური ნაკლის მქონე დაზარალებულის

დაკითხვა ტარდება მისი წარმომადგენლის მონაწილეობით.

118

მუხლი 310. ეჭვმიტანილის დაკითხვა 1. ეჭვმიტანილის დაკითხვა მისი დაკავების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პოლიციის

დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მისი მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს ჩვენება მისცეს დამცველის თანდასწრებით. თუ შეუძლებელია

დამცველის მონაწილეობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა, მომკვლევი, გამომძიებელი,

პროკურორი ვალდებულნი არიან მისი მონაწილეობა უზრუნველყონ და განუმარტონ

დაკავებულს, რომ დამცველის მოსვლამდე უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება.

3. დაკითხვის დაწყებამდე მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა ეჭვმიტანილს უნდა

აცნობონ ეჭვის არსი და განუმარტონ მისი უფლებები.

4. დაკითხვის დაწყებისთანავე ეჭვმიტანილს უნდა შესთავაზონ, რომ მისცეს ჩვენება ეჭვისა და

სხვა გარემოებათა შესახებ, რომელთაც, მისი აზრით, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს

საქმისათვის.

5. ეჭვმიტანილის დაკითხვისას უნდა იხელმძღვანელონ ბრალდებულის დაკითხვისათვის

დადგენილი წესით.

მუხლი 311. ბრალდებულის დაკითხვა 1. ბრალდების წაყენებისა და დამცველთან ბრალდებულის კონსულტაციის შემდეგ იგი უნდა

დაიკითხოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ბრალდებული თავს არიდებს გამოცხადებას, – მისი

მოყვანისთანავე.

2. ბრალდებული უნდა დაიკითხოს დღის საათებში, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა.

3. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წინასწარი გამოძიების ადგილას, ხოლო აუცილებლობის

შემთხვევაში – იქ, სადაც იგი იმყოფება.

4. ბრალდებულის დაკითხვა ტარდება სხვა ბრალდებულთაგან განცალკევებით.

5. ბრალდებულის დაკითხვაზე დასწრების უფლება აქვს დამცველს. ამ კოდექსით

გათვალისწინებულ შემთხვევაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.

6. ბრალდებულის პირველ დაკითხვაში მონაწილეობს პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი

წესით.

7. ყრუ-მუნჯი ბრალდებულის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს

მის ნიშნებს და შეუძლია იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება მისთვის.

8. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წაყენებული ბრალდების არსის მიხედვით, აგრეთვე

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა შესახებ.

9. დაკითხვის დაწყებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს უარი თქვას

ჩვენების მიცემაზე.

10. დაკითხვის დაწყებისთანავე გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს, ცნობს თუ არა

ბრალდებული თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში.

11. ბრალდებულის დუმილი ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

12. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას თავისუფლად უნდა ჩამოაყალიბოს მისთვის ცნობილი

ყველა გარემოება, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვა გამომძიებელმა, პროკურორმა და

დამცველმა. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვა, თუ იგი საქმეს არ ეხება ან

მისახვედრია, მაგრამ კითხვა უნდა დაფიქსირდეს ოქმში.

13. 18 წლამდე ასაკის ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობს პედაგოგი ან კანონიერი

წარმომადგენელი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 312. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი 1. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ყოველი დაკითხვისას გამომძიებელი ადგენს ოქმს,

რომელშიც უნდა აისახოს დაკითხვის ადგილი, დრო, გამომძიებლის გვარი და თანამდებობა,

ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და

დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო და

საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, ინფორმაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა

119

ნასამართლევი, აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე მონაცემები

ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.

2. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ჩვენება, აგრეთვე დასმულ კითხვაზე მათი პასუხი

გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში და შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.

3. დაკითხვის დამთავრებისთანავე გამომძიებელმა ოქმი უნდა გააცნოს ეჭვმიტანილს,

ბრალდებულს, დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს. მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ოქმში

დამატებისა თუ შესწორების შეტანა, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

4. ოქმს ხელს აწერენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, გამომძიებელი, აგრეთვე პროკურორი,

დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, პედაგოგი, თარჯიმანი, თუ ისინი მონაწილეობდნენ

დაკითხვაში. თუ ოქმი რამდენიმე გვერდზეა დაწერილი, ეჭვმიტანილმა და ბრალდებულმა ხელი

უნდა მოაწერონ თითოეულ გვერდს.

მუხლი 313. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ ჩვენების დაწერა ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით დაწერონ

ჩვენება, რაც გამომძიებელმა უნდა აღნიშნოს ოქმში. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის

წერილობითი ჩვენების გაცნობის შემდეგ გამომძიებელს შეუძლია მას კითხვა დაუსვას. კითხვაც

და მიღებული პასუხიც შეტანილ უნდა იქნეს ოქმში.

მუხლი 314. დაპირისპირება 1. გამომძიებელს უფლება აქვს დააპირისპიროს ადრე დაკითხული ორი პირი, თუ მათ

ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა.

2. ბრალდებულს უფლება აქვს დაუპირისპირდეს იმ პირს, რომელიც ამხელს მას დანაშაულის

ჩადენაში.

3. დაპირისპირებამდე უნდა დაზუსტდეს, იცნობენ თუ არა დაკითხული პირები ერთმანეთს

და რა ურთიერთობა აქვთ. მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე

უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის

შესახებ, აგრეთვე უნდა განუმარტონ, რომ მათ უფლება აქვთ არ მისცენ საკუთარი თავისა და

ახლო ნათესავების საწინააღმდეგო ჩვენება.

4. დასაპირისპირებლად გამოძახებულ პირებს რიგრიგობით უნდა ჩამოართვან ჩვენება საქმის

იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა გასარკვევადაც ტარდება დაპირისპირება. ამის შემდეგ

გამომძიებელი მათ უსვამს კითხვებს. გამომძიებლის ნებართვით დაპირისპირებაზე

გამოძახებულ პირებსაც შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვები.

5. დაპირისპირებულთა წინა ჩვენებების გამოცხადება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც

ისინი ჩვენებებს მისცემენ დაპირისპირებისას და მათ შეიტანენ ოქმში.

6. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაპირისპირებას შეიძლება ესწრებოდნენ

დამცველი, პედაგოგი, ექიმი, თარჯიმანი და დასაკითხის კანონიერი წარმომადგენელი.

7. გამომძიებელი ადგენს დაპირისპირების ოქმს და აცნობს მას დაპირისპირების მონაწილეებს.

დაკითხულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანა.

გამომძიებელი დაკითხულ პირებს აცნობს დაპირისპირების ოქმს. ისინი ხელს აწერენ თავიანთ

ჩვენებებს და მთლიანად ოქმს. ოქმს ხელს აწერენ აგრეთვე ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული

პირები, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი XXXVIII

ამოღება და ჩხრეკა

მუხლი 315. ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი 1. ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ და ამოიღონ დანაშაულის იარაღი,

საგანი, რომელსაც დანაშაულის კვალი ატყვია, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი და

ფასეულობა, სხვა საგანი და დოკუმენტი, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად.

2. ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილი პირისა და გვამის აღმოსაჩენად.

120

მუხლი 316. ამოღების საფუძველი მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის

მქონე საგანი და დოკუმენტი, თუ შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს

ვარაუდისათვის, რომ ისინი ინახება გარკვეულ ადგილას, გარკვეულ პირთან და მათი ძებნა არ

არის საჭირო.

მუხლი 317. ჩხრეკის საფუძველი მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ჩაატარონ ჩხრეკა, თუ სისხლის

სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ

გარკვეულ საცხოვრებელ, სასამსახურო, საწარმოო სათავსში, ამა თუ იმ ადგილას ან ამა თუ იმ

პირთან ინახება 315-ე მუხლში აღნიშნული საგანი, დოკუმენტი, და არსებობს მონაცემები, რომ

მათ ნებაყოფლობით არ გასცემენ.

მუხლი 318. შუამდგომლობა ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ

1. თუ არსებობს ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი, მომკვლევმა, გამომძიებელმა ან

პროკურორმა უნდა მიმართოს სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო

48-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი

სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს მოტივირებული

შუამდგომლობით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის თაობაზე

მოსამართლის ბრძანების მისაღებად.

2. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს: სად ან ვისთან უნდა მოხდეს ამოღება ან

ჩხრეკა; იმ საგნისა და დოკუმენტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები, რომლებსაც

მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის და რომელთა ამოღებაც უნდა მოხდეს; მტკიცებულება, რომელიც

ადასტურებს ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას; ბრძანების შესასრულებლად

გამოთხოვილი ვადა; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელსაც ევალება ბრძანების შესრულება.

3. შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმის მასალები მოსამართლეს უნდა წარედგინოს

290-291-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 319. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი მოსამართლე 292-293-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს მომკვლევის,

გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობას ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ და

ბრძანებით იძლევა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვას. ბრძანებაში აღნიშნული

უნდა იყოს აგრეთვე შენობა, რომელშიც ნებადართულია ამოღება ან ჩხრეკა, მოქალაქე, საწარმო,

დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის ეს შენობა, მოქალაქე, რომლის მიმართაც

ნებადართულია პირადი ჩხრეკის ჩატარება, ჩხრეკისა თუ ამოღების დროს აღმოსაჩენი და

ამოსაღები საგანი, დოკუმენტი და მათი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.

მუხლი 320. ამოღება და ჩხრეკა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე

1. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას

ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი გამოვლინდა, სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს განჩინება

(დადგენილება), რომელშიც აღინიშნება 316-317-ე მუხლებში მითითებული მონაცემები, და ამ

საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ავალებს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან

პროკურორს.

2. ამოღების ან ჩხრეკის ოქმს და მათი ჩატარებისას ამოღებულ საგანსა და დოკუმენტს

მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი დაუყოვნებლივ გადასცემენ სასამართლოს.

მუხლი 321. ამოღებისა და ჩხრეკის დამსწრე 1. ამოღებას ან ჩხრეკას ესწრება არანაკლებ ორი დამსწრისა. პირს, რომელთანაც ტარდება

ამოღება ან ჩხრეკა, უფლება აქვს აცილება მისცეს დამსწრეს, თუ საფუძველი აქვს ივარაუდოს,

121

რომ დამსწრე გაახმაურებს მონაცემებს გასაჩხრეკის პირადი ცხოვრების შესახებ ან თავად ჩხრეკის

ფაქტს.

2. ამოღება ან ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობით.

3. ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის

თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ

მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის პატრონი ანდა

ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს

წარმომადგენელი.

4. ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს

მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.

5. პირი, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრე, სპეციალისტი, საწარმოს,

დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი უფლებამოსილია

დაესწროს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება,

რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

მუხლი 322. ამოღებისა და ჩხრეკის ადგილი 1. ამოღება და ჩხრეკა შეიძლება სამსახურებრივ შენობაში, საცხოვრებელ ბინასა და სხვა

მფლობელობაში, სატრანსპორტო საშუალებაში თუ სხვა ადგილას, სადაც შეიძლება იყოს

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი.

2. გასაჩხრეკთან ერთ ბინაში მცხოვრები სხვა პირის ნივთის ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა

დამალა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი.

3. თუ ამოღების ან ჩხრეკის დროს წარმოიშვა იმ შენობისა თუ ადგილის შემოწმების

აუცილებლობა, რომელიც არ არის მითითებული მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო

განჩინებაში (დადგენილებაში), საჭიროა დამატებითი ბრძანების ან განჩინების (დადგენილების)

მიღება ძებნის სფეროს გაფართოების თაობაზე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში

ამოღება ან ჩხრეკა შეიძლება მოსამართლის ბრძანების გარეშეც, მაგრამ შემდგომ მოსამართლეს

უნდა ეცნობოს ამის შესახებ 290-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით დადგენილი წესით.

მუხლი 323. ამოღებისა და ჩხრეკის წესი 1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო

განჩინების (დადგენილების) საფუძველზე მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ

შევიდნენ ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ

დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა

მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.

2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია

ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც

ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ

ერთ-ერთ პირს.

3. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ

გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას

გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.

4. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ

ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა

თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.

5. ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების)

წარდგენის შემდეგ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი წინადადებას იძლევიან

ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება

ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც

მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს

მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.

122

6. ჩხრეკის დაწყების წინ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა

ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა

შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს

ჩხრეკა.

7. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომლებიც აღნიშნულია

სასამართლო ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა

საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან

აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც

აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა უნდა

აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.

8. ყველა მოპოვებული საგანი და დოკუმენტი უნდა წარედგინოს დამსწრეთ, იქ მყოფ სხვა

პირებს, დაწვრილებით აღიწეროს ოქმში და, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და

დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი, აგრეთვე დამსწრეებისა და

იმ პირთა ხელმოწერები, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს. შეფუთული ნივთის შემდგომ გახსნა და

ლუქის ახდა დასაშვებია მხოლოდ დამსწრეთა მონაწილეობით.

9. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ

გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს

ისინი. ამასთან, უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა

გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას.

მუხლი 324. უკანონო და უსაფუძვლო ამოღებისა და ჩხრეკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას არ აღმოჩნდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე

საგანი ან დოკუმენტი, იმ პირს, რომელთანაც ტარდებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება, ბოდიში

უნდა მოუხადონ, ხოლო თუ ის მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს წერილობით.

2. ამოღების ან ჩხრეკის შემდეგ, თუ არ აღმოჩნდა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი,

მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს სადგომში წესრიგის

აღდგენა და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოქალაქეს მიადგა ამოღების ან ჩხრეკის შედეგად.

3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას დაირღვა ამ საგამოძიებო მოქმედების კანონით

დადგენილი წესი, ამოღებული საგანი ან დოკუმენტი არ იძენს ან კარგავს მტკიცებულების

მნიშვნელობას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის

დასასაბუთებლად.

მუხლი 325. პირადი ჩხრეკა და ამოღება 1. 316-317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას მომკვლევს, გამომძიებელს,

პროკურორს უფლება აქვთ ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი,

რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.

2. პირადი ჩხრეკა ან ამოღება ტარდება 321–324-ე და 326-327-ე მუხლებში აღნიშნული წესებით,

თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გარეშე პირადი

ჩხრეკა ან ამოღება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ 142-ე მუხლის შესაბამისად, ეჭვმიტანილის შეპყრობისას არსებობს საკმარისი

საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი ან ცდილობს თავიდან მოიშოროს

მტკიცებულება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში;

ბ) 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში ეჭვმიტანილის მიყვანის

შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას;

გ) ბრალდებულის დაპატიმრებისას, თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის,

რომ მას თან აქვს იარაღი, საგანი, რომლის შენახვაც კანონით იკრძალება, ანდა საგანი ან

დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს;

დ) თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების

ადგილას მყოფი პირი მალავს ამოსაღებ საგანს ან დოკუმენტს.

123

4. პირადი ჩხრეკა და პირისაგან საგნის, ნივთისა თუ დოკუმენტის ამოღება, რასაც თან სდევს

გაშიშვლება, უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა იმავე სქესის დამსწრეთა

მოანაწილეობით. საჭიროებისამებრ შეიძლება მოწვეული იქნეს სპეციალისტმა.

მუხლი 326. ამოღებისა და ჩხრეკის ოქმი 1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს

ოქმს 287-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ ამოღების ან ჩხრეკის

ჩამტარებელი თანამდებობის პირი, დამსწრე, სპეციალისტი და პირი, რომელთანაც ჩატარდა

ჩხრეკა ან ამოღება, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – 321-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ

პირთაგან ერთ-ერთი.

2. ოქმში მითითებული უნდა იყოს, რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი ან

დოკუმენტი, ნებაყოფლობითაა ის გადაცემული, თუ – იძულებით ჩამორთმეული. ყველა

ჩამორთმეული საგანი და დოკუმენტი ოქმში უნდა აღინიშნოს მათი რაოდენობის, წონის,

ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების მითითებით.

3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას იყო მცდელობა გაენადგურებინათ და გადაემალათ

მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, ანდა, თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს

უნდა აღინიშნოს ოქმში. აქვე უნდა აღინიშნოს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის მიერ

განხორციელებული ღონისძიებანი.

მუხლი 327. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემა 1. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა

ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში –

სახლის პატრონს ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის აღმასრულებელი

ორგანოს იმ წარმომადგენელს, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა.

2. თუ ამოღება ან ჩხრეკა ტარდებოდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან

დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა

შესაბამის ადმინისტრაციას ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 328. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარება დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე,

დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ

შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში შეიძლება მხოლოდ დიპლომატიური

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თხოვნით ან თანხმობით.

2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლის ან მისი ოჯახის

წევრების თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე

პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობაში ამოღების ან ჩხრეკის

ჩატარებისას აუცილებელია პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

წარმომადგენლის დასწრება.

მუხლი 329. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადება და ამოღება 1. თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ საფოსტო-სატელეგრაფო

გზავნილი შეიცავს ცნობას ჩადენილი დანაშაულის, მიმალული ეჭვმიტანილის ან

ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ, ანდა სისხლის სამართლის საქმისათვის

მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს ან საგანს, მომკვლევი, გამომძიებელი ან

პროკურორი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით ამ საფოსტო-სატელეგრაფო

გზავნილზე ყადაღის დადების შესახებ.

2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღება ნიშნავს, რომ იკრძალება ადრესატისათვის

მისი გადაცემა და მისი მიღების ფაქტის შეტყობინება მოსამართლის საგანგებო

განკარგულებამდე, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან განაჩენის გამოტანამდე.

124

3. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს განეკუთვნება ყველა სახის წერილი, დეპეშა,

რადიოგრამა, ბანდეროლი, ამანათი, საფოსტო კონტეინერი, ტელექსით, ფაქსით ან

კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინება.

4. მოსამართლის ბრძანებაში საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების

შესახებ, გარდა 293-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ცნობებისა, მითითებული უნდა

იყოს იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც ეგზავნება დასაყადაღებელი საფოსტო-სატელეგრაფო

გზავნილი, გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი – თუ არის ცნობა ამის შესახებ,

დაყადაღებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის სახე, ყადაღის დადების ვადა, იმ საფოსტო-

სატელეგრაფო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს საფოსტო-

სატელეგრაფო გზავნილი, მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის უფლება საფოსტო-

სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერებასა და ამოღებაზე.

5. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია საფოსტო-სატელეგრაფო

გზავნილის დათვალიერება და ამოღება ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი

სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). დათვალიერებისა და ამოღების ოქმი

დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთან ერთად დაუყოვნებლივ იგზავნება

სასამართლოში.

6. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) საფოსტო-სატელეგრაფო

გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა

უნდა წარუდგინოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსს. მოსამართლის

ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შეუსრულებლობა ან გახმაურება იწვევს

კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

7. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსი აჩერებს მოსამართლის ბრძანებაში ან

სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნულ კორესპონდენციას, სხვა გზავნილებს და

ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.

მუხლი 330. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება 1. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულებაში მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი

აღნიშნული დაწესებულების მომსახურეთა რიცხვიდან არანაკლებ ორი დამსწრისა, ხოლო თუ

საჭიროა – შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ხსნის და ათვალიერებს დაყადაღებულ

საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს. თუ მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა აღმოაჩინა

სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობა, დოკუმენტი ან საგანი, მან უნდა

ამოიღოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი ან გადაიღოს მისი ასლი. სისხლის

სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობის, დოკუმენტის ან საგნის

არარსებობის შემთხვევაში მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი იძლევა მითითებას,

დათვალიერებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი გადასცენ ადრესატს ან შეაჩერონ ის

მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული ვადით.

2. შეჩერებული გზავნილის დათვალიერების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება,

რომელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა

გადაეცეს ადრესატს ან დროებით შეჩერდეს, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა

ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად. ოქმს ხელს აწერენ

თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაატარა დათვალიერება და ამოღება, აგრეთვე დამსწრენი და

სპეციალისტი.

მუხლი 331. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე დადებული ყადაღის მოხსნა საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღას აუქმებს მოსამართლე მომკვლევის,

გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, ანდა სასამართლო, როცა ამ ზომის გამოყენება

აღარ არის საჭირო. ყველა შემთხვევაში ყადაღა უნდა მოიხსნას სისხლის სამართლის საქმის

შეწყვეტისთანავე ან განაჩენის გამოტანისთანავე.

125

მუხლი 332. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო ან უსაფუძვლო დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. პირს, რომელმაც შეიტყო მისთვის გამოგზავნილი ან მის მიერ გაგზავნილი საფოსტო-

სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ, უფლება აქვს

ამ მოქმედების უკანონობის ან უსაფუძვლობის გამო საჩივრით მიმართოს შესაბამისად

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე

თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებს, სადაც მის

საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის

მონაწილეობით. თუ საჩივარი საფუძვლიანად ცნეს, მომჩივანს წერილობით უნდა მოუხადოს

ბოდიში ბრძანების გამცემმა მოსამართლემ. მომჩივანს აგრეთვე უფლება აქვს მოითხოვოს

მიყენებული მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა.

2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო დაყადაღების, დათვალიერებისა და

ამოღების შედეგად მიღებული მასალა, დოკუმენტი, საგანი არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს

გამოყენებული ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი XXXIX

დათვალიერება

მუხლი 333. დათვალიერების მიზანი და სახეები 1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და

სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით

მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი,

გვამი, ადგილმდებარეობა, სადგომი, საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი.

2. ადამიანის სხეულის დათვალიერება ხდება შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარებისას, ხოლო

საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილისა – მისი დაყადაღებისა და ამოღების დროს.

3. ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტის, საგნისა და კვალის

დათვალიერება ხდება ამ საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას.

მუხლი 334. ზოგადი დებულებები დათვალიერების წესის შესახებ 1. დათვალიერება ტარდება ორი დამსწრის მონაწილეობით. დათვალიერებაში

მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი,

ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართალწარმოების სხვა მონაწილეები.

2. აუცილებლობის შემთხვევაში დათვალიერებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი

აწარმოებს ფოტო- და კინოგადაღებას, ხმის ჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას,

ნახაზს, ამზადებს კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდებს.

3. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს მომკვლევის, გამომძიებლის ან

პროკურორის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოვლენას.

4. დათვალიერების დროს აღმოჩენილი და ამოღებული საგნები თუ დოკუმენტები უნდა

წარუდგინონ დამსწრეებსა და დათვალიერების სხვა მონაწილეებს. ამასთან, უნდა მოხდეს

მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული საგნის, დოკუმენტის, კვალის, ტვიფრის ან ანაბეჭდის

ამოღება.

5. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტისა და კვალის დასათვალიერებლად საჭიროა

ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, დათვალიერება შეიძლება

გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილას.

მუხლი 335. შემთხვევის ადგილის დათვალიერება 1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან

აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული

უნდა იყოს.

126

2. დიდი ტერიტორიისა და სადგომის დათვალიერება შეიძლება ჩაატაროს რამდენიმე

მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა ორზე მეტი დამსწრის მონაწილეობით.

3. პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და

დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს, შეფუთულ

საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირისა და

დამსწრეთა ხელმოწერები და თარიღი.

მუხლი 336. გვამის დათვალიერება 1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას ატარებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი,

დამსწრეთა და სასამართლო ექსპერტის მონაწილეობით, ხოლო თუ სასამართლო ექსპერტის

მონაწილეობა შეუძლებელია – სხვა ექიმის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში, გვამის

დასათვალიერებლად შეიძლება მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტიც.

2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. გვამის დათვალიერებისას

შეიძლება საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება 375–384-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

მუხლი 337. ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერება 1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგილმდებარეობისა და შენობის

დათვალიერებას ატარებს 334–339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე მფლობელ პირთა

ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მომკვლევი,

გამომძიებელი ან პროკურორი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის

არსებობისას გასცემს სასამართლო ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება

ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ან შესაბამისი

საწარმოსა თუ დაწესებულების წარმომადგენელს.

3. გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ

მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში

ან სამსახურებრივ სადგომში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების

ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე როგორც აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე

სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ამ კოდექსით დადგენილი წესით (290-ე მუხლი).

4. საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში დათვალიერების ჩასატარებლად

სავალდებულოა ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ჯარის ნაწილში, შტაბსა და სამხედრო

დაწესებულებაში – სარდლობის წარმომადგენლის, ხოლო მაღაზიაში, ბაზარსა და საწყობში –

მესაკუთრის, მეიჯარის ან მატერიალურად პასუხისმგებელი პირის დასწრება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 338. საგნისა და დოკუმენტის დათვალიერება 1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ათვალიერებს საგანს ან დოკუმენტს მისი

აღმოჩენის ადგილას, ხოლო თუ დასათვალიერებლად ხანგრძლივი დრო ან დამატებითი

ტექნიკური საშუალებაა საჭირო, დათვალიერებას აგრძელებს გამოძიების ჩატარების ადგილას.

2. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ საგნის ან დოკუმენტის დათვალიერება, რომელიც

თანამდებობის პირმა ან მოქალაქემ წარუდგინა მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს 129-ე

მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს

საგნის ან დოკუმენტის განადგურებას ან დაზიანებას.

მუხლი 339. დათვალიერების ოქმი 1. დათვალიერების შესახებ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე

მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის

ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ

127

დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა

და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.

3. ოქმში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების

პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს და რა შედეგები

მიიღეს, ვინ მონაწილეობდა დათვალიერებაში და რაში გამოიხატებოდა ეს მონაწილეობა, რა

საგანი და დოკუმენტი დაილუქა და როგორი ლუქით, სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ

გვამი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნები და დოკუმენტები.

4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი,

ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფირი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი უნდა

დაადასტურონ დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა და

დათვალიერების მონაწილე სხვა პირმა.

5. კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ საგანს, კვალის

ტვიფრსა და ანაბეჭდს, დოკუმენტს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს.

თავი XL

საგამოძიებო ექსპერიმენტი

მუხლი 340. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი და მიზანი 1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმის,

დაზარალებულის, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების, სხვა მტკიცებულების ანდა საქმის

გამო წამოჭრილი ვერსიის შესამოწმებლად, რისთვისაც შეიძლება მოაწყოს საჭირო ცდა, რათა

აღადგინოს გამოსაკვლევი მოვლენა, გარკვეული მოქმედება, ვითარება და გარემოება ამა თუ იმ

ფაქტის აღქმის, მოქმედების ჩადენის ან მოვლენის დადგომის შესაძლებლობის, მისი მექანიზმისა

და კვალის წარმოქმნის შესამოწმებლად.

2. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ

საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 341. დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ 1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს

დადგენილება. საგამოძიებო ექსპერიმენტით მიყენებულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს.

2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება დაუშვებელია, თუ იგი არღვევს საზოგადობრივ

წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მუხლი 342. საგამოძიებო ექსპერიმენტის წესი 1. საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება დამსწრეთა მონაწილეობით. ექსპერიმენტში

მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის

შემთხვევაში საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირებიც. რთული

ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს ორზე მეტი დამსწრისა და ერთზე მეტი სპეციალისტის

მონაწილეობით.

2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის

ჩვენებაც უნდა შემოწმდეს. ამასთან, მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების

მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო

ექსპერიმენტში. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის,

განსასჯელის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო

ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.

3. თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა

შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ჩვენებას ან ვერსიას. ამისათვის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს,

განსასჯელს, დაზარალებულსა და მოწმეს წინადადება ეძლევათ აღიდგინონ შემთხვევის

ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყვნენ. საჭიროების შემთხვევაში,

ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. მან შეიძლება აგრეთვე სახე იცვალოს.

128

4. ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებას, რომელშიც

ხდებოდა აღსადგენი მოქმედება და შემთხვევა.

5. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს შეუძლია გამომძიებლის ან პროკურორის

ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას, მოითხოვოს

ექსპერიმენტის პირობის დაზუსტება და საცდელი მოქმედების განმეორება.

6. გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის

ჩატარებისას ახდენს გაზომვას, ფოტოგრაფირებას, კინოგადაღებას, აუდიო- და ვიდეოჩაწერას,

ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ექსპერიმენტულ ტვიფრსა და ანაბეჭდს.

7. კანონის დარღვევით მიღებული ექსპერიმენტის შედეგებს სისხლის სამართლის საქმეზე არა

აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა.

მუხლი 343. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი 1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–

289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნით, სად და რა

პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი, კონკრეტულად

რაში გამოიხატა შემთხვევის ვითარებისა და გარემოების აღდგენა, რა საცდელი მოქმედება,

როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ და რამდენჯერ მოეწყო და რა შედეგია მიღებული.

2. ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას შედგენილი გეგმა, სქემა, ნახაზი,

ფოტოსურათი, ხმის ჩანაწერი, კინო-, ვიდეოჩანაწერი, დამზადებული ექსპერიმენტული ტვიფრი

და ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ ექსპერიმენტის ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ,

სპეციალისტმა, ექსპერტმა და ექსპერიმენტის მონაწილე სხვა პირმა.

თავი XLI

ჩვენების ადგილზე შემოწმება

მუხლი 344. ჩვენების ადგილზე შემოწმების საფუძველი და მიზანი 1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის,

ბრალდებულის ჩვენება შეამოწმოს შემთხვევის ადგილზე.

2. ჩვენების ადგილზე შემოწმება ტარდება იმ მიზნით, რომ:

ა) აღმოაჩინონ საგანი, დოკუმენტი, კვალი, რომლის ადგილსამყოფელიც ცნობილია

პირისათვის, რომლის ჩვენებაც მოწმდება;

ბ) დააზუსტონ ადგილი, სადაც გამოძიებისას აღმოჩენილი იყო საგანი, დოკუმენტი, გვამი,

კვალი;

გ) გამოავლინონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ადგილი ან

მარშრუტი, ერთი და იმავე გარემოების შესახებ რამდენიმე პირის ჩვენების დამთხვევა ან

განსხვავება;

დ) შეამოწმონ ჩვენების უტყუარობა მისი აღდგენისა და შემთხვევის ვითარებასთან შეჯერების

გზით.

3. პირი, რომლის ჩვენებაც მოწმდება, შემთხვევის ადგილზე იძლევა განმარტებას, რასაც თან

ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ჩვენების დაზუსტება.

4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების შედეგებს

მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მაშინ, თუ გარკვეული შემთხვევის, საგნისა და ფაქტის

შესახებ ამ პირის ინფორმირებულობა შეიძლება აიხსნას დანაშაულის ჩადენაში მისი

მონაწილეობით.

5. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ

ჩვენების შესამოწმებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 345. ჩვენების ადგილზე შემოწმების წესი 1. ჩვენების ადგილზე შემოწმება ხდება 344–346-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ჩვენების ადგილზე შემოწმებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი დამსწრეთა

მონაწილეობით. შემოწმებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და

129

ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული და დამცველი, თუ ეს მოქმედება ტარდება მათი

შუამდგომლობით.

3. გამომძიებელი ან პროკურორი საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით

კითხულობს შესამოწმებელ ჩვენებას, წინადადებას აძლევს ჩვენების მიმცემ პირს დაადასტუროს

ან დააზუსტოს მიცემული ჩვენება, ხოლო საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს განუმარტავს ამ

მოქმედების მიზანსა და წესს. თუ ამოწმებენ მოწმის ან დაზარალებულის ჩვენებას, იგი უნდა

გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის

პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება

საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4. რამდენიმე პირის ჩვენების ადგილზე ერთდროული შემოწმება დაუშვებელია.

5. ჩვენების მიმცემი პირი 344-ე მუხლში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით

განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და მისახვედრი კითხვების გარეშე.

6. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების

განმეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის

დათვალიერებაში და მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი

აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.

7. ადგილზე შემოწმების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი ან კვალი, რომელსაც

სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, დათვალიერებულ და

ამოღებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით.

მუხლი 346. ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი 1. ჩვენების ადგილზე შემოწმების ჩასატარებლად გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს

287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ოქმი უნდა შეიცავდეს ცნობას იმის შესახებ, თუ სად, როდის, რა პირობებში, რომელ პირთა

დასწრებითა და მონაწილეობით ტარდებოდა ჩვენების შემოწმება, რა შინაარსისაა ადგილზე

მიცემული ჩვენება, რა საგანი, დოკუმენტი ან კვალია აღმოჩენილი, დათვალიერებული და

ამოღებული, რა დაზუსტება შეიტანა პირმა თავის ჩვენებაში.

3. ოქმი და ჩვენების შემოწმებისას შედგენილი მისი დანართები უნდა დაამოწმონ შემოწმების

ჩამტარებელმა და იმ პირმა, რომლის ჩვენებაც მოწმდება, აგრეთვე დამსწრემ, სპეციალისტმა,

ექსპერტმა და ამ საგამოძიებო მოქმედების სხვა მონაწილემ.

თავი XLII

წარდგენა ამოსაცნობად

მუხლი 347. პირის წარდგენა ამოსაცნობად 1. პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს მოწმე, დაზარალებული,

ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების

შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი.

2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე

უარის თქმისათვის, ჩვენების მიცემისაგან თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის

პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ გამოვიდეს მოწმედ

საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

3. ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარუდგინონ იმავე სქესის არანაკლებ სამ ისეთ პირთან

ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და

ტანსაცმლით.

4. ამოცნობამდე გამომძიებელი ამოსაცნობს სთავაზობს დაიკავოს ნებისმიერი ადგილი სხვა

პირთა შორის.

5. გამომძიებლის გადაწყვეტილებით, პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ამოსაცნობის

ვიზუალური დაკვირვების გარეშე.

6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ

ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების

130

იდენტიფიკაციისათვის. ერთი და იმავე ამომცნობის მიერ პირის ამოცნობის ხელმეორედ

ჩატარება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით.

7. განსაკუთრებულ შემთხვევაში პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ

შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა პირის ფოტოსურათი,

რომლებზედაც ამოსაცნობნი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობითა და

ტანსაცმლით.

8. დამცველს უფლება აქვს დაესწროს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ამოცნობას.

9. პირის ამოსაცნობად წარდგენა უნდა მოხდეს არანაკლებ ორი დამსწრის მონაწილეობით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 348. საგნის წარდგენა ამოსაცნობად 1. ამოსაცნობად საგნის წარდგენისას გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე

უნდა დაკითხოს ამომცნობი ამოსაცნობი საგნის ნიშნებისა და იმ ვითარების შესახებ, რომელშიც

მან ეს საგანი ნახა.

2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, მას აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის

თქმის, თავის არიდების, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე

განუმარტავენ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის

წინააღმდეგ.

3. ამოსაცნობი საგანი ამომცნობს უნდა წარუდგინონ სხვა ერთგვაროვან საგნებთან ერთად,

რომელთა რაოდენობაც სამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს საგანი,

რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშნებით ამოიცნო იგი.

4. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი საგნის ამოცნობისას, რომლის ანალოგიური საგნის

შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ წარმოდგენილი საგნის (გვამის)

მიხედვით.

5. ამოსაცნობად წარდგენისას უნდა მონაწილეობდეს არანაკლებ ორი დამსწრისა.

მუხლი 349. ამოსაცნობად წარდგენის ოქმი 1. პირის ან საგნის ამოსაცნობად წარდგენის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აისახება

ამომცნობის ვინაობა, აგრეთვე ცნობები ამოსაცნობად წარდგენილი პირისა და საგნის

აღწერილობის თაობაზე. ოქმში დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი ნიშნები, რომელთა

მიხედვითაც ამოიცნეს პირი ან საგანი.

2. ოქმში უნდა აღინიშნოს ამოცნობის ჩატარების ადგილი და დრო, აგრეთვე მისი

ჩამტარებელი პირის თანამდებობა და გვარი.

3. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. ოქმს უნდა დაერთოს

ამოცნობისას გამოყენებული კინო- ან ვიდეოგადაღების მასალა, ფოტოსურათი და ფირი.

4. თუ ამომცნობმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, ეჭვობს და ორჭოფობს ამოცნობის

სისწორეში, აგრეთვე, თუ ამოცნობა ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით,

ამოსაცნობად წარდგენის ოქმი მტკიცებულებად არ გამოიყენება.

თავი XLIII

შემოწმება

მუხლი 350. შემოწმების საფუძველი და მიზანი შემოწმება ტარდება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა:

ა) აღმოაჩინონ ადამიანის სხეულზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნიშანი ან

თავისებურება, რისთვისაც ექსპერტიზა საჭირო არ არის;

ბ) ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებით გამოავლინონ ალკოჰოლური, ნარკოტიკული,

ტოქსიკური სიმთვრალის ან სხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობა, თუ ამისათვის ექსპერტიზა

საჭირო არ არის.

131

მუხლი 351. შესამოწმებელი პირი შეიძლება შემოწმდეს ბრალდებული, ეჭვმიტანილი და დაზარალებული. მოწმის შემოწმება

დასაშვებია მხოლოდ მისი ჩვენების სისწორის გასარკვევად.

მუხლი 352. დადგენილება შემოწმების ჩატარების შესახებ 1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს შემოწმების ჩასატარებლად გამოაქვს

მოტივირებული დადგენილება, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარის მონაცემებს, რომ

ადამიანს სხეულზე აჩნევია დანაშაულის კვალი ან 350-ე მუხლში მითითებული სხვა ნიშნები.

2. დადგენილებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რა მიზნით ატარებს შემოწმებას, ვინ უნდა

შემოწმდეს, ვისთან და როდის უნდა გამოცხადდეს პირი შესამოწმებლად.

მუხლი 353. შემოწმების ჩატარების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა 1. შემოწმების შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება

სავალდებულოა იმ პირისათვის, რომელსაც იგი ეხება.

2. ეჭვმიტანილი და ბრალდებული, რომლებიც თავს არიდებენ შემოწმებას, შეიძლება

იძულებით მოიყვანონ და შეამოწმონ.

3. დაზარალებული და მოწმე იძულებით შეიძლება შეამოწმონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა

ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს შემოწმებას დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი

ჩვენების გაბათილების მიზნით. მოწმისა და დაზარალებულის იძულებით შემოწმება შეიძლება

მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.

მუხლი 354. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ შემოწმების ჩატარების წესი 1. შემოწმების ჩასატარებლად დადგენილებას ხელმოწერით აცნობენ შესამოწმებელს.

შემოწმების ყველა მონაწილეს უნდა განემარტოს მათი უფლება-მოვალეობანი.

2. შემოწმებას, რომელიც დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის

სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ატარებს მომკვლევი, გამომძიებელი ან

პროკურორი დამსწრეთა, საჭიროების შემთხვევაში კი – სპეციალისტის მონაწილეობით.

3. შემოწმებისას, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის

სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, აგრეთვე 350-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში

მითითებულ გარემოებებთან, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, ატარებს

ექიმი სამედიცინო მუშაკთაგან არანაკლებ ორი დამსწრის მონაწილეობით. ექიმს უფლება აქვს

დაათვალიეროს შესამოწმებელი პირის სხეული, ჩაატაროს საჭირო გაზომვა და გამოიყენოს

გასინჯვის ინსტრუმენტული მეთოდი. თუ შემოწმება ითვალისწინებს გაშიშვლებას, დამსწრე და

სპეციალისტი იმავე სქესისა უნდა იყვნენ, რაც შესამოწმებელი. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

მუხლი 355. შემოწმების ოქმი 1. შემოწმების ჩატარებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე

მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში აღწერილი უნდა იყოს შემმოწმებელი პირის ყველა

მოქმედება იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ის სრულდებოდა, და შემოწმებისას აღმოჩენილი

ყველა კვალი, თავისებურება და ნიშანი. ოქმს ხელს აწერენ მომკვლევი, გამომძიებელი ან

პროკურორი, აგრეთვე შემოწმებული, დამსწრე, ექიმი და სხვა სპეციალისტი.

2. თუ შემოწმებას ატარებდა ექიმი, იგი ადგენს და ხელს აწერს ოქმს, რომელსაც ასევე

ხელმოწერით ადასტურებენ შემოწმებული და დამსწრენი, რის შემდეგაც იგი გადაეცემა

მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.

თავი XLIV

ექსპერტიზა

მუხლი 356. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი ექსპერტიზა ტარდება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, თუ

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა მეცნიერების,

ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის სპეციალისტთა დასკვნა. თუ

132

მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, სპეციალისტსა და დამსწრეს აქვთ სპეციალური ცოდნა,

ეს არ გამორიცხავს ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 357. სასამართლო ექსპერტიზის საპროცესო ფორმა 1. ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით.

2. დაუშვებელია ექსპერტიზის შეცვლა უწყებრივი გამოკვლევით, რევიზიის აქტით,

სპეციალისტის კონსულტაციით.

3. თუ ექსპერტიზა ტარდება მხარეთა ინიციატივითა და მათ ხარჯზე, ექსპერტიზის

ჩატარებისა და ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის შესახებ მხარემ უნდა აცნობოს მომკვლევს,

გამომძიებელს ან პროკურორს, ხოლო ექსპერტიზის დამთავრებისას დაუყოვნებლივ

წარუდგინოს მას ექსპერტის დასკვნა.

მუხლი 358. ექსპერტიზის სავალდებულო დანიშვნა 1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დანიშნოს ექსპერტიზა, თუ უნდა

დადგინდეს:

ა) სიკვდილის მიზეზი, სხეულის დაზიანების ხასიათი და სიმძიმის ხარისხი;

ბ) იყო თუ არა ორსულობა და მისი ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზი;

გ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმის ასაკი, როცა ასაკის შესახებ

დოკუმენტი არ არსებობს, ან ის საეჭვოა;

დ) ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ეჭვს შეიტანენ მათ

შერაცხაობაში ან იმაში, საქმის წარმოების მომენტისათვის რამდენად შესწევთ უნარი ანგარიში

გაუწიონ თავიანთ მოქმედებებს ან უხელმძღვანელონ მათ;

ვ) დაზარალებულის ან მოწმის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა, მისი უნარი, სწორად

აღიქვამდეს, იხსომებდეს და აღადგენდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს;

ზ) ფულადი ნიშნებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გაყალბება;

თ) აფეთქების, ხანძრის, კატასტროფისა და სხვა საგანგებო შემთხვევის გამომწვევი ტექნიკური

მიზეზები.

2. ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულოა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა

გარემოებების დასადგენადაც, თუ საამისოდ აუცილებელია სპეციალური ცოდნის გამოყენება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 359. ექსპერტად დანიშნული პირი 1. ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის

სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს მომკვლევი, გამომძიებელი ან

პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები.

2. სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო

დაწესებულების, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – სხვა დაწესებულების სპეციალისტი ან

კერძო პირი.

3. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის

გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად

სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ

ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს.

4. მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზა ტარდება სპეციალური ცოდნის მქონე პირთან და იმ

დაწესებულებასთან შეთანხმებით, სადაც იგი მუშაობს.

მუხლი 360. ექსპერტიზის ობიექტი 1. ექსპერტის გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ნივთიერი მტკიცებულება, ცოცხალი

ადამიანის სხეული, ფსიქიკური მდგომარეობა, გვამი, დოკუმენტი.

2. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას

იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.

133

3. ექსპერტიზის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა

საექსპერტო გამოკვლევისათვის.

4. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე გამოკვლევის დაუხარჯავი ობიექტი უნდა დაუბრუნდეს

ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს შეფუთული და დალუქული სახით.

5. ექსპერტიზის ობიექტი ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, საგამოძიებო ორგანოში ან

პროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულების შენახვის წესის დაცვით.

6. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ექსპერტიზის საგანთან

დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ასახულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში. საქმის

მასალების მიხედვით ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტიზის დამნიშვნელმა უნდა მიუთითოს,

რომელი მონაცემი მიაჩნია სარწმუნოდ, ან დაავალოს ექსპერტს გასცეს რამდენიმე ვარიანტით

პასუხი დასმულ შეკითხვაზე იმისდა მიხედვით, თუ საქმის ურთიერთსაწინააღმდეგო

მასალიდან რომელი დაედო საფუძვლად საექსპერტო დასკვნას.

მუხლი 361. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა 1. დამატებით ექსპერტიზას ატარებს იგივე ან სხვა ექსპერტი ჩატარებული გამოკვლევის ან

დასკვნის შესავსებად.

2. განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება მაშინ, როცა ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია,

მისი სისწორე საეჭვოა, ან არასარწმუნოა მტკიცებულება, რომელსაც იგი ემყარება, ანდა მოხდა

ექსპერტიზის ჩატარების საპროცესო წესის არსებითი დარღვევა. განმეორებითი ექსპერტიზა

ევალება სხვა ექსპერტს. განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში უნდა

აღინიშნოს მოტივი, რატომ არის საეჭვო წინა ექსპერტიზის დასკვნა. წინა ექსპერტიზის

ჩამტარებელი ექსპერტი შეიძლება დაესწროს განმეორებით ექსპერტიზას და მისცეს განმარტება,

მაგრამ გამოკვლევასა და დასკვნის შედგენაში ის არ მონაწილეობს.

3. თუ გამოკვლევა დაიწყო ერთმა ექსპერტმა და დაასრულა მეორემ, მისი განმეორება არ არის

საჭირო, თუ გამოყენებული მეთოდები მეორე ექსპერტის ეჭვს არ იწვევს.

მუხლი 362. საკომისიო ექსპერტიზა 1. რთული ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტთა კომისიებმა.

მხარეთა მოთხოვნით, საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მათ მიერ

მოწვეული ექსპერტები. ისინი თათბირობენ და, თუ საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ

დასკვნას. ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას

უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე.

2. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა საკომისიო ექსპერტიზის

ჩასატარებლად სავალდებულოა შეასრულოს საექსპერტო დაწესებულებამ. თუ ექსპერტიზა

დაევალა საექსპერტო დაწესებულებას, მის ხელმძღვანელს უფლება აქვს ორგანიზაცია გაუწიოს

საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებას.

3. დაუშვებელია საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღონ იმ პირებმა, რომლებიც არ

არიან ექსპერტთა კომისიის წევრები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 363. კომპლექსური ექსპერტიზა 1. თუ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების დადგენა

შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის ერთი ან სხვადასხვა დარგისა თუ სხვადასხვა სამეცნიერო

დისციპლინის ფარგლებში რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებით, უნდა დაინიშნოს კომპლექსური

ექსპერტიზა.

2. კომპლექსური ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტები თავიანთი მეცნიერული კომპეტენციის

ფარგლებში აყალიბებენ დასკვნებს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა დასადგენადაც დაინიშნა

ექსპერტიზა.

3. კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა სპეციალისტს აქვს ამ სისხლის სამართლის

საქმის ექსპერტის სტატუსი. თითოეული მათგანი გამოკვლევას ატარებს დამოუკიდებლად,

აკისრია პასუხისმგებლობა მის გამო და იძლევა დასკვნას მხოლოდ თავისი სამეცნიერო

კომპეტენციის ფარგლებში. ექსპერტს უფლება არა აქვს ხელი მოაწეროს კომპლექსური

134

ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც სცილდება მისი მეცნიერული კომპეტენციის

ფარგლებს.

4. თუ ექსპერტიზა დავალებული აქვს საექსპერტო დაწესებულებას, კომპლექსური

გამოკვლევის ორგანიზაცია ეკისრება მის ხელმძღვანელს.

მუხლი 364. ალტერნატიული ექსპერტიზა მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ

გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების

დაცვას. ექსპერტიზის ჩატარებისა და ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის შესახებ მხარემ

დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, რომლის

წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს

მხარის მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარის მოთხოვნით, ექსპერტის

დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდება სხვა

მტკიცებულებებთან ერთად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 365. ექსპერტის კომპეტენციის ფარგლები ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები და მისი დასკვნა არ უნდა სცილდებოდეს ექსპერტის

სპეციალური ცოდნის ფარგლებს.

მუხლი 366. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს

1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან

დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს:

ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის

დადგენილებას მისი დანიშვნის შესახებ;

ბ) აცილება მისცეს ექსპერტს;

გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან;

დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით.

მოითხოვოს დაურთონ დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს;

ე) მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს დაუსვას

დამატებითი კითხვები;

ვ) მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს

ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება

გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე;

ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას

შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;

თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით

იყო დანიშნული.

2. ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები აქვს აგრეთვე პირს, რომლის მიმართაც გამოიყენება

სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, თუ ამის საშუალებას იძლევა მისი ფსიქიკური

მდგომარეობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 367. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გამოაქვს

დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ნივთიერი

მტკიცებულებები და ექსპერტიზისათვის გაგზავნილი სხვა ობიექტები იმის მითითებით, თუ

სად, როდის და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცნობები, რომლებსაც უნდა დაემყაროს ექსპერტის

დასკვნები, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან

იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.

135

2. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სავალდებულოა იმ პირთათვის, რომელთაც

იგი ეხებათ.

მუხლი 368. იძულების ფარგლები ექსპერტიზის ჩატარებისას 1. ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს

ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც

ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, ხოლო თუ მას 16 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია ან

ფსიქიკურად არის დაავადებული, – მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების თანხმობით.

2. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა დაუშვებელია, გარდა ვენერიული

თუ სხვა ინფექციური დაავადებების დადგენისა და აგრეთვე იმ შემთხვევებისა, როცა

ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს იმ დაზარალებულის ჩვენების შემოწმებას, რომელიც

ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა

დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 369. ექსპერტიზის ჩატარება საექსპერტო დაწესებულებაში 1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის

შესახებ, გამოსაკვლევ ობიექტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სისხლის სამართლის

საქმესაც, უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც უნდა გასცეს

განკარგულება იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებს

ექსპერტიზას, რასაც აცნობებს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.

2. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანიზაციას უწევს ექსპერტიზის ჩატარებას,

უზრუნველყოფს გამოკვლევის ობიექტების დაცვა-შენახვას, განსაზღვრავს ექსპერტიზის

დამთავრების ვადებს. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება არა აქვს მიიწვიოს

ექსპერტიზის ჩატარებისას პირი, რომელიც არ მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში, აგრეთვე

ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის დადგენილების გარეშე მოითხოვოს სხვა დაწესებულებიდან

ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტი, ნივთიერი და სხვა მტკიცებულება.

მუხლი 370. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში 1. თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, მომკვლევი, გამომძიებელი ან

პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს

პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს

ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან,

პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.

2. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის

დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს

და აფრთხილებს ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ

გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის

განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის

დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.

3. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილის,

ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა

მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ შესაძლებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე

აღნიშნულ პირთა (მოწმის გარდა) დასწრება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 371. ექსპერტის დასკვნა 1. საჭირო გამოკვლევების შემდეგ ექსპერტი ადგენს წერილობით დასკვნას, რომელსაც

ადასტურებს თავისი ხელმოწერით.

2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება,

სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება,

თანამდებობა), ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის

სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა

136

მას, სისხლის სამართლის საქმის რა მასალები გამოიყენა ექსპერტმა, რა ნივთიერი

მტკიცებულებები, ნიმუშები ან სხვა ობიექტები გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა

მეთოდები გამოიყენა, საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, დასაბუთებული პასუხები დასმულ

კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე

გარემოებანი.

3. ექსპერტის დასკვნაში შეიძლება მიეთითოს დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი

გარემოებები და მათი აცილების ორგანიზაციულ-ტექნიკური რეკომენდაციები.

4. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერი

მტკიცებულებები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და გრაფიკები, სხვა მასალები, რომლებიც

ადასტურებენ ექსპერტის დასკვნებს.

5. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს ყველა ან ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხის

გაუცემლობის მიზეზის დასაბუთებას, თუ გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ მისთვის

წარდგენილი მასალები არ არის საკმარისი, ან ექსპერტი არაკომპეტენტურია.

6. გამოსაკვლევ გარემოებათა შესახებ ექსპერტის საალბათო დასკვნებს მტკიცებულების

მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ისინი მაინც უნდა აისახოს ექსპერტის დასკვნაში.

მუხლი 372. აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი აღმოაჩენს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების

გადასაწყვეტად მისი ცოდნა არ არის საკმარისი, ან მისთვის წარდგენილი ობიექტები არ კმარა

ექსპერტიზის ჩასატარებლად, იგი ადგენს მოტივირებულ აქტს დასკვნის შედგენის

შეუძლებლობის შესახებ და უგზავნის ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.

მუხლი 373. ექსპერტის დაკითხვა 1. თუ ექსპერტის დასკვნა გაუგებარია, ან აქვს ხარვეზი, მაგრამ მის შესავსებად საჭირო არ არის

დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, ანდა აუცილებელია ექსპერტის მიერ გამოყენებული

მეთოდისა და ტერმინების დაზუსტება, მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს

დაკითხოს ექსპერტი 305-ე მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით.

2. დასკვნის წარმოდგენამდე ექსპერტის დაკითხვა დაუშვებელია.

3. ექსპერტის ჩვენება, რომელიც ავსებს მის დასკვნას, მტკიცებულებაა.

მუხლი 374. ექსპერტის დასკვნის შეფასება 1. ექსპერტის დასკვნას აფასებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი იმ თვალსაზრისით,

თუ როგორ არის იგი დასაბუთებული, შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე

არსებულ მტკიცებულებებს და არის თუ არა დაცული ექსპერტიზის ჩასატარებლად დადგენილი

საპროცესო წესები.

2. ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის,

მაგრამ, თუ იგი არ ეთანხმება დასკვნას, ეს მოტივირებული უნდა იყოს.

3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის

აზრთა სხვადასხვაობაა, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ეჭვი უნდა გადაწყდეს

ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ.

თავი XLV

ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის

მუხლი 375. ნიმუშის აღების საფუძველი, სახე და ხერხი 1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს აიღოს ადამიანის, გვამის,

ცხოველის, ნივთიერების, საგნის თვისებების ამსახველი ნიმუში, თუ მისი გამოკვლევა საჭიროა

ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად.

2. ცოცხალი ადამიანისაგან შეიძლება აიღონ ნიმუში, რომელიც ასახავს შემდეგ

თავისებურებებს: ბიოლოგიურს – სისხლი, თმა, ნერწყვი, გამონაყოფი; ფსიქოფიზიკურს –

ხელწერა; ანატომიურს – კანის ნახჭის ანაბეჭდები, კბილების ტვიფრი; ხმის თავისებურება და

პროფესიული ჩვევა.

137

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გამოკვლევისათვის აღებული ნიმუში (გარდა

ხელწერისა და ხმის თავისებურებისა) შეიძლება აიღონ გვამის დათვალიერებისას, ხოლო

ნიმუშები ბიოლოგიური ობიექტების სახით – ცხოველისაგან.

4. ნიმუშად შეიძლება აიღონ ნედლეულის, პროდუქციისა და მასალების სინჯები, რომლებიც

გამოხატავს ნივთიერებათა გვარეობით ან ინდივიდუალურ, ფიზიკურ ან ქიმიურ

თავისებურებებს.

5. გამოკვლევის პროცესში ექსპერტს უფლება აქვს აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტების

საცდელი ნიმუშები მათი იდენტურობის ან სხვაობის დასადგენად.

მუხლი 376. პირი, რომელსაც უფლება აქვს აიღოს ნიმუში 1. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ დამსწრეებისა და სპეციალისტის ან

ექსპერტის მონაწილეობით პირისაგან აიღონ ნიმუში საექსპერტო გამოკვლევისათვის, თუ ეს არ

არის დაკავშირებული მის გაშიშვლებასთან და არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ

ჩვევებს.

2. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია ადამიანის სხეულის გაშიშვლებასთან, მომკვლევის,

გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშს იღებს

ექიმი დამსწრე მედიცინის მუშაკთა მონაწილეობით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

მუხლი 377. პირი, რომლისგანაც შეიძლება ნიმუშის აღება 1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება აიღონ ეჭვმიტანილისა და

ბრალდებულისაგან, აგრეთვე პირისაგან, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის

იძულებითი ღონისძიება.

2. თუ არსებობს მონაცემები, რომ შემთხვევის ადგილას კვალი ან ნივთიერი მტკიცებულება

შეიძლება სხვა პირის დატოვებული იყოს, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება ამ

პირისაგან აიღონ მას შემდეგ, რაც დაკითხავენ როგორც დაზარალებულს ან მოწმეს ამ ნიმუშთან

დაკავშირებულ გარემოებათა გამო.

მუხლი 378. დადგენილება ნიმუშის აღების შესახებ ნიმუშის აღების შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული

დადგენილება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ნიმუშის ამღები პირი, ის პირი, რომლისგანაც

უნდა აიღონ ნიმუში, როგორი ნიმუშებია ასაღები და რა რაოდენობით, როდის და ვისთან უნდა

მივიდეს პირი ნიმუშების ასაღებად, როდის და ვის უნდა გადაეცეს ნიმუშები მათი აღების

შემდეგ.

მუხლი 379. ნიმუშის აღების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა 1. ბრალდებული და ეჭვმიტანილი, რომლებიც თავს არიდებენ ნიმუშის აღებას, შეიძლება

იძულებით მოიყვანონ და ნიმუშიც იძულებით აიღონ, თუ საამისოდ გამოყენებული მეთოდები

საფრთხეს არ უქმნის მათს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ იწვევს ძლიერი ტკივილის

შეგრძნებას.

2. დაზარალებულისა და მოწმისაგან ნიმუშების იძულებით აღება დაუშვებელია, გარდა 368-ე

მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 380. მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი

1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი იძახებს პირს ან თავად მიდის მასთან და

ხელმოწერით აცნობს დადგენილებას ნიმუშის აღების შესახებ, განუმარტავს მას, აგრეთვე

სპეციალისტსა და დამსწრეებს მათს უფლება-მოვალეობებს.

2. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი საჭიროების მიხედვით მოქმედებს და იღებს

ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის; ამასთან, შეიძლება გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური

მეთოდები, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში ადამიანის

138

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშად მიღებული ბიოლოგიური ობიექტები იფუთება

და ილუქება.

3. ნედლეულის, პროდუქციის, ნივთიერებისა და სხვა მასალების სინჯების ნიმუშების აღება

ხდება ამოღების ან ჩხრეკის გზით.

4. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომ სისხლის

სამართლის საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაურთონ ნიმუში, და დადგენილებასა და

ნიმუშის აღების ოქმთან ერთად უგზავნის შესაბამის ექსპერტს.

მუხლი 381. ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი 1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ექიმს ან სხვა სპეციალისტს წარუდგენს შესაბამის

პირს, აგრეთვე დადგენილებას მისგან ნიმუშის აღების შესახებ. დადგენილებაში მითითებული

უნდა იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის უფლება-მოვალეობები. ექიმის, სხვა

სპეციალისტის, დამსწრეების აცილების საკითხს წყვეტს დადგენილების გამომტანი მომკვლევი,

გამომძიებელი ან პროკურორი.

2. ექიმი ან სხვა სპეციალისტი დამსწრეთა მონაწილეობით ატარებს საჭირო მოქმედებას და

იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოს მეცნიერულ-

ტექნიკური მეთოდები და საშუალებები, თუ ეს არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ

არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშს ათვალიერებენ, ფუთავენ, ლუქავენ,

ხელს აწერენ და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად გადასცემენ მომკვლევს, გამომძიებელს ან

პროკურორს.

3. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ცხოველებისაგან ნიმუშების აღებას ავალებს

ექიმ-ვეტერინარს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა სპეციალისტს.

მუხლი 382. ნიმუშის აღების ოქმი 1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით

ადგენს ოქმს, რომელშიც აღწერს თვით ნიმუშს, მის ასაღებად განხორციელებულ ყველა

მოქმედებას, აგრეთვე გამოყენებულ მეცნიერულ-ტექნიკურ მეთოდებსა და საშუალებებს იმ

თანამიმდევრობით, როგორითაც სრულდებოდა ეს მოქმედებები.

2. 381-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნიმუშის აღების ოქმს ადგენს ექიმი ან სხვა

სპეციალისტი.

მუხლი 383. პიროვნების უფლებათა დაცვა ნიმუშის აღებისას 1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშის აღების მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდები და

საშუალებები უსაფრთხო უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძლიერი ტკივილის

შეგრძნების გამომწვევი სამედიცინო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ

პირის თანხმობით, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, ხოლო თუ იგი 16 წლამდე ასაკისაა ან

ფსიქიკურად ავადმყოფი ან ჭკუასუსტია, – მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის ან

მზრუნველის თანხმობით.

2. ნიმუშის აღებისას დაუშვებელია ადამიანის პიროვნების პატივისა და ღირსების

შეურაცხმყოფელი მოქმედებები.

3. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია პირის გაშიშვლებასთან, სპეციალისტი და დამსწრენი

იმავე სქესისანი უნდა იყვნენ, რაც ის პირი, რომლისგანაც იღებენ ნიმუშს.

მუხლი 384. ექსპერტის მიერ ნიმუშის აღება 1. გამოკვლევის პროცესში საცდელი ნიმუში შეიძლება აიღოს ექსპერტმა.

2. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაესწროს საცდელი ნიმუშის

აღებას, რაც აისახება მის მიერ შედგენილ ოქმში.

3. გამოკვლევის შემდეგ ექსპერტი დალუქულ ნიმუშს ურთავს თავის დასკვნას.

4. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტისაგან მიღებულ ნიმუშსა და დასკვნას

ურთავს სისხლის სამართლის საქმეს.

139

თავი XLVI

გვამის ექსჰუმაცია

მუხლი 385. გვამის ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი თუ დათვალიერების, ამოცნობის ან საექსპერტო გამოკვლევის ჩასატარებლად გვამის ამოღება

აუცილებელია, პროკურორი ან გამომძიებელი ამის თაობაზე აღძრავს მოტივირებულ

შუამდგომლობას, რომელსაც განიხილავს მოსამართლე და, თუ არის ამის საფუძველი, გასცემს

ბრძანებას გვამის ექსჰუმაციის შესახებ.

მუხლი 386. გვამის ექსჰუმაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების სავალდებულოობა მოსამართლის ბრძანება გვამის ექსჰუმაციის შესახებ სავალდებულოა დასაფლავების ადგილის

ადმინისტრაციისათვის, გარდაცვლილის ნათესავებისა და სხვა პირებისათვის.

მუხლი 387. გვამის ექსჰუმაციის წესი 1. გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს გვამის ექსჰუმაციას დასაფლავების ადგილის

ადმინისტრაციის წარმომადგენლისა და დამსწრეთა მონაწილეობით. გვამის ექსჰუმაციის

ჩატარებაში მონაწილეობს სასამართლო ექსპერტი, ხოლო თუ საჭიროა, – სხვა სპეციალისტებიც.

2. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში შეიძლება ჩააბან ეჭვმიტანილი, ბრალდებული,

დაზარალებული, მოწმე, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ გვამი და მისი ტანსაცმელი.

3. გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, გვამის ექსჰუმაციას შეიძლება დაესწრონ

გარდაცვლილის ნათესავები.

4. გვამის ექსჰუმაციის შესახებ ოქმი დგება 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმს

შეიძლება დაერთოს სამარხის, კუბოსა და გვამის ფოტოსურათები, კინო- და ვიდეოგადაღების

ფირები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 388. გვამის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებანი 1. თუ გვამის ექსჰუმაცია ტარდება მისი შემდგომი გაკვეთის მიზნით, საჭიროა დადგენილების

გამოტანა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ამასთან, გვამი იგზავნება საექსპერტო

დაწესებულებაში ან ექსპერტიზა ტარდება სხვა ადგილას.

2. გვამის დათვალიერება, ამოცნობა და შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება ხდება

336-ე, 348-ე, 375-384-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებით.

მუხლი 389. გვამის დამარხვა ექსჰუმაციის შემდეგ ექსჰუმაციის შემდეგ გვამის დამარხვა ხდება იმ პირის თანდასწრებით, რომლის

შუამდგომლობითაც მოხდა გვამის ექსჰუმაცია, ხოლო მისი ნებართვით – გარდაცვლილის

ნათესავების თანდასწრებითაც. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

კარი მერვე

წინასწარი გამოძიების შეჩერება და დამთავრება

თავი XLVII

სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერება

მუხლი 390. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი 1. სისხლის სამართლის საქმის წარმოებას აჩერებს გამომძიებელი ან პროკურორი 29-ე მუხლში

მითითებული საფუძვლით და იმავე მუხლით დადგენილ ვადებში.

2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს

გამოაქვს მოტივირებული დადგენილება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

140

მუხლი 391. რამდენიმე ბრალდებულის საქმის წარმოების შეჩერება თუ საქმის წარმოებაში ჩაბმულია რამდენიმე ბრალდებული, ხოლო შეჩერების საფუძველი

ყველა ბრალდებულს არ ეხება, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ცალკე წარმოებად

გამოყოს და შეაჩეროს საქმე ცალკეულ ბრალდებულთა მიმართ ან საერთოდ შეაჩეროს მთელი

საქმის წარმოება, თუ ყველა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე ვერ გაგრძელდება გამოძიება

ან სასამართლო განხილვა. ამასთან, უნდა გადაწყდეს თითოეული ბრალდებულის მიმართ

აღკვეთის ღონისძიების ან სხვა საპროცესო იძულების საკითხი.

მუხლი 392. საქმის წარმოების ნაადრევი შეჩერების დაუშვებლობა 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში

წინასწარი გამოძიება ჩერდება მხოლოდ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ,

რომლებიც შესაძლებელია ბრალდებულის გარეშე.

მუხლი 393. მიმალული ბრალდებულის ძებნა 1. გამომძიებელი ან პროკურორი აცხადებს მიმალული ბრალდებულის ძებნას და ამის

განხორციელებას ავალებს შინაგან საქმეთა ან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამის

ორგანოს.

2. ძებნა შეიძლება გამოცხადდეს საქმის წარმოების შეჩერებამდეც.

3. ძებნილის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება.

4. ორგანოს, რომელსაც დავალებული აქვს ძებნა, ვალდებულია თვეში ერთხელ მაინც

წარუდგინოს ძებნის გამომცხადებელს ანგარიში ძებნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და

მათი შედეგების შესახებ.

მუხლი 394. შეჩერებული საქმის წარმოების განახლება 1. თუ აღარ არსებობს 29-ე მუხლში მითითებული სისხლის სამართალწარმოების შეჩერების

საფუძველი, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან გამოიტანონ დადგენილება

საქმის წარმოების განახლების შესახებ.

2. შეჩერებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში

დადგენილება წარმოების შეჩერების შესახებ უნდა გაუქმდეს, ხოლო თუ საგამოძიებო

მოქმედების ჩატარებას დადებითი შედეგი არ მოჰყვება, ხელახლა უნდა იქნეს გამოტანილი

დადგენილება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი XLVIII

სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა

მუხლი 395. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის

საქმე, როგორც კი წარმოიქმნება 28-ე მუხლში მითითებული საფუძველი.

მუხლი 396. საქმის შეწყვეტის წესი 1. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას მომკვლევს,

გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება საქმის შეწყვეტის

შესახებ. მომკვლევი და გამომძიებელი აღნიშნულ დადგენილებას საქმესთან ერთად უგზავნის

პროკურორს.

2. მომკვლევის ან გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს

10 დღისა 155-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. პროკურორი

ვალდებულია შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი

გადაწყვეტილება:

ა) დაამტკიცოს დადგენილება;

ბ) გააუქმოს დადგენილება და საქმე დაუბრუნოს მომკვლევს ან გამომძიებელს მოკვლევის ან

გამოძიების ხარვეზის შესავსებად, ქმედების კვალიფიკაციის დასაზუსტებლად და ახალი

ბრალდების დასადგენად;

141

გ) შეცვალოს საქმის შეწყვეტის საფუძველი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 397. დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ 1. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი

შედგენის დრო და ადგილი, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა,

ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.

2. დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება საქმის აღძვრის საბაბი

და საფუძველი, მოკვლევისა და წინასწარი გამოძიებისას დადგენილი გარემოებები, რომლებიც

აპირობებენ საქმის წარმოების შეწყვეტას.

3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მომკვლევის, გამომძიებლის ან

პროკურორის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების,

ქონების დაყადაღების გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო

სარჩელის ბედის შესახებ.

4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე ბრალდებულის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტისას

დაუშვებელია დადგენილებაში ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის

უდანაშაულობას.

მუხლი 398. გამომძიებლის მოქმედება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდეგ 1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ პროკურორის მიერ

დამტკიცებული დადგენილების ასლებს მომკვლევი ან გამომძიებელი უგზავნის ეჭვმიტანილს,

ბრალდებულს, დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს,

სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის განცხადებითაც

აღიძრა საქმე.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ პირებს განემარტებათ საქმის მასალების

გაცნობისა და საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება და წესი.

მუხლი 399. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრება 1. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ

ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა,

სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა,

რომლის განცხადებითაც აღიძრა საქმე.

2. საჩივარი სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს დადგენილების ასლის მიღებიდან 15 დღე-

ღამის განმავლობაში.

3. საჩივარს სასამართლო განიხილავს 238-242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 400. შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოების განახლება 1. სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა განახლდეს, თუ სასამართლომ გააუქმა

დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ოღონდ იმ პირობით,

თუ არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა.

2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების განახლების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს

ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს,

სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე პირს,

რომლის განცხადებითაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი XLIX

წინასწარი გამოძიების დამთავრება და სასამართლოში საქმის გაგზავნა

მუხლი 401. შეტყობინება გამოძიების დამთავრების შესახებ 1. გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს,

დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო

142

მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს და განუმარტავს მათს

უფლებას გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პროცესის თითოეულ მონაწილეს გამომძიებელი

ატყობინებს აგრეთვე საქმის გაცნობის დროსა და ადგილს.

3. პროცესის მონაწილეებს უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის გაცნობის დროისა და ადგილის

შეცვლა, უარი თქვან საქმის გაცნობაზე ან ნაწილობრივ გაეცნონ მას.

მუხლი 402. საქმის გაცნობის შეცვლა საპროცესო დოკუმენტის ასლის გადაცემით 1. პროცესის მონაწილის შუამდგომლობით და მისივე ხარჯებით, დასაშვებია საქმეში

არსებული ყველა დოკუმენტის ან დოკუმენტთა ნაწილის ასლების გადაღება. პროცესის

მონაწილე, რომელმაც მიიღო საპროცესო დოკუმენტის ასლი, საქმეს არ ეცნობა ან ეცნობა

მხოლოდ იმ დოკუმენტს, რომლის ასლიც მისთვის არ გადაუციათ.

2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც მიიღო საპროცესო დოკუმენტის ასლი, უფლება აქვს

გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებას, ფონო-, ფოტო-,

კინო-, ვიდეო- და აუდიოდოკუმენტებს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 403. საქმის ერთობლივად და ცალ-ცალკე გაცნობა 1. ბრალდებულს უფლება აქვს გაეცნოს საქმეს დამცველთან ან კანონიერ წარმომადგენელთან

ერთად, ხოლო დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს, –

თავიანთ წარმომადგენლებთან ერთად.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში დასახელებულ პროცესის მონაწილეებს უფლება აქვთ

ინდივიდუალურად გაეცნონ საქმის მასალებს.

3. საქმის ერთობლივი შესწავლისას დამცველი და წარმომადგენელი ვალდებულნი არიან

ბრალდებულსა და მარწმუნებელს მისცენ საჭირო განმარტებანი და გაუწიონ სხვა იურიდიული

დახმარება.

მუხლი 404. საქმის გაცნობის გადადება 1. პროცესის მონაწილის შუამდგომლობით, საპატიო მიზეზის არსებობისას, საქმის გაცნობა

შეიძლება გადაიდოს არა უმეტეს 7 დღით.

2. თუ დამცველი ან წარმომადგენელი დანიშნულ ვადაში არ გამოცხადდება საქმის

გასაცნობად, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო

მოპასუხეს ეძლევათ შესაძლებლობა მომდევნო 2 დღის მანძილზე მოიწვიონ სხვა დამცველი ან

წარმომადგენელი, ანდა მოითხოვონ მათი დანიშვნა სახელმწიფოს ხარჯზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 405. საქმის გაცნობის წესი 1. საქმე გასაცნობად გადაეცემა აკინძული სახით. საქმის ფურცლები დანომრილი უნდა იყოს.

ამასთან, გამომძიებელი შესაბამისი აპარატურის გამოყენებით ახდენს საგამოძიებო მოქმედების

ოქმზე დართული კინო- და ვიდეოფილმის, სლაიდისა და ფონოგრამის დემონსტრირებას.

2. პროცესის მონაწილეებს სისხლის სამართლის საქმის ყველა ტომი გასაცნობად უნდა

წარედგინოთ თანამიმდევრულად ან ერთდროულად.

3. საქმე გასაცნობად ცალ-ცალკე წარედგინება ყოველ ბრალდებულს, დაზარალებულს, ხოლო

სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს – სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.

4. გამომძიებელი ადგენს პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის გაცნობის რიგითობას მათი

წინადადებებისა და შუამდგომლობების გათვალისწინებით.

5. ერთ წარმოებაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გაერთიანებისას პროცესის ყოველი

მონაწილე ეცნობა მხოლოდ იმ მასალას, რომელიც დაკავშირებულია მისთვის წაყენებულ

ბრალდებასთან ან ამ დანაშაულით მიყენებულ ზიანთან. ბრალდებული, აგრეთვე მისი

დამცველი, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, შეიძლება გაეცნონ საქმის სხვა მასალასაც

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად.

143

6. პირს, რომელიც ეცნობა საქმეს, უფლება აქვს გააკეთოს ამონაწერი თავისი ხარჯით,

გადაიღოს ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტის ასლი.

7. საქმიდან ამონაწერი ან საპროცესო დოკუმენტის ასლი, რომელიც სახელმწიფო

საიდუმლოებას შეიცავს, ინახება საქმესთან და პროცესის მონაწილეს გასაცნობად ეძლევა

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

8. არ შეიძლება ადვოკატს შეეზღუდოს იმის უფლება, რომ გაეცნოს სახელმწიფო

საიდუმლოების შემცველ საქმის მასალებს. ამასთან, იგი უნდა გააფრთხილონ სახელმწიფო

საიდუმლოების გახმაურებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 406. საქმის მასალების გაცნობის დრო 1. დაუშვებელია საქმის გაცნობის დროის შეზღუდვა ან პროცესის მონაწილის იძულება,

დააჩქაროს საქმის გაცნობა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ პროცესის მონაწილე შეგნებულად აჭიანურებს საქმის გაცნობას, გამომძიებელს უფლება

აქვს გამოიტანოს პროკურორის მიერ სანქციონირებული დადგენილება საქმის გაცნობის

გონივრული და საკმარისი ვადის მითითებით.

3. საქმის გასაცნობად მხარეს უნდა გამოეყოს დღე-ღამეში არანაკლებ 6 და არა უმეტეს 8

საათისა.

4. ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ საქმის გაცნობის დრო არ ჩაითვლება წინასწარი

გამოძიებისა და ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის კანონით დადგენილ ვადაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 407. შუამდგომლობის აღძვრა და განხილვა 1. საქმის გაცნობის შემდეგ მხარეს უფლება აქვს ერთჯერადად აღძრას შუამდგომლობა

გამოძიების შევსების, ახალ მტკიცებულებათა მოპოვების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების,

საქმის შეწყვეტის ან სხვა საპროცესო გადაწყვეტილებათა მიღების შესახებ.

2. ზეპირი შუამდგომლობა შეაქვთ საქმის მასალების გაცნობის ოქმში, ხოლო წერილობითს

ურთავენ საქმეს. საქმის მასალების გაცნობის დამთავრების შემდეგ წერილობითი

შუამდგომლობის მოსამზადებლად პროცესის მონაწილეს, რომელიც საქმეს ეცნობოდა, ეძლევა

დრო – 5 დღე, ხოლო საქმის დიდი მოცულობის ან განსაკუთრებული სირთულის შემთხვევაში –

15 დღე. იმავე ვადაში შუამდგომლობა უნდა გადაეცეს გამომძიებელს.

3. შუამდგომლობას განიხილავს გამომძიებელი მისი შეტანიდან 72 საათის განმავლობაში. მისი

უარყოფის შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომლის

ასლსაც გადასცემს შუამდგომლობის აღმძვრელ პირს. შუამდგომლობის აღმძვრელი პირის ამ

ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამომძიებელი ადგენს შესაბამის ოქმს, რის შესახებაც

აცნობებს პროკურორს, ხოლო შუამდგომლობის აღმძვრელ პირს გაეგზავნება გამომძიებლის

დადგენილების ასლი. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან. პროკურორმა

საჩივარი უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ხოლო თუ

ამისათვის აუცილებელია საქმის მასალების გაცნობა – არაუგვიანეს 72 საათისა. საჩივრის

საფუძვლიანად ცნობის შემთხვევაში პროკურორი აუქმებს გამომძიებლის აღნიშნულ

დადგენილებას და აძლევს მას შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს. პროკურორის

მიერ საჩივრის გადაწყვეტამდე საქმე არ შეიძლება გადაეცეს სასამართლოს.

4. თუ შუამდგომლობა ეხება საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა გამოძიებას, რომლებიც

ადრე არ ყოფილა გამოკვლეული, გამომძიებელი ვალდებულია შეავსოს წინასწარი გამოძიება.

შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და დამატებითი საპროცესო მოქმედების ჩატარების შემდეგ

გამომძიებელი ისევ ატყობინებს პროცესის მონაწილეებს წინასწარი გამოძიების დამთავრებას და

აცნობს მათ დამატებით მასალას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

144

მუხლი 408. პროცესის მონაწილის მიერ სისხლის სამართლის საქმის გაცნობის ოქმი 1. საქმის გაცნობის შესახებ გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს

გამომძიებლის გვარი, პროცესის მონაწილე, რომელიც გაეცნო საქმეს, საქმის გაცნობაზე უარის

შესახებ განცხადების შინაარსი და მოტივები, საქმის გაცნობის დრო (მუშაობის ყოველი დღის

მანძილზე საქმის გაცნობის დაწყებისა და დამთავრების საათი და წუთი) და ადგილი,

გასაცნობად წარმოდგენილი საქმის ტომების რაოდენობა და თითოეული ტომის ფურცლების

რაოდენობა. წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებები და ფოტო-, კინო-, ვიდეო-,

ფონოდოკუმენტები, იმ პირთა შუამდგომლობებისა და სხვა განცხადებების შინაარსი, რომლებიც

გაეცნენ საქმეს.

2. პროცესის ყოველი მონაწილის მიერ საქმის გაცნობის თაობაზე დგება ცალკე ოქმი. თუ

ბრალდებული საქმეს ეცნობოდა დამცველთან ერთად, ხოლო დაზარალებული, სამოქალაქო

მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე – წარმომადგენლებთან ერთად, უნდა შედგეს ერთიანი

ოქმი მათ მიერ საქმის გაცნობის შესახებ.

3. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი, ბრალდებული, დამცველი, მარწმუნებელი და

წარმომადგენელი.

მუხლი 409. საბრალდებო დასკვნა 1. საბრალდებო დასკვნა შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო

ნაწილებისაგან.

2. შესავალ ნაწილში მითითებულია იმ ბრალდებულის (ბრალდებულთა) სახელი და გვარი და

სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), რომლის (რომელთა) მიხედვითაც

კვალიფიცირდება ბრალდებულის (ბრალდებულთა) მოქმედება.

3. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებულია დანაშაულის გარემოებანი

(დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგები და სხვა), მტკიცებულებანი,

რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას, გარემოებანი, რომლებიც ამძიმებენ ან

ამსუბუქებენ პასუხისმგებლობას, მოსაზრებანი, რომლებიც ბრალდებულს მოჰყავს თავის

დასაცავად, და მათი გაბათილება. საბრალდებო დასკვნაში მითითებული უნდა იყოს საქმის

ტომები და ფურცლები.

4. სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს მონაცემები ბრალდებულის

პიროვნების შესახებ, წაყენებული ბრალდების ფორმულირება სისხლის სამართლის კოდექსის იმ

მუხლის (მუხლების) მითითებით, რომელიც (რომლებიც) ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას

ამ დანაშაულისათვის.

5. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს გამომძიებელი მისი შედგენის ადგილისა და

თარიღის მითითებით.

6. საბრალდებო დასკვნას ამტკიცებს პროკურორი ან მისი მოადგილე.

მუხლი 410. საბრალდებო დასკვნის დანართი 1. საბრალდებო დასკვნას დაერთვის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია, რომელიც

უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან – ბრალდების დამადასტურებელ პირთა და

ბრალდებულისა და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა სიისაგან.

2. საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის

ღონისძიებათა შესახებ პატიმრობასა თუ შინაპატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით,

ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის ან სისხლისსამართლებრივი იძულებითი

ღონისძიების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციისა

თუ საპროცესო ხარჯების შესახებ.

3. სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სიაში მითითებული უნდა იყოს მათი

საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, აგრეთვე საქმის ფურცლები, სადაც

ჩამოყალიბებულია მათი ჩვენებები ან დასკვნები.

4. პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს შეცვალოს საბრალდებო დასკვნაზე დართული

სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბრალდებულისა

და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა რიცხვის შემცირება არ შეიძლება.

145

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 411. სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნა პროკურორისათვის საბრალდებო დასკვნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად გამომძიებელი დაუყოვნებლივ

უგზავნის პროკურორს.

მუხლი 412. საბრალდებო დასკვნით შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები

გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ან მისი მოადგილე

ვალდებულია შეამოწმოს:

ა) იყო თუ არა ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, და არის თუ არა ამ ქმედებაში

დანაშაულის შემადგენლობა;

ბ) ხომ არ არსებობს საქმის შეწყვეტის გარემოებები;

გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა წინასწარი გამოძიება;

დ) დასაბუთებულია თუ არა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით;

ე) წაყენებული აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის,

რომელიც მოკვლევამ ან წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა;

ვ) მიცემულია თუ არა პასუხისგებაში როგორც ბრალდებული, ასევე დანაშაულის ჩადენაში

მხილებული ყველა პირი;

ზ) სწორია თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია;

თ) შედგენილია თუ არა საბრალდებო დასკვნა საპროცესო ნორმების დაცვით;

ი) სწორად არის თუ არა არჩეული აღკვეთის ღონისძიება;

კ) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო

კონფისკაციის უზრუნველსაყოფად;

ლ) გამოვლენილია თუ არა მიზეზები და პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის

ჩადენას, და მიღებულია თუ არა ზომები მათ აღსაკვეთად;

მ) დაცულია თუ არა მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის

ყველა სხვა მოთხოვნა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 413. პროკურორის გადაწყვეტილება საბრალდებო დასკვნით შემოსული საქმის გამო პროკურორი ან მისი მოადგილე ვალდებულია არა უმეტეს 5 დღე-ღამის ვადაში განიხილოს

შემოსული საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) თუ მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი საქმის სასამართლოში გადასაგზავნად,

დაამტკიცოს თავისი რეზოლუციით ან ცალკე დადგენილებით საბრალდებო დასკვნა ან

შეადგინოს ახალი;

ბ) დაუბრუნოს საქმე თავისი წერილობითი მითითებებით გამომძიებელს დამატებითი

გამოძიების ჩასატარებლად;

გ) თუ საბრალდებო დასკვნა არ შეესაბამება ამ კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ

მოთხოვნებს, დაუბრუნოს საქმე წერილობითი მითითებებით გამომძიებელს ახალი საბრალდებო

დასკვნის შესადგენად;

დ) შეწყვიტოს საქმე და შეადგინოს შესაბამისი დადგენილება ამ კოდექსით დადგენილი წესის

მიხედვით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 414. პროკურორის მიერ ახალი საბრალდებო დასკვნის შედგენა თუ პროკურორი ან მისი მოადგილე საბრალდებო დასკვნას არ ეთანხმება, იგი ადგენს ახალ

საბრალდებო დასკვნას, ხოლო ადრე შედგენილი საბრალდებო დასკვნა ამოიღება საქმიდან. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 415. ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ბრალდებით თუ აუცილებელია ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ან ისეთი ბრალდებით, რომელიც

თავდაპირველი ბრალდებისაგან არსებითად განსხვავდება ფაქტობრივი გარემოებებით,

146

პროკურორი ან მისი მოადგილე საქმეს უბრუნებს გამომძიებელს ახალი ბრალდების

წასაყენებლად.

მუხლი 416. საქმის სასამართლოში გაგზავნა 1. საბრალდებო დასკვნა დაერთვის საქმეს.

2. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ პროკურორი ან მისი მოადგილე საბრალდებო

დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე

დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს.

ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს

განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.

3. პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ საბრალდებო დასკვნის დამტკიცებიდან არა

უგვიანეს 48 საათისა საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნოს შესაბამის

სასამართლოს.

4. სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შემდეგ ყოველგვარი შუამდგომლობა და საჩივარი

წარედგინება უშუალოდ სასამართლოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

კარი მეცხრე

წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

თავი L

სამართალში მიცემა

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 417. სამართალში მიცემა 1. სასამართლო სხდომაზე საქმის განსახილველად საკმაო საფუძვლის არსებობისას

მოსამართლე (სასამართლო), წინასწარ არ წყვეტს რა ბრალეულობის საკითხს, გამოიტანს

დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ.

2. არასრულწლოვანთა დანაშაულის ან იმ დანაშაულის საქმეზე, რომლისთვისაც სასჯელად

შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების

აღკვეთა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე არ ეთანხმება საბრალდებო დასკვნას,

აგრეთვე 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის არსებობის

დროს, ტარდება სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა.

3. მოსამართლეს (სასამართლოს) განმწესრიგებელ სხდომაზე გამოაქვს დადგენილება

(განჩინება) ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ, აბრუნებს საქმეს დამატებითი

გამოძიებისათვის, წყვეტს საქმეს წარმოებით, აჩერებს საქმის წარმოებას ან წარმართავს საქმეს

განსჯადობით, აგრეთვე წყვეტს საკითხს აღკვეთის ღონისძიების შესახებ ამ კოდექსით

დადგენილი წესით. ბრალდებულის სამართალში მიცემის შემთხვევაში სასამართლოს

განმწესრიგებელ სხდომაზე შეუძლია საბრალდებო დასკვნიდან ამორიცხოს ბრალდების

ცალკეული პუნქტი ან გამოიყენოს სისხლის სამართლის კანონი ნაკლებად მძიმე დანაშაულის

შესახებ, ამასთან, არ შეცვალოს ბრალდების ფორმულირება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 418. მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება) ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ

ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებაში

(განჩინებაში) უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის დრო და ადგილი, დასკვნა იმის შესახებ, რომ

არსებობს სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკმაო მონაცემები, სამართალში მისაცემი

147

პირების ზუსტი ვინაობა და იმ ქმედებათა კვალიფიკაცია, რომლებიც მათ ერაცხებათ,

გადაწყვეტილებები შემოსულ შუამდგომლობაზე და სასამართლო სხდომის მომზადების შესახებ. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 419. სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტის ვადა სამართალში მიცემის საკითხი მოსამართლემ (სასამართლომ) უნდა გადაწყვიტოს არა

უგვიანეს 14 დღე-ღამისა, ხოლო რთულ საქმეებზე – არა უგვიანეს ერთი თვისა მის წარმოებაში

არსებულ ბოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 420. მოსამართლის (სასამართლოს) მოქმედება საქმის შესაჩერებლად 1. თუ მოსამართლე (სასამართლო) სამართალში მიცემის საკითხის განხილვის დროს

დაადგენს, რომ ბრალდებული მიიმალა და მისი ადგილსამყოფელი არ არის ცნობილი, იგი

გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის მოძებნამდე საქმის წარმოების შეჩერების

შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებული საზღვარგარეთაა და თავს არიდებს

სასამართლოში გამოცხადებას.

2. ბრალდებულის ფსიქიკური ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადების შემთხვევაში, რაც

დადასტურებული იქნება სახელმწიფო სამსახურში მყოფი ექიმის მიერ, მოსამართლე

(სასამართლო) გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე

საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 421. სასამართლო შემადგენლობა განმწესრიგებელ სხდომაზე. პროკურორის მონაწილეობა განმწესრიგებელ სხდომაში

1. სისხლის სამართლის საქმე განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილება მოსამართლის ან

სასამართლოს მიერ.

2. პროკურორის მონაწილეობა სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაში სავალდებულოა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 422. შუამდგომლობის განხილვა 1. სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია

განიხილოს მხარეებისაგან შემოსული შუამდგომლობები დამატებითი მტკიცებულებების

გამოთხოვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, სამოქალაქო სარჩელისა და მისი

უზრუნველყოფის ზომების შესახებ. ამასთან, მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია

განმარტების მისაცემად დაიბაროს შუამდგომლობის განმცხადებელი პირი, თუ იგი ამას

მოითხოვს.

2. შუამდგომლობის გადაწყვეტის შედეგი ეცნობება შუამდგომლობის განმცხადებელ პირს.

შუამდგომლობაზე უარის თქმა გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მაგრამ იგი შეიძლება კვლავ

იქნეს განცხადებული სასამართლო სხდომაზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 423. განმწესრიგებელი სხდომის ჩატარების წესი სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე იწყება

სხდომის თავმჯდომარის მოხსენებით განსახილველი საქმის შესახებ. შემდეგ სასამართლო

მოუსმენს პროკურორს და სასამართლო სხდომაზე დაბარებულ პირებს, მოუსმენს მათ

განცხადებული შუამდგომლობების გამო. განცხადებული შუამდგომლობების შესახებ

მოსამართლე (სასამართლო) მოისმენს პროკურორის დასკვნას. შემდეგ მოსამართლეს

148

(სასამართლოს) სათათბირო ოთახში გამოაქვს დადგენილება (განჩინება). განმწესრიგებელი

სხდომის დროს სასამართლო სხდომის მდივანი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 454-ე მუხლის

მოთხოვნათა დაცვით. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმეებისა და ექსპერტების გამოძახება არ

დაიშვება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 424. სამართალში მიცემის დროს გამოსარკვევი საკითხები სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლემ (სასამართლომ) უნდა

განიხილოს შემდეგი საკითხები თითოეული ბრალდებულის მიმართ:

ა) მოცემული სასამართლოს განსჯადია თუ არა საქმე;

ბ) ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, შეიცავს თუ არა დანაშაულის შემადგენლობას;

გ) ქმედებას, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, სწორად აქვს თუ არა შეფარდებული სისხლის

სამართლის კანონი;

დ) ხომ არ არის საქმეში გარემოებები, რომლებიც იწვევს საქმის შეწყვეტას ან შეჩერებას;

ე) შეკრებილია თუ არა საჭირო მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე საქმის

განსახილველად;

ვ) ჩატარდა თუ არა გამოძიება სრულად და ობიექტურად, ხომ არ არსებობს დამატებითი

გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების საფუძველი;

ზ) მოკვლევისა და გამოძიების დროს ხომ არ დარღვეულა საპროცესო კანონი;

თ) შედგენილია თუ არა საბრალდებო დასკვნა 414-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად;

ი) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება;

კ) მიღებულია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის

უზრუნველყოფის ზომები;

ლ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მხარის შუამდგომლობა;

მ) სწორად არის თუ არა გაერთიანებული ან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 425. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომაზე განსახილველად მომზადებასთან დაკავშირებით გადასაწყვეტი საკითხები

თუ მოსამართლე (სასამართლო) მიიჩნევს, რომ არსებობს საკმაო საფუძველი ბრალდებულის

სამართალში მისაცემად, მან უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც ეხება:

ა) დამცველის დანიშვნას ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) დაზარალებულის ცნობას სამოქალაქო მოსარჩელედ, თუ სამოქალაქო სარჩელი წინასწარი

გამოძიებისას ან მოკვლევის წარმოებისას არ წარდგენილა;

გ) სამოქალაქო სარჩელის ან საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომას;

დ) პირებს, რომლებიც დაბარებულ უნდა იქნენ სასამართლო სხდომაზე როგორც

დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, მოწმეები,

ექსპერტები და სპეციალისტები;

ე) დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვას;

ვ) საქმის განხილვას დახურულ სასამართლო სხდომაზე ამ კოდექსის მე-16 მუხლით

გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) სხდომის დროსა და ადგილს;

თ) თარჯიმნის დაბარებას. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 426. სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიებისათვის 1. სისხლის სამართლის საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის მოსამართლე (სასამართლო)

განმწესრიგებელი სხდომიდან წარმართავს იმ შემთხვევაში, თუ:

149

ა) წარმოებული მოკვლევა ან გამოძიება არსებითად არასრულია და იგი არ შეიძლება

სასამართლო სხდომაზე შეივსოს;

ბ) მოკვლევის ორგანომ, მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა დაუშვა ამ კოდექსის

მოთხოვნათა არსებითი დარღვევა, რაც ხელს უშლის საქმის განხილვას სასამართლოს მიერ;

გ) პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულისათვის უფრო მძიმე ბრალდების ან ისეთი

ბრალდების წაყენებას, რომელიც არსებითად განსხვავდება პირვანდელი ბრალდებისაგან;

დ) პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულად სხვა პირების ჩაბმას;

ე) თუ საქმეები არასწორად არის გაერთიანებული ან გამოყოფილი;

ვ) დაზარალებული დასაბუთებულად შუამდგომლობს ბრალდებულისათვის უფრო მძიმე

ბრალდების ან ისეთი ბრალდების წაყენებას, რომელიც არსებითად განსხვავება პირველი

ბრალდებისაგან, ანდა საქმეში ბრალდებულად სხვა პირის ჩაბმას.

2. დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის პროკურორისათვის დაბრუნებისას

მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია დადგენილებაში (განჩინებაში) მიუთითოს

დაბრუნების საფუძველი, დამატებით გამოსარკვევი გარემოებანი და ის საგამოძიებო

მოქმედებანი, რომლებიც უნდა ჩატარდეს. მოსამართლეს (სასამართლოს) უფლება აქვს

გადაწყვიტოს, რომ დამატებითი გამოძიება დაევალოს სხვა გამომძიებელს.

3. როცა მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებელს არ მიუღია ზომები დანაშაულით მიყენებული

მატერიალური ზიანის ანაზღაურების ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის

უზრუნველსაყოფად, თუ ასეთ ზომებს უშუალოდ სასამართლო ვერ მიიღებს, მოსამართლე

(სასამართლო) დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაუბრუნებლად თავისი დადგენილებით

(განჩინებით) ავალებს სათანადო ორგანოს განახორციელოს უზრუნველყოფის ჯეროვანი

ღონისძიებანი.

4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას მოსამართლე (სასამართლო)

ვალდებულია გადაწყვიტოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების

შეცვლის ან გაუქმების საკითხი ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

მუხლი 427. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა 1. როდესაც არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი საფუძველი, სასამართლო

განმწესრიგებელ სხდომაზე შეწყვეტს საქმეს. ამასთან, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ

აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის

უზრუნველყოფის ზომებს და წყვეტს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხს.

2. მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) ასლი საქმის შეწყვეტის შესახებ

ბარდება პირს, რომელსაც ბრალი ედებოდა დანაშაულის ჩადენაში, და დაზარალებულს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 428. სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დადგენილება (განჩინება) და მისი გასაჩივრების წესი

1. სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დადგენილებაში (განჩინებაში) უნდა აღინიშნოს:

სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, სასამართლოს სახელწოდება, სასამართლოს

შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, პროკურორი, საქმე, რომელიც იხილება, და

მიღებული გადაწყვეტილება.

2. განჩინებას ხელს აწერს სასამართლოს შემადგენლობა, ხოლო დადგენილებას – მოსამართლე.

3. 426-ე ან 427-ე მუხლის საფუძველზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განმწესრიგებელი

სხდომის განჩინება (დადგენილება) მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამისად

აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს სასამართლოებსა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო

სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, აგრეთვე უმაღლესი სასამართლოებისა და საოლქო

150

სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიების განჩინება – საქართველოს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, 5 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივარი განიხილება 243-ე

მუხლით დადგენილი წესით 10 დღის ვადაში. გამოტანილი დადგენილება (განჩინება) არ

გასაჩივრდება. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 429. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის გაცნობის უფლება 1. ბრალდებულის სამართალში მიცემის შემდეგ, საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე 5

დღის ვადაში, ხოლო რთულ საქმეებზე – 10 დღის ვადაში პროკურორს, განსასჯელს, მის

დამცველს და კანონიერ წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს და

მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ დამატებით გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ სათანადო

ამონაწერები და გადაიღონ ასლები.

2. თუ საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს დამცველი, რომელსაც წინასწარ

გამოძიებაში მონაწილეობა არ მიუღია, ან თუ განსასჯელი წინასწარი გამოძიების დამთავრებისას

საქმის მასალებს არ გასცნობია, მათ უფლება აქვთ საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე 10

დღის ვადაში, ხოლო რთულ და მრავალეპიზოდიან საქმეებზე – 30 დღის ვადაში გაეცნონ საქმეს,

გააკეთონ სათანადო ამონაწერები და გადაიღონ ასლები. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 430. დადგენილების (განჩინების) ასლების ჩაბარება განსასჯელისათვის 1. თუ სამართალში მიცემის საკითხის განხილვისას შეიცვალა ბრალდება, აღკვეთის

ღონისძიება ან სასამართლოში დასაბარებელ პირთა სია, განსასჯელს ბარდება აგრეთვე

მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) ასლები.

2. საქმის განხილვა სასამართლო სხდომაზე ვერ დაინიშნება 5 დღე-ღამეზე ადრე იმ დროიდან,

როდესაც ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დოკუმენტები განსასჯელს ჩაბარდა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 431. მოსამართლის (სასამართლოს) მოქმედება სასამართლო სხდომის მოსამზადებლად

მოსამართლე (სასამართლო) გასცემს განკარგულებას დადგენილებაში (განჩინებაში)

აღნიშნული პირების სასამართლო სხდომაზე დასაბარებლად, აგრეთვე იღებს სხვა ზომებს

სასამართლო სხდომის მოსამზადებლად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 432. მოსამართლის მოქმედება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით აღიძვრება და რომელზედაც წინასწარი გამოძიება არ ჩატარებულა

1. სისხლის სამართლის საქმე იმ დანაშაულის გამო, რომელიც ამ კოდექსის 27-ე მუხლშია

აღნიშნული, აღიძვრება მოსამართლის დადგენილებით. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის

შესახებ დადგენილების გამოტანამდე მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ზომები

დაზარალებულისა და იმ პირის შესარიგებლად, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი.

მოსამართლე ერთპიროვნულად ნიშნავს საქმის განხილვას. თუ აუცილებელია, ვიდრე საქმის

განხილვა დაინიშნებოდეს, მოსამართლე იბარებს ბრალდებულსა და დაზარალებულს იმ

მტკიცებულებების გამოსარკვევად, რომლებიც სასამართლო შემოწმებას საჭიროებს.

2. შეგებებული ბრალდებები შეიძლება გაერთიანდეს ერთ წარმოებად, სანამ სასამართლოში

საქმის განხილვა დაიწყებოდეს.

3. სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა განსასჯელს უნდა

ჩაბარდეს დაზარალებულის განცხადების ასლი, სასამართლო სხდომაზე დაბარების უწყება

151

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის აღნიშვნით, რომლითაც მას ბრალი

ედება, და სასამართლო სხდომაზე დაბარებულ პირთა სია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 433. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დაწყების ვადა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა უნდა დაიწყოს ბრალდებულის სამართალში მიცემის

შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) გამოტანიდან არა უგვიანეს

10 დღე-ღამისა, ხოლო რთულ საქმეებზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

თავი LI

ზოგადი დებულებანი სასამართლო განხილვის შესახებ

მუხლი 434. სასამართლოს შემადგენლობა სასამართლო განხილვის დროს 1. სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოები განსჯადობის

შესაბამისად განიხილავენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლო – ერთი მოსამართლის

შემადგენლობით; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები და საოლქო სასამართლო –

კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია – ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის

შემადგენლობით.

2. პირველი ინსტანციის ყველა სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება საერთო

წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 435. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა 1. სასამართლომ საქმე ერთი და იმავე შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე

მოსამართლეს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს

სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა იწყება ხელახლა, გარდა 436-ე მუხლით

გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომაში ვერ იღებს მონაწილეობას საპატიო

მიზეზით, შეიძლება შეცვალოს იმავე დონის სხვა სასამართლოს მოსამართლემ კანონით

დადგენილი წესით.

მუხლი 436. სათადარიგო მოსამართლე და სათადარიგო მსაჯული 1. თუ საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის

განხილვის დაწყებიდან შეიძლება იმყოფებოდნენ სათადარიგო მოსამართლე და ორი

სათადარიგო მსაჯული, რომლებიც სასამართლო მოქმედებებში არ იღებენ მონაწილეობას.

2. მოსამართლის ან მსაჯულის სასამართლოს შემადგენლობიდან გამოსვლისას სათადარიგო

მოსამართლე ან სათადარიგო მსაჯული ცვლის გამოსულს და საქმის განხილვა გრძელდება.

მათივე მოთხოვნით შეიძლება ცალკეული სასამართლო მოქმედების განახლება.

მუხლი 437. სასამართლო სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება 1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს ამ სასამართლოს

თავმჯდომარე ან მოსამართლე, ხოლო სხვა სასამართლო სხდომას, – ამ სასამართლოს

თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი.

2. თავმჯდომარე წარმართავს სასამართლო სხდომას, ახორციელებს ამ კოდექსით

გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებას, რაც აუცილებელია მტკიცებულებათა

ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ჭეშმარიტების დასადგენად; ამასთან,

სასამართლო განხილვას განარიდებს ყველაფერს, რაც არ არის დაკავშირებული განსახილველ

საქმესთან, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას.

152

3. თავმჯდომარე უზრუნველყოფს სასამართლოს დარბაზში წესრიგის დაცვას. მისი

განკარგულებები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სავალდებულოა მხარეებისა და

სასამართლოს დარბაზში დამსწრე ყველა პირისათვის.

4. თავმჯდომარის მოქმედებათა გამო რომელიმე მხარის ან სხვა პირის პრეტენზიები შეაქვთ

სასამართლო სხდომის ოქმში და მათ სასამართლოს შემადგენლობა განიხილავს იმავე სხდომაზე.

5. თუ თავმჯდომარე გამოეთიშა სხდომას, მის მოვალეობას ასრულებს ასაკით უფროსი

მოსამართლე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 438. მოსამართლე და მსაჯული სასამართლო სხდომაზე 1. მოსამართლე და მსაჯულები ერთად ქმნიან კოლეგიას, რომელიც ხმების უმრავლესობით

წყვეტს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას.

2. მტკიცებულებათა გამოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მსაჯული

სარგებლობს მოსამართლის თანაბარი უფლებით.

3. მოსამართლესა და მსაჯულს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მხარეთა მიერ

წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, მხარეთა შუამდგომლობით, გამოითხოვონ

მტკიცებულებები ან დაუსვან შეკითხვები განსასჯელს, დაზარალებულს, მოწმეებს, მიიღონ

მონაწილეობა ექსპერტიზის დანიშვნაში ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებაში, განაჩენის

გამოტანასა და სხვა საპროცესო გადაწყვეტილების მიღებაში.

მუხლი 439. სასამართლო განხილვის შეჯიბრებითობა 1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა პოლემიკის სახით.

2. ბრალდებისა და დაცვის მხარეებს აქვთ თანაბარი საპროცესო უფლებები და

შესაძლებლობები.

3. სასამართლოს უფლება არა აქვს შეასრულოს ბრალდების ან დაცვის ფუნქციები.

4. სასამართლო უზრუნველყოფს მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარდგენისა და

გამოკვლევისათვის საჭირო პირობებს, ამასთან, იცავს მიუკერძოებლობას და თავს იკავებს

საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა გამოთხოვისაგან.

5. განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა

აქვს გამოთქვას აზრი განსასჯელის დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

6. ერთი მხარის შუამდგომლობასა და განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლო ისმენს

მეორე მხარის აზრსაც.

7. სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორი – სახელმწიფო

ბრალმდებელი, დაზარალებული (კერძო ბრალმდებელი), სამოქალაქო მოსარჩელე და მათი

წარმომადგენლები; დაცვის მხარეს – დამცველი, განსასჯელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი,

სამოქალაქო მოპასუხე, მისი კანონიერი წარმომადგენელი, პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება

სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, და მისი წარმომადგენელი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 440. სასამართლო განხილვის უშუალობა და ზეპირობა 1. საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა უზრუნველყოს

მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევა განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმეების დაკითხვის,

ექსპერტთა დასკვნების შესწავლისა და ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერების გზით,

საჭიროების შემთხვევაში – საჯაროდ წაიკითხოს საგამოძიებო მოქმედების ოქმი და

დოკუმენტები.

2. სასამართლომ ფაქტების შესახებ ცნობები შეძლებისდაგვარად პირველწყაროდან უნდა

მიიღოს.

3. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები შეიძლება სასამართლოში გამოქვეყნდეს

მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 441. სასამართლო განხილვის უწყვეტობა 1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა.

153

2. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს სხვა საქმე განიხილოს მოცემული საქმის

წარმოების შეჩერების ან საქმის განხილვის 2 დღეზე მეტი ვადით გადადების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მოსამართლის

მიერ ამ კოდექსითა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს

კანონმდებლობით გათვალისწინებული მასალების განხილვაზე. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 442. პროცესის სხვა პრინციპები სასამართლო განხილვის სტადიაზე სასამართლო განხილვის სტადიაზე სრულად მოქმედებს პირველი კარის II თავში

ჩამოყალიბებული სამართალწარმოების სხვა პრინციპები. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 443. განსასჯელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში 1. სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსასჯელი.

2. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა:

ა) განსასჯელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა და თავს არიდებს სასამართლოში

გამოცხადებას;

ბ) განსასჯელი, რომელსაც შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 3 წლისა,

შუამდგომლობს საქმე განიხილონ მის დაუსწრებლად და, ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია,

რომ განსასჯელის დაუსწრებლად განხილვა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ,

სრულად და ობიექტურად გამოკვლევას.

3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების

სტადიაზე რომელიმე მათგანი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის

განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს გამოუცხადებელი განსასჯელის

ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და

ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს განსასჯელისათვის მისი

მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის

განხილვაში მისი დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 444. განსასჯელის გამოუცხადებლობის შედეგები 1. განსასჯელის გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვა გადაიდება, გარდა 443-ე

მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. არასაპატიო მიზეზით განსასჯელის გამოუცხადებლობისას იგი შეიძლება მოსამართლის

(სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით) მოიყვანონ, ხოლო სათანადო საფუძვლის

არსებობისას ამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ან

შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეცვალონ უფრო მკაცრით.

3. მოყვანილ განსასჯელს შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 445. დამცველის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. დამცველი მონაწილეობს სასამართლო განხილვაში და აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც

ბრალმდებელს (მე-15 მუხლი).

2. თუ დამცველი არ გამოცხადდა, საქმის განხილვა უნდა გადაიდოს. სასამართლო სხდომაზე

გამოუცხადებელი დამცველის შეცვლა შეიძლება განსასჯელის თანხმობით. თუ განსასჯელის

მიერ მოწვეული დამცველის მონაწილეობა შეუძლებელია ხანგრძლივი დროის (10 დღეზე მეტი)

განმავლობაში, სასამართლო გადადებს განხილვას და განსასჯელს შესთავაზებს აირჩიოს სხვა

დამცველი, ან დანიშნავს ახალს. დამცველის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო

ითვალისწინებს ასეთი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას. საქმეში ახლად ჩაბმულ

დამცველს სასამართლო უზრუნველყოფს საქმის მასალების შესასწავლად საკმარისი დროით და

საქმეში მის ჩაბმამდე ჩატარებულ სასამართლო მოქმედებათა განმეორების შესაძლებლობით.

154

3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების

სტადიაზე რომელიმე მათგანის დამცველი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია

საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს განსასჯელის ინტერესებს და

გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან,

სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამცველისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული

ოქმის გაცნობა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 446. პროკურორის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. სასამართლო განხილვაში პროკურორი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას,

ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება

სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს.

2. პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებებს, მონაწილეობს დაცვის მტკიცებულებათა

გამოკვლევაში, გამოთქვამს თავის აზრს სასამართლოს გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.

3. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ, მისი რწმენით, იგი არ

დადასტურდა სასამართლო განხილვისას.

4. ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა

დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.

5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს

საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად.

6. პროკურორის გამოუცხადებლობისას საქმე უნდა გადაიდოს. საქმეში ახლად ჩაბმული

პროკურორი უნდა უზრუნველყონ დროით, რომელიც საჭიროა სახელმწიფო ბრალდების

მხარდაჭერისათვის მოსამზადებლად. მას უფლება აქვს მოითხოვოს საქმეში მის ჩაბმამდე

ჩატარებულ სასამართლო მოქმედებათა განმეორება.

მუხლი 447. დაზარალებულის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. სასამართლო განხილვაში მონაწილე დაზარალებული სარგებლობს მხარის ყველა უფლებით

(მე-15 მუხლი).

2. საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობის

შემთხვევაში სასამართლო ისმენს მხარეთა აზრს და წყვეტს მის დაუსწრებლად საქმის განხილვის

შესაძლებლობის საკითხს.

3. არასაპატიო მიზეზით დაზარალებულის გამოუცხადებლობისას სასამართლოს უფლება აქვს

დაზარალებული მოაყვანინოს, თუ, სასამართლოს ან თუნდაც ერთი მხარის აზრით, საქმის

განხილვაში მისი მონაწილეობა აუცილებელია.

4. არასაპატიო მიზეზით კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობისას

საქმის წარმოება წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 448. სამოქალაქო მოსარჩელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. სამოქალაქო მოსარჩელე, რომელიც სარგებლობს მხარის უფლებებით (მე-15 მუხლი), მხარს

უჭერს მის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს.

2. სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში

სასამართლო სამოქალაქო სარჩელს არ განიხილავს. ამასთან, სამოქალაქო სარჩელის

განმცხადებელ პირს უნარჩუნდება უფლება წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების

წესით. სასამართლოს უფლება აქვს, სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი კანონიერი

წარმომადგენლის შუამდგომლობით, სამოქალაქო სარჩელი განიხილოს მის დაუსწრებლად.

სასამართლო სამოქალაქო სარჩელს განიხილავს ყველა შემთხვევაში, თუ სარჩელს მხარს უჭერს

პროკურორი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

155

მუხლი 449. სამოქალაქო მოპასუხის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. სამოქალაქო მოპასუხე, რომელიც იცავს თავის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს

განცხადებულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვაში სარგებლობს მხარეთა

უფლებებით (მე-15 მუხლი).

2. სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის

სამოქალაქო სარჩელის განხილვას. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლო განხილვა

შეიძლება სამოქალაქო მოპასუხის თხოვნით გადაიდოს, მაგრამ არა უმეტეს 7 დღის ვადით.

მუხლი 450. სასამართლო განხილვის ფარგლები საქმის სასამართლო განხილვა ტარდება განსასჯელის მიმართ მხოლოდ იმ ბრალდების

ფარგლებში, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა

პროკურორმა ბრალდება შეცვალა განსასჯელის სასარგებლოდ.

მუხლი 451. სასამართლო განხილვის გადადება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერება. სასამართლო განხილვის განახლება

1. თუ საქმის განხილვა შეუძლებელია იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა

რომელიმე გამოძახებული პირი, ან საჭიროა ახალ მტკიცებულებათა გამოთხოვა, სასამართლო

გადადებს განხილვას და იღებს ზომებს გამოუცხადებელ პირთა გამოსაძახებლად და ახალ

მტკიცებულებათა გამოსათხოვად. სასამართლო ადგენს საქმის განხილვის გადადების ვადას.

2. თუ განსასჯელი მიიმალა, ანდა ქრონიკულად ან მძიმედ არის ავად, რაც გამორიცხავს

სასამართლოში მის გამოცხადებას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას ამ განსასჯელის

მიმართ მის მოძებნამდე ან გამოჯანმრთელებამდე და განაგრძობს სასამართლო განხილვას

დანარჩენ განსასჯელთა მიმართ, ხოლო თუ ეს ხელს შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ,

ობიექტურ და სრულ გამოკვლევას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.

3. 29-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 420-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში

სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში

საქმის წარმოება განახლდება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 452. სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებანი 1. 426-ე მუხლში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას სასამართლო საქმეს აბრუნებს

დამატებითი გამოძიების ან ბრალდების მხარის (პროკურორის, დაზარალებულის ან მისი

წარმომადგენლის) შუამდგომლობით ბრალდებულისათვის უფრო მძიმე ბრალდების წაყენების

მიზნით.

2. თუ სასამართლო განხილვისას გამოვლინდა, რომ განსასჯელმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული,

ან დანაშაული ჩაიდინა პირმა, რომლისთვისაც ბრალდება არ წაუყენებიათ, ბრალდების მხარის

(პროკურორის, დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის) დასაბუთებული შუამდგომლობით,

სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს აბრუნებს დამატებითი გამოძიებისათვის. თუ

განსახილველ და გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებათა შორის კავშირი არ არსებობს,

სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) პროკურორს აცნობებს გამოვლენილ ახალ ფაქტებს

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

3. სასამართლო სისხლის სამართლის საქმის წარმოებას წყვეტს 28-ე მუხლში არსებულ

საფუძველზე.

4. გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი სასამართლოს გამოაქვს 503-504-ე მუხლებში

აღნიშნულ საფუძველზე.

5. სასამართლო წყვეტს საკითხს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან შერჩევის

შესახებ. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

156

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 453. სასამართლო სხდომაზე განჩინების (დადგენილების) გამოტანის წესი 1. სასამართლო განხილვის დროს ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს

განჩინება, ხოლო მოსამართლეს – დადგენილება.

2. განჩინება (დადგენილება) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის გაგზავნის, მისი

წარმოების შეწყვეტის ან შეჩერების, აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების,

აცილებისა და ექსპერტიზის დანიშვნის, მტკიცებულებათა დაუშვებლობისა და საქმიდან

ამოღების შესახებ სასამართლოს ან მოსამართლეს გამოაქვს სათათბირო ოთახში.

3. სხვა განჩინება (დადგენილება) სასამართლოს ან მოსამართლეს გამოაქვს ზემოთ

მითითებული წესით ან ადგილზე და განჩინება (დადგენილება) შეაქვს სასამართლო სხდომის

ოქმში.

4. სასამართლო განხილვის დროს სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებები

(დადგენილებები) საჯაროდ უნდა წაიკითხონ.

5. ამ კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ქმედების ჩადენის გამო

პროცესის მონაწილეების სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების საკითხის გადაწყვეტა

ხდება მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით) სათათბირო ოთახში. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 454. სასამართლო სხდომის ოქმი 1. სასამართლო სხდომის ოქმში აღინიშნება: სხდომის ადგილი და დრო იმის მითითებით, თუ

როდის გაიხსნა და დაიხურა იგი, სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, მდივანი,

თარჯიმანი, ბრალმდებელი, დამცველი, განსასჯელი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო

მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, სასამართლოს მიერ

დაბარებული სხვა პირები, განსახილველი საქმე, განსასჯელის მიმართ შერჩეული აღკვეთის

ღონისძიება, მონაცემები განსასჯელის პიროვნების შესახებ, სასამართლოს ყველა მოქმედება

თანამიმდევრობით, პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა განცხადებანი და შუამდგომლობანი,

სასამართლოს მიერ სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი, მითითება

სათათბირო ოთახში განჩინებათა გამოტანის შესახებ, განსასჯელისა და საქმეში მონაწილე სხვა

პირებისათვის მათი უფლება-მოვალეობათა განმარტება, ჩვენებათა შინაარსი, სასამართლო

სხდომაზე ჩატარებულ დათვალიერებათა და მტკიცებულებათა შეგროვებასა და გამოკვლევასთან

დაკავშირებულ სხვა მოქმედებათა შედეგები, ყოველივე იმის შინაარსი, რისი ოქმში შეტანაც

პროცესის მონაწილეებმა ითხოვეს, მითითება სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის

დარღვევის ფაქტებზე, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, და დამრღვევის პიროვნებაზე, სასამართლო

კამათის მოკლე შინაარსი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა, მითითება განაჩენის გამოქვეყნების,

მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.

2. ოქმი უნდა მომზადდეს და მას ხელი უნდა მოაწერონ სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ

და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, რის შესახებაც

უნდა აცნობონ მხარეებს.

3. თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს მხარეებისათვის ოქმის გაცნობის

შესაძლებლობა.

მუხლი 455. შენიშვნები სასამართლოს სხდომის ოქმზე და მათი განხილვის წესი 1. სასამართლოს სხდომის ოქმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ 5 დღე-ღამის

განმავლობაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. შენიშვნებს განიხილავს იმავე საქმის განმხილველი

მოსამართლე (სასამართლო).

2. შენიშვნების განხილვის შემდეგ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება

(განჩინება), რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები

და მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება) ყველა შემთხვევაში დაერთვის

საქმეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

157

მუხლი 456. სასამართლო სხდომის განაწესი 1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შემოსვლისა და დარბაზიდან გასვლის წინ

სასამართლოს მდივანი აცხადებს: „ადექით, სასამართლო მოდის!“ ან: „ადექით, სასამართლო

გადის!“ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება.

2. სასამართლო განხილვის ყველა მონაწილე მოსამართლეს (სასამართლოს) მიმართავს

„ბატონო მოსამართლევ!“, „ბატონო მოსამართლენო!“, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს

საჭირო განცხადებას. გამონაკლისი სასამართლოში ქცევის წესებიდან დასაშვებია თავმჯდომარის

ნებართვით.

3. თავმჯდომარის განკარგულებათა შესრულება სავალდებულოა სასამართლო განხილვის

მონაწილე და სასამართლო სხდომის დამსწრე ყოველი პირისათვის.

4. 16 წლამდე ასაკის პირები, თუ ისინი არ არიან მხარეები ან მოწმეები, სასამართლო სხდომის

დარბაზში არ დაიშვებიან.

5. სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში

იყენებენ 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონიძიებებს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი LII

სასამართლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილი

მუხლი 457. სასამართლო სხდომის გახსნა დანიშნულ დროს თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რომელ სისხლის

სამართლის საქმეს განიხილავენ.

მუხლი 458. სასამართლო სხდომაზე გამოძახებულ პირთა გამოცხადების შემოწმება სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეების, მოწმეების,

ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნის გამოცხადებისა და გამოუცხადებლობის

მიზეზებს.

მუხლი 459. თარჯიმნისათვის მისი უფლება-მოვალეობების განმარტება და მისი აცილების საკითხის გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ მონაწილეობს თარჯიმნად, განუმარტავს მას 101-ე

მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს

არასწორი თარგმნისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

2. თავმჯდომარე მხარეებს, მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს განუმარტავს, რომ

უფლება აქვთ აცილება მისცენ თარჯიმანს, და უხსნის აცილების კანონით გათვალისწინებულ

საფუძვლებს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მოსმენის შემდეგ სასამართლო წყვეტს

თარჯიმნისათვის განცხადებული აცილების საკითხს.

მუხლი 460. მოწმეთა გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან თავმჯდომარე იძლევა განკარგულებას მოწმეების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის

შესახებ და იღებს ზომებს, რათა ისინი დაკითხვამდე არ ესაუბრონ ერთმანეთს. მოსამართლეს

შეუძლია მოწმეს წასვლის ნება დართოს და დაუნიშნოს მას სასამართლოში გამოცხადების დღე

და საათი.

მუხლი 461. სასამართლოს შემადგენლობის გამოცხადება და მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ

უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ

შემადგენლობას 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება

სათადარიგო მოსამართლისა და სათადარიგო მსაჯულების მიმართაც.

158

2. მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლისა თუ მსაჯულის, აგრეთვე

სასამართლო სხდომის მდივნის აცილების საკითხი უნდა გადაწყდეს 108-ე მუხლით

გათვალისწინებული წესებით. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 462. განსასჯელის ვინაობის დადგენა და მისთვის საბრალდებო დასკვნის ასლის დროულად გადაცემა

1. თავმჯდომარე ადგენს განსასჯელის ვინაობას, არკვევს მის სახელსა და გვარს, დაბადების

წელს, თვეს, დღესა და ადგილს.

2. თავმჯდომარე ეკითხება განსასჯელს, გადასცეს თუ არა მას საბრალდებო დასკვნის ასლი ან

დაზარალებულის საჩივარი. თუ აღნიშნული დოკუმენტები გადაცემული არ არის, სასამართლო

სხდომა გადაიდება არანაკლებ 3 დღე-ღამით.

მუხლი 463. სახელმწიფო ბრალმდებლის შესახებ აცილების საკითხის გადაწყვეტა 1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს სახელმწიფო ბრალდებას (სახელი, გვარი,

საკლასო წოდება, დაკავებული თანამდებობა) ან კერძო ბრალდებას და მხარეებს განუმარტავს,

რომ უფლება აქვთ აცილება განუცხადონ პროკურორს 105-ე მუხლით გათვალისწინებული

საფუძვლებით.

2. თუ პროკურორს აცილება განუცხადა ერთ-ერთმა მხარემ, სასამართლო გადაწყვეტილების

მიღებამდე ისმენს ამ საკითხზე მეორე მხარის აზრს.

3. აცილების დაკმაყოფილებისას სასამართლო განხილვა გადაიდება.

მუხლი 464. დამცველის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებათა არსებობის საკითხის გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის დამცველი (სახელი და გვარი, ადვოკატთა რომელი

კოლეგიის წევრია), განუმარტავს მხარეებს, 107-ე მუხლით გათვალისწინებულ რა გარემოებათა

არსებობისას არ შეუძლია დამცველს საქმეში მონაწილეობა, და ეკითხება მათ, შუამდგომლობენ

თუ არა ისინი დამცველის აცილებას.

2. 107-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს შეუძლია

თავისი ინიციატივითაც მისცეს აცილება დამცველს და შესთავაზოს განსასჯელს, სხვა დამცველი

მოიწვიოს ან თვითონ სასამართლომ დაუნიშნოს იგი.

მუხლი 465. დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები სასამართლოში

თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო

მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, და მხარეებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება

მისცენ დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს,

და უხსნის, რა საფუძვლით შეიძლება მათი აცილება.

მუხლი 466. ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხის გადაწყვეტა 1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის ექსპერტი, სპეციალისტი, და წყვეტს ექსპერტისა და

სპეციალისტის აცილების საკითხს 106-ე მუხლის საფუძველზე.

2. თუ ექსპერტის აცილება დაკმაყოფილებულია, სასამართლო, მხარეთა აზრის

გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მეორე ექსპერტის დანიშვნის შესახებ. ახალი

ექსპერტის მოსაწვევად მხარეს ეძლევა დრო, თუ აცილებული ექსპერტი მის მიერ იყო მოწვეული.

მუხლი 467. პროცესის მონაწილეთათვის მათი უფლება-მოვალეობების განმარტება თავმჯდომარე განსასჯელს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო

მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, ექსპერტსა და სპეციალისტს განუმარტავს მათს უფლება-

მოვალეობებს.

159

მუხლი 468. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა 1. თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს

ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა, რომ გამოითხოვონ ან საქმეს დაურთონ ახალი

მტკიცებულებანი, მოიწვიონ მოწმეები, ექსპერტები, დანიშნონ ექსპერტიზა, გამოითხოვონ

ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტები. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას,

ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა.

2. თავმჯდომარე ვალდებულია გაარკვიოს, აქვთ თუ არა მხარეებს შუამდგომლობა საქმის

მასალებიდან მტკიცებულებათა ამოღების შესახებ.

3. ყოველი განცხადებული შუამდგომლობა სასამართლომ უნდა განიხილოს და გაიგოს

პროცესის მონაწილეთა აზრი. თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია

შუამდგომლობა, შეიძლება საქმისათვის მნიშვნელოვანი იყოს, ან თუ მტკიცებულება კანონის

არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას. თუ

შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება

(დადგენილება). პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება

აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას.

მუხლი 469. საკითხის გადაწყვეტა დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და სპეციალისტის გარეშე საქმის განხილვის შესახებ

1. თუ დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდა, სასამართლოს

მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება (დადგენილება) სასამართლო განხილვის

გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის

გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს, თუ აღნიშნულ პირთა

გამოუცხადებლობა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ

გამოკვლევას.

2. საქმის განხილვის გადადების შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანისას

სასამართლოს უფლება აქვს დაკითხოს გამოცხადებული დაზარალებული და მოწმე. გადადებულ

საქმეს განიხილავს მოსამართლეთა იგივე შემადგენლობა. დაკითხულ დაზარალებულსა და

მოწმეს გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

თავი LIII

სასამართლო გამოძიება

მუხლი 470. სასამართლო გამოძიების დაწყების გამოცხადება თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლო იწყებს სასამართლო გამოძიებას.

მუხლი 471. სასამართლო გამოძიების დაწყება 1. სასამართლო გამოძიება იწყება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საბრალდებო დასკვნის

სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვით.

2. კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, ხოლო მათი

არყოფნის შემთხვევაში – სასამართლო სხდომის მდივანი კითხულობს დაზარალებულის

საჩივარს.

მუხლი 472. ბრალდების არსის განმარტება და განსასჯელის პოზიციის გარკვევა 1. თავმჯდომარე განსასჯელს განუმარტავს მისთვის წაყენებული ბრალდების არსს, მისი

ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს,

წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველსა და ოდენობას. თუ განსასჯელი რამდენიმეა,

ასეთი განმარტება ეძლევა ყოველ მათგანს. განსასჯელს უფლება აქვს უარი თქვას განმარტების

მოსმენაზე. საქმეში განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობისას ასეთი უარის

მიღება შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.

2. თავმჯდომარე ეკითხება თითოეულ განსასჯელს, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ და,

თუ ცნობს, – რაში. განსასჯელს უნდა განემარტოს, რომ იგი არ არის შეზღუდული წინასწარი

გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, არ არის ვალდებული პასუხი

160

გასცეს დასმულ კითხვას და რომ პასუხის გაცემაზე უარი არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ

იქნეს გამოყენებული. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს თავისი პასუხი ჩვენების

ჩამოუყალიბებლად. განსასჯელის დუმილი ნიშნავს, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

3. თავმჯდომარე განსასჯელს ეკითხება, ცნობს თუ არა მისთვის წარდგენილ სამოქალაქო

სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს პასუხი. დუმილი

მიჩნეულია სამოქალაქო სარჩელის არცნობად.

4. მხარეებს უფლება აქვთ განსასჯელს დაუსვან დამაზუსტებელი კითხვები.

მუხლი 473. სასამართლო გამოძიების გაუქმების, შეკვეცის ან გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა

1. თუ ყველა განსასჯელმა მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ და ეს აღიარება

ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება

სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს. განსასჯელის

დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.

2. აღიარების ნებაყოფლობითობისა და გულწრფელობის საკითხი სპეციალურად უნდა

გამოიკვლიოს სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით.

3. თუ ერთ განსასჯელს ან პროცესის სხვა მონაწილეს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო

გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული

მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს პროცესის ეს მონაწილე.

4. სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია იმ განსასჯელის საქმეზე,

რომლის ასაკიც 16 წელზე ნაკლებია, ან რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი აქვს, ანდა

ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდა დამნაშავედ ცნობის საკითხზე, ან ბრალად ედება

ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლის გამოც შეიძლება მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 15

წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5. თუ ზოგმა განსასჯელმა აღიარა დანაშაული, ხოლო ზოგი უარყოფს მათთვის წაყენებულ

საერთო ბრალდებას, სასამართლო გამოძიება ტარდება სრული მოცულობით.

6. განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი, შემდეგ მას

დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს,

შემდეგ – ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილენი,

ბოლოს კი – მოსამართლე და მსაჯულები. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი

კითხვები დაუსვას განსასჯელს.

7. თუ განსასჯელმა აღიარა დანაშაული, მაგრამ დაკითხვისას განაცხადა ფაქტები, რომლებიც

შემოწმებას მოითხოვს, სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელდეს.

8. იმ განსასჯელის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც აღიარა დანაშაული, სასამართლო აცხადებს

სასამართლო გამოძიების დამთავრებას და გადადის მხარეთა კამათის მოსმენაზე.

9. თუ სასამართლო გამოძიების დასაწყისში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი

სრული მოცულობით ჩატარების შესახებ, შემდგომ სასამართლო გამოძიების შეკვეცა

დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი და დაზარალებული უარს ამბობენ

ბრალდებაზე. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 474. მტკიცებულების გამოკვლევის თანამიმდევრობა 1. სასამართლო გამოძიების დროს იკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც:

ა) წარმოადგინა ბრალდების მხარემ – პროკურორმა, დაზარალებულმა, მისმა

წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა;

ბ) წარმოადგინა დაცვის მხარემ – განსასჯელმა, მისმა დამცველმა, განსასჯელის კანონიერმა

წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა;

გ) გამოთხოვილია სასამართლოს მიერ მხარეთა ინიციატივით.

2. ჯერ იკვლევენ ბრალდების მხარის, შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ

მტკიცებულებებს. ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს ამ მუხლის

პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თანამიმდევრობით. ბრალდების ან

161

დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის რიგითობას განსაზღვრავენ

პირები, რომლებმაც ისინი წარადგინეს.

3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს

დაცვის მხარე, შემდეგ – მოსამართლენი; დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა

გამოკვლევაში მონაწილეობს ბრალდების მხარე, შემდეგ კი – მოსამართლენი.

4. სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვილ მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე

იკვლევს, შემდეგ – დაცვისა. მოსამართლენი ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაში ბოლოს იღებენ

მონაწილეობას.

5. ჯვარედინი დაკითხვის შემთხვევაში ბოლოს კითხვების დასმის უფლება აქვს პირს, რომლის

ინიციატივითაც არის გამოძახებული დასაკითხი.

მუხლი 475. მტკიცებულების წარდგენა 1. სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის

დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან (პირველი ეტაპი),

აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს

განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე (მეორე ეტაპი).

2. მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო

მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში. ბრალდების

მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს შეიძლება დაცვის მხარის

მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის თანხმობით.

3. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ბრალდების ან დაცვის მხარე დაკითხავს მოწმეს,

მოწინააღმდეგე მხარე კითხვებს უსვამს დაკითხულ მოწმეს (ჯვარედინი დაკითხვა) და მოწმის

გამომძახებელი მხარე ისევ უსვამს მას კითხვებს (ხელახალი დაკითხვა).

4. ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია

საბრალდებო დასკვნის დანართსა და ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ გამოტანილ

დადგენილებაში. ახალ მტკიცებულებათა გამოვლენისას ბრალდების მხარე, სასამართლო

განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 7 დღისა, მოწინააღმდეგე მხარეს გადასცემს ამ

დადგენილების ასლს. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას,

სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რაც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების

გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება

გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე.

5. თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ,

მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს

განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს

უფლება აქვს განარიდოს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც.

6. მხარე თავად ირჩევს დაკითხვის მეთოდს: ჯერ თავისუფალი თხრობა, შემდეგ კითხვა-

პასუხი, ან მხოლოდ კითხვა-პასუხი.

7. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, შეიძლება დასვან, განიხილონ

და გადაწყვიტონ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან მისი ამოღების

საკითხი.

8. ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის დამთავრების შემდეგ დაცვას

უფლება აქვს სასამართლოს ყურადღება მიაპყროს ბრალდების მტკიცებულებათა

არასაკმარისობას და დაცვის მტკიცებულებათა წარდგენის გარეშე მოითხოვოს გამამართლებელი

განაჩენის გამოტანა. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე,

დაცვა იწყებს ბრალდების უარმყოფელ მტკიცებულებათა წარდგენას.

9. დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო აცხადებს, რომ

გადადის იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას,

შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მტკიცებულებას

წარადგენენ და იკვლევენ 474-475-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. მხარეები განსჯის

საგნად აქცევენ განსასჯელის ადრინდელ ნასამართლობას, მის სამსახურებრივ დახასიათებას,

162

მონაცემებს ოჯახსა და სამსახურში მისი ქცევის, დამსახურების, ჯილდოების შესახებ და სხვა

მონაცემებს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 476. განსასჯელის დაკითხვა 1. თავმჯდომარე წინადადებას აძლევს განსასჯელს, მისცეს ჩვენება მისთვის წაყენებული

ბრალდების გამო და საქმის სხვა გარემოებათა შესახებ. განსასჯელს განუმარტავენ, რომ მას

უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება და ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება გამოიყენონ მის

საზიანოდ.

2. განსასჯელს დაკითხავენ პროცესის მონაწილენი შემდეგი თანამიმდევრობით: სახელმწიფო

ბრალმდებელი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე და მათი

წარმომადგენელი, მისი დამცველი, სხვა განსასჯელები და მათი დამცველები, ბოლოს კი

სასამართლო.

3. განსასჯელს უფლება აქვს, თავმჯდომარის ნებართვით, მისცეს ჩვენება ყოველი

მტკიცებულების გამოკვლევისას.

4. დაკითხვისას განსასჯელს უფლება აქვს ისარგებლოს წერილობითი შენიშვნებითა და

დოკუმენტებით.

5. განსასჯელის მიერ მის ხელთ არსებული დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ ისინი

გადაეცემა სასამართლოსა და მხარეებს მიმოხილვისა და საქმეზე დასართავად.

6. განსასჯელის დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ საქმეზე დართული ან მათ

ხელთ არსებული საგანი ან დოკუმენტი და ამასთან დაკავშირებით განსასჯელს დაუსვან

კითხვები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 477. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა

1. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის ჩვენების, წინა სასამართლო

განხილვისას განსასჯელის ჩვენების, ამ სასამართლო სხდომაზე განსასჯელის ჩვენების საჯაროდ

წაკითხვა და მისი ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა დასაშვებია, თუ:

ა) საქმე განიხილება განსასჯელის დაუსწრებლად;

ბ) არსებითი წინააღმდეგობაა ამ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასა და ადრინდელ

ჩვენებას შორის.

გ) განსასჯელი სასამართლო სხდომაზე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე.

2. ბრალდებულის დაკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვამდე მისი ხმის ჩანაწერის მოსმენა

დაუშვებელია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 478. მოწმისათვის მის უფლება-მოვალეობათა განმარტება 1. მოწმის დაკითხვის წინ თავმჯდომარე რწმუნდება მის ვინაობაში და განუმარტავს:

ა) უფლებას უარი თქვას გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან თავისი ახლო ნათესავების

წინააღმდეგ;

ბ) მოვალეობას თქვას სრული სიმართლე, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით;

გ) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის

არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის, რაზედაც ჩამოერთმევა ხელწერილი.

2. ამ მოთხოვნების შესრულება აღინიშნება სასამართლო სხდომის ოქმში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 479. მოწმის დაკითხვის წესი 1. სრულწლოვანი მოწმე ჩვენების მიცემის წინ დებს ფიცს: ვფიცავ ვილაპარაკო სიმართლე,

მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!“.

2. მოწმეთა დაკითხვა ხდება ცალ-ცალკე და დასაკითხ მოწმეთა დაუსწრებლად.

163

3. თავმჯდომარე არკვევს, თუ რა ურთიერთობა აქვს მოწმეს განსასჯელთან,

დაზარალებულთან, სამოქალაქო მოსარჩელესთან, სამოქალაქო მოპასუხესა და საქმეში მონაწილე

სხვა პირებთან, სთავაზობს მოწმეს თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით.

4. მხარის შუამდგომლობით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს ამ შუამდგომლობის

აღმძვრელი პირი, შემდეგ – ამ მხარის წარმომადგენელი სხვა პირები, ბოლოს კი – მოწინააღმდეგე

მხარის წარმომადგენლები და სასამართლო. ამის შემდეგ მოწმეს კითხვებს უსვამს მისი

გამომძახებელი პირი.

5. სასამართლოს ინიციატივით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს სასამართლო, შემდეგ –

დაცვისა, ბოლოს კი – ბრალდების მხარე. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 480. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა 1. 14 წელზე ნაკლები ასაკის მოწმეს არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის,

თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის

შესახებ. იგი პირობას დებს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს, რის

შესახებაც კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.

2. 16 წლამდე ასაკის მოწმე დაკითხვის დამთავრებისთანავე სასამართლო სხდომის

დარბაზიდან უნდა გაიყვანონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასამართლო, მხარეთა

შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს დარბაზში მის დარჩენას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 481. მოწმის ჩვენების წაკითხვა 1. სასამართლო განხილვაზე მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ან წინა სასამართლო

განხილვის დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, მისი ხმის ჩანაწერის

მოსმენა დასაშვებია, თუ სასამართლო სხდომას მოწმე არ ესწრება საპატიო მიზეზით, ან თუ

შეუძლებელია მისი მოყვანა, აგრეთვე, თუ არსებითი წინააღმდეგობაა სასამართლოში მიცემულსა

და მის ადრინდელ ჩვენებას შორის.

2. მოწმის ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ მისი დაკითხვის ოქმის

საჯაროდ წაკითხვის შემდეგ.

მუხლი 482. დაზარალებულის დაკითხვა 1. დაზარალებულის დაკითხვა ხდება მოწმის დაკითხვის წესით.

2. დაზარალებულს, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას, ჯერ დაკითხავს ბრალდების მხარე,

შემდეგ – დაცვისა; დაზარალებულს, რომელმაც უარი თქვა ბრალდების მხარდაჭერაზე, ჯერ

დაკითხავს დაცვის მხარე, შემდეგ – ბრალდებისა, ბოლოს კი – სასამართლო.

მუხლი 483. ექსპერტიზა სასამართლოში 1. სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა

წინასწარი გამოძიებისას, ახალი ექსპერტები, ან ერთნიც და მეორენიც.

2. სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს იმ ექსპერტის გამოძახებაზე,

რომელიც ექსპერტიზას ატარებდა მისი დავალებით, თუ არ არსებობს საფუძველი

აცილებისათვის. მხარეთა შეთანხმებით, სასამართლოს შეუძლია ექსპერტიზის ჩატარება

დაავალოს იმ ექსპერტთა კომისიას, რომელთაგან ერთნი მოწვეულნი არიან ბრალდების, ხოლო

მეორენი – დაცვის მხრიდან.

3. სასამართლოში ექსპერტიზა ტარდება 356-374-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ

მოყვანილი წესებით.

4. მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით სასამართლოს გამოაქვს და სხდომაზე

საჯაროდ კითხულობს განჩინებას (დადგენილებას) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული უნდა იყოს პირი ან საექსპერტო დაწესებულება,

რომელსაც ევალება ექსპერტიზის ჩატარება. ამასთან, მხარეს უფლება აქვს აცილება მისცეს

ექსპერტს, იშუამდგომლოს, რომ ექსპერტად შეიყვანონ მის მიერ მითითებული პირი, ექსპერტს

164

დაუსვას დამატებითი კითხვა, თავად დაესწროს ექსპერტიზას. ექსპერტის აცილების შესახებ

შუამდგომლობასა და განცხადებას სასამართლო განიხილავს 106-ე მუხლის წესების დაცვით.

5. ექსპერტი მონაწილეობს სასამართლო გამოძიებაში. მას უფლება აქვს ექსპერტიზის საგანთან

დაკავშირებით კითხვა დაუსვას განსასჯელს, დაზარალებულს, მოწმეს, სხვა ექსპერტებს,

მონაწილეობა მიიღოს დათვალიერებაში, ექსპერიმენტსა და სხვა საპროცესო მოქმედებაში

დასკვნის შესადგენად საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

6. სასამართლო გამოძიების დროს სასამართლოსა და მხარეებს უფლება აქვთ დამატებითი

კითხვები დაუსვან ექსპერტს.

7. ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრების

შემდეგ სასამართლო ექსპერტს გადასცემს თავის განჩინებას (დადგენილებას), რომელშიც

საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული სასამართლოსა და მხარეების მიერ ექსპერტის წინაშე

დასმულ საკითხთა ნუსხა. თუ საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა, სასამართლო სათანადო

ობიექტს გადასცემს ექსპერტს (ექსპერტებს) და აძლევს მათ გამოკვლევის ჩასატარებლად და

დასკვნის შესადგენად საჭირო დროს.

8. თუ სასამართლო გამოძიების მონაცემებმა ეჭვქვეშ ვერ დააყენეს წინასწარი გამოძიების

დროს ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა, ექსპერტს უფლება აქვს დაიმოწმოს ადრე

ჩატარებული გამოკვლევა და აღარ გაიმეოროს იგი. ამასთან, ის ვალდებულია თავის დასკვნაში

პასუხი გასცეს მის წინაშე დასმულ ყველა საკითხს.

9. სასამართლო სხდომაზე ექსპერტი საჯაროდ კითხულობს თავის დასკვნას, რის შემდეგაც

იგი შეიძლება დაკითხონ მხარეებმა და სასამართლომ ამ დასკვნის განსამარტავად და

დასაზუსტებლად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 484. წერილობითი მტკიცებულებებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის გამოკვლევა 1. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, სასამართლო სხდომის მდივანი

საჯაროდ კითხულობს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დართულ

წერილობით მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ამასთან, ირკვევა საკითხი ამ

მტკიცებულებათა მიღების ხერხების, მათი სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის შესახებ.

2. სასამართლოს მოთხოვნით წარდგენილ დოკუმენტებს სასამართლოს თავმჯდომარე

საჯაროდ კითხულობს და აცნობს მათ მხარეებს, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ აზრს ამ

დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ.

3. მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებს საჯაროდ კითხულობენ და ურთავენ საქმეს.

მუხლი 485. დათვალიერება 1. დათვალიერება ტარდება 333-339-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი

წესებით.

2. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს,

აგრეთვე უშუალოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ

საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით.

დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი,

სპეციალისტი და მოწმე.

3. ადგილმდებარეობის, შენობის, ნაგებობის, სათავსოს, აგრეთვე ტრანსპორტისა და სხვა იმ

ობიექტის დათვალიერებას, რომლის მოტანაც სასამართლო სხდომის დარბაზში შეუძლებელია,

სასამართლო ატარებს ამ ობიექტის მდებარეობის ადგილზე ამ მუხლის მე-2 ნაწილში

მითითებულ პირთა მონაწილეობით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 486. შემოწმება 1. შემოწმებას სასამართლო ატარებს 350-355-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი

წესებით.

2. შემოწმება, რომელიც საჭიროებს პირის გაშიშვლებას, ტარდება ცალკე ოთახში ექიმის ან სხვა

სპეციალისტის მიერ იმავე სქესის დამსწრეთა მონაწილეობით, რაც შესამოწმებელი პირია.

165

შემოწმების დამთავრების შემდეგ პროცესის მონაწილენი ადგენენ ოქმს, ხელს აწერენ მას,

ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ექიმი ან სხვა სპეციალისტი მხარეების,

შემოწმებული პირისა და დამსწრეთა წინაშე საჯაროდ კითხულობენ ოქმს, რომელიც დაერთვის

საქმეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 487. ამოსაცნობად წარდგენა, ექსპერიმენტის ჩატარება და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის

1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, ამოსაცნობად წარდგენა და ნიმუშის აღება

საექსპერტო კვლევისათვის ხდება 340-343-ე, 347-349-ე, 375-384-ე მუხლებით დადგენილი

წესებით. მხარეებს უფლება აქვთ აღნიშნულ სასამართლო მოქმედებებთან დაკავშირებით აღძრან

შუამდგომლობა და გამოთქვან შენიშვნები.

2. სასამართლოს უფლება აქვს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს

მოსთხოვოს ხელშეწყობა ამ მოქმედებათა შესრულებისათვის.

3. ამოსაცნობად წარდგენის, ექსპერიმენტის ჩატარებისა და ნიმუშის აღების მიმდინარეობა და

შედეგები, აგრეთვე ამ სასამართლო მოქმედებათა ჩატარებასთან დაკავშირებით აღძრული

შუამდგომლობა, გამოთქმული შენიშვნები და განმარტებები უნდა დაფიქსირდეს სასამართლო

სხდომის ოქმში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 488. სასამართლო გამოძიების დამთავრება 1. ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, ხომ არ

სურთ რაიმე დაუმატონ სასამართლო გამოძიებას და, კერძოდ – რა.

2. შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის შემდეგ თავმჯდომარე სასამართლო

გამოძიებას დამთავრებულად აცხადებს.

თავი LIV

სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა

მუხლი 489. სასამართლო კამათის დაწყების გამოცხადება 1. სასამართლო გამოძიების დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს, რომ იწყება

სასამართლო კამათი.

2. თუ სასამართლო კამათში მონაწილეობის უფლების მქონე რომელიმე პირი შუამდგომლობს,

რომ მას მისცენ დრო გამოსვლისათვის მოსამზადებლად, თავმჯდომარე აცხადებს შესვენებას და

აღნიშნავს მის ხანგრძლივობას.

მუხლი 490. მხარეთა კამათი 1. სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგითობით წარმოთქვამენ

სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი (დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი), სამოქალაქო

მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი (თუ დამცველი სასამართლო

განხილვაში არ მონაწილეობს), სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი.

2. თუ ბრალდებას მხარს უჭერს რამდენიმე ბრალმდებელი, ანდა საქმეში მონაწილეობს

რამდენიმე დაზარალებული, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი,

სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, განსასჯელი, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს

წინადადებასა და დროს, რათა შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. თუ აღნიშნული პირები ვერ

შეთანხმდებიან, ტარდება კენჭისყრა.

3. კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან

უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა

საკითხების შესახებ.

4. კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება,

რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე. თუ მათ თავიანთი დასკვნების დასასაბუთებლად

სჭირდებათ სხვა მტკიცებულებათა გამოყენება, მხარე შუამდგომლობს სასამართლო გამოძიების

166

განახლების შესახებ და აღნიშნავს, თუ რა გარემოება უნდა გამოიკვლიონ დამატებით და რა

ახალი მტკიცებულების წარმოდგენაა საჭირო. მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ სასამართლოს

გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება) შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან

უარყოფის შესახებ.

5. სასამართლოს უფლება არა აქვს შეზღუდოს სასამართლო კამათში გამოსვლების

ხანგრძლივობა, მაგრამ თავმჯდომარეს შეუძლია გააჩეროს კამათში მონაწილე პირი, თუ ის ეხება

გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 491. რეპლიკა მას შემდეგ, რაც სასამართლო კამათის ყველა მონაწილე გამოვა სიტყვით, თითოეულ მათგანს

უფლება აქვს კიდევ ერთხელ, მოკლედ გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი ან შენიშვნა გამოსვლაში

ნათქვამის თაობაზე 490-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.

მუხლი 492. განსასჯელის საბოლოო სიტყვა 1. სასამართლო კამათის დამთავრების შემდეგ განსასჯელს ეძლევა საბოლოო სიტყვა. ამ დროს

განსასჯელისათვის კითხვის დასმა დაუშვებელია.

2. განსასჯელს უფლება აქვს საბოლოო სიტყვაში უარყოს ბრალდება, დაამტკიცოს თავისი

უდანაშაულობა ან ნაკლები ბრალი, ახსნას ჩადენილის მოტივები და გამოთქვას აზრი განაჩენში

გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.

3. სასამართლოს უფლება არა აქვს დაადგინოს განსასჯელის საბოლოო სიტყვის

ხანგრძლივობა, მაგრამ თავმჯდომარეს შეუძლია გააჩეროს განსასჯელი, თუ ის ეხება გარემოებას,

რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.

4. თუ საბოლოო სიტყვაში განსასჯელი სასამართლოს აცნობებს საქმისათვის მნიშვნელობის

მქონე ახალ გარემოებებს, სასამართლო განაახლებს სასამართლო გამოძიებას, რის შემდეგაც

პროცესის მონაწილენი კვლავ გამოდიან სასამართლო კამათში, ხოლო განსასჯელი კვლავ

წარმოთქვამს საბოლოო სიტყვას.

მუხლი 493. მხარის წინადადება ბრალდების არსთან დაკავშირებით 1. სასამართლო კამათისა და განსასჯელის საბოლოო სიტყვის დამთავრების შემდეგ,

სათათბირო ოთახში სასამართლოს გასვლამდე, მხარეებს უფლება აქვთ სასამართლოს

წერილობით წარუდგინონ განაჩენის ან მისი ცალკეული ელემენტების მათ მიერ შედგენილი

ფორმულირება.

2. წარდგენილი ფორმულირება სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო, მაგრამ განაჩენის

გამოტანისას მისი განხილვა სავალდებულოა.

3. ფორმულირების ასლი გადაეცემა მეორე მხარეს და დაერთვის საქმეს.

მუხლი 494. სასამართლოს გასვლა სათათბირო ოთახში განსასჯელის საბოლოო სიტყვის მოსმენისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი

ფორმულირების საქმეზე დართვის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) გადის სათათბირო

ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.

თავი LV

განაჩენის დადგენა

მუხლი 495. განაჩენის დადგენა საქართველოს სახელით განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით.

მუხლი 496. განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა 1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ

კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო

სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს.

167

3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო

სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები

საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში

ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

4. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და

მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

მუხლი 497. მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება 1. სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიურად განხილვის შემდეგ განაჩენი დგინდება

სათათბირო ოთახში, სადაც შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლენი და

ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც აკეთებს ჩანაწერს.

2. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი ამ მიზნით

სპეციალურად მოწყობილ და დაცულ ოთახში.

3. განაჩენის დადგენისას სასამართლოს ან მოსამართლეს შეუძლია შესვენება, აგრეთვე

დასვენება უქმე დღეებში.

4. განაჩენის დადგენის დროს დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებთან რაიმე

ურთიერთობა, აგრეთვე ტელეფონით ან სხვა გზით თათბირი განაჩენში გადასაწყვეტ

საკითხებზე.

5. მოსამართლესა და ტექნიკურ თანამშრომელს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მოსამართლეთა

თათბირის დროს გამოთქმული მოსაზრებანი. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 498. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები 1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) არსებობს თუ არა განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი

გარემოებანი;

ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით;

ვ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი;

ზ) რა სახის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში უნდა მოიხადოს განსასჯელმა

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი;

თ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით;

ი) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის

უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები;

კ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;

ლ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება;

მ) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით;

ნ) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა.

2. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას

გამართლებულისათვის გამოძიების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო

მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

3. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო წყვეტს ამ მუხლის

პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“,„ ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს

თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად.

4. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე განსასჯელის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ

ნაწილში აღნიშნული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი განსასჯელის მიმართ ცალ-

ცალკე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

168

მუხლი 499. განსასჯელის შეურაცხაობის საკითხის განხილვა 1. თუ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს წამოიჭრა საკითხი

ბრალდებულის შერაცხადობის ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ფსიქიკურად დაავადების

შესახებ, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო

ვალდებულია განაჩენის დადგენისას კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი.

2. თუ დადგინდა, რომ ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხ მდგომარეობაში იყო ან

დანაშაულის ჩადენის შემდეგ გახდა ასეთი, სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება

(დადგენილება) სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.

მუხლი 500. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი

1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის მოსამართლეთა

თათბირი.

2. თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 498-ე მუხლში მითითებული

თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც

ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.

3. ყოველ საკითხზე თითოეულმა მოსამართლემ უნდა გასცეს დადებითი ან უარყოფითი

პასუხი. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში

მონაწილეობისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

4. საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად

უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მოსამართლეებმა შეიძლება მიიღონ

მხოლოდ ერთხმად.

5. 498-ე მუხლში აღნიშნულ თითოეულ საკითხზე პირველად კენჭს უყრიან მოსამართლის იმ

გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სასიკეთოა განსასჯელისათვის. თუ დანაშაულის

ჩადენაში განსასჯელის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა

მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის

შესახებ, მოსამართლის ხმა განსასჯელის გასამართლებლად დანაშაულის კვალიფიკაციისა და

სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უერთდება იმ მოსამართლის ხმას,

რომლის გადაწყვეტილებაც განსასჯელისათვის ყველაზე სასიკეთოა.

6. მოსამართლეს (მოსამართლეებს), რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, უფლება აქვს იგი

წერილობით ჩამოაყალიბოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში.

განსხვავებულ აზრს წარუდგენენ თავმჯდომარეს და ურთავენ საქმეს.

7. მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება გაეცნონ განსხვავებულ აზრს.

მუხლი 501. სასამართლო გამოძიების განახლება, სისხლის სამართლის საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიებისათვის

1. თუ სათათბირო ოთახში 498-ე მუხლში მითითებულ საკითხთა განხილვისას სასამართლო

დაადგენს, რომ მათ გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი სასამართლო მოქმედება, მას გამოაქვს

დადგენილება (განჩინება) სასამართლო გამოძიების განახლების შესახებ. განახლებული

სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო კვლავ იწყებს სასამართლო კამათს

და ისმენს განსასჯელის საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც გადის სათათბირო ოთახში განაჩენის

დასადგენად.

2. 426-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლოს გამოაქვს

მოტივირებული განჩინება (დადგენილება) სისხლის სამართლის საქმის დამატებითი

გამოძიებისათვის გასაგზავნად და საქმეს უბრუნებს პროკურორს იმის მითითებით, თუ რა

გარემოებები უნდა შემოწმდეს და რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 502. განაჩენის სახეები 1. სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.

169

2. განაჩენი შეიძლება იყოს ზოგი ბრალდების მიმართ გამამტყუნებელი, ხოლო სხვა

ბრალდების მიმართ – გამამართლებელი.

მუხლი 503. გამამტყუნებელი განაჩენი 1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას განსასჯელის

დამნაშავედ ცნობის შესახებ.

2. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება

მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ

დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოიტანონ:

ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;

ბ) სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით;

გ) სასჯელის დაუნიშნავად.

4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ

ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის

დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში, აგრეთვე შინაპატიმრობასა და სამედიცინო

დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ

დანიშნული სასჯელის ვადაში.

5. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან

განთავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია აქტი ამნისტიის

შესახებ, რომელიც ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

6. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, თუ მისი გამოტანის

მომენტისათვის:

ა) ამოიწურა ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

ბ) განსასჯელი გარდაიცვალა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 504. გამამართლებელი განაჩენი 1. გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს განსასჯელის სრულ უდანაშაულობას მისთვის

წაყენებულ ბრალდებაში.

2. გამამართლებელი განაჩენი არ უნდა შეიცავდეს გამართლებულის სახელის გამტეხ

ფორმულირებებს.

3. გამამართლებელი განაჩენის საფუძველია:

ა) განსასჯელს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) განსასჯელის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

მუხლი 505. სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა განაჩენის დადგენისას 1. განაჩენის დადგენისას სასამართლო აკმაყოფილებს წარდგენილ სარჩელს მთლიანად ან

ნაწილობრივ, ან უარყოფს მას, ანდა საერთოდ არ განიხილავს.

2. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისას სასამართლოს უფლება აქვს განაჩენის კანონიერ

ძალაში შესვლამდე მიიღოს ზომები სარჩელის უზრუნველსაყოფად, თუ ისინი მანამდე

მიღებული არ ყოფილა.

მუხლი 506. განაჩენის შედგენა 1. განაჩენი იწერება სამართალწარმოების ენაზე ცხადი და გასაგები ფრაზებით.

2. განაჩენი უნდა დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მას

ხელი უნდა მოაწეროს ყველა მოსამართლემ და მსაჯულმა, იმათ გარდა, ვისაც განსხვავებული

აზრი აქვს.

3. განაჩენში შეტანილი შესწორება განაჩენის გამოცხადებამდე წინასწარ უნდა შეათანხმოს და

ხელმოწერით დაადასტუროს ყველა მოსამართლემ.

170

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 507. განაჩენის შესავალი ნაწილი განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:

ა) განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;

ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;

გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის

მდივანი, ბრალმდებელი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი, დამცველი, სამოქალაქო

მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები;

დ) განსასჯელის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, ოჯახური

მდგომარეობა, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, განათლება, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე

სხვა ცნობები;

ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც ბრალდებული მისცეს სამართალში.

მუხლი 508. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი 1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ

დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო. ამასთან,

მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის

მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება,

რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ

მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა. აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის

შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი

უსაფუძვლოდაა მიჩნეული, ან დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული, –

ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.

2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი

მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ

უდაბლეს ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და უფრო მსუბუქ სასჯელზე გადასვლა,

სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება ან უარყოფა, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი

იძულებითი ღონისძიების გამოყენება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 509. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი 1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:

ა) განსასჯელის სახელი და გვარი;

ბ) გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ;

გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია

დამნაშავედ;

დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის,

მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა, შესაბამისი რეჟიმის სასჯელაღსრულებითი

დაწესებულება, რომელშიც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი;

ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;

ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე შინაპატიმრობისა

და სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის

შესახებ;

ზ) გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე განსასჯელის მიმართ აღკვეთის

ღონისძიების გამოყენების შესახებ;

თ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის

დაკისრებული მოვალეობები;

ი) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;

კ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;

ლ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან

სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;

171

მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;

ნ) სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა.

2. თუ განსასჯელს წაყენებული ჰქონდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე

მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელ

ბრალდებაში გაამართლეს განსასჯელი და რომელში დასდეს მსჯავრი.

3. სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის განთავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

4. ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული,

რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული

სასჯელის სახისა და ზომის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 510. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: ბრალდების

არსი, რომლითაც ბრალდებული სამართალში მისცეს; სასამართლოს მიერ დადგენილი

გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სასამართლოს დასკვნას

განსასჯელის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიიჩნევს

სასამართლო არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულებას, რომელსაც ემყარებოდა

განსასჯელის მიმართ წაყენებული ბრალდება, ანდა რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ არ

არსებობს დანაშაულის შემთხვევა, ან რომ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის

დანაშაული; სამოქალაქო სარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მოტივები.

მუხლი 511. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:

ა) განსასჯელის სახელი და გვარი;

ბ) გადაწყვეტილება განსასჯელის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ;

გ) გადაწყვეტილება განსასჯელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ,

ხოლო თუ იგი პატიმარია, – გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი

დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ;

დ) გადაწყვეტილება წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა

გაუქმების შესახებ, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილებულა;

ე) გადაწყვეტილება საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების

შესახებ, თუ ასეთი ღონისძიება განხორციელდა;

ვ) გამართლებულის უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი

219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ზ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;

თ) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 512. განაჩენის გამოცხადება 1. განაჩენის ხელმოწერის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) ბრუნდება სასამართლო

სხდომის დარბაზში და თავმჯდომარე ან რომელიმე მოსამართლე აცხადებს განაჩენს.

2. სასამართლო სხდომის დარბაზში ყველა დამსწრე, მათ შორის, სასამართლოს

შემადგენლობა, განაჩენს ფეხზე ამდგარი ისმენს.

3. თუ განაჩენი დაწერილია იმ ენაზე, რომელიც განსასჯელმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის,

განაჩენის გამოცხადებისთანავე ან სინქრონიულად ის უნდა წაიკითხოს თარჯიმანმა

განსასჯელის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.

4. თავმჯდომარე განსასჯელსა და პროცესის სხვა მონაწილეებს განუმარტავს განაჩენის

გასაჩივრების წესსა და ვადებს. განსასჯელს განუმარტავენ აგრეთვე შეწყალების შესახებ

შუამდგომლობის უფლებას.

172

მუხლი 513. განსასჯელის პატიმრობიდან განთავისუფლება პატიმრობაში მყოფი განსასჯელი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს სასამართლო

სხდომის დარბაზიდან, თუ:

ა) განსასჯელი გაამართლეს;

ბ) დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ განსასჯელს არ დაუნიშნეს სასჯელი;

გ) გაათავისუფლეს სასჯელისაგან;

დ) პირობითად დასდეს მსჯავრი;

ე) გადაუვადეს განაჩენის აღსრულება;

ვ) დაუნიშნეს სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან;

ზ) სასჯელად დაუნიშნეს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება

წინასწარ პატიმრობაში მსჯავრდებულის ფაქტობრივ ყოფნას.

მუხლი 514. მსჯავრდებულისა და გამართლებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემა განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან

მრავალი პირის საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა განაჩენის ასლი უნდა გადაეცეს

მსჯავრდებულს ან გამართლებულს. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით

იმავე ვადაში გადაეცემა.

მუხლი 515. სხვა საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს განაჩენის დადგენისთანავე 1. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ჰყავს

არასრულწლოვანი შვილები, ხანდაზმული მშობლები, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც

მეთვალყურეობისა და დახმარების გარეშე რჩება, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის

დადგენისთანავე გამოაქვს განჩინება იმის შესახებ, რომ მათზე მზრუნველობა ან მეურვეობა

დაეკისროს ნათესავს, სხვა პირს მათი თანხმობით, ან სათანადო დაწესებულებას, ხოლო თუ

მსჯავრდებულს აქვს ქონება ან ბინა, რომელიც უმეთვალყურეოდ რჩება, – განჩინება იმის

შესახებ, რომ მისი დაცვა ევალება სათანადო ორგანოს.

2. თუ საქმეში დამცველად ან წარმომადგენლად მონაწილეობდა 81-ე მუხლის საფუძველზე

დანიშნული ადვოკატი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას

გადაუხადონ თანხა იმ ოდენობით, რაც დადგენილია კანონმდებლობით.

3. შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლოს გამოაქვს განჩინება

(დადგენილება) ან კერძო განჩინება (დადგენილება), თუ არსებობს საამისო საფუძველი.

4. სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანვე ამ მუხლში აღნიშნული

ყველა საპროცესო გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა იქნეს წაკითხული. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 516. მსჯავრდებულის ნათესავებსა და ახლობლებთან შეხვედრის უფლება განაჩენის გამოცხადებისთანავე პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის წერილობითი

თხოვნით, თავმჯდომარე ვალდებულია მისცეს მას ნათესავებსა და ახლობლებთან შეხვედრის

ნება.

კარი მეათე

განაჩენისა და სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრება

თავი LVI

აპელაცია

მუხლი 517. პირის უფლება, საქმე განიხილონ ორ სასამართლო ინსტანციაში მსჯავრდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს

უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის განხილვა არანაკლებ ორ სასამართლო ინსტანციაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

173

მუხლი 518. სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი 1. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ

პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და

დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე პირს, რომლის მიმართაც

გამოყენებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, და მის წარმომადგენელს.

2. სააპელაციო წარმოება ტარდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის

საფუძველზე.

3. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს უფლება

აქვთ გაასაჩივრონ განაჩენი მხოლოდ სარჩელის საფუძვლისა და თანხის ნაწილში.

4. დამცველსა და წარმომადგენელს უფლება აქვთ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ

მსჯავრდებულის, დაზარალებულისა და მარწმუნებლის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა,

როცა დაზარალებული, მსჯავრდებული ან მარწმუნებელი არასრულწლოვანია, ან აქვს

ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 519. სააპელაციო გასაჩივრების საგანი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და

სხვა გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში არ შესულა და, აპელანტის აზრით,

დაუსაბუთებელია. განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაში

იგულისხმება ის, რომ არ არის დამტკიცებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო

საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს და იგი უნდა განიხილოს სააპელაციო ინსტანციის

სასამართლომ, თუ სადავო ხდება განაჩენის დასაბუთებულობა ან/და კანონიერება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 520. სააპელაციო საჩივრის განხილვის სავალდებულოობა 1. სააპელაციო საჩივრის შეტანა სავალდებულო წესით იწვევს სააპელაციო ინსტანციის

სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და ახალი სასამართლო გამოძიების ჩატარებას.

დაუშვებელია სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმა.

2. სააპელაციო საჩივრის შეტანა აჩერებს განაჩენის აღსრულებას.

მუხლი 521. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ

საჩივარს განიხილავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების

უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის

სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატები.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმეს განიხილავს 3

მოსამართლის შემადგენლობით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ

მოსამართლეთა შემადგენლობის თავმჯდომარედ ინიშნება ამ შემადგენლობის ერთ-ერთი

მოსამართლე.

მუხლი 522. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველია რაიონული (საქალაქო)

სასამართლოს განაჩენისა თუ სხვა გადაწყვეტილების როგორც დასაბუთებულობის, ისე

კანონიერების თაობაზე შეტანილი საჩივარი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 523. სააპელაციო გასაჩივრების ვადები 1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს

განაჩენის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში იმავე სასამართლოში. თუ მსჯავრდებული

174

პატიმრობაში იმყოფება განაჩენის გასაჩივრების ვადა იანგარიშება მისთვის განაჩენის ასლის

ჩაბარების დღიდან.

2. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო

მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.

3. სააპელაციო საჩივრის ფოსტითა და კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით

გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან

კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

მუხლი 524. სააპელაციო საჩივრის შეტანა განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი,

რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს პროცესის ყოველ მონაწილეს,

რომელსაც მხარის საპროცესო მდგომარეობა უკავია. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 525. კერძო სააპელაციო საჩივარი 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყოველი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, განაჩენის

გარდა, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, კერძო სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება (დადგენილება), რომელიც გამოტანილია

საქმის განხილვისას და არ არის შემაჯამებელი ხასიათისა, შეიძლება სააპელაციო წესით

სასამართლოს განაჩენთან ერთად გასაჩივრდეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 526. დამატებითი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში ძირითადი საჩივრის ხარვეზის

შესავსებად შეიძლება დამატებითი სააპელაციო საჩივრის შეტანა 524-ე მუხლში აღნიშნული

პირობების დაცვით.

მუხლი 527. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი 1. მხარეს უფლება აქვს მიიღოს სააპელაციო საჩივრის ასლი მისი შეტანიდან არა უგვიანეს 5

დღისა, ხოლო მომდევნო 5 დღის ვადაში იმავე სასამართლოს წარუდგინოს შესაგებელი.

შესაგებელი საჩივარსა და საქმესთან ერთად იგზავნება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.

2. სააპელაციო ინსტანციაში საქმის გაგზავნამდე აპელანტს უფლება აქვს სასამართლოსაგან

მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი.

მუხლი 528. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადები 1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო

სასამართლოში უნდა გაიგზავნოს განაჩენის გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

2. სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარემ რთულ და დიდი მოცულობის საქმეზე ეს

ვადა შეიძლება კიდევ 15 დღით გააგრძელოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 529. სააპელაციო საჩივარი 1. სააპელაციო საჩივარში აღინიშნება:

ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი;

ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო

მდგომარეობა;

გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო,

მისი გამოტანის თარიღი;

დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი;

175

ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა, და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა;

ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი;

ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ;

თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

2. სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი

მოითხოვს.

3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს,

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს 5 დღის ვადით საჩივრის

ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს. თუ აპელანტი არ შეასრულებს

აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და

სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ

კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება

სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ

გასაჩივრდება.

4. აპელანტს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად

სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის

განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი

განჩინება არ გასაჩივრდება.

5. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 530. საქმის მომზადება მოსმენისათვის 1. თუ სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთი ან ყველა მოსამართლე საჭიროდ მიიჩნევს,

ისინი შეისწავლიან მიღებულ სისხლის სამართლის საქმეს, საჩივრებსა და მათს შესაგებლებს.

შესწავლის შედეგების მიხედვით მოსამართლე ადგენს ცნობას, რომელშიც აყალიბებს საქმის

არსს, საჩივრების შინაარსსა და მომჩივანთა მოსაზრებას, საჩივრის შესაგებლის შინაარსს,

აღნიშნავს მომჩივანთა პოზიციის დამადასტურებელ ან გამაბათილებელ მტკიცებულებებს,

მაგრამ თავის აზრს არ გამოთქვამს. ცნობის ასლები ამ შემადგენლობის ყველა მოსამართლეს

გადაეცემა.

2. სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარე იძლევა განკარგულებებს სასამართლო

სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის, პროცესის მონაწილეების, პატიმრობაში მყოფი

მსჯავრდებულის გამოძახებისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსმენის

უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 531. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი 1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.

2. დამცველის მოწვევა და დანიშვნა დასაშვებია იმავე საფუძველზე და იმავე წესით, რაც

სასამართლო განხილვისას.

3. პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიჰყავთ, თუ

იგი ამის წინააღმდეგი არ არის.

4. მსჯავრდებულს, რომელიც პატიმრობაში არ იმყოფება, დაზარალებულს, სამოქალაქო

მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს იძახებენ სააპელაციო

ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას,

მაგრამ, თუ რომელიმე მათგანის სააპელაციო საჩივარი განიხილება, საქმის მოსმენა გადაიდება.

ამ პირთა განმეორებითი გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე მათ დაუსწრებლად

განიხილება.

176

5. სასამართლოში იძახებენ ყველა მოწმესა და ექსპერტს, რომელთა დაკითხვაც მომჩივნისა და

პროცესის სხვა მონაწილეთა აზრით, აუცილებელია. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში

შეიძლება გამოიძახონ ის მოწმეებიც, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ

დაუკითხავთ, აგრეთვე ის ექსპერტები, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოში

ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.

6. მხარეებს უფლება აქვთ მორიგდნენ გამოსაძახებელ მოწმეთა და ექსპერტთა რაოდენობის

შემცირების თაობაზე ან საერთოდ უარი თქვან მათს გამოძახებაზე. ასეთი მორიგების შესახებ

მხარეებმა სასამართლოს უნდა აცნობონ მოსმენის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. სასამართლო

არ იზღუდება მხარეთა მორიგებით და უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს

მოწმეები და ექსპერტები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 532. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი ტარდება

457-469-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

მუხლი 533. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 1. სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის

მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი,

აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი.

მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის

გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ

გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მსჯავრდებულის

საზიანოდ არ იქნეს გაგებული.

2. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს.

კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს.

3. მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი

(წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება

აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.

4. აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე –

პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი –

დაცვის მხარე – მსჯავრდებული ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო

მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ხდება 475-ე

მუხლით დადგენილი წესით.

5. მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლოს თანხმობით, მხარეს უფლება აქვს საჯაროდ

წაიკითხოს მოწმეთა, მსჯავრდებულთა, დაზარალებულთა ჩვენებები და ექსპერტთა დასკვნები,

თუ ეს პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან საპატიო მიზეზით.

6. ცალკეულ მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ტარდება 476-487-ე მუხლებით

დადგენილი წესებით.

7. სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს მტკიცებულებათა წარდგენასა და

გამოკვლევაზე, მაგრამ უფლება აქვს აკრძალოს იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც საქმეს

არ ეხება.

8. მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ სასამართლო წინადადებას აძლევს მხარეებს შეავსონ

სასამართლო გამოძიება, ხოლო თუ ამის სურვილი არავინ გამოთქვა, მას დამთავრებულად

აცხადებს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

177

მუხლი 534. სასამართლო კამათი და მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვა სააპელაციო ინსტანციაში

სასამართლო კამათისა და მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვის მიმართ მოქმედებს 489-492-ე

მუხლებით გათვალისწინებული წესები. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 535. განაჩენის დადგენა 1. განაჩენის დადგენისას სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელმძღვანელობს 495-516-ე

მუხლებით.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს

მიერ გამოტანილ განაჩენს.

მუხლი 536. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები 1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ

გადაწყვეტილებას:

ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად

ადგენს გამამართლებელ განაჩენს;

ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად

ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;

გ) შეაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;

დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს

სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ

გადაწყვეტილებას:

ა) აუქმებს გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს და საქმეს უბრუნებს პროკურორს

დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად ან საქმის განმხილველ სასამართლოს ხელმეორედ

განსახილველად;

ბ) აჩერებს საქმის წარმოებას 420-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას;

გ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს სასამართლოს კერძო განჩინებას დანაშაულის ჩადენის

ხელშემწყობ გარემოებათა შესახებ;

დ) აკმაყოფილებს ან უარყოფს კერძო სააპელაციო საჩივრებს;

ე) აკმაყოფილებს ან უარყოფს ყველა სხვა საჩივარს, რომლებიც ამ კოდექსის მიხედვით

შეიძლება შეიტანონ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 537. სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი 1. სააპელაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) არასრული ან ცალმხრივი წინასწარი გამოძიება, ანდა სასამართლო განხილვა, რაც ვერ

შეივსება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;

ბ) განაჩენში ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო

დასკვნების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, თუ შეუძლებელია დამატებითი

მტკიცებულებების შეგროვება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;

გ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.

2. განაჩენის შეცვლა ხდება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საფუძველზე, თუ იგი

ეხება ზოგიერთ ბრალდებას ან ბრალდებათა ეპიზოდებს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

178

მუხლი 538. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არასრულობა და ცალმხრივობა

1. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა არასრულად და ცალმხრივად ჩაითვლება,

თუ არ არის დადგენილი დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად საჭირო ყველა ფაქტობრივი

გარემოება.

2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის უსრულობა და ცალმხრივობა ყველა

შემთხვევაში ნიშნავს, რომ არ დაუკითხავთ ან არასრულად დაკითხეს ის პირები, რომელთა

ჩვენებებსაც მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტების დასადგენად; არ ჩატარებულა ექსპერტიზა, როცა

მისი ჩატარება, კანონის თანახმად, სავალდებულო იყო; არ შესრულებულა სხვა საპროცესო

მოქმედებები, რომლებიც საჭირო იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად; არ

გამოუთხოვიათ დოკუმენტები და არ აღმოუჩენიათ ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა

გარეშეც განაჩენი ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად; არ შემოწმებულა განსასჯელისა და

დამცველის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები; არ გამოკვლეულა

გარემოებები, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) დამატებითი

გამოძიებისა თუ ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შესახებ.

მუხლი 539. განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან

განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და გასაუქმებელი ან

შესაცვლელია, თუ:

ა) განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს

საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან;

ბ) არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს

სასამართლო დასკვნებს;

გ) სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის

მქონე მტკიცებულებანი;

დ) დასკვნების დასასაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებები, რომლებიც

დაუშვებელია ან საქმეს არ ეხება;

ე) წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო

ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება;

ვ) სასამართლომ ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 540. შებრუნება საუარესოდ 1. სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად

გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო

მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან

მიიღოს მსჯავრდებულისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა

ხდება მსჯავრდებულის, დამცველის, მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის,

სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ

შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა

მონაწილეს.

2. სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს

გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს

უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის თანხა ან სხვა

გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა,

ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი

სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს ბრალდების ფარგლებს,

რომელიც მსჯავრდებულს წაუყენეს წინასწარი გამოძიების დროს და რომელსაც მხარი დაუჭირეს

პირველი ინსტანციის სასამართლოში.

179

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას მსჯავრდებულის

მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს ბრალდების მხარის

წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.

4. მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც

ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის

მითითებული.

5. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამამართლებლის ნაცვლად შესაძლებელია, თუ

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით ჩაატარა.

6. თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააუქმა განაჩენი დაცვის მხარის საჩივრით,

როცა ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობს, დამატებითი გამოძიებისა და პირველი

ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას ბრალდებულის მდგომარეობა არ

უნდა გაუარესდეს.

7. ბრალდების მხარის საჩივრით განაჩენის გაუქმებისას გამომძიებელს, რომელიც დამატებით

გამოძიებას ატარებს, და პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც ხელახლა განიხილავს

სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლიათ მსჯავრდებულის მდგომარეობა გააუარესონ მხოლოდ იმ

საფუძვლით, რომელიც მითითებული იყო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს

გადაწყვეტილებაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 541. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებანი 1. დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი

განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს

პროკურორსა და გამომძიებელს მისცეს სავალდებულო მითითებები საქმის გარემოებათა

სრულად და ყოველმხრივი გამოკვლევისა და კანონის დარღვევათა გამოსწორების

უზრუნველსაყოფად.

2. ამ მითითებათა შესრულების შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო ხელახალი

განხილვისას საქმეს წყვეტს თავისი შინაგანი რწმენითა და სამართალგაგებით.

მუხლი 542. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების მიქცევა აღსასრულებლად

1.სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის მისი

გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში, გარდა 602-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული

შემთხვევებისა.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა 602-

606-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებული

პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ მსჯავრდებული

სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განაჩენის ასლი დაუყოვნებლივ

იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. პირის პატიმრობიდან

განთავისუფლების შესახებ განკარგულება შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან

კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 543. სარევიზიო საწყისი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობაში 1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივრებში მოყვანილი დასკვნებით

და ვალდებულია საქმე შეამოწმოს სრული მოცულობით, მათ შორის, იმ მსჯავრდებულთა

მიმართაც, რომლებსაც არ შეუტანიათ საჩივრები. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის

სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს მსჯავრდებულთა სასარგებლოდ, მაგრამ

უფლება არა აქვს გააუარესოს მათი მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარის წარმომადგენელ

პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში ამის შესახებ არ უთხოვიათ.

180

2. სარევიზიო წესით საქმის განხილვა არ გამორიცხავს იმ მსჯავრდებულის სააპელაციო

საჩივრის განხილვას, რომელმაც გაუშვა გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით და ეს ვადა

სასამართლომ აღადგინა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 544. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებები მის დამრღვევთა მიმართ

სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს

ღონისძიებებს მის დამრღვევთა მიმართ 456-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 545. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში

მითითებულ ცნობებს.

თავი LVII

კასაცია

მუხლი 546. საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან 518-ე მუხლში მითითებული პირები.

მუხლი 547. საკასაციო გასაჩივრების საგანი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს

განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში და, კასატორის

აზრით, უკანონოა. განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობაში

იგულისხმება: სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევები, რომლებიც არ

გამოუვლენია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი

სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის

საქმეთა კოლეგიებისა და ამ სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო

პალატების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი ან რომლებიც მან დაუშვა საქმის განხილვისა და

გადაწყვეტის დროს; მსჯავრდებულის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია ან სამოქალაქო

სარჩელის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებისას დაშვებული

შეცდომა; სასჯელის ისეთი სახის ან ზომის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება

მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 548. სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვის სავალდებულოობა საკასაციო საჩივრის განხილვა სავალდებულოა. საკასაციო საჩივრის განხილვისას ახალი

სასამართლო გამოძიება არ ტარდება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 549. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო 1. საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატა 3 მოსამართლის შემადგენლობით.

2. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას „უზენაესი სასამართლოს შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში

მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს

დიდ პალატას.

3. უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა

და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

181

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57

მუხლი 550. საკასაციო გასაჩივრების ვადები საკასაციო გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით მოქმედებს 523-ე მუხლის წესები.

მუხლი 551. საკასაციო საჩივრის შეტანა 1. საკასაციო საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს 524-ე მუხლით დადგენილი

წესები.

2. საკასაციო ინსტანციის სასამართლო ვალდებულია საკასაციო საჩივრის გამო შემოსული

სისხლის სამართლის საქმე განიხილოს განაჩენის, განჩინების ან სხვა სასამართლო

გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 552. საკასაციო საჩივარი 1. საკასაციო საჩივარში აღინიშნება:

ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის საჩივარი;

ბ) მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სახელი, გვარი, საცხოვრებელი

ადგილი, საპროცესო მდგომარეობა);

გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, მისი გამომტანი

სასამართლო და გამოტანის თარიღი;

დ) მომჩივნის აზრით, რა სამართლებრივი საკითხები გადაწყდა არასწორად და რა

ადასტურებს ამას;

ე) რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის უსამართლობა;

ვ) საპროცესო ნორმების რა მოთხოვნები დაირღვა და არსებითია თუ არა ეს დარღვევები;

ზ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

2. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს,

საკასაციო სასამართლოს მოსამართლე კასატორს აძლევს დროს 5 დღის ვადით, რომელიც

საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ხოლო თუ მომჩივანს უჭირს ამის გაკეთება, უნიშნავს

მას დამცველს. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო საჩივარი არ

განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის

კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ

შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განხილვაზე

უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3. კასატორს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად

სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის

განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი

განჩინება არ გასაჩივრდება.

4. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 553. კერძო საკასაციო საჩივარი 1. კერძო საკასაციო საჩივარი შეაქვთ 547-ე მუხლში მითითებული სასამართლოების ყველა

შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებულ კანონის დარღვევაზე, გარდა განაჩენისა.

2. 547-ე მუხლში მითითებული სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას გამოტანილი

განჩინებები და დადგენილებები, რომელთაც არა აქვთ შემაჯამებელი ხასიათი, შეიძლება

საკასაციო წესით გასაჩივრდეს განაჩენთან ერთად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 554. დამატებითი საკასაციო საჩივარი დამატებითი საკასაციო საჩივარი, 526-ე მუხლით დადგენილი წესით, შეაქვთ მხოლოდ

სამართლის საკითხებზე.

182

მუხლი 555. საკასაციო საჩივრის შესაგებელი საკასაციო საჩივრის შესაგებელს მხარეები აყენებენ 527-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 556. საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადა საკასაციო ინსტანციაში საქმე განხილება 551-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 557. საქმის მოსასმენად მომზადება საკასაციო სასამართლოში მოსასმენად საქმე მზადდება 530-ე მუხლის პირველი ნაწილით

დადგენილი წესებით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 558. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობენ 531-ე მუხლის პირველ

ოთხ ნაწილში მითითებული პირები, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული – მისი

შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

მუხლი 559. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 560. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრებისა და საქმის განხილვის წესი 1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრებისა და საქმის განხილვა იწყება 533-ე

მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესებით.

2. მოსამართლის მოხსენებისა და მომჩივნის გამოსვლის შემდეგ საჩივრისა და განაჩენის

შესახებ თავის მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივანი მხარის სხვა წარმომადგენელი.

3. შემდეგ თავიანთ მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივნის მოწინააღმდეგე მხარის

წარმომადგენელი. გამოსვლების თანამიმდევრობას ისინი თავად განსაზღვრავენ, ხოლო

უთანხმოების შემთხვევაში თანამიმდევრობას განსაზღვრავს სასამართლო.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 561. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სახეები 1. საკასაციო ინსტანცია განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განაჩენს ან განჩინებას უცვლელად ტოვებს, ხოლო საჩივრებს – დაუკმაყოფილებლად;

ბ) აუქმებს განაჩენს და საქმეს გზავნის დამატებითი გამოძიებისა თუ ხელახალი სასამართლო

განხილვისათვის;

გ) აუქმებს განაჩენს და წყვეტს საქმეს;

დ) ცვლის განაჩენს მსჯავრდებულის სასიკეთოდ;

ე) აუქმებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენს ან განჩინებას.

2. თუ მსჯავრდებული მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან

თითოეული კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და

შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციას შეუძლია გააუქმოს განაჩენი და

გაგზავნოს საქმე დამატებითი გამოძიებისა თუ ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი

ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.

3. განაჩენის შეცვლისას სასამართლოს უფლება აქვს გამორიცხოს ბრალდების ის ნაწილები ან

ეპიზოდები, ანდა ის გარემოებები, რომლებიც ამძიმებენ ბრალდებულის პასუხისმგებლობას.

4. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა

განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

183

5. თუ განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა

დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა მსჯავრდებულის მონაწილეობა დანაშაულში,

საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.

6. სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის დროს განჩინების

სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 562. საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველი საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველია:

ა) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა;

ბ) სისხლის სამართლის ან სხვა მატერიალური სამართლის კანონის არასწორი გამოყენება;

გ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მსჯავრდებულის ქმედების

სიმძიმესთან და პიროვნებასთან. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 563. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები 1. არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს

პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და

ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი

განაჩენის დადგენაზე.

2. განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ:

ა) წინასწარი გამოძიება ან სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების

გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას;

ბ) განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს;

გ) კანონით სავალდებულო ექსპერტიზა არ ჩატარებულა;

დ) ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ

უზრუნველყოფილი;

ე) ბრალდებული სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით;

ვ) საქმე გამოიძიეს ან განიხილეს დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი

მონაწილეობა სავალდებულო იყო;

ზ) დაირღვა ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის უფლება, ისარგებლოს

მშობლიური ენით ან სხვა ენით, რომელიც მან იცის;

თ) დაირღვა განსჯადობის წესები;

ი) საქმე განიხილეს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება

სავალდებულოა;

კ) მსჯავრდებულს არ მისცეს საბოლოო სიტყვა;

ლ) განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;

მ) დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება;

ნ) საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი;

ო) განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი, გარდა 506-ე მუხლის მე-2

ნაწილისა.

3. გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის

უფლება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 564. სისხლის სამართლის ან სხვა მატერიალური კანონის არასწორი გამოყენება კანონი არასწორად გამოიყენება, როცა სასამართლო:

184

ა) არ იყენებს კანონს, რომელიც უნდა გამოეყენებინა;

ბ) იყენებს კანონს, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;

გ) სწორად არ განმარტავს კანონს.

მუხლი 565. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესთან და პიროვნებასთან

მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი,

რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ

თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 566. საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა 1. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ

ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი

ფაქტები, გააფართოოს ბრალდების მოცულობა, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის

უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის

თანხა ან მიიღოს მსჯავრდებულის საზიანო სხვა გადაწყვეტილება.

2. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების

მოტივით გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს ხელახალი

სასამართლო განხილვისათვის, თუ დაცული არ არის ამ კოდექსის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილით

გათვალისწინებული პირობები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 567. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობის სარევიზიო საწყისი 1. საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივარში ჩამოყალიბებული

დასკვნებით და ვალდებულია საქმე სრული მოცულობით შეამოწმოს, მათ შორის იმ

მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. ამასთან, საკასაციო

ინსტანციის სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ,

მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მისი მდგომარეობა.

2. სარევიზიო წესით საქმის შემოწმება არ გამორიცხავს იმ მსჯავრდებულის საკასაციო

საჩივრის განხილვას, რომელმაც გასაჩივრების ვადა გააცდინა საპატიო მიზეზით და ეს ვადა

სასამართლომ აღადგინა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 568. საკასაციო განჩინების შინაარსი 1. საკასაციო განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

ბ) განჩინების გამომტანი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, საკასაციო

ინსტანციაში საქმის განხილვის მონაწილე პირები;

გ) საჩივრის შემტანი პირი;

დ) განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი,

რომელზედაც შეტანილია საჩივარი;

ე) საჩივრის არსი და შესაგებელი, საკასაციო სხდომის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტების

მოკლე შინაარსი.

2. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განჩინებაში უნდა აღინიშნოს საფუძველი,

რის გამოც საჩივრის დასკვნები არასწორად ან არაარსებითად არის მიჩნეული.

3. თუ განაჩენი გაუქმდა ან შეიცვალა, განჩინებაში უნდა აღინიშნოს, კანონის რომელი მუხლის

მოთხოვნები დაირღვა და რაში გამოიხატა ეს დარღვევები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

185

მუხლი 569. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება განაჩენის გაუქმებისას ან საქმის შეწყვეტისას დანაშაულის შემთხვევის ან შემადგენლობის

არარსებობისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც მსჯავრდებული არ მონაწილეობდა დანაშაულში,

დაუშვებელია განაჩენის გაუქმების ან საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ისეთ

ფორმულირებათა შეტანა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ იმ პირის უდანაშაულობას, რომლის

მიმართაც წყდება საქმე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 570. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებანი 1. დამატებითი გამოძიებისათვის ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის

დაბრუნებისას საკასაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს მისცეს გამომძიებელსა და

პროკურორს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სავალდებულო მითითებები,

რომელთა მიზანიცაა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული

ხარვეზების შევსება და სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება.

2. მითითებათა შესრულების შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი პირველი და სააპელაციო

ინსტანციების სასამართლოები გადაწყვეტილებას იღებენ თავისი შინაგანი რწმენით და

სამართალგაგებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 571. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინების მიქცევა აღსასრულებლად 1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის

გამოცხადებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ამ კოდექსით

გათვალისწინებულ შემთხვევებში 593-601-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება აღსასრულებლად მიიქცევა 602-606-ე

მუხლებით დადგენილი წესებით.

3. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებული

პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ მსჯავრდებული

სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განჩინების ასლი დაუყოვნებლივ

იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. განკარგულება პატიმრობიდან

პირის განთავისუფლების შესახებ შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა

ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 572. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებები დამრღვევთა წინააღმდეგ

საკასაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს

მის დამრღვევთა წინააღმდეგ 456-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

მუხლი 573. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში

მითითებულ ცნობებს.

თავი LVIII

(ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 574. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

186

მუხლი 575. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 576. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 577. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 578. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 579. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 580. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 581. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 582. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 583. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 584. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 585. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 586. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 587. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 588. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 589. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 590. (ამოღებულია) საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 591. (ამოღებულია) საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 592. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

187

თავი LIX

განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ და ახლად

გამოვლენილ გარემოებათა გამო

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 593. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა სახეები 1. განაჩენი და შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან

ნაწილობრივ, თუ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის ახლად აღმოჩენილი და

ახლად გამოვლენილი გარემოებანი.

2. ახლად აღმოჩენილია ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან

დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

ა) როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მოწმის

ჩვენება ან ექსპერტის დასკვნა, აგრეთვე ყალბია სხვა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად

დაედო განაჩენს ან განჩინებას;

ბ) როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია მოსამართლის,

მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მის მიერ

ჩადენილი იყო ამ საქმის განხილვის დროს;

გ) სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსათვის

ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს

მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე

დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს

გამართლებულის ან იმ პირის ბრალეულობას, ვის მიმართაც საქმე შეწყვეტილი იყო;

დ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი

სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც

საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია

უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს

მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც

არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო

გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის

შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ

პასუხისმგებლობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების

გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ:

ა) საქართველოს გენერალურ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ

გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან – შესაბამისად ამ

რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და

სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების

გადასინჯვის შესახებ საჩივარი უშუალოდ შეაქვთ:

188

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში –

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ

განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების

პრეზიდიუმებში – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და

კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა

სასამართლო გადწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს,

ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის ნათესავს, დამცველს ან სხვა

დაინტერესებულ პირს.

4. სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ

პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ და

ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

მუხლი 595. საჩივარი ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ

1. ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ

საჩივარი უნდა შეიცავდეს 552-ე მუხლში აღნიშნულ მონაცემებს, აგრეთვე დასკვნებს, რომლებიც

ასაბუთებენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და (ან) შემდგომი სასამართლო

გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობას.

2. საჩივარს უნდა დაერთოს საპროცესო ან სხვა დოკუმენტები და მასალები, რომლებიც

ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების

აუცილებლობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 596. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრა და გამოძიება 1. საქართველოს გენერალურ პროკურორთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების პროკურორებთან შეტანილი საჩივრების საფუძველზე აღნიშნული

პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო

გადაწყვეტილებას, საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში აღძრავენ წარმოებას საჩივრის გამო

და გამოძიებას ავალებენ პროკურორს ან გამომძიებელს.

2. საჩივრის შემოწმება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებათა

ჩატარების გზით.

3. თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს

წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს

გენერალური პროკურორი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების

პროკურორები. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი

მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

4. თუ დადგინდა საქმის გადასინჯვის შემაპირობებელი საფუძველი, რომელიც მითითებულია

593-ე მუხლის მე-2 ნაწილში, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელმაც გამოძიება ჩაატარა,

ადგენს მოტივირებულ დასკვნას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის

აუცილებლობის შესახებ. დასკვნაში აღინიშნება აგრეთვე:

ა) დასკვნის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) გამოძიების ჩამტარებელი პირის გვარი და თანამდებობა;

გ) სისხლის სამართლის საქმის მონაცემები, რომელთა გადასინჯვასაც მოითხოვს მომჩივანი;

დ) გამოძიებით დადგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოებები;

ე) ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები.

189

5. 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ გარემოებათა არსებობის გამო საქმის გადასინჯვის

შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი ან შესაბამისად

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, რომლებიც დასკვნის

დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარდგინებით მიმართავენ შესაბამისად საქართველოს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, აფხაზეთისა და აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებს. წარდგინებასთან

ერთად პლენუმს და პრეზიდიუმს გადაეცემა გამოძიების მასალები, პროკურორის მიერ

დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს გენერალურ

პროკურორს უფლება აქვს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ასეთი წარდგინებით მიმართოს

აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების

პრეზიდიუმებს.

6. საქართველოს გენერალურ პროკურორს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად

აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინებით მიმართონ შესაბამისად საქართველოს უზენაესი

სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებს საკუთარი ინიციატივითაც

სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. თუ

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი უარყოფს საქართველოს

გენერალური პროკურორის ან ამ ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მიერ შეტანილ

წარდგინებას, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია იმავე საქმეზე

წარდგინებით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმების სხდომაზე ამ მუხლის მე-5

ნაწილში აღნიშნულ წარდგინებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის პროკურორი,

რომელმაც წარდგინება შეიტანა, ან გენერალური პროკურორის დავალებით – მისი მოადგილე,

ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების

პრეზიდიუმების სხდომაზე – გენერალური პროკურორის დავალებით შესაბამისი ავტონომიური

რესპუბლიკის პროკურორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის სხდომაზე, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს

პრეზიდიუმის სხდომაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინება განიხილება 560-

573-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

მუხლი 597. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის შეტანა 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მხარეს საჩივარი

უშუალოდ შეაქვს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში –

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ

განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების

პრეზიდიუმებში – შესაბამისად ამ რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ

და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

მუხლი 598. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში

1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ საჩივარს აფხაზეთისა და აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები შესასწავლად

გადასცემენ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის

190

წევრ ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოითხოვს იმ სისხლის სამართლის

საქმეს, რომლის თაობაზედაც საჩივარი იქნა შეტანილი.

2. საქმის შესწავლის შემდეგ, საჩივრის შემოსვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მოსამართლე

ადგენს დასკვნას და გამოთხოვილ საქმესთან ერთად განსახილველად წარუდგენს პრეზიდიუმს.

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის დასკვნის

მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა ნიშნავს პრეზიდიუმის სხდომას საჩივრის არსებითად

განხილვისათვის. პრეზიდიუმი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 560-573-ე

მუხლებით დადგენილი წესით. პრეზიდიუმს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით,

ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება და

საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი

სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა ეგზავნება

მხარეს. მას უფლება აქვს აღნიშნული დადგენილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა

გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

მუხლი 599. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახლად

გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა

სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე

მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.

2. საჩივრის განხილვის შედეგად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იღებს

გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად.

3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე.

5. (ამოღებულია).

6. პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას,

უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს

სისხლის სამართლის საქმეს.

7. გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს

საჩივრის ავტორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

მუხლი 600. (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

მუხლი 601. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები

1. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო

გადაწყვეტილების მსჯავრდებულის სასარგებლოდ გასაჩივრების ვადა შეუზღუდავია.

2. გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების

გამართლებულის ან მსჯავრდებულის საზიანოდ გასაჩივრება დასაშვებია ერთი წლის

განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა პირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს

საზედამხედველო პალატას, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს

პრეზიდიუმს ან საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს შესაბამისად საჩივრით ან

თხოვნით, დაადგინონ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

191

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228

კარი მეთერთმეტე

სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება

თავი LX

სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა

მუხლი 602. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა 1. განაჩენი, თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო ან საკასაციო

გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის შეტანის შემთხვევაში,

თუ განაჩენი არ გაუქმებულა, ეს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის ზემდგომი სასამართლოს

განჩინების გამოტანის დღეს.

2. განაჩენი აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს

7 დღე-ღამისა.

3. სასამართლო განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზშივე

ათავისუფლებს პატიმრობიდან:

ა) გამართლებულს;

ბ) მსჯავრდებულს სასჯელის დაუნიშნავად;

გ) მსჯავრდებულს სასჯელისაგან განთავისუფლებით;

დ) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ ვადით,

რომელიც არ აღემატება მისი დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დროს;

ე) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან

განაჩენის აღსრულების გადავადებით;

ვ) მსჯავრდებულს, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული

თავისუფლების აღკვეთასთან.

4. თუ საქმეზე რამდენიმე მსჯავრდებულია და განაჩენი გასაჩივრებულია თუნდაც ერთი

მათგანის მიერ ან მიმართ, განაჩენი არც ერთი მსჯავრდებულის მიმართ არ შევა კანონიერ

ძალაში, სანამ საქმეს არ განიხილავს ზემდგომი სასამართლო. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 603. განჩინებისა და მოსამართლის დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება კანონიერ

ძალაში შედის და აღსრულდება გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო კერძო საჩივრის

შეტანის შემთხვევაში – ზემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ.

2. საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში,

რომელიც ეხება განსასჯელის პატიმრობიდან განთავისუფლებას.

3. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გამოცხადებისთანავე

კანონიერ ძალაში შედის. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 604. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი 1. განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ

გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას

მოსამართლე ან სასამართლოს თავმჯდომარე განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს,

რომელსაც ევალება განაჩენის აღსრულება. განაჩენის შეცვლის შემთხვევაში განაჩენის ასლს

დაერთვის სააპელაციო ინსტანციის განაჩენის ან საკასაციო ინსტანციის განჩინების ასლი.

2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ

სასამართლოს აღსრულების შესახებ.

192

3. თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის საპატიო, სამხედრო ან სპეციალური

წოდების ანდა სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის

ორგანოს, რომელმაც მსჯავრდებული დააჯილდოვა ანდა მიანიჭა მას საპატიო, სამხედრო ან

სპეციალური წოდება.

4. დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება

სააღსრულებო ფურცელი.

5. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის

არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის

გადასცეს შესაბამის დაწესებულებას, ნათესავებს ან სხვა პირებს, იგი ამის შესახებ აცნობებს

ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, აგრეთვე მსჯავრდებულს.

6. მსჯავრდებულის უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონებისა და ბინის დაცვის ღონისძიებათა

განხორციელებას სასამართლო აკისრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის

ორგანოს. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 605. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ 1. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც

მსჯავრდებულს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმრო ადგილის

ადმინისტრაცია ვალდებულია სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს შეატყობინოს, სად

გაიგზავნა იგი სასჯელის მოსახდელად, ხოლო შემდგომ აცნობოს მათ სასჯელის მოხდის

ადგილის შეცვლის შესახებ.

2. სასამართლოს ნებართვით, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის ნახვის უფლება აქვთ

ახლო ნათესავებს, მსჯავრდებულის მეუღლესა და სხვა პირებს.

მუხლი 606. მსჯავრდებულის უფლებათა უზრუნველყოფა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე

1. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსჯავრდებულის

იმ უფლებათა სასამართლო დაცვა, რომლებიც დაკავშირებულია განაჩენის აღსასრულებლად

მიქცევასა და აღსრულებასთან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება, რომლის

გასაჩივრება არ დაიშვება, კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება დაუყოვნებლივ, მისი

გამოტანის შემდეგ.

3. მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით:

განაჩენის აღსრულების გადავადების, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის ასაკის ან

გადავადების დროის გასვლის მიზეზით სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების, პირობით

ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის,

სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების შეცვლისა და ამ კოდექსით

გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ.

4. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლო განხილვისას

მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში და მისცეს ჩვენება,

წარმოადგინოს მტკიცებულება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გაეცნოს საქმის ყველა

მასალას, შეიტანოს საჩივრები სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის

მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.

5. მსჯავრდებულს შეუძლია თავისი უფლებები განახორციელოს პირადად ან დამცველის

დახმარებით. დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ სასამართლო განიხილავს

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს მსჯავრდებულის

მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ანდა არ იცის

სამართალწარმოების ენა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

193

მუხლი 6061. მსჯავრდებულის ძებნა 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით

გათვალისწინებულ, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების წესისა და პრობაციის

შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში,

სასამართლო აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გამოაქვს განჩინება

პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნის შესახებ.

2. მსჯავრდებულის წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) განჩინებით

(დადგენილებით) წყვეტს დაკისებული სასჯელის უფრო მკაცრი სახის სასჯელით შეცვლის

საკითხს, ხოლო პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე

გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში, სასამართლო წყვეტს

პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის

მოხდის გადავადების გაუქმების საკითხს და შეუძლია დაადგინოს, რომ აღსრულდეს განაჩენით

დანიშნული სასჯელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი ან მსჯავრდებული სასჯელის

მოსახდელად გაიგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74

თავი LXI

განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტა

მუხლი 607. განაჩენის აღსრულების გადავადება 1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება შეიძლება

გადაავადოს სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე,

იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით (დადგენილებით), შემდეგი

საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადდა ფსიქიკურად ან დაავადებულია სხვა მძიმე ავადმყოფობით, რაც

ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის

არსებითად გაუმჯობესებამდე;

ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა, – მშობიარობის

შემდეგ 1 წლამდე;

გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება;

დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის

განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის

ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა

განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა

უმეტეს 3 თვისა.

2. ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან

განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით.

3. სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს

სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს

სასამართლო განიხილავს პროკურორის, მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი

წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის შუამდგომლობით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 608. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს

კანონის 67-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის

შუამდგომლობით ან/და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით,

ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მძიმე ან

განუკურნებელი სენით დაავადებულის მიმართ სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს

194

განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების

შესახებ.

2. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის

განთავისუფლებისას სასამართლოს უფლება აქვს იგი დამატებითი სასჯელისგანაც

გაათავისუფლოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

მუხლი 609. იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება. განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება

1. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, სასამართლო

ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, მისი დამცველის ან კანონიერი

წარმომადგენლის შუამდგომლობით.

2. სასამართლო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადავადებას

აუქმებს და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად აგზავნის სასჯელის

აღმსრულებელი ორგანოს წარდგინებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 610. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა

1. სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და

სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის სასჯელაღსრულების ორგანოს

წარდგინებით. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისა და სასჯელის

მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ შუამდგომლობა

სასამართლოში შეიძლება შეიტანოს აგრეთვე მსჯავრდებულმა, მისმა დამცველმა ან კანონიერმა

წარმომადგენელმა.

2. სასამართლო მსჯავრდებულს რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების

ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს მსჯავრდებულის ან

მისი დამცველის შუამდგომლობით.

3. თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე

განთავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე,

ამავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6

თვის შემდეგ.

4. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია

მსჯავრდებულს დააკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით

გათვალისწინებული მოვალეობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38

მუხლი 611. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების

არსებობისას, მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით, სასამართლოს შეუძლია

მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 612. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის მკაცრი რეჟიმის პირობების შეცვლა

1. სასამართლოს მსჯავრდებული ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების

დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც

195

შეთანხმებულია დაწესებულების კომისიასთან, ანდა მსჯავრდებულის ან მისი დამცველის

შუამდგომლობით.

2. თუ სასამართლო უარს იტყვის მსჯავრდებულის ნაკლებად მკაცრი რეჟიმის

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე, ამავე საკითხზე წარდგინების ან

შუამდგომლობის ხელახალი განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

3. სასამართლოს მსჯავრდებული შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების

დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც

შეთანხმებულია დაწესებულების კომისიასთან.

4. მსჯავრდებულის გადაყვანა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

შესაძლებელია 3 წლამდე ვადით, ხოლო საპყრობილეში – 1 წლამდე ვადით.

5. სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადები გააგრძელოს

1 წლამდე ვადით, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც

შეთანხმებულია ამ დაწესებულების კომისიასთან. დაწესებულების დირექტორს შეუძლია

შესაბამისი წარდგინებით მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაშიც, როცა მსჯავრდებულის

მიმართ ადრე გაგრძელებული იყო რეჟიმის შეცვლის ვადა.

6. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ

მსჯავრდებულის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საფრთხეს შეუქმნის

დაწესებულებისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას, მსჯავრდებული შეიძლება

შესაბამისი დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, სასჯელაღსრულების

დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გადაყვანილ იქნეს შედარებით მკაცრი რეჟიმის

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის შესახებაც 24 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს

ზედამხედველ პროკურორს.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემიდან 72 საათის

განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შესაბამის სასამართლოს წარუდგენს

მასალებს მსჯავრდებულის შედარებით მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.

თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს დეპარტამენტის მოთხოვნას, მსჯავრდებული

დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს პირვანდელ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38

მუხლი 613. სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროის ჩათვლა სასჯელის მოხდის ვადაში თუ მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით იხდის,

მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, იქ ყოფნის დრო მას სასჯელის ვადაში

ეთვლება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 614. განაჩენის აღსრულება სისრულეში მოუყვანელი სხვა განაჩენის არსებობისას თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს სისრულეში მოუყვანელი რამდენიმე განაჩენი, რაც არ

იყო ცნობილი ბოლო განაჩენის გამომტანი სასამართლოსთვის, ამ სასამართლოს ან განაჩენის

აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის მე-60-61-ე მუხლების საფუძველზე გამოაქვს განჩინება (დადგენილება)

მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 615. განაჩენის აღსრულებისას გამოვლენილ ბუნდოვანება-უზუსტობათა აღმოფხვრა 1. განაჩენის გამომტან სასამართლოს უფლება აქვს აღმოფხვრას მასში არსებული

ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას:

196

ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა

სასჯელის დანიშვნისას;

ბ) შესწორება შეიტანოს პროცესის მონაწილის სახელსა და გვარში;

გ) დააზუსტოს და გაანაწილოს სასამართლო ხარჯები;

დ) გადაწყვიტოს ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი;

ე) განაჩენში შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს

დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო

სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული განმარტებებისა და დაზუსტებების შეტანა

თავიანთ განჩინებებში შეუძლიათ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების

სასამართლოებს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 616. სასამართლო, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს

1. განაჩენის გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას

წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის,

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი

სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა, ფსიქიკური ავადმყოფის მიმართ გამოყენებული

სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება, გაგრძელება ან შეწყვეტა.

2. თუ განაჩენის აღსრულება ხდება განაჩენის გამომტანი სასამართლოს სამოქმედო

ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის

სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ

არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში განჩინების (დადგენილების) ასლი

ეგზავნება განაჩენის გამომტან სასამართლოს.

3. სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება

ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის

მოხდისაგან განთავისუფლება ან სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან

პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით

შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით

თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ერთი სახის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან

მეორეში გადაყვანა.

4. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს

დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი

ვადის შემცირება ან გაზრდა ანდა პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა

განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან

განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის

აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი

სასჯელის მოსახდელად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

მუხლი 617. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს

სასამართლო სხდომაზე, პროკურორისა და მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული

უზრუნველყოფილი უნდა იყოს 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

197

2. თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო

სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა

გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

3. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო

განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო

კომისიის წარმომადგენლის დასწრება.

4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის ასაკის გამო ან

პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი

სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ერთი რეჟიმიდან უფრო მსუბუქ

რეჟიმში გადაყვანის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი

ორგანოს წარმომადგენელს.

5. თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და

სამეთვალყურეო კომისის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს

კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს

უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით.

6. თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის

გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან გაზრდასთან, ანდა იმ მსჯავრდებულის სასჯელის

მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების

აღკვეთის აღსრულება, ან განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების

გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს

წარმომადგენელს.

7. წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის

განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით,

რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს პროკურორის, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს,

კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის

შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან

მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

მუხლი 618. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა 1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასამართლო წყვეტს სასჯელმოხდილი პირის, მისი

დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.

2. აღძრული შუამდგომლობის შესახებ ეცნობება პროკურორს. სასამართლო სხდომაში

პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.

3. სავალდებულოა სასამართლო სხდომაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის მიმართაც

განიხილავენ შუამდგომლობას ნასამართლობის მოხსნის შესახებ.

4. ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ

შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო ისმენს გამოცხადებულ პირთა აზრს

და გადის დადგენილების გამოსატანად.

5. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა აღძვრა

შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 619. სასამართლო, რომელიც წყვეტს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად,

საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში

აღსრულების საკითხს განიხილავს საქართველოს სასამართლო განსჯადობის წესების დაცვით

მსჯავრდებულის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის

198

შემთხვევაში განსჯადობის საკითხს წყვეტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს

თავმჯდომარე.

2. საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის

საქართველოში აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის

დაუსწრებლად, საქმის მასალების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 620. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე

საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება).

2. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე

განაჩენის გამოტანის დრო;

ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში უკანასკნელი

საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;

გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომელშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის

საფუძველზე;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც

გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) სასჯელის სახე და ვადა (ძირითადი და დამატებითი), რომელიც მსჯავრდებულმა

საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღის

მითითებით, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და ზიანის ანაზღაურების წესის

მითითებით.

3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულება ხდება იმავე

წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება

საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.

4. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს

სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში განაჩენის

აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.

5. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს

სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების

(დადგენილების) ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი

ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 621. მსჯავრდების შედეგები უცხო სახელმწიფოდან საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ

დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც საქართველოს სასამართლოს

მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 622. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ ამნისტიისა და შეწყალების აქტის გამოყენება

საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის

გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების

აქტი ამ აქტით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად, თუ საქართველოს

საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

199

მუხლი 623. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება

განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც

გათვალისწინებულია 607-612-ე, 618-619-ე და 622-ე მუხლებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

კარი მეთორთმეტე

ცალკეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების თავისებურებანი

თავი LXII

კერძო ბრალდების საქმეთა წარმოება

მუხლი 626. კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესი 27-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ დანაშაულთა ჩადენასთან დაკავშირებით კერძო

ბრალდების საქმეთა წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებით და

LXII თავის შესაბამისად. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

მუხლი 627. საჩივარი კერძო ბრალდების წესით 1. 27-ე მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულთა შესახებ სისხლის სამართლის საქმეები

მოსამართლემ შეიძლება აღძრას მხოლოდ დაზარალებულის ან მისი კანონიერი

წარმომადგენლის საჩივრით.

2. საჩივარი შეაქვთ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსჯადობის წესების დაცვით.

3. საჩივარი შეიტანება წერილობითი სახით და იგი უნდა შეიცავდეს: დანაშაულის შემთხვევის

აღწერას, ცნობებს დანაშაულის ჩამდენი პირისა და დანაშაულის შესახებ, მტკიცებულებათა

ჩამონათვალსა და თხოვნას, რომ მოსამართლემ განიხილოს საქმე. საჩივარს ხელს უნდა აწერდეს

დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

4. თუ საჩივარი შეტანილია მოკვლევის ორგანოში, გამომძიებელთან ან პროკურორთან, მან იგი

უნდა გადასცეს განსჯადობის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, გარდა იმ

შემთხვევებისა, როცა პროკურორი საჭიროდ მიიჩნევს აღძრას სისხლის სამართლის საქმე 27-ე

მუხლის საფუძველზე. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 628. მოსამართლის მოქმედება საჩივართან დაკავშირებით საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს

პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი, გამოიძახოს

და გააცნოს საჩივარი იმ პირს, რომლის მიმართაც არის იგი შეტანილი; შეამოწმოს, არის თუ არა

საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად, რის თაობაზედაც უნდა მიიღოს

განმარტება დაზარალებულისაგან ან იმ პირისაგან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი;

გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. განსაზღვროს სასამართლოში გამოსაძახებელ და დასაკითხ

პირთა წრე.

მუხლი 629. მოსამართლის გადაწყვეტილება საჩივრის გამო 1. მოსამართლე ამოწმებს, არსებობს თუ არა საფუძველი კერძო ბრალდების წესით სისხლის

სამართლის საქმის აღსაძრავად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ;

ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ დაზარალებული შეურიგდა პირს,

რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი.

2. მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით.

200

3. კერძო ბრალდების წესით შეტანილი საჩივრის გამო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს

საჩივრის შეტანის დღიდან არა უგვიანეს 7 დღე-ღამისა.

მუხლი 630. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა 1. თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება სისხლის

სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ამ დადგენილებაში, გარდა 267-ე მუხლით

გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს სასამართლო სხდომაზე საქმის

განხილვისათვის საკმარისი მტკიცებულებების არსებობა, გადაწყვეტილება მომჩივნის კერძო

ბრალმდებლად ცნობის შესახებ, სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, სასამართლოში

გამოსაძახებელი პირები.

2. თუ საჩივრის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის შესახებაც

საქმე უნდა გამოიძიონ და განიხილონ საერთო წესით, მოსამართლე მასალებს უგზავნის

პროკურორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 631. უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე თუ არსებობს გარემოება, რომელიც გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, ან

თუ არ დადგინდა საფუძველი კერძო ბრალდების საქმის აღსაძრავად, მოსამართლეს გამოაქვს

დადგენილება საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლის ასლი არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა

გადაეცემა საჩივრის შემტან პირს. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ

დადგენილება ან განჩინება შეიძლება გაასაჩივროს ამ პირმა ან მისმა კანონიერმა

წარმომადგენელმა, ანდა პროკურორმა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.

მუხლი 632. დაზარალებულის შერიგება პირთან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი 1. კერძო ბრალდების წესით წარმოება შეიძლება დამთავრდეს შერიგებით, სათათბირო

ოთახში განაჩენის გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე.

2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე შერიგების სურვილი დაზარალებულმა და იმ

პირმა, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, უნდა აცნობონ მოსამართლეს განცხადების

შეტანით. ამ შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის განუხილველად

დატოვების შესახებ. თუ შერიგება მოხდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ,

მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება მისი შეწყვეტის თაობაზე.

3. სასამართლო განხილვის დროს შერიგების შესახებ დაზარალებულისა და იმ პირის ზეპირი

განცხადებები, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში,

ხოლო წერილობითი – დაერთვის საქმეს. საქმის შეწყვეტის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს

დადგენილება.

მუხლი 633. კერძო ბრალდების საქმეთა გაერთიანება ერთ წარმოებად 1. დაზარალებულის საჩივარი შეიძლება გაერთიანდეს შემხვედრ საჩივართან ერთ წარმოებად.

ასეთი გაერთიანება დაშვებულია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. შემხვედრი საჩივრების

გამო საქმეთა გაერთიანების თაობაზე მოსამართლე მიუთითებს საქმის აღძვრის დადგენილებაში.

სასამართლო განხილვის დროს საქმეთა გაერთიანების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს

დადგენილება.

2. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებაში განხილვისას საჩივრის შემტანი პირები პროცესში

ერთდროულად მონაწილეობენ, როგორც დაზარალებული და განსასჯელი. ამ პირთა დაკითხვა

მათს საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ ტარდება დაზარალებულთა

დაკითხვის წესებით, ხოლო შემხვედრ საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ –

განსასჯელთა დაკითხვის წესებით.

მუხლი 634. პროკურორის მონაწილეობა კერძო ბრალდების საქმეში 1. თუ 27-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ დანაშაულს განსაკუთრებული

საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ანდა დაზარალებულის არასრულწლოვანების, ფიზიკური

თუ ფსიქიკური ნაკლის, ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას

201

თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს შეუძლია საქმე აღძრას

დაზარალებულის საჩივრის გარეშე, მაგრამ მისი თანხმობით. პროკურორის მიერ აღძრული საქმე

წარიმართება წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო შემდეგ სასამართლო მას განიხილავს

საერთო წესით. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ პროკურორის დადგენილებაში

მითითებული უნდა იყოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

2. პროკურორს უფლება აქვს დაზარალებულის თანხმობით ჩაებას მოსამართლის მიერ

დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე აღძრულ საქმეში და მხარი დაუჭიროს ბრალდებას

სასამართლოში, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ინტერესები ან მოქალაქეთა

უფლებების დაცვა. საქმეში პროკურორის ჩაბმა დაზარალებულს არ ართმევს 69-ე მუხლით

გათვალისწინებულ უფლებებს.

3. დაზარალებულის განსასჯელთან შერიგებით არ შეწყდება ის საქმე, რომლის სასამართლო

განხილვაშიც პროკურორი მონაწილეობს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 635. კერძო ბრალდების საქმის გამო წინასწარი გამოძიების ჩატარება მოსამართლეს, რომელიც განიხილავს კერძო ბრალდების საქმეს, უფლება აქვს გასცეს

განკარგულება წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად. საქმე უნდა შეწყდეს, თუ დაზარალებული

შეურიგდა ბრალდებულს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.

მუხლი 636. საქმის მომზადება სასამართლო განხილვისათვის 1. სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა განსასჯელს უნდა

გადაეცეს დაზარალებულის საჩივრის ასლი და სასამართლოში გამოძახების უწყება.

2. განსასჯელსა და მის დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უნდა მიეცეთ

შესაძლებლობა გაეცნონ საქმის ყველა მასალას და აღძრან შუამდგომლობა სასამართლო

სხდომაზე მოწმეებისა და ექსპერტების გამოძახების შესახებ, გამოითხოვონ და საქმეს დაურთონ

წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებანი. მოსამართლე ვალდებულია საფუძვლიანობის

შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 637. სასამართლო განხილვა 1. კერძო ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა ტარდება ამ კოდექსით დადგენილი

საერთო წესების შესაბამისად, ამ მუხლის წესების დაცვით.

2. სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ნაწილში თავმჯდომარე დაზარალებულს

განუმარტავს მის უფლებას – პირადად ან თავისი წარმომადგენლის დახმარებით მხარი

დაუჭიროს ბრალდებას, აგრეთვე უფლებას შეურიგდეს განსასჯელს.

3. სასამართლო გამოძიება იწყება დაზარალებულის საჩივრის საჯაროდ წაკითხვით. საჩივარს

კითხულობს დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი. ჯერ ბრალდების, შემდეგ კი დაცვის

მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი დაკითხვა.

მოსამართლე შეკითხვებს სვამს ბოლოს.

4. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებად გაერთიანების შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს

დადგენილება იმ მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ, რომელიც ეხება თითოეულ

ბრალდებას, აგრეთვე მხარეთა კამათში გამოსვლის რიგითობას.

მუხლი 638. კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტა კერძო ბრალდების საქმე უნდა შეწყდეს, თუ არსებობს 28-ე მუხლით გათვალისწინებული

საფუძვლები, აგრეთვე:

ა) თუ გარდაიცვალა დაზარალებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებულის ახლო

ნათესავები ან განსასჯელნი მოითხოვენ საქმის განხილვას;

ბ) თუ დაზარალებული არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო განხილვაზე,

გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას.

202

თავი LXIII

წარმოება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე

მუხლი 639. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი 1. არასრულწლოვნის დანაშაულის საქმის წარმოების წესი ვრცელდება იმ პირებზე,

რომლებსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებიათ 18 წელი.

2. არასრულწლოვნის დანაშაულის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი

საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლების მიხედვით.

მუხლი 640. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის გამოყოფა დამოუკიდებელ წარმოებად

თუ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა სრულწლოვნებთან ერთად,

მისი საქმე შეძლებისდაგვარად უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ წარმოებად 246-ე მუხლის

მოთხოვნათა დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამოუკიდებელ წარმოებად

არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ მასალების გამოყოფამ შეიძლება არსებითი დაბრკოლება

შეუქმნას საქმის გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 641. გარემოებები, რომლებიც დასადგენია არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე

არასრულწლოვნის დანაშაულის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს

უნდა დადგინდეს:

ა) არასრულწლოვნის ასაკი (დაბადების რიცხვი, თვე, წელი);

ბ) არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობები ოჯახსა და სკოლაში;

გ) სრულწლოვან წამქეზებელთა არსებობა;

დ) არასრულწლოვნის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონე;

ე) არასრულწლოვნის პიროვნების ხასიათის თავისებურებები, მოთხოვნილებები და

ინტერესები.

მუხლი 642. არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური და კომპლექსური ფსიქოლოგიურ- ფსიქიატრიული ექსპერტიზა

თუ წამოიჭრა საკითხი, შეენიშნება თუ არა არასრულწლოვანს განვითარების ანომალია ან

ფსიქიკური დაავადება და აქვს თუ არა უნარი მთლიანად ან ნაწილობრივ უწევდეს ანგარიშს

თავის მოქმედებას და განაგებდეს მას, ინიშნება ფსიქოლოგიური ან კომპლექსური

ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

მუხლი 643. არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევა არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევისას უნდა გაირკვეს:

ა) ოჯახური ვითარება, ოჯახის შემადგენლობა, მატერიალური უზრუნველყოფა, საბინაო

პირობები, ოჯახის უფროს წევრთა ერთმანეთთან ურთიერთობა, უფროსებისა და ბავშვების

ურთიერთობა, თავისუფალი დროის გამოყენების პირობები ოჯახში, მშობლების

დამოკიდებულება შვილების აღზრდისადმი, ბავშვების ქცევისადმი მშობელთა კონტროლის

ფორმები;

ბ) ვითარება სკოლაში, ლიცეუმში, სხვა სასწავლებელში ან წარმოებაში, სადაც სწავლობს ან

მუშაობს არასრულწლოვანი, მისი დამოკიდებულება სწავლისა და შრომისადმი, საზოგადოებრივ

დავალებათა შესრულებისადმი, ურთიერთობა აღმზრდელებსა და დამრიგებლებთან,

თანატოლებთან, არასრულწლოვნის მიმართ ადრე გამოყენებული აღმზრდელობითი

ღონისძიების ხასიათი და ეფექტიანობა;

გ) არასრულწლოვნის ურთიერთობები და ქცევა სახლისა და სამუშაოს გარეთ; სხვადასხვა

ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფის ან გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა და მისი

ურთიერთობა აღნიშნული ჯგუფის სხვა წევრებთან.

203

მუხლი 644. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა საქმეში 1. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის წარმოებაში დასაშვებია კანონიერ

წარმომადგენელთა მონაწილეობა არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის პირველი

დაკითხვისთანავე.

2. გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა სასამართლოს (მოსამართლის)

განჩინებით (დადგენილებით) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება

ჩამოაცილონ საქმეში მონაწილეობას ან შეზღუდონ მისი მონაწილეობა, თუ არსებობს საფუძველი,

რომ თავისი მოქმედებით იგი ზიანს აყენებდა ან აყენებს არასრულწლოვნის ინტერესებს. საქმეში

მონაწილეობისაგან კანონიერი წარმომადგენლის ჩამოცილების შემთხვევაში არასრულწლოვნის

ინტერესების დაცვა ევალება სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს.

მუხლი 645. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმეში დამცველის მონაწილეობის უზრუნველყოფა

მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი უზრუნველყოფენ საქმეში დამცველის

მონაწილეობას არასრულწლოვნის პირველი დაკითხვისთანვე. ამ მიზნით არასრულწლოვანსა და

მის კანონიერ წარმომადგენელს განუმარტავენ უფლებას, მოიწვიონ დამცველი საკუთარი

არჩევნით. თუ დამცველი არ მოიწვია არასრულწლოვანმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან

სხვა პირმა, მათი დავალებითა და მათივე თანხმობით, მომკვლევი ან გამომძიებელი

ვალდებულია თავისი ინიციატივით უზრუნველყოს საქმეში დამცველის მონაწილეობა.

მუხლი 646. არასრულწლოვნის გამოძახების წესი მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში არასრულწლოვნის

გამოძახება ხდება მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების, ანდა იმ

დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით, სადაც იზრდება ან სწავლობს არასრულწლოვანი.

მუხლი 647. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა 1. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა ტარდება დამცველის

სავალდებულო მონაწილეობით.

2. დაკითხვას უნდა ესწრებოდეს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი ან

პედაგოგი.

3. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაუსვან კითხვები ეჭვმიტანილსა

და ბრალდებულს. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაკითხვის

დამთავრებისთანავე გაეცნონ ოქმს და გააკეთონ შენიშვნები.

4. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება

შეუსვენებლად გაგრძელდეს 2 საათზე მეტ ხანს, ხოლო მთლიანად დღეში – 4 საათზე მეტ ხანს.

თუ არასრულწლოვანი აშკარად დაიღალა, დაკითხვა უნდა შეწყდეს აღნიშნული დროის

გასვლამდეც. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 648. პედაგოგის ან ფსიქოლოგის მონაწილეობა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში

არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში, გამომძიებლის ან პროკურორის

შეხედულებით ან დამცველის შუამდგომლობით, შეიძლება მონაწილეობდეს პედაგოგი ან

ფსიქოლოგი. მათ უფლება აქვთ, გამომძიებლის ნებართვით, კითხვები დაუსვან ბრალდებულს,

ხოლო დაკითხვის დამთავრებისთანავე – გაეცნონ დაკითხვის ოქმს და წერილობით

ჩამოაყალიბონ თავიანთი შენიშვნები. ამ უფლებებს გამომძიებელი პედაგოგს ან ფსიქოლოგს

განუმარტავს არასრულწლოვნის დაკითხვამდე, რის შესახებაც აღნიშნავს დაკითხვის ოქმში.

204

მუხლი 649. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ

1. თუ არსებობს 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, არასრულწლოვანი

ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს 152-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი

აღკვეთის ღონისძიება. ის შეიძლება მეთვალყურეობისათვის გადაეცეს მშობლებს, მეურვეებს,

მზრუნველებს ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ

არასრულწლოვანი იქ იზრდება, ანდა სასამართლო ბრძანებით მოთავსდეს სპეციალურ

დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების შესახებ

აცნობებენ მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ ასეთი არ არის, – სხვა ნათესავებს.

მუხლი 650. არასრულწლოვნის გადაცემა სამეთვალყურეოდ 1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურულ საბავშვო დაწესებულებათა

ხელმძღვანელებისათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა ნიშნავს, რომ

აღნიშნულ პირთაგან რომელიმემ წერილობით უნდა იკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს

არასრულწლოვნის გამოცხადება გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში, აგრეთვე

ბრალდებულის იმ სხვა ვალდებულებათა შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია 74-ე და 77-ე

მუხლებში.

2. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირთათვის არასრულწლოვნის

სამეთვალყურეოდ გადაცემა შეიძლება მხოლოდ მათი და თვით არასრულწლოვნის თანხმობით.

3. არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა,

სასამართლომ უნდა გაარკვიონ მშობლების, მეურვეებისა და მზრუნველების პიროვნება,

არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობა და დარწმუნდნენ, რომ ისინი ჯეროვან

მეთვალყურეობას გაუწევენ მოზარდს.

4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან

არასრულწლოვნისათვის მეთვალყურეობის გაწევაზე ავადმყოფობის, მოუცლელობის, მასთან

ურთიერთობის გაუარესებისა თუ სხვა მიზეზით მისთვის ჯეროვანი გაწევის უზრუნველყოფის

შეუძლებლობის გამო.

5. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, დახურულ საბავშვო დაწესებულებათა

ხელმძღვანელებს არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის შესახებ ხელწერილის

ჩამორთმევისას უნდა აცნობონ ბრალდების არსი, რომლის გამოც არჩეულია ეს აღკვეთის

ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და მათი

პასუხისმგებლობა, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის თავიდან ასაცილებლად

გადაცემულია იგი სამეთვალყურეოდ. ეს მონაცემები აისახება სამეთვალყურეოდ გადაცემის

ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

6. თუ ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, იმ პირებს, რომლებიც მას

მეთვალყურეობას უწევენ, შეიძლება სასამართლომ დააკისროს ფულადი სახდელი შრომის

ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

7. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის

შემთხვევაში პირებს, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ მას, უფლება არა აქვთ თავი

იმართლონ იმ საბაბით, რომ არ ჰქონდათ ბრალდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა,

გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დაამტკიცებენ დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

მუხლი 651. არასრულწლოვნის მოთავსება სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში 1. თუ არასრულწლოვანი ბრალდებულის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამო მისი

დატოვება ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია, მოსამართლის ბრძანებით ან

სასამართლოს განჩინებით იგი შეიძლება მოათავსონ სპეციალურ დახურულ საბავშვო

დაწესებულებაში.

2. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია ეს ღონისძიება, უნდა მოთავსდეს იმ სხვა

არასრულწლოვანთაგან განცალკევებით, რომლებიც სპეციალურ დახურულ საბავშვო

დაწესებულებაში სხვა საფუძველზე იმყოფებიან.

205

მუხლი 652. არასრულწლოვანი ბრალდებულის დაპატიმრება 1. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ

151-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას და იმ შემთხვევაში, როცა მას ბრალი

ედება დანაშაულში, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წელზე მეტი ვადით, სხვა

აღკვეთის ღონისძიება კი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გარდა იმ

შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დაარღვია სხვა ნაკლებად მკაცრი

აღკვეთის ღონისძიება.

2. არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია

დაპატიმრება, უნდა მოათავსონ სრულწლოვანი პატიმრებისა და არასრულწლოვანი

მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

მუხლი 653. წინასწარი გამოძიების დამთავრება და არასრულწლოვნისათვის საქმის მასალების გაცნობა

წინასწარი გამოძიების დამთავრების გამოცხადებასა და არასრულწლოვანი

ბრალდებულისათვის საქმის მასალების წარდგენას შეიძლება დაესწროს დამცველი და

კანონიერი წარმომადგენელი. გამომძიებელი ვალდებულია შეატყობინოს მათ

ბრალდებულისათვის საქმის მასალების გაცნობის დრო და ადგილი.

მუხლი 654. სასამართლოს შემადგენლობა არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვისას

არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის სასამართლო განხილვას ატარებენ

მოსამართლეები, რომლებსაც, როგორც წესი, გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება

პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

მუხლი 655. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის დახურული განხილვა არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვა მე-16 მუხლით გათვალისწინებულ

შემთხვევებში ტარდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.

მუხლი 656. არასრულწლოვანი განსასჯელის გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან 1. სასამართლოს, მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ, უფლება აქვს თავისი განჩინებით

არასრულწლოვანი განსასჯელი გაიყვანოს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რათა მის

დაუსწრებლად გამოიკვლიონ გარემოებები, რომელთაც შეიძლება უარყოფითი გავლენა

მოახდინონ მასზე.

2. არასრულწლოვნის დარბაზში დაბრუნების შემდეგ თავმჯდომარე მას აცნობს მის

არყოფნაში მომხდარი განხილვის შინაარსს საჭირო მოცულობითა და ფორმით, აძლევს

შესაძლებლობას, კითხვები დაუსვას მისი მონაწილეობის გარეშე დაკითხულ პირებს.

მუხლი 657. სასამართლო განხილვაში არასრულწლოვანთა საქმეების კომისიისა და ინსპექციის წარმომადგენელთა მონაწილეობა

არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვის დროსა და ადგილს სასამართლო,

საჭიროების შემთხვევაში, აცნობებს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას ან ინსპექციას.

ამასთან, სასამართლოს აგრეთვე უფლება აქვს სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს ამ

ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

მუხლი 658. საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას

არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას, გარდა 498-ე მუხლში

მითითებული საკითხებისა, მოსამართლე ვალდებულია განიხილოს, საჭიროა თუ არა,

პირობითი მსჯავრდების შემთხვევაში, არასრულწლოვანს დაენიშნოს საზოგადოებრივი

აღმზრდელი, გამოიყენონ თუ არა მის მიმართ ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის

დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ან გადაუვადონ თუ არა განაჩენის აღსრულება.

206

მუხლი 659. არასრულწლოვნის მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება

1. დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება

სასამართლოს განაჩენით გამოიყენონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 90-91-ე

მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ხასიათის ერთ-ერთი იძულებითი ღონისძიება.

2. აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

თავი LXIV

საქმის წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ

მუხლი 660. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების საფუძველი

1. თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომ

დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირი ფსიქიკურად დაავადდა, ან სისხლის სამართლის კანონით

გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა პირმა, რომლის შერაცხადობა

საეჭვოა, გამომძიებელს ან სასამართლოს მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება (განჩინება)

სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად წარმოების დაწყებისა და

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

2. თუ ექსპერტიზისა და სხვა საპროცესო მოქმედების შემდეგ დადგინდა, რომ პირი

შერაცხადია და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად არ დაავადებულა, გამომძიებელი

აუქმებს თავის დადგენილებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების

გამოსაყენებლად საქმის წარმოების დაწყების შესახებ და საქმის შემდგომ წარმოებას განაგრძობს

ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო წესებით.

3. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შესახებ საქმის წარმოების წესი

განისაზღვრება საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლებით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 661. გარემოება, რომელიც მოითხოვს დამტკიცებას 1. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, უნდა

დამტკიცდეს:

ა) 112-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები;

ბ) პირის ფსიქიკური ავადმყოფობა, რომელიც წარმოიშვა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და

გამორიცხავს სასჯელის გამოყენებას.

2. შეურაცხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით უნდა

დამტკიცდეს:

ა) 112-ე მუხლში აღნიშნული გარემოებები;

ბ) შეურაცხი პირის დამახასიათებელი გარემოებები;

გ) ქმედების ჩადენის მომენტში პიროვნების ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის

დროებითი მოშლა, ჭკუასუსტობა ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობა, რის გამოც მას არ შეეძლო

ანგარიში გაეწია თავისი ქმედებისათვის და განეგო იგი;

დ) ამ პირის ფსიქიკის მდგომარეობა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის

დროს.

3. გარდა ამისა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული პირის საქმეზე,

ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი შეურაცხის საქმეზე უნდა დადგინდეს, შეიძლება

თუ არა მათი შემდგომი ქცევა საშიში იყოს თავად მათთვის და გარშემო მყოფთათვის, არის თუ

არა აუცილებელი მათ მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება და,

თუ აუცილებელია, კერძოდ, რომლისა.

207

მუხლი 662. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა 1. გამომძიებელი და სასამართლო ნიშნავს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას

ბრალდებულის ან იმ პირის ფსიქიკური ავადმყოფობის დასადგენად, რომელიც საქმეში ჩაბმული

არ არის როგორც ბრალდებული, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომ მან ჩაიდინა სისხლის

სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

2. ექსპერტიზის ჩატარებისას უნდა გაირკვეს:

ა) იყო თუ არა პირი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული, ფსიქიკის

დროებითი მოშლის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფურ მდგომარეობაში, რის გამოც ვერ

გაუწევდა ანგარიშს თავის მოქმედებას და ვერ განაგებდა მას;

ბ) არის თუ არა პირი ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული, რის გამოც მსჯავრდება და დასჯა

ვერ მოახდენს მასზე გამასწორებელ ზემოქმედებას;

გ) არის თუ არა ეს დაავადება ქრონიკული, თუ პირი შეიძლება განიკურნოს გარკვეული

დროის მანძილზე;

დ) მოსალოდნელია თუ არა ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა კვლავ ჩაიდინოს

მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ე) შეუძლია თუ არა პირს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო სწორი ჩვენების მიცემა და

საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობა;

ვ) აქვს თუ არა პირს ამჟამად ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შერაცხადობას, და რაში

გამოიხატება იგი.

3. საექსპერტო გამოკვლევისათვის პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება ხდება 178-

182-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 663. სისხლის სამართლის საქმის გამო წარმოების შეჩერება სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსებისას

1. თუ ბრალდებულის ფსიქიკური ავადმყოფობის ფაქტი დადასტურდა ამბულატორიული

ექსპერტიზის დასკვნით ან სამედიცინო დოკუმენტებით და სტაციონარული ექსპერტიზა

ტარდება დიაგნოზის დაზუსტების, შერაცხადობის, ქმედუნარიანობის საკითხის გადაწყვეტის,

აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შერჩევის მიზნით პირის სამედიცინო

დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს, თუ არ არის სხვა

საპროცესო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა.

2. საქმის წარმოების შეჩერება არ აჩერებს ბრალდებულის პატიმრობისა და სამედიცინო

დაწესებულებაში პირის ყოფნის კანონით დადგენილი ვადის დინებას.

მუხლი 664. პირის მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარებაში 1. თუ პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი

ღონისძიების გამოყენების შესახებ, გამოჯანმრთელდა ან ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია

სწორი ჩვენების მიცემა და სხვა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობა,

გამომძიებელმა და სასამართლომ უნდა უზრუნველყონ იგი შესაძლებლობით, მონაწილეობა

მიიღოს გამოძიებასა და საქმის განხილვაში და განახორციელოს თავისი დაცვის უფლება.

2. პირს, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების

გამოყენების შესახებ, უფლება აქვს: უშუალოდ მან ან წარმომადგენლის მეშვეობით იცოდეს, თუ

რომელი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში სდებენ მას ბრალს; მისცეს ჩვენება;

წარმოადგინოს მტკიცებულებანი; აღძრას შუამდგომლობა; წინასწარი გამოძიების

დამთავრებისთანავე გაეცნოს საქმის ყველა მასალას; ჰყავდეს დამცველი სასამართლო-

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისთანავე; მონაწილეობა მიიღოს სასამართლო

განხილვაში; მისცეს აცილება, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლის, პროკურორისა და

სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ უფლებებს გამომძიებელი განუმარტავს პირს, როცა

უცხადებს დადგენილებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისა და

208

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. უფლებების განმარტების

შესახებ დგება ოქმი.

4. ცალკეული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედების ჩატარებისას ამ პირს აქვს უფლებები,

რომლებიც ამ კოდექსით დადგენილია ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის.

მუხლი 665. დამცველის მონაწილეობა 1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების

გამოტანისთანავე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის

წარმოებაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ ადრე იგი არ ჩაბმულა საქმეში სხვა

საფუძველზე. დამცველად ასეთ საქმეზე დაიშვება მხოლოდ ადვოკატი.

2. საქმეში ჩაბმისთანავე დამცველს უფლება აქვს მარტო შეხვდეს დასაცავს, ამასთან,

ისარგებლოს 84-ე მუხლით დადგენილი ყველა სხვა უფლებით.

3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწყების შესახებ დადგენილების ან

განჩინების აღსასრულებლად გაგზავნამდე გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია გააცნოს

იგი დამცველს და უზრუნველყოს ის უფლებით, აცილება მისცეს დანიშნულ ექსპერტს,

მოითხოვოს ექსპერტად გარკვეული პირის დანიშვნა, დასვას ექსპერტის წინაშე საკითხები,

დაესწროს ექსპერტიზას.

მუხლი 667. აღკვეთის ღონისძიების გაუქმება 1. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან

შეურაცხმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, სასამართლო (მოსამართლე) გამომძიებლის

ან პროკურორის შუამდგომლობით აუქმებს ადრე არჩეულ აღკვეთის ღონისძიებას.

2. აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისთანავე პირი უნდა მოათავსონ ფსიქიატრიულ

საავადმყოფოში ან საავადმყოფოს განყოფილებაში, სადაც მას დაუწესდება სპეციალური

მეთვალყურეობა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 668. წინასწარი გამოძიების შეწყვეტა 1. 28-ე მუხლით დადგენილი საფუძვლის არსებობისას საქმე იმ დანაშაულზე, რომლის

ჩადენის შემდეგაც პირი ფსიქიკურად დაავადდა, აგრეთვე შეურაცხის მართლსაწინააღმდეგო

ქმედებაზე უნდა შეწყდეს.

2. საქმე უნდა გაიგზავნოს სასამართლოში, თუ არ დადგინდა ის გარემოებები, რომლებიც

განაპირობებენ საქმის შეწყვეტას.

მუხლი 669. წინასწარი გამოძიების მასალების გაცნობა 1. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ

გამომძიებელი აცნობებს პირს, რომლის მიმართაც ტარდებოდა წინასწარი გამოძიება, თუ ამ პირს

თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო

მოქმედებაში, ასევე მის კანონიერ წარმომადგენელსა და დამცველს, აგრეთვე – დაზარალებულს,

სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. გამომძიებელი

პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებას, გაეცნონ საქმის მასალებს, და აცნობებს, სად

და როდის შეუძლიათ ამის გაკეთება. დამცველი, რომელსაც ატყობინებენ, რომ საქმე

სასამართლოში უნდა გაიგზავნოს, ვალდებულია გამოცხადდეს საქმის მასალების გასაცნობად.

2. საქმის გაცნობის, წინასწარი გამოძიების შესავსებად შუამდგომლობის განცხადებისა და მისი

განხილვის წესი განისაზღვრება 231-232-ე მუხლებით.

მუხლი 670. დადგენილება სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ 1. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და მათი შუამდგომლობების

განხილვის შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი

ღონისძიების გამოსაყენებლად სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ. დადგენილების

შინაარსი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და 671-ე მუხლით.

209

2. დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში გამომძიებელი აყალიბებს 671-ე

მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, აგრეთვე დამცველისა და სხვა პირთა მოსაზრებებს,

თუ ისინი სადავოდ ხდიან სასამართლოში საქმის გაგზავნის საფუძველს, და საქმის ფურცლების

დამოწმებით მოჰყავს მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებენ ამ მოსაზრებებს.

მუხლი 671. სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ დადგენილების დანართი 1. დადგენილებას სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ დაერთვის მხარეთა მიერ

წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სია, აგრეთვე ცნობები წინასწარი

გამოძიების ვადის, იმ პირის პატიმრობაში და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადების

შესახებ, რომლის მიმართაც ჩატარდა გამოძიება, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო

სარჩელისა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებების, საპროცესო ხარჯების შესახებ.

2. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები, ფოტო-, კინო-, ვიდეო-,

ფონოდოკუმენტები სასამართლოში იგზავნება საქმესთან ერთად.

მუხლი 672. საქმის გადაცემა პროკურორისათვის და მისი გაგზავნა სასამართლოში 1. დადგენილებას სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ გამომძიებელი საქმესთან ერთად

გადასცემს პროკურორს.

2. პროკურორი საქმის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სისხლის სამართლის საქმის ამ კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველზე შეწყვეტის

შესახებ;

ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ;

გ) გამომძიებლის დადგენილების დამტკიცებისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ.

3. საქმის შეწყვეტის ან დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ

პროკურორს გამოაქვს დადგენილება.

მუხლი 673. სასამართლო განხილვის მომზადება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ პროკურორისაგან

მიღებულ საქმეს მოსამართლე განიხილავს 423-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და იღებს

ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საქმის განსახილველად სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ;

ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ;

გ) საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;

დ) განსჯადობის მიხედვით საქმის გადაცემის შესახებ;

ე) საქმის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

მუხლი 674. სასამართლო განხილვა 1. სასამართლო განხილვა ტარდება ამ მუხლითა და 457-516-ე მუხლებით დადგენილი

წესებით.

2. სასამართლო სხდომაში პროკურორისა და დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.

3. სასამართლო გამოძიება იწყება პროკურორის მიერ საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ

დადგენილების საჯაროდ წაკითხვით. შემდეგ მხარეები წარმოადგენენ და გამოიკვლევენ

მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ სამედიცინო ხასიათის იძულებითი

ღონისძიების გამოყენების საფუძვლის არსებობას – ატარებენ დაკითხვას, დათვალიერებას,

საჯაროდ კითხულობენ დოკუმენტებს, უსმენენ ექსპერტებს, ასრულებენ სხვა მოქმედებას,

რომელიც საჭიროა საქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

4. მტკიცებულებებს ჯერ წარმოადგენენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო

მოსარჩელე, მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დამცველი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი

წარმომადგენელი. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი და ხელახალი დაკითხვები.

5. მოსამართლეები და მსაჯულები დასაკითხ პირებს ბოლოს უსვამენ კითხვებს.

210

6. სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო გადადის მხარეთა კამათზე.

კამათში მონაწილეობენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო

მოპასუხე და მათი წარმომადგენლები. დამცველი კამათში და რეპლიკით გამოდის ბოლოს.

7. მხარეთა სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) გადის სათათბირო

ოთახში განჩინების (დადგენილების) გამოსატანად. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 675. საკითხები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სათათბირო ოთახში 1. სათათბირო ოთახში სასამართლო განიხილავს და წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) მოხდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ბ) ჩადენილია თუ არა ეს დანაშაული ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება იმ პირის მიერ,

რომლის საქმესაც განიხილავენ;

გ) არის თუ არა ეს პირი ფსიქიკურად დაავადებული;

დ) უნდა გამოიყენონ თუ არა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება იმ პირის

მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან რომელმაც შეურაცხ

მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ე) საჭიროებს თუ არა ეს პირი ფსიქიატრიულ მკურნალობას.

2. სასამართლო წყვეტს აგრეთვე 498-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“

ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

მუხლი 676. სასამართლო განჩინება (დადგენილება) 1. სასამართლო განჩინება (დადგენილება) დგება 453-ე მუხლში მითითებული და ქვემოთ

აღნიშნული წესებით.

2. განჩინების (დადგენილების) შესავალ ნაწილში სასამართლო აღნიშნავს იმ პირის სახელსა

და გვარს, რომლის საქმეც განიხილება, მისი დაბადების თარიღსა და ადგილს, საცხოვრებელ და

სამუშაო ადგილებს, საქმიანობას, განათლებასა და პიროვნების შესახებ საქმისათვის

მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობებს.

3. განჩინების (დადგენილების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში სასამართლო

მიუთითებს იმ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად ედება სამედიცინო ხასიათის იძულებითი

ღონისძიების გამოყენებას, მოჰყავს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ ამ

ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

4. განჩინების (დადგენილების) სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ

გადაწყვეტილებას:

ა) ცნობს, რომ პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, ან რომ პირმა

მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ მდგომარეობაში, და ამ პირის მიმართ

გამოიყენებს ან არ გამოიყენებს სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას;

ბ) შეწყვეტს საქმეს დანაშაულის შემთხვევის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის

გამო;

გ) შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ დადგინდა, რომ პირი არ მონაწილეობდა ჩადენილ

ქმედებაში;

დ) დააბრუნებს საქმეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

5. განჩინების (დადგენილების) სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო წყვეტს ნივთიერი

მტკიცებულებების, საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხს.

6. თუ დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს სამოქალაქო

მოსარჩელე, მიყენებულია იმ პირის დანაშაულის შედეგად, რომელიც დანაშაულის ჩადენის

შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან რომელმაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ

მდგომარეობაში, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით

დადგენილი წესით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

211

მუხლი 677. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლო ცვლის ან აუქმებს სამედიცინო

ხასიათის იძულებით ღონისძიებას. თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად

შეიცვალა, რომ, თუმცა იგი ფსიქიკურად ავადმყოფია, მაგრამ სასამართლოს მიერ

თავდაპირველად დანიშნულზე ნაკლებად მკაცრ სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას

საჭიროებს, ანდა საერთოდ აღარ საჭიროებს ამგვარ ღონისძიებას, სასამართლო იღებს შესაბამის

გადაწყვეტილებას.

მუხლი 678. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების და საერთო წესით წარმოების განახლების საკითხის განხილვა

1. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების

და საერთო წესით წარმოების განახლების საკითხის განხილვის საფუძველია:

ა) იმ სამედიცინო დაწესებულების საექიმო კომისიის დასკვნა, სადაც პირი იძულებითი

მკურნალობისათვის იმყოფება;

ბ) საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე პროკურორის წარდგინება ან იძულებითი

მკურნალობისათვის გაგზავნილი პირის დამცველის, ახლო ნათესავის, კანონიერი

წარმომადგენლის შუამდგომლობა.

2. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმებისა და საერთო წესით

საქმის წარმოების განახლების საკითხს განიხილავს სასამართლო, რომელმაც გამოიტანა

განჩინება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, ან ამ

ღონისძიების გამოყენების ადგილას არსებული სასამართლო.

3. საქმის მოსმენის დროსა და ადგილს სასამართლო ატყობინებს მხარეებსა და სამედიცინო

დაწესებულების ადმინისტრაციას.

4. სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში

მოსამართლე საქმის მოსასმენად დანიშვნამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან

გამოითხოვს საექიმო კომისიის დასკვნას ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

6. თუ საექიმო კომისიის დასკვნა მხარეების ან სასამართლოს ეჭვს იწვევს, სასამართლოს

შეუძლია დანიშნოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, გამოითხოვოს დამატებითი

დოკუმენტები, დაკითხოს პირი, რომლის მიმართაც აღძრულია შუამდგომლობა, ჩაატაროს სხვა

სასამართლო მოქმედებები.

7. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება 474-479-ე მუხლებით

დადგენილი წესებით.

8. მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო ისმენს

მხარეთა კამათს, რომელიც შედგება პროკურორისა და დამცველის სიტყვებისაგან.

9. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ

სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც საჯაროდ ცხადდება სასამართლო სხდომაზე.

განჩინების ასლს სასამართლო გადასცემს ან უგზავნის მხარეებს, აგრეთვე მოქალაქეს, რომელმაც

შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

10. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების უარყოფის

შემთხვევაში შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად შეიძლება მიიღონ უარყოფის შესახებ

განჩინების გამოტანის დღიდან 6 თვის შემდეგ.

მუხლი 679. სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის შეტანა 1. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების

შეწყვეტის, ასეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, საერთო წესით წარმოების

განახლების შესახებ, სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლაზე ან გაუქმებაზე

უარისა და საერთო წესით წარმოების განახლებაზე უარის შესახებ სასამართლო განჩინებაზე

(დადგენილებაზე) საჩივრის შეტანის უფლება აქვთ: პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია

განჩინება, მის დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, პროკურორს.

212

2. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ

შეიტანონ საჩივარი სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებულ ნაწილში.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ განჩინებაზე საჩივარს ზემდგომი სასამართლო

განიხილავს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

კარი მეცამეტე

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი LXV

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 680. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. 1999 წლის 15 მაისისათვის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან

დაკავშირებით მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის

სტადიაზე ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებსა და მათი

მეშვეობით მიღებულ მტკიცებულებებსა და საპროცესო გადაწყვეტილებებს, აგრეთვე ძებნილ

ბრალდებულებზე მათი დაპატიმრების შესახებ 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პროკურორის

სანქციით გაცემულ დადგენილებებს უნარჩუნდებათ კანონიერი ძალა. მათი გადასინჯვა ამ

კოდექსით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საპროცესო

მოქმედებების ჩატარებისას დარღვეული იყო ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი

საპროცესო კანონი.

2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური

რესპუბლიკის სასამართლოების განსჯადობა და საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება

საქართველოს კანონით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის

სრულ აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და

სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ“.

3. ადვოკატურის შესახებ კანონის პროექტთან ერთად შემუშავდეს და საქართველოს

პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონის პროექტი ამ კოდექსის 84-ე მუხლსა და სხვა

შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც

გაითვალისწინებს დამცველის უფლებას – პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და პირველი

დაკითხვის შემდეგ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას, აგრეთვე დამცველის

სხვა უფლებამოსილებების გაფართოებას.

4. 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ძებნილი ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ

პროკურორის სანქციით გაცემული დადგენილება მისი აღსრულებიდან 10 დღის ვადაში

შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო

სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.

5. ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო ქვემდებარეობის შეცვლისას გამოძიება

დაასრულოს იმ საგამოძიებო ორგანომ, რომლის წარმოებაშიც იყო საქმე 2000 წლის 1 ივნისამდე.

6. 2006 წლის 1 ოქტომბრამდე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების პირველი

ინსტანციით განსჯად საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით,

აგრეთვე 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961წ., №1, მუხ.10) 104-ე მუხლით

გათვალისწინებულ დანაშაულებზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია.

7. საკასაციო საჩივრები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის

საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს

სასამართლოებში, მაგრამ არ განხილულა, საკასაციო წესით განსახილველად გადაეგზავნოს

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

213

8. საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე

გამოტანილ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე

შესული საზედამხედველო საჩივრები, რომლებზედაც არ არის დამთავრებული

საზედამხედველო წარმოება, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს

საზედამხედველო პალატას. სისხლის სამართლის საქმეებზე საზედამხედველო პროტესტები,

რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს,

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების

პრეზიდიუმებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში ან პლენუმში, აღარ

განიხილება. საქმეები, რომლებზედაც შეტანილი იყო ეს საზედამხედველო პროტესტები,

შეიძლება გადაისინჯოს ამ კოდექსით დადგენილი წესით მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი.

9. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ

დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად წარიმართოს იმ

სასამართლოში, რომლის განსჯადობაშიც ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე შედიოდა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული საქმეები, რომლებიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით თბილისისა და ქუთაისის

საოლქო სასამართლოების განსჯადია და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ

დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა

სასამართლომ.

11. 2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო

პალატაში ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის საფუძველზე შეტანილი

საჩივრები განხილულ იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს

საზედამხედველო პალატის გაუქმებამდე უზენაეს სასამართლოში ახლად აღმოჩენილ და ახლად

გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ

კოდექსის 548-549-ე, 552-555-ე, 557-558 და 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილოს

2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები იმ სისხლის სამართლის საქმეებთან

დაკავშირებით, რომლებზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი და

„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და

ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის

დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის

შუამდგომლობები. საჩივარი, რომელსაც თან დაერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული

თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობა, შეიტანება 546-ე მუხლით

გათვალისწინებული გასაჩივრების სუბიექტების მიერ უშუალოდ საქართველოს უზენაესი

სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228 საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №707 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.153 საქართველოს 2001 წლის 13 თებერვლის კანონი №721 - სსმ I, №4, 28.02.2001 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135

214

მუხლი 6801. (ამოღებულია) საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

თავი LXVI

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 681. კოდექსის ამოქმედება 1. ეს კოდექსი, გარდა 33-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 161-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 217-ე

მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

2. 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2005

წლის 15 მაისიდან.

3. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული თბილისის და ქუთაისის საოლქო

სასამართლოების განსჯადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით

გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე ძალაშია 2006 წლის 1 ოქტომბრიდან.

4. 161-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს პენიტენციური სისტემის რეფორმის გარდამავალი

პერიოდის გასვლის შემდეგ, რომლის ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი

ევროსაბჭოს რეკომენდაციით.

5. ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სისხლის

სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ, №1,

მუხ. 11).

6. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №632 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.131 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 20 თებერვალი

№1251-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33

2. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

3. საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16

4. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10

5. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

6. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

7. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2269 - სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.183

8. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

9. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228

10. საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3

11. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

12. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

13. საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №373 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.61

215

14. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

15. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.66

16. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №632 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.131

17. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 - სსმ I, №48,16.12. 2000 წ., მუხ.138

18. საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №707 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.153

19. საქართველოს 2001 წლის 13 თებერვლის კანონი №721 - სსმ I, №4, 28.02.2001 წ., მუხ.4

20. საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

21. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38

22. საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57

23. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74

24. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

25. საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135

26. საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1337 - სსმ I, №7, 05.04.2002 წ., მუხ.37

27. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

28. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115


无可用数据。

WIPO Lex编号 GE014