Об интеллектуальной собственности Обучение в области ИС Обеспечение уважения интеллектуальной собственности Информационно-просветительская работа в области ИС ИС для ИС и ИС в области Информация о патентах и технологиях Информация о товарных знаках Информация о промышленных образцах Информация о географических указаниях Информация о новых сортах растений (UPOV) Законы, договоры и судебные решения в области ИС Ресурсы в области ИС Отчеты в области ИС Патентная охрана Охрана товарных знаков Охрана промышленных образцов Охрана географических указаний Охрана новых сортов растений (UPOV) Разрешение споров в области ИС Деловые решения для ведомств ИС Оплата услуг в области ИС Органы по ведению переговоров и директивные органы Сотрудничество в целях развития Поддержка инновационной деятельности Государственно-частные партнерства Инструменты и сервисы на базе ИИ Организация Работа с ВОИС Подотчетность Патенты Товарные знаки Промышленные образцы Географические указания Авторское право Коммерческая тайна Академия ВОИС Практикумы и семинары Защита прав ИС WIPO ALERT Информационно-просветительская работа Международный день ИС Журнал ВОИС Тематические исследования и истории успеха Новости ИС Премии ВОИС Бизнеса Университетов Коренных народов Судебных органов Генетические ресурсы, традиционные знания и традиционные выражения культуры Экономика Финансирование Нематериальные активы Гендерное равенство Глобальное здравоохранение Изменение климата Политика в области конкуренции Цели в области устойчивого развития Передовых технологий Мобильных приложений Спорта Туризма PATENTSCOPE Патентная аналитика Международная патентная классификация ARDI – исследования в интересах инноваций ASPI – специализированная патентная информация Глобальная база данных по брендам Madrid Monitor База данных Article 6ter Express Ниццкая классификация Венская классификация Глобальная база данных по образцам Бюллетень международных образцов База данных Hague Express Локарнская классификация База данных Lisbon Express Глобальная база данных по ГУ База данных о сортах растений PLUTO База данных GENIE Договоры, административные функции которых выполняет ВОИС WIPO Lex – законы, договоры и судебные решения в области ИС Стандарты ВОИС Статистика в области ИС WIPO Pearl (терминология) Публикации ВОИС Страновые справки по ИС Центр знаний ВОИС Серия публикаций ВОИС «Тенденции в области технологий» Глобальный инновационный индекс Доклад о положении в области интеллектуальной собственности в мире PCT – международная патентная система Портал ePCT Будапештская система – международная система депонирования микроорганизмов Мадридская система – международная система товарных знаков Портал eMadrid Cтатья 6ter (гербы, флаги, эмблемы) Гаагская система – система международной регистрации образцов Портал eHague Лиссабонская система – международная система географических указаний Портал eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Посредничество Арбитраж Вынесение экспертных заключений Споры по доменным именам Система централизованного доступа к результатам поиска и экспертизы (CASE) Служба цифрового доступа (DAS) WIPO Pay Текущий счет в ВОИС Ассамблеи ВОИС Постоянные комитеты График заседаний WIPO Webcast Официальные документы ВОИС Повестка дня в области развития Техническая помощь Учебные заведения в области ИС Поддержка в связи с COVID-19 Национальные стратегии в области ИС Помощь в вопросах политики и законодательной деятельности Центр сотрудничества Центры поддержки технологий и инноваций (ЦПТИ) Передача технологий Программа содействия изобретателям (IAP) WIPO GREEN PAT-INFORMED ВОИС Консорциум доступных книг Консорциум «ВОИС для авторов» WIPO Translate для перевода Система для распознавания речи Помощник по классификации Государства-члены Наблюдатели Генеральный директор Деятельность в разбивке по подразделениям Внешние бюро Вакансии Закупки Результаты и бюджет Финансовая отчетность Надзор
Arabic English Spanish French Russian Chinese
Законы Договоры Решения Просмотреть по юрисдикции

Law No. 2108-IIS of June 22, 1999, on Appellations of Origin and Geographical Indications of Goods (as amended up to Law No. 5293 of November 24, 2011), Грузия

Назад
Заменённый текст.  См. ниже ниже Заменяется .
Подробности Подробности Год версии 2011 Даты вступление в силу: 1 ноября 1999 г. Принят: 22 июня 1999 г. Тип текста Основное законодательство по ИС Предмет Географические указания Предмет (вторичный) Исполнение законов об ИС, Регулирующие органы в области ИС, Товарные знаки Примечания This consolidated verrsion of the Law of Georgia No. 2108-IIS of June 22, 1999, on Appellations of Origin and Geographical Indications of Goods takes into account amendments up to 'Law of Georgia No. 5293 of November 24, 2011, on Amendments to Certain Laws of Georgia', which entered into force on December 8, 2011.

The said amending Law No. 5293 of November 24, 2011 introduced amendments to Article 7, paragraph 4, subparagraph g) of this consolidated version, which reads: 'g) a document issued by a trustee of the Board (City Hall) proving the geographical location of the goods;'.

Имеющиеся тексты

Основной текст(-ы) Смежный текст(ы)
Основной(ые) текст(ы) Основной(ые) текст(ы) Грузинский საქართველოს კანონი 1999 წლის 22 ივნისი №2108–IIს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ (2011 წლის 24 დეკემბრის კანონი №5293 ცვლილებით)        
 
Скачать PDF open_in_new
 საქართველოს კანონი 1999 წლის 22 ივნისი №2108–IIს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ (2011 წლის 24 დეკემბრის კანონი №5293 ცვლილებით)

საქართველოს კანონი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის

შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი ეს კანონი აწესრიგებს საქონლის (მომსახურების) ადგილწარმოშობის დასახელებისა და

გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ

ურთიერთობებს.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „საქპატენტი“ – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური

საკუთრების სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების

უფლებებს;

ბ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო

რეესტრი – მონაცემთა ერთობლიობა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული

აღნიშვნის, აგრეთვე რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული

აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირთა შესახებ;

გ) განაცხადი – ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის

სარეგისტრაციოდ ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული

აღნიშვნის გამოყენებაზე უფლების მოსაპოვებლად საჭირო საბუთების ერთობლიობა;

დ) განმცხადებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ხელისუფლების ორგანო ან

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, მიუხედავად მისი

ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის

დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას ანდა რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას;

ე) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები – საქონლის მახასიათებლები, რომელთა შეფასება

ხდება ადამიანის გრძნობათა ორგანოებით. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5098 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

მუხლი 3. ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა 1. ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის,

გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის (შემდგომში – გეოგრაფიული ადგილი) თანამედროვე ან

ისტორიული სახელი გამოყენებული იმ საქონლის მოსანიშნად:

ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან;

ბ) რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად

განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის

ფაქტორით;

გ) რომლის წარმოება, ნედლეულის დამზადება და დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული

ადგილის საზღვრებში.

2. გეოგრაფიული აღნიშვნა არის სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც მიუთითებს

გეოგრაფიულ ადგილზე და გამოყენებულია იმ საქონლის მოსანიშნად:

ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან;

ბ) რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ

გეოგრაფიულ ადგილთან;

გ) რომლის წარმოება ან ნედლეულის დამზადება ან დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული

ადგილის საზღვრებში.

3. თუ ტრადიციული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული დასახელება მომხმარებელს უქმნის

წარმოდგენას მოცემული გეოგრაფიული ადგილიდან საქონლის წარმოშობაზე და სრულდება ამ

კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, აღნიშნული დასახელება შეიძლება

მიჩნეულ იქნეს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებად.

2

4. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, ადგილწარმოშობის

დასახელებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ გეოგრაფიული ადგილის სახელი, სადაც საქონლის

საწარმოებლად გამოიყენება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებს გარედან მიღებული

ნედლეული, თუ დადგენილია ნედლეულის დამზადების გეოგრაფიული ადგილის

განსხვავებული საზღვრები, მისი დამზადების პირობები და არსებობს ამ პირობების შემოწმების

შესაძლებლობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ ნედლეულად მიიჩნევა მხოლოდ ცოცხალი ცხოველები,

რძე და ხორცი.

მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა 1. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება

„საქპატენტში“ მათი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

2. სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება

სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

3. სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში დაცული

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია ხდება

„საქპატენტში”.

მუხლი 5. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

ადგილწარმოშობის დასახელებად ან გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება სახელი ან

სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც:

ა) არ შეესაბამება ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) იქცა საქონლის გვარეობით სახელად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი სწორად

მიუთითებს იმ გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც მოხდა საქონლის წარმოება ან მისი ნედლეულის

დამზადება ან დამუშავება;

გ) შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის

შესახებ;

დ) შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრად5293იციას,

ზნეობრივ ნორმებს;

ე) ემთხვევა მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშის სახელს, რამაც შეიძლება მცდარი წარმოდგენა

შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ.

მუხლი 6. ომონიმური ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა

თუ საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული

აღნიშვნა ან საქართველოს რომელიმე გეოგრაფიული ადგილის სახელი სხვა ქვეყანაში დაცული

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ომონიმია, საქართველოში

ასეთი დასახელების ან აღნიშვნის დაცვის წესი და გამოყენების პირობები განისაზღვრება

შესაბამისი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით.

მუხლი 7. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე

1. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე

„საქპატენტში“ შეაქვს განმცხადებელს.

2. განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას ან ერთ გეოგრაფიულ

აღნიშვნას.

3. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

4. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის

შესახებ;

ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;

3

გ) ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას;

დ) იმ საქონლის დასახელებას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების

ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;

ე) საქონლისა და მისი ნედლეულის აღწერას ქიმიური, ფიზიკური, მიკრობიოლოგიური ან/და

ორგანოლეპტიკური და სხვა მახასიათებლების ჩვენებით;

ვ) საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერას, მისი ზუსტი

საზღვრების მითითებით;

ზ) გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ გაცემულ საბუთს, რომელიც ადასტურებს ამ

საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ ადგილს;

თ) საქონლის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის

დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას, ამ უკანასკნელთა

არსებობის შემთხვევაში;

ი) იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი ან

თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი

გარემოთი და ადამიანის ფაქტორით, ან საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა

მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან;

კ) განაცხადზე ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს;

ლ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ

განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს;

მ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული

დოკუმენტები და მონაცემები მომზადებული და დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

მუხლი 8. ექსპერტიზა, გამოქვეყნება, რეგისტრაცია 1. „საქპატენტი“ ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის მე-7 მუხლის

მოთხოვნებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით

გათვალისწინებული საფუძვლები და ატარებს მოძიებას სასაქონლო ნიშნების,

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემთა ბაზებში.

2. თუ არსებობს ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული

საფუძვლები, „საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადის შემდგომ განხილვაზე უარის

თქმის შესახებ.

3. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და

„კ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, განაცხადის მასალების დამატებითი შესწავლის მიზნით,

განაცხადი ეგზავნება შესაბამის დარგობრივ სამინისტროს.

4. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს მე-5

მუხლის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, „საქპატენტი“ განაცხადის

მასალებს აქვეყნებს საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში

(შემდგომში – ბიულეტენი), ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში.

5. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით

„საქპატენტში“ შემოვა დამატებითი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია შესასწავლად ეგზავნება

შესაბამის დარგობრივ სამინისტროს.

6. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით

არ შემოვა არანაირი ინფორმაცია, „საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება რეგისტრაციის

შესახებ, შეაქვს ცნობები ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის

სახელმწიფო რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.

7. ბიულეტენში ქვეყნდება შემდეგი მონაცემები:

ა) ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;

ბ) საქონლის დასახელება, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან

გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია და მისი განსაკუთრებული თვისებების აღწერა;

4

გ) გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერა, მისი ზუსტი საზღვრების მითითებით;

დ) განმცხადებლის სრული სახელი (სახელწოდება) და მისამართი.

8. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია უვადოა.

მუხლი 9. საფასური ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადზე ექსპერტიზის,

რეესტრში ცვლილებების შეტანის, გამოქვეყნების, რეესტრიდან ამონაწერის გაცემის, აგრეთვე

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან

დაკავშირებული სხვა მოქმედებისათვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური.

მუხლი 10. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სხვა სახელმწიფოში რეგისტრაცია და დაცვა

1. საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, ადგილწარმოშობის

დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა სხვა სახელმწიფოში სარეგისტრაციოდ წარადგინონ

მხოლოდ მისი საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ.

2. თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის „საქპატენტში“

რეგისტრაციისას განმცხადებელი არის საჯარო ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის

იურიდიული პირი, „საქპატენტი“ უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოში

რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სხვა

სახელმწიფოში რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5098 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

მუხლი 11. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები

1. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან

გამომდინარე, აკრძალულია:

ა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის

ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ საქონელთან კავშირში,

რომელზედაც არ ვრცელდება რეგისტრაცია, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საქონელი

რეგისტრირებული საქონლის მსგავსია; ან ამ რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი

სარგებლობა, რომელიც იყენებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან

გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას;

ბ) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ისეთი

გამოყენება, რომელიც სიტყვა-სიტყვით, ზუსტად მიუთითებს საქონლის წარმოების, მისი

ნედლეულის დამზადების ან დამუშავების ადგილზე, მაგრამ ქმნის მცდარ წარმოდგენას

საქონლის წარმოშობის შესახებ;

გ) ისეთი სახელის ან სიმბოლოს გამოყენება, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მიბაძვას, თუნდაც თარგმანში, ან

ისეთ სიტყვებთან ერთად როგორიცაა „ტიპის“, „სტილის“, „მსგავსი“, „ნაირი“, „მეთოდით“ და ა.შ.;

დ) საქონლის შეფუთვაზე, საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ან რეკლამაში ისეთი

სიმბოლოს გამოყენება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი საქონლის წარმოშობის

ადგილის, განსაკუთრებული ხარისხის ან თვისებების შესახებ;

ე) საქონლის იმგვარად შეფუთვა ან წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს

მომხმარებელი მისი წარმოშობის შესახებ.

2. თუ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა შეიცავს

საქონლის გვარეობით სახელს, გვარეობითი სახელის გამოყენებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის

აკრძალვები.

3. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა არ შეიძლება

გადაიქცეს გვარეობით სახელად.

5

მუხლი 12. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება

1. ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მოიპოვებს ან გადაამუშავებს

ნედლეულს, ან აქვს მოქმედი საწარმო რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან

გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამის გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში და წარმოებული

საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია მთლიანად ან ძირითადად

განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილით ან დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან,

შეუძლია „საქპატენტში“ წარადგინოს განაცხადი რეგისტრირებული ადგილწარმოშობის

დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენებაზე უფლების მოსაპოვებლად.

2. მონაცემები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული

აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის შესახებ „საქპატენტს“ შეაქვს რეესტრში.

3. გამოყენების უფლება შეიძლება გადაისინჯოს შემოწმების საფუძველზე. შემოწმების წესი

და პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. აკრძალულია რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული

აღნიშვნის გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული აღნიშნული სახელის

გამოყენების უფლების მქონე პირად.

მუხლი 13. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება

1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია შეიძლება

გაუქმდეს, თუ:

ა) რეგისტრაცია მოხდა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) მოცემული გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების ან

ადამიანის ფაქტორის შეცვლის ან გაქრობის გამო, შეუძლებელია ისეთი საქონლის წარმოება,

რომელსაც ექნება რეესტრში აღნიშნული განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები.

2. სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა შეწყდება

შესაბამისი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

მუხლი 14. ურთიერთობა ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის

1. თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე

„საქპატენტში“ განაცხადის შეტანის შემდეგ „საქპატენტში“ შევა განაცხადი სასაქონლო ნიშანზე,

რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია ან

მსგავსია, და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის

შედეგად იარსებებს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა,

სასაქონლო ნიშნის განაცხადზე საქმის წარმოება შეჩერდება ადგილწარმოშობის დასახელების ან

გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2. თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე

„საქპატენტში“ განაცხადის შეტანისას „საქპატენტში“ უკვე შესულია განაცხადი სასაქონლო

ნიშანზე, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია

ან მსგავსია, მაგრამ არ არის გამოტანილი გადაწყვეტილება ამ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის

შესახებ, და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის

შედეგად იარსებებს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა,

სასაქონლო ნიშნის განაცხადზე საქმის წარმოება შეჩერდება ადგილწარმოშობის დასახელების ან

გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

3. თუ „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან

გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი და მე-2

პუნქტების მიხედვით შეჩერებულ სასაქონლო ნიშნის განაცხადზე საქმის წარმოება

გაგრძელდება, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ განაცხადის შეტანის თარიღის

შენარჩუნებით.

4. თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენებით ან მისი რეგისტრაციით დაირღვა ამ კანონის მე-11

მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა, სასამართლოში სარჩელის შეტანა დასაშვებია

6

ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევის ან

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან 5 წლის ვადაში, თუ ამ დღისათვის სასაქონლო ნიშანი

უკვე გამოქვეყნებული იყო და ეს თარიღი უფლებების დარღვევის აღიარებულად ცნობაზე

ადრინდელია.

5. თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა ირღვევა ისეთი

სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, რომელიც რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის

დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციამდე, დაინტერესებულ პირს

ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევის

აღიარების დღიდან 5 წლის ვადაში შეუძლია სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ასეთი

სასაქონლო ნიშნის გამოყენების შეწყვეტის თაობაზე. მხარეებს შორის შეუთანხმებლობის

შემთხვევაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს

დროებით, მაგრამ არა უმეტეს რეგისტრაციის მოქმედების ვადისა.

6. თუ სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულ იქნა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების

მოთხოვნათა დარღვევით, ასეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება სასამართლოს

გადაწყვეტილების საფუძველზე.

7. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და მისი კეთილსინდისიერი გამოყენება არ წყდება, თუ

რეგისტრაცია მოხდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის

ქვეყანაში დაცვამდე ან ამ კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, სასაქონლო ნიშნისა და

ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის თანაარსებობამ არ უნდა შეუქმნას

მცდარი წარმოდგენა მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ.

8. ამ კანონის მე-11 მუხლი არ გამოიყენება ისეთი სასაქონლო ნიშნის მიმართ, რომელიც სულ

მცირე 10 წლის განმავლობაში უწყვეტად გამოიყენებოდა 1994 წლის 15 აპრილამდე (მსოფლიო

სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებაზე ხელმოწერის დღემდე).

9. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის კარგი რეპუტაციის, მისი ცნობილობისა და

გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით დასაშვებია არ მოხდეს ადგილწარმოშობის

დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია, თუ ასეთი რეგისტრაცია

მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს საქონლის ჭეშმარიტი წარმომავლობის შესახებ.

მუხლი 15. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა

ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან

გამომდინარე უფლების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან

სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. სარჩელით წაყენებული მოთხოვნები ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით სარგებლობის უფლების

მქონე პირს შეუძლია სასამართლოში შეიტანოს სარჩელი უფლებების დამრღვევის წინააღმდეგ

და მოითხოვოს:

ა) უფლებების დამრღვევი მოქმედების შეწყვეტა;

ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

გ) უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლისა და უშუალოდ ამ საქონლის

წარმოებისათვის გამოყენებული მოწყობილობის ჩამორთმევა და განადგურება;

დ) რეგისტრირებული სახელის შემცველი ყველა ეტიკეტის, ნახატის, ანაბეჭდის, შეფუთვის,

შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება.

მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში „საქპატენტის“ მიერ შემუშავდეს და დადგენილი

წესით დამტკიცდეს ინსტრუქცია ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ

აღნიშვნაზე „საქპატენტში“ განაცხადის წარდგენასთან, განხილვასთან და რეგისტრაციასთან

დაკავშირებული პროცედურების შესახებ.

2. „საქპატენტმა“ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 1999 წლის 1

ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს

7

დებულება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის

შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრების დადგენის, საქონლის მახასიათებლების

გეოგრაფიულ ადგილთან კავშირის შესწავლის, დადგენისა და კონტროლის შესახებ.

3. „საქპატენტმა“ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 1999 წლის 1

ოქტომბრამდე მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს

ქვეყანაში წარმოებული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული

აღნიშვნის ჩამონათვალი მათი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებში გათვალისწინების

მიზნით.

4. 2011 წლის 31 ოქტომბრამდე „საქპატენტმა“ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის

იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის −

„საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3

ივლისის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის −

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“

დებულების“ ამ კანონის მე-10 მუხლთან შესაბამისობა. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5098 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

მუხლი 18. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 1999წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2108–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5098 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

2. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.


Законодательство Заменяет (3 текст(ов)) Заменяет (3 текст(ов)) Заменено следующим актом (1 текст(ов)) Заменено следующим актом (1 текст(ов))
Данные недоступны.

№ в WIPO Lex GE087