Об интеллектуальной собственности Обучение в области ИС Обеспечение уважения интеллектуальной собственности Информационно-просветительская работа в области ИС ИС для ИС и ИС в области Информация о патентах и технологиях Информация о товарных знаках Информация о промышленных образцах Информация о географических указаниях Информация о новых сортах растений (UPOV) Законы, договоры и судебные решения в области ИС Ресурсы в области ИС Отчеты в области ИС Патентная охрана Охрана товарных знаков Охрана промышленных образцов Охрана географических указаний Охрана новых сортов растений (UPOV) Разрешение споров в области ИС Деловые решения для ведомств ИС Оплата услуг в области ИС Органы по ведению переговоров и директивные органы Сотрудничество в целях развития Поддержка инновационной деятельности Государственно-частные партнерства Инструменты и сервисы на базе ИИ Организация Работа с ВОИС Подотчетность Патенты Товарные знаки Промышленные образцы Географические указания Авторское право Коммерческая тайна Академия ВОИС Практикумы и семинары Защита прав ИС WIPO ALERT Информационно-просветительская работа Международный день ИС Журнал ВОИС Тематические исследования и истории успеха Новости ИС Премии ВОИС Бизнеса Университетов Коренных народов Судебных органов Генетические ресурсы, традиционные знания и традиционные выражения культуры Экономика Финансирование Нематериальные активы Гендерное равенство Глобальное здравоохранение Изменение климата Политика в области конкуренции Цели в области устойчивого развития Передовых технологий Мобильных приложений Спорта Туризма PATENTSCOPE Патентная аналитика Международная патентная классификация ARDI – исследования в интересах инноваций ASPI – специализированная патентная информация Глобальная база данных по брендам Madrid Monitor База данных Article 6ter Express Ниццкая классификация Венская классификация Глобальная база данных по образцам Бюллетень международных образцов База данных Hague Express Локарнская классификация База данных Lisbon Express Глобальная база данных по ГУ База данных о сортах растений PLUTO База данных GENIE Договоры, административные функции которых выполняет ВОИС WIPO Lex – законы, договоры и судебные решения в области ИС Стандарты ВОИС Статистика в области ИС WIPO Pearl (терминология) Публикации ВОИС Страновые справки по ИС Центр знаний ВОИС Серия публикаций ВОИС «Тенденции в области технологий» Глобальный инновационный индекс Доклад о положении в области интеллектуальной собственности в мире PCT – международная патентная система Портал ePCT Будапештская система – международная система депонирования микроорганизмов Мадридская система – международная система товарных знаков Портал eMadrid Cтатья 6ter (гербы, флаги, эмблемы) Гаагская система – система международной регистрации образцов Портал eHague Лиссабонская система – международная система географических указаний Портал eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Посредничество Арбитраж Вынесение экспертных заключений Споры по доменным именам Система централизованного доступа к результатам поиска и экспертизы (CASE) Служба цифрового доступа (DAS) WIPO Pay Текущий счет в ВОИС Ассамблеи ВОИС Постоянные комитеты График заседаний WIPO Webcast Официальные документы ВОИС Повестка дня в области развития Техническая помощь Учебные заведения в области ИС Поддержка в связи с COVID-19 Национальные стратегии в области ИС Помощь в вопросах политики и законодательной деятельности Центр сотрудничества Центры поддержки технологий и инноваций (ЦПТИ) Передача технологий Программа содействия изобретателям (IAP) WIPO GREEN PAT-INFORMED ВОИС Консорциум доступных книг Консорциум «ВОИС для авторов» WIPO Translate для перевода Система для распознавания речи Помощник по классификации Государства-члены Наблюдатели Генеральный директор Деятельность в разбивке по подразделениям Внешние бюро Вакансии Закупки Результаты и бюджет Финансовая отчетность Надзор
Arabic English Spanish French Russian Chinese
Законы Договоры Решения Просмотреть по юрисдикции

Административно-процессуальный кодекс Грузии (с изменениями, внесенными в соответствии с Законом № 5025 от 20.09.2019 г.), Грузия

Назад
Предшествующая редакция  Перейти к последней редакции на WIPO Lex
Подробности Подробности Год версии 2019 Даты вступление в силу: 1 января 2000 г. Принят: 23 июля 1999 г. Тип текста Основное законодательство Предмет Исполнение законов об ИС, Прочее Примечания This consolidated version of the Code of Administrative Procedure of Georgia takes into account amendments up to 'Law No. 5025 of September 20, 2019, on Amendments to the Code of Administrative Procedure', which entered into force on October 1, 2019.
The said amending Law No. 5025 of September 20, 2019 introduced amendments to Chapter VII^3, Article 21^12, paragraph 17, and Article 21^15, paragraph 3, subparagraph k.

Имеющиеся тексты

Основной текст(-ы) Смежный текст(ы)
Основной(ые) текст(ы) Основной(ые) текст(ы) Грузинский საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი №2352_რს 1999 წლის 23 ივლისი (როგორც შესწორებული საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5025)        
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

თავი I. ადმინისტრაციული პროცესის ძირითადი დებულებანი

მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო 1. ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების

განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები 1. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. 2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი

ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

4. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

5. სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი 1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო

კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. 2. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე

მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 4. შეჯიბრებითობა და საქმის გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო

კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

თავი II. განსჯადობა

მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი საქმეები 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად

დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) (ამოღებულია) ; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;

ბ1) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;

გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით

წარმოშობილი დავის თაობაზე; ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით; ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე

ბრძანების გამოცემის თაობაზე; ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების

მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;

თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567 - სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555-სსმI, №26, 30.09.2002წ., მუხ124 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692 - სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289 საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6091 - ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №950 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

თავი III. მიუკერძოებლობა, აცილება

მუხლი 7. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე

მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567 - სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

მუხლი 8. (ამოღებულია) საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

თავი IV. პროცესის ხარჯები

მუხლი 9. სახელმწიფო ბაჟი 1. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ

სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. 11. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII9 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. 2. (ამოღებულია). 3. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. 4. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

მუხლი 10. პროცესის ხარჯების ანაზღაურება 1. (ამოღებულია).

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

3. თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 11. საპროცესო ხარჯების განაწილება საქმის მორიგებით დამთავრებისას 1. თუ სასამართლო წარმოება დასრულდა მორიგებით და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ხარჯების

განაწილებაზე, ამასთან მხარე არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

2. სასამართლოსგარეშე ხარჯებს თითოეული მათგანი ანაზღაურებს დამოუკიდებლად.

თავი V. საპროცესო ვადები. სასამართლო შეტყობინება და დაბარება

მუხლი 12. გასაჩივრების ვადის ათვლა 1. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს

სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

2. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილთან სასამართლო აქტის შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანს განჩინებას სასამართლო აქტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 13. მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა 1. სასამართლოს მიერ მხარეთათვის ან საქმეში მონაწილე სხვა პირისათვის გაგზავნილ ყველა უწყებაზე,

დოკუმენტსა თუ წერილზე უნდა აღინიშნოს გაგზავნის თარიღი. 2. სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების

ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

3. პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის გარეშე, სასამართლოს მოთხოვნით ვალდებულია დანიშნოს სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება დოკუმენტების მიღებაზე.

4. (ამოღებულია). 5. თუ სასამართლოს მიერ გასაგზავნი დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, მაშინ მხარეს ან მის

წარმომადგენელს ეცნობება ამ დოკუმენტის მხოლოდ დასახელება და ის, რომ მას აქვს მისი სასამართლოს კანცელარიაში გაცნობის უფლება.

6. მხარეს უფლება აქვს მიიღოს ამ დოკუმენტის ასლი საკუთარი ხარჯით ან გააკეთოს ამონაწერი სასამართლოს კანცელარიაში. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 131. (ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №932 - სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.208 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2361 - სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.381 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4231 - სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.382 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 132. საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა

1. საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო თუ განსახილველი http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

საქმე განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვისა.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1466 - სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.100 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI,№66,03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 133. (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5643 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №486 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

თავი VI. მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში; სასამართლოს მეგობარი საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3900 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.

მუხლი 14. ადმინისტრაციული პროცესის მონაწილეები 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა,

ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.

2. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

მუხლი 15. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით 1. თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა, სასამართლოში მას

წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება.

2. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს.

3. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი.

4. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს.

5. (ამოღებულია - 30.11.2018, №3807). 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის

მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1131 - სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.31 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692 - სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI,№66,03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4463 - ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4350 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №158 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3807 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 16. მესამე პირის ჩაბმა ადმინისტრაციულ პროცესში

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

1. სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.

2. მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს 10 პირზე მეტი, მაშინ სასამართლო საქმეში ჩააბამს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.

21. ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

22. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირი შეიძლება ჩაბმული იქნეს საქმეში ერთ- ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით.

23. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

3. სასამართლოს განჩინება საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ უნდა გაეგზავნოს მხარეებს და მესამე პირებს, ხოლო თუ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირად ათ პირზე მეტია ჩაბმული, განჩინების გადაცემა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით.

4. სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 161. სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae) 1. ნებისმიერ პირს, რომელიც განსახილველ საქმეში მხარე ან მესამე პირი არ არის, აქვს უფლება, საქმის არსებით

განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.

2. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი არ უნდა იყოს საქმის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა. წერილობითი მოსაზრება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში უნდა დაეხმაროს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ არის შედგენილი, ის მას არ განიხილავს.

3. სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები, თუმცა, თუ საჭიროდ მიიჩნევს, ის უფლებამოსილია გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება. ეს მოსაზრება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აისახოს.

4. სასამართლო უფლებამოსილია საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3900 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.

თავი VII. სასამართლო მტკიცებულებები

მუხლი 17. მტკიცების ტვირთი 1. მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად

აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567 - სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 18. (ამოღებულია) საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 19. მტკიცებულებების შეგროვება სასამართლოს მიერ 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა,

სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

2. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე. 3. სასამართლო უფლებამოსილია მხარეს დაუნიშნოს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარსადგენად. 4. თუ მხარე საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს მტკიცებულებათა უშუალოდ მიღებას და მათ სასამართლოში

წარდგენას, მან ამის შესახებ სასამართლოს უნდა აცნობოს არა უგვიანეს სხდომის დაწყების წინა სამუშაო დღისა.

5. თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასაპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარდგენა, სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 200 ლარით, რაც არ ათავისუფლებს მას მტკიცებულებათა შემდგომში წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს წარდგინებით სასამართლოში მტკიცებულებათა წარუდგენლობის მიზეზების დადგენისა და შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების თაობაზე. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 20. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ინფორმაციის სასამართლოში წარდგენის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სასამართლოს მოთხოვნით წარუდგინოს მას საქმის განხილვისა

და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია. საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063 - სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

მუხლი 201. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი 1. სასამართლო (მოსამართლე) გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების

შემოწმების მიზნით საქმეს იხილავს დახურულ სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია მხარეებს არ წარედგინება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის

მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას. საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063 - სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

მუხლი 21. სასამართლო აქტების გაცნობის უფლება 1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქმეში მონაწილე პირებს შეუძლიათ სასამართლოს

კანცელარიაში გაეცნონ საქმის თაობაზე გამოტანილ სასამართლო აქტებს, აგრეთვე სასამართლოსათვის წარდგენილ მასალებს.

2. მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლო აქტებისა და ადმინისტრაციული საქმის სხვა მასალის ასლები სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით. დოკუმენტის ასლის გადაღებისათვის აუცილებელ ხარჯებს ანაზღაურებს მხარე. ასლის გადაღებისათვის სხვა რაიმე გადასახდელის მოთხოვნა არ შეიძლება.

3. მხარეებს გასაცნობად არ წარედგინებათ სასამართლო აქტების პროექტები, აგრეთვე სხვა მოსამზადებელი მასალები.

თავი VII1. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925 - სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

მუხლი 211. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის

საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925 - სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60 საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063 - სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 212. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა 1. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება მეწარმის შემოწმების

დაწყებამდე. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას,

ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა შემოწმების საგნის ნაწილში და დაუყოვნებლივ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან იგი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოს ანდა ამას მოითხოვს მეწარმე, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს მეწარმის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. შუამდგომლობის წარდგენისას მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.

3. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს ბრძანების გასაცემად. შუამდგომლობაში მიეთითება იმ მეწარმის ზუსტი მონაცემები,

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები. საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925 - სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №801 - სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.263

მუხლი 213. მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს

შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. 2. მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. მოსამართლე

უფლებამოსილია მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ატყობინებს იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო და უგზავნის შესაბამის მასალებს. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სხდომის შესახებ მხარეებს უნდა ეცნობოს შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ამ კოდექსის 201 მუხლით განსაზღვრული წესით. მეწარმე ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია შემოწმების თაობაზე მისთვის შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლოს წერილობით წარუდგინოს თავისი მოსაზრებები.

3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, მისცეს წინადადება შუამდგომლობის შემტან მაკონტროლებელ ორგანოს და მეწარმეს წარმოადგინონ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი.

4. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას საქმის განხილვა იწყება მოსამართლის მოხსენებით, რომელიც აცხადებს, თუ რა შუამდგომლობა განიხილება, რის შემდეგაც იგი მოისმენს მაკონტროლებელი ორგანოს დასაბუთებულ არგუმენტებს შემოწმების თაობაზე და აძლევს მას შეკითხვებს. მეწარმეს ან მის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს მისცეს განმარტებები და გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები. მოსამართლის ნებართვით მეწარმე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი შეკითხვებს აძლევს მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს მოსამართლისა და მეწარმის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

5. (ამოღებულია). 6. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ

მოსამართლე გასცემს დასაბუთებულ ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია და სასამართლო უარს აცხადებს მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე, ბრძანებაში მიეთითება შემოწმების შეწყვეტისა და მეწარმისათვის მიყენებული ზიანის (თუ ზიანი დადგა მაკონტროლებელი ორგანოს ბრალეული ქმედების შედეგად) ანაზღაურების შესახებ.

7. მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მისი არსი და მეწარმე, რომლის შემოწმებაც

ხდება; ე) ბრძანების მოქმედებისა და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15

დღეს; ვ) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება; ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 8. თუ სასამართლო არ ეთანხმება მეწარმის საქმიანობის შემოწმებას, ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით და

მეწარმე, რომლის საქმიანობის შემოწმებაზედაც ითქვა უარი; ე) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება; ვ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი. 9. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება შუამდგომლობის

წარმდგენ მაკონტროლებელ ორგანოს, მეორე – შესაბამის მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

10. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე მეწარმე ან მისი წარმომადგენელი 3 დღის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

გარემოება, უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლის ბრძანებითაც ხორციელდება მეწარმის საქმიანობის შემოწმება. შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილება იწვევს მოსამართლის ბრძანების გაუქმებას.

11. (ამოღებულია). 12. მოსამართლის ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს

15 დღეს. გამონაკლის შემთხვევაში დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 15 დღისა. ამასთანავე, თუ მეწარმის წლიური ბრუნვა აღემატება 1 მილიონ ლარს, ზემოთ აღნიშნული 30-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არა უმეტეს 40 დღით. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

13. შუამდგომლობის წარმდგენი უფლებამოსილია სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში ან შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს იგი. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით წარდგენა სასამართლოში არ დაიშვება.

14. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.

15. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.

16. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით.

17. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 18. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925 - სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60 საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063 - სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №878 - სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.313 საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2036 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

თავი VII2. (ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

მუხლი 214. (ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

მუხლი 215. (ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2266 - სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.369 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

მუხლი 216(ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

მუხლი 217. (ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

მუხლი 218. (ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

მუხლი 219. (ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1352-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.124 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

მუხლი 2110. (ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

მუხლი 2111. (ამოღებულია) საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

თავი VII3. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146 - სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №762 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

მუხლი 2112. სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით მიმართვის უფლება აქვს სოციალურ მუშაკს, აგრეთვე პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

3. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას (გამოკითხვისას), გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

4. დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს დაუშვებელია ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების)/კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანდასწრებით. ასევე დაუშვებელია არასრულწლოვნის დაკითხვაზე (გამოკითხვაზე) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, თუ მის (მათ) მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.

5. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სავარაუდო მოძალადეა ან მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრს, არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში.

6. სასამართლო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომლის ორივე მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა, განჩინებით საქმეში მხარედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოიწვევს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს.

7. არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება არასრულწლოვნის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) მისი (მათი) იდენტიფიცირების შემთხვევაში.

8. არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება არასრულწლოვნის მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ამ კოდექსით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვნის ადგილსამყოფლის მიხედვით.

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი არ აჩერებს განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

9. სასამართლო სარჩელის დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 24 საათის განმავლობაში სარჩელსა და თანდართულ მასალებს უგზავნის არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს. ეს ორგანო უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

10. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

11. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისი სასამართლოს მიერ განხილვას.

12. სასამართლო სარჩელს დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში განიხილავს და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.

13. სასამართლო არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს.

14. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.

15. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 17. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება არასრულწლოვნის მშობელმა ან

სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა გაასაჩივროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილი წესით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, საქმის სასამართლოში განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146 - სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2699 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5450 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №762 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5025 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

მუხლი 2113. დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი

პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

2. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს; ბ) განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; ბ1) მოძალადის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის მისამართსა და ტელეფონის (მათ შორის,

მობილურის) ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას; დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ; ე) მტკიცებ ულებათა ჩამონათვალს; ვ) დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას; ზ) მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის ხელმოწერას. 4. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 10 დღის

ვადაში განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

5. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში განცხადებასა და თანდართულ მასალებს უგზავნის იმ პირს, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, აგრეთვე აძლევს მას უფლებას წარადგინოს მტკიცებულებები. პირი, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს განცხადებაში მითითებულ საკითხებს და

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში. 51. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე. 52. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და

დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ასევე განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან) განცალკევების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო დროებითი ღონისძიების სახით იღებს განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.

6. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

7. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში.

71. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირებისათვის, მიღებიდან ასევე 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

8. (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146 - სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №762 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

მუხლი 2114. შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი 1. შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის

ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელი წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი. იგი უნდა შეიცავდეს:

ა) სარჩელის შემტანი პირის სახელსა და გვარს; ბ) სარჩელის შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; გ) ძალადობის ფაქტის აღწერას; დ) ცნობებს მოძალადის, მსხვერპლის და მათი ურთიერთობის შესახებ; ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს; ვ) შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის მოთხოვნას; ზ) მოსარჩელის ხელმოწერას. 4. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას

შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. 5. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, თანდართულ მასალებთან ერთად

უგზავნის შემაკავებელი ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოს, აგრეთვე დაინტერესებულ პირს, რომლის დასაცავადაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, და აძლევს მათ უფლებას, სარჩელთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და მტკიცებულებები წარადგინონ.

6. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

7. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

8. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას.

9. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს.

10. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

11. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 13. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ მუხლით დადგენილი წესით

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოქმედებას. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146 - სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2699 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №762 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

მუხლი 2115. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები 1. დამცავი ორდერის წარმოება ხდება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება

წარმოებულ იქნეს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2. დამცავ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,

ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს;

ე) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საკითხები.

3. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების

საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით

ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების

საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება,

მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ

პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;

ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;

კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ლ) (ამოღებულია - 20.09.2019, №5025); მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის

შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის. 4. დამცავ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი ან

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად. 5. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში

ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. 6. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამცავი ორდერი მზადდება არანაკლებ 4

ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ჰბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება დამცავი ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება, დამცავი ორდერის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. დამცავ ორდერთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მხარეებს ჰბარდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

7. დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146 - სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2699 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №762 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5025 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

თავი VII4. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236

მუხლი 2116. მოსამართლის ბრძანება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ

1. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრატი მოსამართლე არ მოქმედებს, – შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №950 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

მუხლი 2117. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ან პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება.

2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ან პენიტენციური დაწესებულება მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შესაბამისი ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს პაციენტის/მსჯავრდებულის სტაციონარში მოთავსებიდან ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულებიდან დადებითი დასკვნის მიღებიდან 48 საათის ვადაში.

3. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისად ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის/მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სხვა დოკუმენტი) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს აღნიშნულ მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი პოლიციის თანამშრომელმა შეადგინა. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №950 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

18

მუხლი 2118. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი

1. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 24 საათის ვადაში.

2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ- ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში მონაწილეობს აგრეთვე პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს პირს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრიდან). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი.

4. მოსამართლე უფლებამოსილია გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები, რომლის დასკვნის საფუძველზედაც ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ სასამართლოს მიმართა, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს, მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებებს საქმისთვის შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.

5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა.

6. თუ არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ. ამ შემთხვევაში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან.

7. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება:

ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამ სასამართლოს შესაბამისი მიმართვა

წარუდგინა, ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც სასამართლოს მიმართა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში

მოთავსების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);

ვ) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ბრძანებაში, როგორც წესი,

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

მიეთითება, რომ იგი მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რასაც ადგენს შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დასკვნის საფუძველზე;

ზ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება; თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 8. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის

შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება: ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამ სასამართლოს შესაბამისი მიმართვა

წარუდგინა, ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც სასამართლოს მიმართა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში

მოთავსებაზე უარის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და იმ პირის ვინაობა, რომელიც უნდა მოთავსებულიყო სტაციონარში (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);

ვ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს დადგენილება; ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 9. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) დგება სამ ცალად, რომელთაგან ერთი ეგზავნება მიმართვის

წარმდგენ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, მეორე – პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ნათესავს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

10. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს სასამართლოში მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს თავისი მიმართვა.

11. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ძალაში შედის მხარეებისათვის ბრძანების (დადგენილების) გამოცხადებისთანავე. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №950 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2036 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

მუხლი 2119. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების წესი

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება პაციენტზე, რომელიც სასჯელს იხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში. სტაციონარში მოთავსების ვადა აითვლება პირის სტაციონარში მოთავსებიდან.

2. პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 6 თვისა. ყოველი ამგვარად გაგრძელებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია კვლავ მიმართოს სასამართლოს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუ არ არის ამოწურული პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ კოდექსის 2118 მუხლით დადგენილი წესით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 72 საათში.

3. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები ამოიწურა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ან/და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემიდან 6 თვის გასვლამდე, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაიწეროს სტაციონარიდან. გადაწყვეტილებას პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

მუხლი 2120. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

2. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების შესახებ შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ (გამომტან) სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მეორე მხარესაც.

3. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, საჩივრის შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ტარდება ამ მხარის ხარჯზე.

5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით.

6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №950 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2036 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

თავი VII5. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით

საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

მუხლი 2121. მოსამართლის ბრძანება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე

ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

მუხლი 2122. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა მიეთითოს

გადასახადის გადამხდელის ზუსტი მონაცემები. საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

მუხლი 2123. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, რომლის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერ ხერხდება მხარეთა მოწვევა).

3. მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ, რომელშიც აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

ბ) მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს; დ) საგადასახადო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება; ე) განკარგულება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის

თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ; ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ

საგადასახადო ორგანოს, მეორე – გადასახადის გადამხდელს, ხოლო მესამე – რჩება სასამართლოში. 6. მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ნაწილში ძალაში შედის ბრძანების

გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. 7. საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში,

მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში. 9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

თავი VII6. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046 - სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165 საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4063 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №47 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

მუხლი 2124. სასამართლოსთვის მიმართვა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავაზე

რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს საერთაშორისო დაცვის მქონე პირს ან თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046 - სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165 საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4063 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №47 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

მუხლი 2125. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, მხარისათვის მისი გადაცემიდან 15 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო საჩივრის განხილვას. 4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის

შეტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046 - სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165 საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4063 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №47 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

თავი VII7. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

მუხლი 2126. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა 1. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა

სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

2. უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს: ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას − მემკვიდრეობის დამადასტურებელი

დოკუმენტი; გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის

თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ.

4. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2763 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

მუხლი 2127. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა 1. მოსამართლე ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის შეტანიდან 5 დღის ვადაში განიხილავს

მისი წარმოებაში მიღების საკითხს. 2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ

კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად დაუნიშნავს გონივრულ ვადას. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს მას შესაგებლის წარდგენის ვადას. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

მუხლი 2128. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვა ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს პირის

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ფაქტს, რომელიც დასტურდება პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დოკუმენტით. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

მუხლი 2129. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი 1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს „საქართველოს

მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

3. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა. 4. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით,

სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმის განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადაში და დადგენილი წესით.

5. თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, შესაბამისად, თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სააპელაციო სასამართლოს.

7. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან. 8. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2763 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

თავი VII8. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების

ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4451 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

მუხლი 2130. მოსამართლის ბრძანება პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ბრძანებას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ −

გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები) განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − კომისია) შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, ან ამ შემოსავლით შეძენილი ქონება, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობენ, სარგებლობენ ან განკარგავენ ამ თავით განსაზღვრული პირები. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4451 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

მუხლი 2131. კომისიის შუამდგომლობა 1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე კომისიის შუამდგომლობა

დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა მიეთითოს ტერორიზმთან დაკავშირებული პირის და მისი ქონების შესახებ მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე კომისიის შუამდგომლობა ეფუძნება გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების შესრულების ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელი კომიტეტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4451 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

მუხლი 2132. ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე კომისიის შუამდგომლობას განიხილავს დაუყოვნებლივ, ერთპიროვნულად, ზეპირი

მოსმენის გარეშე. 2. მოსამართლე კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის

წარდგენიდან 15 დღის ვადაში, ტერორიზმთან დაკავშირებული პირისათვის ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირისათვის შეუტყობინებლად.

3. კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მხედველობაში იღებს ყადაღას დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.

4. თუ მოსამართლე კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მივა იმ დასკვნამდე, რომ მასში მითითებული პირი არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირი ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირი, იგი გამოსცემს ბრძანებას აღნიშნული პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღის დადების თაობაზე.

5. მოსამართლის ბრძანებაში პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ; დ) მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის შესახებ; ე) შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას − მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის ქონების

შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. პირის ქონებაზე ყადაღის დადება ხდება უვადოდ, ვიდრე არ მოხდება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

მოსამართლის ბრძანების გაუქმება. 7. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება

კომისიას, ხოლო მესამე − შუამდგომლობაში მითითებულ პირს. თუ აღნიშნული პირისთვის ბრძანების გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4451 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

მუხლი 2133. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების ძალაში შესვლა და გასაჩივრება 1. პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და

მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას. 2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში,

მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ გადაცემა ვერ ხერხდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

3. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 15 დღის ვადაში. 4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

მუხლი 2134. კომისიის შუამდგომლობა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე 1. კომისიას უფლება აქვს, ბრძანების გამომცემ სასამართლოს მიმართოს პირის ქონების ან ქონების ნაწილის

ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით შემდეგ შემთხვევებში: ა) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პირი

ამოღებულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციიდან ან ამ პირის მიმართ სანქციები გაუქმდა; ბ) კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირი, რომლის ქონებასაც დაედო ყადაღა, არ იყო

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებული პირი; გ) კომისიის მიერ პირი ამოღებულ იქნა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სიიდან; დ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი წესით ყადაღადადებული ქონების ან ქონების

ნაწილის გამოყენება აუცილებელია პირის არსებობისთვის საჭირო, საკვების, ქირის, იპოთეკური კრედიტის, მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, გადასახადების, დაზღვევის გადასახადის, სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის, მიზნობრივი პროფესიული ან იურიდიული მომსახურების ხარჯების დასაფარავად, ანდა ყადაღადადებული ფინანსური სახსრების ან ეკონომიკური რესურსების შენახვის ხარჯების დასაფარავად;

ე) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი წესით ყადაღადადებული ქონების ან ქონების ნაწილის გამოყენება აუცილებელია სხვა, განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად.

2. კომისიას უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, თუ მან ყადაღადადებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს №1267 და №1989 რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელ კომიტეტს აცნობა და კომიტეტს 48 საათის განმავლობაში არ მიუღია უარყოფითი გადაწყვეტილება კომისიის მიმართვასთან დაკავშირებით.

3. კომისიას უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, თუ მან ყადაღადადებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1267 და №1989 რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის თანხმობა მიიღო.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თავდაპირველი ბრძანების გამომცემი სასამართლო განიხილავს ამ თავით დადგენილი წესით. 5. მოსამართლე ბრძანებით აუქმებს პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე დადებულ ყადაღას. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5354 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4451 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

თავი VII9. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

მუხლი 2135. სასამართლოსათვის მიმართვა 1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს: ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული

ექსპერტთა ჯგუფის შუამდგომლობას არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის/სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სარჩელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებულ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 487 მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

2. არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს სარჩელით მიმართავს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით მისთვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

3. ექსპერტთა ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს შუამდგომლობის წარდგენის

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3039 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 2136. სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა 1. მოსამართლე სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. 2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი

გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად დაუნიშნავს გონივრულ ვადას. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს.

3. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს მას შესაგებლის წარდგენის ვადას.

5. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე სარჩელის წარდგენა არ აჩერებს გადაწყვეტილების მოქმედებას. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

მუხლი 2137. საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან ან

შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 2. მოსამართლე საქმეს განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე. დახურულ სასამართლო სხდომაზე

დასწრების უფლება აქვთ: მიმართვის ავტორს, არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, ექსპერტთა ჯგუფის წევრებს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვნის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს.

3. სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანს წარმოადგენს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო ვალდებულია მისი ინტერესების დასაცავად საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

4. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. 5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის

ვადაში გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 6. სააპელაციო საჩივარი წარედგინება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ

მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში. 8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ

საჩივრდება. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

მუხლი 2138. არასრულწლოვნის უფლებები არასრულწლოვანს უფლება აქვს, უარი განაცხადოს სასამართლოში ახსნა-განმარტების მიცემაზე, აგრეთვე

მოითხოვოს სასამართლო პროცესზე ადვოკატის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

თავი VII10. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2047 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

მუხლი 2139. მოსამართლის ბრძანება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს

კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2047 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

მუხლი 2140. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. მოსამართლე უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, და უცხოელს უგზავნის შესაბამის საქმის მასალებს. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის განმავლობაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები.

3. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად გამოიძახოს და დაკითხოს პირი, შუამდგომლობის წარმდგენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსა და უცხოელს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებანი.

4. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით

მიმართა მოსამართლეს; დ) განკარგულება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ და გასაძევებელი უცხოელის ვინაობა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი; ვ) ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელმა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საქართველო; ზ) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს ბრძანება, თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს

საქართველოს; თ) სახელმწიფო, სადაც უნდა მოხდეს უცხოელის გაძევება; ი) ბრძანების გასაჩივრების წესი; კ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი. 5. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების

გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით დაადასტურებს, რომ არ ასაჩივრებს მოსამართლის ბრძანებას.

6. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2047 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

მუხლი 2141. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს

კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან უცხოელის შუამდგომლობის საფუძველზე, შუამდგომლობის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2047 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

მუხლი 2142. მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ.

2. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.

21. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე 48 საათით ადრე.

22. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული თავშესაფრის მაძიებელი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 48 საათისა.

3. მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 4. მოსამართლე უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს

დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ.

5. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების ან უცხოელისთვის ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2047 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №47 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

მუხლი 2143. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი 1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ

სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს.

2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 14 დღის განმავლობაში.

3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო საჩივრის განხილვას. 4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.

5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2047 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

მუხლი 2144. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში უცხოელის სარჩელი საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განიხილება და სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 2140 და 2143 მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად და დადგენილ ვადებში. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2047 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

თავი VII11. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

მუხლი 2145. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

მუხლი 2146. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა 1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის

გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს: ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც

ითხოვს საგადასახადო ორგანო; ბ) კომერციული ბანკის დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა; დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

მუხლი 2147. კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი

1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის პირი/მისი წარმომადგენელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება).

3. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ.

5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს; დ) საგადასახადო ორგანო, რომელსაც უნდა გადაეცეს მოთხოვნილი ინფორმაცია; ე) კომერციული ბანკი, რომელმაც საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ

კონფიდენციალური ინფორმაცია; ვ) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა; ზ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ. 6. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს; დ) განკარგულება შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ. 7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ

საგადასახადო ორგანოს, მეორე – პირს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე – კომერციულ ბანკს, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.

8. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

9. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

10. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში. 11. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

თავი VII12. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკისგან პირის შესახებ

კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

მუხლი 2148. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კომერციული ბანკის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

მუხლი 2149. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა 1. საგადასახადო ორგანო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კომერციული ბანკისგან პირის შესახებ

კონფიდენციალური ინფორმაციის (გარდა „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციისა) გამოთხოვის თაობაზე, თუ სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურმა (უფლებამოსილმა) ორგანომ მოითხოვა ეს ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

2. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს: ა) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

ორგანო; ბ) კომერციული ბანკის დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა; დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა; ე) წერილობითი განმარტება, რომ სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებს. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4467 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონი №4716 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

მუხლი 2150. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი

1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

(ძალადაკარგულია მე-2 პუნქტის სიტყვების: „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის საფუძველზე გადაწყვიტოს შუამდგომლობის განხილვაში იმ პირის მონაწილეობის საკითხი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე)

(ძალადაკარგულია მე-2 პუნქტის სიტყვების: „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის სამართალწარმოებიდან გამორიცხვის შემთხვევაში არ ითვალისწინებს მისთვის შეტყობინების ვალდებულებას მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება შეტყობინებასთან დაკავშირებული საფრთხეები) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება №1/3/638 – ვებგვერდი, 21.02.2017წ.

3. მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე, თუ იგი შეიცავს ამ კოდექსის 2149 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საქართველოს საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს; დ) კომერციული ბანკი, რომელმაც საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ

კონფიდენციალური ინფორმაცია; ე) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა; ვ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ. 5. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საქართველოს საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს; დ) განკარგულება შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ. 6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ

საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. 7. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს

ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

(ძალადაკარგულია მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს პირის, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობას შეიტანოს საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება №1/3/638 – ვებგვერდი, 21.02.2017წ.

8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში. 9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება №1/3/638 – ვებგვერდი, 21.02.2017წ.

თავი VII13. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან

დაკავშირებით საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 2151. ტერმინის განმარტება ამ თავის მიზნებისთვის ტერმინი „პაციენტი“ გულისხმობს „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს

კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 2152. მოსამართლის ბრძანება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ 1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვის საფუძველზე პაციენტის

არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრატი მოსამართლე არ მოქმედებს, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების საქმეს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 2153. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განთავსებულია ის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათში.

3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობას. ამ მიმართვას პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, სხვა დოკუმენტი) ერთად უნდა დაერთოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობა. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 2154. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი 1. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს

მისთვის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. 2. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ

სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში პაციენტის მონაწილეობა აუცილებელია, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას. საქმის განხილვაში, პაციენტის გარდა, უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენლები, პაციენტის ადვოკატი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში – პაციენტის სხვა კანონიერი წარმომადგენელი. თუ პაციენტს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს. არასრულწლოვანი პაციენტის საქმის განხილვისას არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესებს წარმოადგენს მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სამედიცინო მომსახურების

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

მიმწოდებელ დაწესებულებაში, რომელშიც პაციენტი იმყოფება. 3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს

სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის, მისი ადვოკატის ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი.

4. მოსამართლე უფლებამოსილია დაკითხოს იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. პაციენტი, მისი ადვოკატი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტი, მისი ადვოკატი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი ასევე უფლებამოსილია მისცეს განმარტებები სასამართლოს და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.

5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა მოთავსების შესახებ.

6. თუ არ არსებობს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, თუ პაციენტი უკვე იმყოფება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაწერილი.

7. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც სასამართლოს მიმართვა

წარუდგინა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ განკარგულება შესაბამისი დასაბუთებით, აგრეთვე

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის ვინაობა; ვ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მოსამართლის ბრძანებაში,

როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე მოქმედებს, რასაც ადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის/„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე- 12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე;

ზ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელმაც უნდა შეასრულოს მოსამართლის ბრძანება;

თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 8. პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში

მიეთითება: ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც სასამართლოს მიმართვა

წარუდგინა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) პაციენტის ვინაობა; ვ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელმაც უნდა შეასრულოს მოსამართლის

დადგენილება; ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 9. მოსამართლის ბრძანება/დადგენილება დგება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი

ეგზავნება მიმართვის წარმდგენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს, მეორე – იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, მესამე – პაციენტს (ან მის ადვოკატს/სხვა კანონიერ წარმომადგენელს), ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული უფლებამოსილია სასამართლოს მიერ მისი მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს მიმართვა.

11. მოსამართლე წყვეტს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის წარმოებას „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

12. მოსამართლის ბრძანება/დადგენილება ძალაში შედის სასამართლო პროცესის მხარეებისათვის ამ http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

ბრძანების/დადგენილების გამოცხადებისთანავე. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 2155. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა, ბრძანების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის წესები

1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ ბრძანების მოქმედების ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პაციენტის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ყოფნის ვადა აითვლება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე პაციენტის ამ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან.

2. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის ვადის გაგრძელების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება არაუმეტეს 2 თვისა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის მიმართვას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 72 საათში.

3. პაციენტმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით, თუ იგი მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნისას ირღვევა მის მიმართ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები, ან აღარ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 72 საათში წყვეტს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის საკითხს. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს პაციენტის მიერ არანებაყოფლობითი იზოლაციის პირობებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების მიღების აღდგენის საკითხს. სასამართლოს მიერ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პაციენტი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მეთვალყურეობით განაგრძობს. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პაციენტის მიმართვა განიხილება ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით.

4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან პაციენტის გაწერის თაობაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 2156. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გასაჩივრება

1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება/დადგენილება შეიძლება სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივრონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისმა ადგილობრივმა ერთეულმა, აგრეთვე პაციენტმა, მისმა ადვოკატმა, მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა.

2. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების/დადგენილების გამომცემ/გამომტან სასამართლოში მხარისთვის ბრძანების/დადგენილების ასლის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

3. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ამ ბრძანების/დადგენილების მოქმედებას.

4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს არსებითად, საჩივრის შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ტარდება ამ მხარის ხარჯზე.

5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ მოსამართლის დადგენილებას – დადგენილებით.

6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება/დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2036 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

თავი VII14. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

დაკავშირებით

საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

მუხლი 2157. სასამართლოსთვის ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით მიმართვა 1. ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების

შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა.

2. პირი ან მისი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა ერთოდეს: ა) პირის მიმართ კონვენციის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე

კომიტეტის გადაწყვეტილების ასლი; ბ) პირის წარმომადგენლის მიერ სარჩელის წარდგენისას − წარმომადგენლობის დამადასტურებელი

დოკუმენტი. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №202 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

მუხლი 2158. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა 1. მოსამართლე ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის შეტანიდან 5 დღის ვადაში განიხილავს

სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს. 2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ

კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად გონივრულ ვადას დაუნიშნავს. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს აღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოსარჩელეს დაუბრუნებს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს მას შესაგებლის წარდგენის ვადას. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

მუხლი 2159. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვა ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს პირის

მიმართ კონვენციის დარღვევის ფაქტს, რომელიც დასტურდება კომიტეტის გადაწყვეტილებით. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

მუხლი 2160. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი 1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) სასამართლო იღებს

პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

3. ამ თავით გათვალისწინებული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო აღნიშნულ საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმის განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადაში და დადგენილი წესით.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

5. სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სააპელაციო სასამართლოს.

6. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

თავი VII15. ადმინისტრაციული სამართალწარმოება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2050 - ვებგვერდი, 21.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3095 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 2161. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის მიერ წარდგენილ სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს 48 საათის განმავლობაში, მხარეთათვის შეუტყობინებლად. საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი განხილვაც, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. შუამდგომლობის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2050 - ვებგვერდი, 21.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3095 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 2162. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება

1. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ სასამართლოში, მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათში.

3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, შეტანიდან 48 საათში, ამ კოდექსის 21 61 მუხლით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2050 - ვებგვერდი, 21.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3095 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

თავი VII16. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 2163. მოსამართლის ბრძანება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე

პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 2164. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს

გადასახადის გადამხდელის და იმ პირის ზუსტი მონაცემები, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 2165. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას

გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს. სასამართლო

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, გადასახადის გადამხდელი და ის პირი, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება).

3. მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ. მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. მოსამართლის ბრძანება დგება ოთხ ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება

შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – გადასახადის გადამხდელს, მესამე − იმ პირს, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

6. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვისთანავე. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

7. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

8. საჩივარს სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში. 9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

თავი VIII. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

4. (ამოღებულია). 5. (ამოღებულია). 6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ

დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4259 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.419 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე 1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 24. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე 1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის

შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

2. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 25. აღიარებითი სარჩელი 1. აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი

ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. 2. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის

22_24-ე მუხლების საფუძველზე. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 251. სახელშეკრულებო დავები 1. სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. 2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული

დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

3. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1346 - სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.68

მუხლი 26. სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში 1. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს

ადმინისტრაციული საქმე. 2. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის

განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. 3. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული

განჩინებით. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 261. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა 1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის

XXVI თავის დებულებები. 2. (ამოღებულია). 3. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის

შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორივე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №932 - სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.208 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1174-სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.88 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 262. განმწესრიგებელი სხდომა 1. სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილი

მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას.

2. სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებები.

4. სააპელაციო სასამართლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განჩინების გაუქმების შემთხვევაში საქმეს განსახილველად უბრუნებს განსჯად სასამართლოს.

5. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.

6. საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც არ საჩივრდება. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 27. გამარტივებული სამართალწარმოება სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე

განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად.

მუხლი 271. პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი 1. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული

საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი

საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა;

გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში.

3. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 90-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №950 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

მუხლი 28. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება 1. სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს

გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ. 2. დაჩქარებული წესით საქმის განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია: ა) შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) ან შეგებებული სარჩელის წარდგენის ვადა; ბ) მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის; გ) არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

წარდგენის ვადა; დ) შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.

მუხლი 281. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე პროცესის დაჩქარების მიზნით სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის

შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 29. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

1. სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა

გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს

შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი

მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება

დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს

აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით. 3. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

4. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერება, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან (არსებით) ზიანთან ან ზღუდავს მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

5. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც.

6. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სამი დღის ვადაში და ერთი დღის ვადაში უგზავნის მხარეებს. 7. თუ შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია,

სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

8. ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

9. სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 30. განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ

სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს:

ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას; ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 301. განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლოს შეუძლია სარჩელის აღძვრისას მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ამ აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულებით პირს მიადგება http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

არსებითი ზიანი ან შეუძლებელი გახდება პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა. 2. ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის

საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

3. სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 31. დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ

1. განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

2. დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის შუამდგომლობით სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღსრულების გაუქმების წესის შესახებ.

3. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

5. სასამართლოს გადაწყვეტილებას ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, სასამართლო უფლებამოსილია ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად გამოაცხადოს ძალადაკარგულად.

6. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, რა წესითაც იყო გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი. გამოქვეყნება ხორციელდება ნორმატიული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯით. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692 - სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175

მუხლი 33. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

2. სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლოს მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებაზე არ ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 331. სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

თავი IX. აპელაცია და კასაცია, საქმის წარმოების განახლება საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046 - სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165

მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა 1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად

სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

11. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს შემდეგი საქმეები:

ა) სააპელაციო საჩივრები, რომლებიც შეტანილია შემდეგ საქმეებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე: ა.ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დავები; ა.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დავა; ა.გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავა; ა.დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებული დავა; ა.ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა; ა.ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა; ა.ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სააღსრულებო

ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა; ა.თ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა; ა.ი) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ

მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავა; ბ) კერძო საჩივრები; გ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII1 და VII3−VII14 თავებით გათვალისწინებულ დავებზე. 12. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის

გარეშე, თუ: ა) სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული

გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება; ბ) აშკარაა, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით (გარდა აღნიშნული მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები;

გ) მოპასუხემ ცნო სარჩელი. 13. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. სააპელაციო

სასამართლოს გამოაქვს განჩინება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ. 2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით

განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 4. ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის

ვადაა 6 თვე. [5. თუ საკასაციო სასამართლო საკონსულტაციო დასკვნისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

მიმართავს, საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ მუხლის 31 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების დინება ჩერდება. (ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე)] საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2262 - სსმI, №41, 08.12.2009წ., მუხ.306 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3667 - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონი №258 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2036 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

მუხლი 341. საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში 1. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები

მხოლოდ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რა საფუძვლითაც დაუშვა საჩივარი საკასაციო სასამართლომ. 2. საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები

შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 342. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების დაუშვებლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ გამოიყენება. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046 - სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165

თავი IX1. გარდამავალი დებულებანი საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

მუხლი 35 1. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული

გარიგების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

3. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

4. 2005 წლის 1 ნოემბრამდე დარეგისტრირებული საკასაციო საჩივრების განხილვაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.

5. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შემდეგ საქმეებზე:

ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე; ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტის თაობაზე;

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე; დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე; ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე; ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე; ზ) კერძო საჩივარზე; თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 6. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ

სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2133 - სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.352 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3389 - სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.211 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4307 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.449 საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

მუხლი 351. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება თუ ამ კოდექსის VII2 თავის შესაბამისად, მხარის მიმართ გამოტანილია სასამართლოს დაუსწრებელი

გადაწყვეტილება, მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ამ კოდექსის VII2 თავის ამოქმედების მომენტიდან გამოტანილ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

მუხლი 352. სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე საქმის წარმოების წესი

სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით 2015 წლის 1 ოქტომბრამდე შეტანილ სარჩელზე, რომელზედაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, საქმის წარმოება დასრულდეს საერთო სასარჩელო წესით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3978 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

მუხლი 353. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემის წესი

1. პირი, რომლის მიმართაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ან ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა ამ კოდექსის VII14 თავის ამოქმედებამდე მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე, უფლებამოსილია აღნიშნული კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ამ კოდექსის VII14 თავით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს ამ კოდექსის VII14 თავის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

მუხლი 354. მოსამართლის დადგენილება იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე

1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020 – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა (2014–2020)“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გამოსცემს დადგენილებას იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო თავის შუამდგომლობაში უთითებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იურიდიული პირის, მისთვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობის და ამ იურიდიული პირის ქონების შესახებ მონაცემებს (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც ამ შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირს და უგზავნის მას შესაბამის საქმის მასალებს.

4. მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 10

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

დღის ვადაში გამოსცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება: ა) დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ; დ) იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის

გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე; ე) მონაცემები იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის

გადაწყვეტილებაში აღნიშნული იურიდიული პირის შესახებ; ვ) იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის

გადაწყვეტილებით იურიდიული პირისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობა; ზ) მონაცემები იურიდიული პირის ქონების შესახებ (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის

შემთხვევაში); თ) დადგენილების გასაჩივრების წესი; ი) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამართლის დადგენილება დგება სამ

ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ორგანოს, ხოლო მესამე − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირს. თუ მოსამართლის დადგენილების აღნიშნული იურიდიული პირისათვის გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №381 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

მუხლი 355. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების ძალაში შესვლა და გასაჩივრება

1. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე. ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

2. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გამოცემისას საპროცესო დარღვევების შემთხვევაში ამ დადგენილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება მის გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის დადგენილების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ აღნიშნული დადგენილების მხარისათვის გადაცემა ვერ ხერხდება – მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში. დადგენილების გამომცემი მოსამართლე საჩივარს შესაბამის საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საჩივარს სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 15 დღის ვადაში.

4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №381 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

მუხლი 356. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის საფუძველზე

1. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების საფუძველია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის შესახებ.

2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.

3. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იღებს ამ კოდექსის 354 მუხლით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №381 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672

თავი X. დასკვნითი დებულება საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

მუხლი 36. კოდექსის ამოქმედება ეს კოდექსი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი. №2352_რს

http://www.matsne.gov.ge 030.000.000.05.001.000.672


Законодательство Заменяет (1 текст(ов)) Заменяет (1 текст(ов)) Заменено следующим актом (1 текст(ов)) Заменено следующим актом (1 текст(ов))
Данные недоступны.

№ в WIPO Lex GE080