关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 金融 无形资产 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决 按管辖区浏览

Law of Georgia No. 1917 of December 23, 2017, on Amendments to the Law on Copyright and Related Rights, 格鲁吉亚

返回
WIPO Lex中的最新版本
详情 详情 版本年份 2018 日期 生效: 2018年1月11日 议定: 2017年12月23日 文本类型 主要知识产权法 主题 版权与相关权利(邻接权), 知识产权及相关法律的执行

可用资料

主要文本 相关文本
主要文本 主要文本 格鲁吉亚语 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე        
 
下载PDF open_in_new
 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თანაავტორობით შექმნილ ტექსტიან მუსიკალურ ნაწარმოებზე საავტორო უფლება მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თანაავტორებად მითითებული ტექსტისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორები, რომელთა ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა მუსიკალური ნაწარმოები.“.

2. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფონოგრამის საჯარო გადაცემა.“.

3. 57-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს პირველი შესრულებიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში შესრულების (გარდა ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისა) ჩანაწერი გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში, ხოლო თუ ამ ვადაში ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულება გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 48-ე და 49-ე მუხლებით გათვალისწინებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედებს შესაბამისად ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს, შემსრულებელს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომლითაც თავისი შესრულების ჩანაწერზე უფლებები ფონოგრამის დამამზადებელს გადასცა.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლება მოქმედებს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ პროგრამის სადენით ან უსადენო

http://www.matsne.gov.ge 05000000005001018764

კავშირგაბმულობის მეშვეობით (საკაბელო ან სატელიტური კავშირის ჩათვლით) პირველად გადაცემიდან 50 წლის განმავლობაში.“.

4. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 59. საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დაცვა

1. საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს:

ა) უფლების აღიარება;

ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;

გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით;

დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ;

ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ;

ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები;

ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ გამოითხოვა უფლების მფლობელმა, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მოწყობილობის კომპონენტი ნადგურდება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტრაფაქციული ასლები კომერციული გამოყენების მიზნით იქნა შეძენილი.

5. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები კონტრაფაქციულია, შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

http://www.matsne.gov.ge 05000000005001018764

6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა უფლების მფლობელი ნაწარმოების, მომიჯნავე უფლებების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენებით.

7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.“.

5. მე-60 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. 61-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1917-რს

http://www.matsne.gov.ge 05000000005001018764


立法 修正 (1 文本) 修正 (1 文本)
无可用数据。

WIPO Lex编号 GE083