关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决书 按司法管辖区搜索

格鲁吉亚

GE084

返回

საქართველოს კანონი 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664 საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს კანონი 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664 საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,

№46, 22.12.2009, მუხ. 346) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

1. დასახლებაში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, „ადგილობრივი თვითმმართველობის

შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის

ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ასრულებს

შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

ა) ადასტურებს ანდერძს;

ბ) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;

დ) გადასცემს პირის განცხადებასა და ცნობას სხვა პირს;

ე) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

ვ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;

ზ) შესანახად იღებს დოკუმენტებს;

თ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

ი) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით

განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს –

თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო

მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო

რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი

პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის

დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის

მოწმობის გაცემის მიზნით.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით

განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს –

თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი წესით დაეკისროს სხვა ისეთი სანოტარო მოქმედებების შესრულება, რომლებიც ამ

კანონის 38-ე მუხლით და ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“

საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 126) მე-7

მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემულ საბუთს, რომელიც ადასტურებს

ამ საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ ადგილს;“.

მუხლი 3. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,

პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის

შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) მე-3 მუხლის მე-3

პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2

„3. 14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი

წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სკოლამდელი სააღმზრდელო

დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის,

თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის

ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის

განცხადების საფუძველზე.“.

მუხლი 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ

უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 185 1

მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:

„მუხლი 185 1 . პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა

თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო, ადგილობრივი

თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის

(კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი

დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების

ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ასევე

გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამოქალაქო

რეესტრის სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით

შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 28 დეკემბერი.

№5664–რს