Об интеллектуальной собственности Обучение в области ИС Обеспечение уважения интеллектуальной собственности Информационно-просветительская работа в области ИС ИС для ИС и ИС в области Информация о патентах и технологиях Информация о товарных знаках Информация о промышленных образцах Информация о географических указаниях Информация о новых сортах растений (UPOV) Законы, договоры и судебные решения в области ИС Ресурсы в области ИС Отчеты в области ИС Патентная охрана Охрана товарных знаков Охрана промышленных образцов Охрана географических указаний Охрана новых сортов растений (UPOV) Разрешение споров в области ИС Деловые решения для ведомств ИС Оплата услуг в области ИС Органы по ведению переговоров и директивные органы Сотрудничество в целях развития Поддержка инновационной деятельности Государственно-частные партнерства Инструменты и сервисы на базе ИИ Организация Работа с ВОИС Подотчетность Патенты Товарные знаки Промышленные образцы Географические указания Авторское право Коммерческая тайна Академия ВОИС Практикумы и семинары Защита прав ИС WIPO ALERT Информационно-просветительская работа Международный день ИС Журнал ВОИС Тематические исследования и истории успеха Новости ИС Премии ВОИС Бизнеса Университетов Коренных народов Судебных органов Генетические ресурсы, традиционные знания и традиционные выражения культуры Экономика Финансирование Нематериальные активы Гендерное равенство Глобальное здравоохранение Изменение климата Политика в области конкуренции Цели в области устойчивого развития Передовых технологий Мобильных приложений Спорта Туризма PATENTSCOPE Патентная аналитика Международная патентная классификация ARDI – исследования в интересах инноваций ASPI – специализированная патентная информация Глобальная база данных по брендам Madrid Monitor База данных Article 6ter Express Ниццкая классификация Венская классификация Глобальная база данных по образцам Бюллетень международных образцов База данных Hague Express Локарнская классификация База данных Lisbon Express Глобальная база данных по ГУ База данных о сортах растений PLUTO База данных GENIE Договоры, административные функции которых выполняет ВОИС WIPO Lex – законы, договоры и судебные решения в области ИС Стандарты ВОИС Статистика в области ИС WIPO Pearl (терминология) Публикации ВОИС Страновые справки по ИС Центр знаний ВОИС Серия публикаций ВОИС «Тенденции в области технологий» Глобальный инновационный индекс Доклад о положении в области интеллектуальной собственности в мире PCT – международная патентная система Портал ePCT Будапештская система – международная система депонирования микроорганизмов Мадридская система – международная система товарных знаков Портал eMadrid Cтатья 6ter (гербы, флаги, эмблемы) Гаагская система – система международной регистрации образцов Портал eHague Лиссабонская система – международная система географических указаний Портал eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Посредничество Арбитраж Вынесение экспертных заключений Споры по доменным именам Система централизованного доступа к результатам поиска и экспертизы (CASE) Служба цифрового доступа (DAS) WIPO Pay Текущий счет в ВОИС Ассамблеи ВОИС Постоянные комитеты График заседаний WIPO Webcast Официальные документы ВОИС Повестка дня в области развития Техническая помощь Учебные заведения в области ИС Поддержка в связи с COVID-19 Национальные стратегии в области ИС Помощь в вопросах политики и законодательной деятельности Центр сотрудничества Центры поддержки технологий и инноваций (ЦПТИ) Передача технологий Программа содействия изобретателям (IAP) WIPO GREEN PAT-INFORMED ВОИС Консорциум доступных книг Консорциум «ВОИС для авторов» WIPO Translate для перевода Система для распознавания речи Помощник по классификации Государства-члены Наблюдатели Генеральный директор Деятельность в разбивке по подразделениям Внешние бюро Вакансии Закупки Результаты и бюджет Финансовая отчетность Надзор
Arabic English Spanish French Russian Chinese
Законы Договоры Решения Просмотреть по юрисдикции

Law of Georgia No. 5293 of November 24, 2011, on Amendments to Certain Laws of Georgia, Грузия

Назад
Последняя редакция на WIPO Lex
Подробности Подробности Год версии 2011 Даты вступление в силу: 8 декабря 2011 г. Принят: 24 ноября 2011 г. Тип текста Прочие тексты Предмет Географические указания

Имеющиеся тексты

Основной текст(-ы) Смежный текст(ы)
Основной(ые) текст(ы) Основной(ые) текст(ы) Грузинский საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ        
 
Скачать PDF open_in_new
 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს

კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი

ცვლილება:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში

მონაწილეობენ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დაცვის,

მათი აღდგენითი და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.“.

2. მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, ავტონომიური

რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებსა და ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებს მიმართონ

წინადადებებით საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროსთვის

მიკუთვნებულ საკითხებზე;“.

მუხლი 2. „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“

საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 82) შეტანილ

იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის

გადახდის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს მის

პირად საქმეში შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი

დოკუმენტი.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები

შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე

ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით

წარუდგენენ შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები

შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.“.

მუხლი 3. „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო

დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის

მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში

(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი

ცვლილება:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობანი ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:

ა) ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე

მცხოვრები ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის

მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მიზნით ამ კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელება;

ბ) უფლებამოსილი არიან, საჭიროების შემთხვევაში დააწესონ და დააფინანსონ დამატებითი

შეღავათები.“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების აღრიცხვა

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და

მათი ოჯახის წევრების აღრიცხვას კატეგორიების მიხედვით (მონაწილე, ინვალიდი, ოჯახის

წევრი) აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

მუხლი 4. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა

ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39,

2000 წელი, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამხედრო სასაფლაოს სახელმწიფო აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა 1. სამხედრო სასაფლაო ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას. საქართველოს ტერიტორიაზე

მას აღრიცხავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ხოლო უცხო ქვეყნის

ტერიტორიაზე – საქართველოს წარმომადგენლობა. თითოეულ სამხედრო საფლავზე კეთდება

მემორიალური დაფა და დგება პასპორტი.

2. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სასაფლაოს დაცვა და კეთილმოწყობა ეკისრებათ

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონების

გათვალისწინებით, ხოლო სამხედრო გარნიზონის ტერიტორიაზე – ამ გარნიზონის

ხელმძღვანელობას.“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში

გადაცემულ მიწებზე სამხედრო საფლავის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებს. ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხისმგებელი არიან

აგრეთვე ამ მიწებზე არსებული სამხედრო საფლავის დაცვისათვის.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სასაფლაო დაზიანების შემთხვევაში უნდა აღადგინონ ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებმა.“.

4. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საძიებო სამუშაოს ორგანიზება სამხედრო საფლავისა და დაღუპული მეომრის ნეშტის აღმოჩენის, დაღუპული მეომრის ან

უგზო-უკვლოდ დაკარგულის ვინაობის დადგენის მიზნით წარმოებს საძიებო სამუშაოები. საძიებო

სამუშაოები ტარდება სამთავრობო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების ხელმძღვანელობიდან უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური პროგრამებით.

მუხლი 8. საძიებო სამუშაოს წესი 1. საძიებო სამუშაოს წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ

მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებით.

3

2. საძიებო სამუშაოს დროს აღმოჩენილი დაღუპული მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ

კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. ადრე უცნობი სამხედრო საფლავის აღმოჩენისას

დგინდება პირის ვინაობა, აგრეთვე ხდება საფლავის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და

კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოცემულ ტერიტორიაზე

განლაგებული სამხედრო გარნიზონის მონაწილეობით.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იხილავს მოქალაქეების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი

გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების წინადადებებს სამშობლოს დაცვისას

დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის საკითხებზე და

იღებს ზომებს მათ განსახორციელებლად.“.

6. მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საძიებო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი დაღუპული მეომრის

დაუმარხავი ნეშტის დაკრძალვას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხო ქვეყნის არმიის მეომრის ნეშტი უნდა

დაიკრძალოს ამ ქვეყნის წარმომადგენლობის ინფორმირებით და მისი მონაწილეობით.

3. სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის ნეშტის გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას

იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“.

7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა

დაიკრძალოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.

დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენდეს: ქალაქ თბილისში – 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში –

300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარს.“.

8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

სამშობლოს დამცველთა გმირობასთან დაკავშირებული ცალკეული ტერიტორიების,

ადგილებისა და მემორიალური ობიექტების კეთილმოწყობის ხარჯებს გაიღებენ ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები ნებაყოფლობითი

შენატანებითა და შემოწირულებებით.“.

მუხლი 5. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“

საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 124) მე-9

მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოები ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი

მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებენ სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს.“.

მუხლი 6. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს

საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო სამედიცინო დაწესებულებისა და

პოლიციის მიერ წარმოდგენილი ცნობების მიხედვით ადგენს ბავშვის დაბადების სავარაუდო

დროსა და ადგილს, აძლევს მას სახელსა და გვარს და ამის თაობაზე განაცხადებს სამოქალაქო

აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში. დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული უნდა

იქნეს „ბავშვი ნაპოვნია, მშობლები უცნობია.“.“.

2. 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურეთა

გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს

შესაბამისი სამსახურების მიხედვით, სადაც ისინი აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, იმ სამხედრო

ნაწილების სარდლობის უწყებების მიხედვით, სადაც სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა

სამსახურს.“.

მუხლი 7. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის

უწყებანი, №13-14 (45-46/13), 12 აპრილი, 1997, გვ. 3) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნა

შეიძლება მხოლოდ დარგის მართვის უფლებამოსილ ორგანოსთან და ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და დაინტერესებულ უწყებებთან

შეთანხმებით ამტკიცებს თითოეული კურორტის დებულებას;“.

3. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 8. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის

უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დასახლებების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისათვის − შესაბამისი ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული შენობები, ფოსტა ან დასახლების ცენტრში

განლაგებული სახელმწიფო, მუნიციპალური და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობანი;“.

2. მე-16 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გზების ბლოკირება, საკონტროლო და შესამოწმებელი პუნქტების მოწყობა,

დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრებების, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა, რომლებიც

ცვლის მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა

საამისოდ დაუდგენელ ადგილებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საგზაო

სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის ნებართვის გარეშე;“.

მუხლი 9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს

საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს

შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კომისიასთან კოორდინირებულად

შეიმუშავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და მიწის ნაკვეთებზე ავტორიზებული

პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სისტემების, ელემენტების, ტექნიკური

საშუალებების, აღჭურვილობებისა და დამატებითი რესურსების განთავსებისათვის უფლების

მინიჭების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურებს.“.

მუხლი 10. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“

საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 92) მე-8 მუხლის

„ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5

„ე) მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ჩამოწერა, სარწყავი მიწების

ურწყავთა კატეგორიაში გადაყვანა და მათი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების გარეშე;

ვ) ირიგაციის, დრენაჟის, ნაპირგამაგრებების, აგრეთვე ეროზიის, ღვარცოფისა და

მეწყერსაწინააღმდეგო და სხვა ნაგებობათა ჩამოწერა ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების გადაწყვეტილების გარეშე;“.

მუხლი 11. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო

მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნა − მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებათა

კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, აღმასრულებელი

ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების,

დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების

შექმნას საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს სამხედრო ძალების

მზადყოფნისათვის და სახელმწიფოსა და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა

დაკმაყოფილებისათვის;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,

სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის

იურიდიული პირების მუშაობის რეჟიმის განსაზღვრა და მათი მომზადება მობილიზაციის დროს

სამუშაოდ;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,

სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის

იურიდიული პირების მობილიზაციის რეჟიმზე გადასაყვან ღონისძიებათა განხორციელება

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში,

საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში რეზერვისტთა დაჯავშნა მობილიზაციის

დროს მოქმედ ეკონომიკის შესაბამისი დარგის ობიექტებზე სამუშაოდ;“.

3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების

და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის

მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში“.

4. მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აწესებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის რეჟიმს

მობილიზაციის დროს;“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი და ფუნქციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ამ

კანონის მე-7 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფუნქციების შესრულების გარდა:

ა) ორგანიზებას უწევენ და უზრუნველყოფენ სამობილიზაციო მომზადებასა და საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფენ ამ კანონის შესრულებას, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების განხორციელებას

სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში;

გ) ამუშავებენ ადგილობრივ სამუშაო გეგმებს;

დ) ახორციელებენ ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებებს;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციელებენ

ღონისძიებებს სამობილიზაციო გეგმების შესრულების უზრუნველსაყოფად;

ვ) საწარმოებთან დებენ ხელშეკრულებებს პროდუქციის მიწოდების, სამუშაოების შესრულების,

ძალებისა და საშუალებათა გამოყოფის შესახებ და სამობილიზაციო მომზადებისა და

მობილიზაციის ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების გაწევაზე;

ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით

სამხედრო სამსახურში გაწვევას, მოქალაქეთათვის შეტყობინებას და მათ გამოცხადებას შეკრების

პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში, ასევე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული

მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების,

სატრანსპორტო საშუალებების და სხვა სამობილიზაციო რეზერვების, მატერიალურ ფასეულობათა

გადაცემას საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

თ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს წარუდგენენ წინადადებებს

სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის განხორციელების სრულყოფის საკითხებზე.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სამხედრო

ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესი განისაზღვრება

საქართველოს კანონმდებლობით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის

პირები პერსონალურად არიან პასუხისმგებელი მობილიზაციისას და მობილიზაციისათვის

მზადყოფნისას მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის.“.

7. მე-12 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოები, სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ

სამობილიზაციო დავალებები (დაკვეთები) ან დასახული აქვთ სამობილიზაციო სამუშაოების

ჩატარების ამოცანები, სამობილიზაციო ღონისძიებების ქმედუნარიანობის ამაღლების მიზნით

თავიანთ სტრუქტურაში ქმნიან სამობილიზაციო ორგანოებს.

2. სამობილიზაციო ორგანოების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის ხელმძღვანელებს,

თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელს, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და

ორგანიზაციების შესაბამის ხელმძღვანელებს.

3. სამობილიზაციო ორგანოებისა და სამობილიზაციო მოსამსახურეთა დაფინანსება

ხორციელდება:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში – მათთვის ამ მიზნით სახელმწიფო

ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში – შესაბამისი თვითმმართველი

ერთეულების ბიუჯეტებიდან;

7

გ) სახელმწიფო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში – საკუთარი

შემოსავლებიდან.“.

8. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების,

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა

და ორგანიზაციების მიერ შექმნილ სამობილიზაციო რეზერვების შემადგენლობაში არსებულ

სახელმწიფო საავტომობილო, საჯარისო ტიპის ავტოკოლონებზე, რკინიგზის, საზღვაო,

სამდინარო, საჰაერო, მილსადენი, საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტის საშუალებაზე,

მოტოციკლებზე, სარეწ და სპეციალურ გემებზე, ტრაქტორებზე, მისაბმელებსა და

ნახევარმისაბმელებზე, საგზაო-სამშენებლო და ამწესატრანსპორტო მანქანებსა და მექანიზმებზე,

აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე მოქალაქეებზე (შემდგომი ანაზღაურების

პირობით). სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნავსადგურებზე,

ნავმისადგომებზე, აეროპორტებზე, ნავთობბაზებზე, საწვავის გადასატუმბ ბაზებზე,

ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებსა და სატრანსპორტო საშუალებათა მუშაობის

უზრუნველმყოფ სხვა ორგანიზაციებზე.

3. საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად

საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა ამოღება აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და

ორგანიზაციებიდან ხორციელდება უსასყიდლოდ, ხოლო ფიზიკური და კერძო სამართლის

იურიდიული პირებისაგან – შემდგომი სათანადო ანაზღაურებით. საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების

ანაზღაურება ხორციელდება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად

შედგენილი პრეისკურანტისა და ცვეთის ფასდაკლების გათვალისწინებით და გაიცემა საომარი

მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.“.

9. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი მნიშვნელობის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებები ფინანსდება

შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.“.

10. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეზერვში მყოფი მოქალაქეები, გარდა პირველი თანრიგის რეზერვისტებისა, იჯავშნებიან

საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამთავრობო დაწესებულებების,

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და

ორგანიზაციების ნორმალური საქმიანობის შენარჩუნების მიზნით.“.

მუხლი 12. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს

საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს

აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების

უფლებამოსილებანი“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის

შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის

უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საავტომობილო გზის გაუმართაობისას ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, საგზაო

მოძრაობის უსაფრთხოებისა და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის

მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი

ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;“.

მუხლი 13. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში

(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია ბირთვული

და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ

კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების

სფეროში განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში და მის კონტროლში მონაწილეობა;

გ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული

მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული ობიექტების განთავსების შესახებ

გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა.“.

2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბირთვული ავარიისა და მისი შედეგებისაგან მუშაკთა და მოსახლეობის რადიაციული

დაცვის ღონისძიებათა გეგმა, რომელიც წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან და

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;“.

3. მე-16 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოს შეტყობინების (კავშირის) სისტემის არსებობა ბირთვული ავარიის

შემთხვევაში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების დაუყოვნებლივ ინფორმირებისათვის;“.

4. მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დროულად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია სამინისტროს, აგრეთვე იმ ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებს, რომელთა ტერიტორიაზედაც შესაძლებელია გამოსხივების

დონის აწევა;“.

5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების

დროს, რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, აღნიშნულ

ღონისძიებათა ეფექტიანობის ანალიზისას, სამინისტრო, აღმასრულებელი ხელისუფლების

უფლებამოსილი ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ლიცენზიის

მფლობელი დადგენილი წესით ახდენენ რადიაციული დაცვის მდგომარეობის შეფასებას.“.

მუხლი 14. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“

საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №15-16, 30.04.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი

ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9

„2. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით

ორგანოსთან შეთანხმებით, მეორე ზონის საზღვრები შეიძლება დადგინდეს ჰიდროდინამიკური

და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არა უმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს აფიქსირებს ადგილობრივი

თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს ექვსი თვისა მისი დამტკიცებიდან.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კურორტებზე, სადაც არ არის ჩატარებული საძიებო სამუშაოები სანიტარიული დაცვის

ზონების დაპროექტებისათვის, კურორტების მართვის ორგანო შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის

ზონის დროებით საზღვარს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით

ორგანოსთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა

დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ სანიტარიული დაცვის

ზონის დაპროექტება და დამტკიცება განხორციელდება დადგენილი წესით, კურორტის

ამოქმედებიდან არა უგვიანეს ორი წლისა.“.

3. მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავისი კომპეტენციის

ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს ამ

კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემას და გასატარებელ

ღონისძიებათა კოორდინაციას.“.

მუხლი 15. „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12,

14.03.1998, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებანი ლტოლვილის მიმართ

აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი

ორგანოები ვალდებული არიან:

ა) ლტოლვილს წარუდგინონ სამინისტროს მიერ საცხოვრებელ ადგილად რეკომენდებულ

დასახლებათა ჩამონათვალი, აგრეთვე ინფორმაცია ამ დასახლებებში საცხოვრებელი პირობებისა

და შრომითი მოწყობის შესაძლებლობათა შესახებ;

ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე საცხოვრებელ ადგილზე ჩასული ლტოლვილი

უზრუნველყონ ბინით;

გ) მოცემულ რეგიონში მოსახლეობის დასაქმების დონის გათვალისწინებით, ლტოლვილს მისი

სპეციალობისა და კვალიფიკაციის მიხედვით დახმარება გაუწიონ შრომით მოწყობაში;

დ) ადგილზე შრომითი მოწყობის შეუძლებლობისას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე რეგისტრაციაში გაატარონ

ლტოლვილი, როგორც უმუშევარი, და ხელი შეუწყონ სამუშაო ადგილით უზრუნველყოფაში;

ე) მოსახლეობის სოციალური დაცვის დაწესებულებებში ლტოლვილთა შორის პირველ რიგში

გამოუყონ ადგილები მარტოხელებს, მრავალსულიან ოჯახებს, მოხუცებსა და ინვალიდებს,

რომელთაც ესაჭიროებათ მზრუნველობა;

ვ) ხელი შეუწყონ ლტოლვილ ბავშვებს სახელმწიფო სკოლამდელ და საგანმანათლებლო

დაწესებულებებში მოწყობაში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუნიშნონ და

რეგულარულად მისცენ ლტოლვილს ფულადი დახმარება;

თ) დაეხმარონ ლტოლვილს მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში

ნებაყოფლობით დაბრუნებაში.“.

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების დანახარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ ტერიტორიაზე ამ კანონის მე-2

მუხლით გათვალისწინებულ პირთა და ლტოლვილთა მიღებასა და განსახლებასთან, ანაზღაურებს

სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხებით.“.

მუხლი 16. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2

(33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 17. „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს

საკანონმდებლო მაცნე, №39, 2000 წელი, მუხ. 110) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებას საქართველოს კონსტიტუციის,

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში,

ახორციელებენ საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები.“.

მუხლი 18. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“

საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 126) მე-7

მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ გაცემულ საბუთს, რომელიც ადასტურებს ამ

საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ ადგილს;“.

მუხლი 19. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5293-IIს


Законодательство Изменяет (1 текст(ов)) Изменяет (1 текст(ов))
Данные недоступны.

№ в WIPO Lex GE086