À propos de la propriété intellectuelle Formation en propriété intellectuelle Respect de la propriété intellectuelle Sensibilisation à la propriété intellectuelle La propriété intellectuelle pour… Propriété intellectuelle et… Propriété intellectuelle et… Information relative aux brevets et à la technologie Information en matière de marques Information en matière de dessins et modèles industriels Information en matière d’indications géographiques Information en matière de protection des obtentions végétales (UPOV) Lois, traités et jugements dans le domaine de la propriété intellectuelle Ressources relatives à la propriété intellectuelle Rapports sur la propriété intellectuelle Protection des brevets Protection des marques Protection des dessins et modèles industriels Protection des indications géographiques Protection des obtentions végétales (UPOV) Règlement extrajudiciaire des litiges Solutions opérationnelles à l’intention des offices de propriété intellectuelle Paiement de services de propriété intellectuelle Décisions et négociations Coopération en matière de développement Appui à l’innovation Partenariats public-privé Outils et services en matière d’intelligence artificielle L’Organisation Travailler avec nous Responsabilité Brevets Marques Dessins et modèles industriels Indications géographiques Droit d’auteur Secrets d’affaires Académie de l’OMPI Ateliers et séminaires Application des droits de propriété intellectuelle WIPO ALERT Sensibilisation Journée mondiale de la propriété intellectuelle Magazine de l’OMPI Études de cas et exemples de réussite Actualités dans le domaine de la propriété intellectuelle Prix de l’OMPI Entreprises Universités Peuples autochtones Instances judiciaires Ressources génétiques, savoirs traditionnels et expressions culturelles traditionnelles Économie Financement Actifs incorporels Égalité des genres Santé mondiale Changement climatique Politique en matière de concurrence Objectifs de développement durable Technologies de pointe Applications mobiles Sport Tourisme PATENTSCOPE Analyse de brevets Classification internationale des brevets Programme ARDI – Recherche pour l’innovation Programme ASPI – Information spécialisée en matière de brevets Base de données mondiale sur les marques Madrid Monitor Base de données Article 6ter Express Classification de Nice Classification de Vienne Base de données mondiale sur les dessins et modèles Bulletin des dessins et modèles internationaux Base de données Hague Express Classification de Locarno Base de données Lisbon Express Base de données mondiale sur les marques relative aux indications géographiques Base de données PLUTO sur les variétés végétales Base de données GENIE Traités administrés par l’OMPI WIPO Lex – lois, traités et jugements en matière de propriété intellectuelle Normes de l’OMPI Statistiques de propriété intellectuelle WIPO Pearl (Terminologie) Publications de l’OMPI Profils nationaux Centre de connaissances de l’OMPI Série de rapports de l’OMPI consacrés aux tendances technologiques Indice mondial de l’innovation Rapport sur la propriété intellectuelle dans le monde PCT – Le système international des brevets ePCT Budapest – Le système international de dépôt des micro-organismes Madrid – Le système international des marques eMadrid Article 6ter (armoiries, drapeaux, emblèmes nationaux) La Haye – Le système international des dessins et modèles industriels eHague Lisbonne – Le système d’enregistrement international des indications géographiques eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Médiation Arbitrage Procédure d’expertise Litiges relatifs aux noms de domaine Accès centralisé aux résultats de la recherche et de l’examen (WIPO CASE) Service d’accès numérique aux documents de priorité (DAS) WIPO Pay Compte courant auprès de l’OMPI Assemblées de l’OMPI Comités permanents Calendrier des réunions WIPO Webcast Documents officiels de l’OMPI Plan d’action de l’OMPI pour le développement Assistance technique Institutions de formation en matière de propriété intellectuelle Mesures d’appui concernant la COVID-19 Stratégies nationales de propriété intellectuelle Assistance en matière d’élaboration des politiques et de formulation de la législation Pôle de coopération Centres d’appui à la technologie et à l’innovation (CATI) Transfert de technologie Programme d’aide aux inventeurs WIPO GREEN Initiative PAT-INFORMED de l’OMPI Consortium pour des livres accessibles L’OMPI pour les créateurs WIPO Translate Speech-to-Text Assistant de classification États membres Observateurs Directeur général Activités par unité administrative Bureaux extérieurs Avis de vacance d’emploi Achats Résultats et budget Rapports financiers Audit et supervision
Arabic English Spanish French Russian Chinese
Lois Traités Jugements Recherche par ressort juridique

Loi de Géorgie n° 2380 du 20 décembre 2005 portant modification de la loi sur les marques, Géorgie

Retour
Version la plus récente dans WIPO Lex
Détails Détails Année de version 2006 Dates Entrée en vigueur: 4 janvier 2006 Adopté/e: 20 décembre 2005 Type de texte Principales lois de propriété intellectuelle Sujet Marques, Organe de réglementation de la PI

Documents disponibles

Texte(s) principal(aux) Textes connexe(s)
Texte(s) princip(al)(aux) Texte(s) princip(al)(aux) Géorgien საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2005 წლის 20 დეკემბერი, № 2380–რს        
 
Télécharger le PDF open_in_new


საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და

დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო

რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;“; ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების

მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო;“; გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება

მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე,

პარიზის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად. სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები 1. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) წარმოადგენს ერთ არასტილიზებულ (სტანდარტულ) ასოს ან ციფრს, ან ცალკე აღებულ მხოლოდ ერთ

ფერს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; დ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, შედგება

საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა მიჩნეულია ასეთად;

ე) საყოველთაოდ გამოიყენება როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება; ვ) წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ საყოველთაოდ

დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება; ზ) შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ

ნორმებს; თ) შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის,

გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ; ი) მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო გერბს,

დროშას, ემბლემას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; საერთაშორისო ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის ემბლემას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; ოფიციალურ საკონტროლო, საგარანტიო, სასინჯო დამღას, ნიშანს (მათ შორის, საქონლის შესაბამისობის სასერტიფიკაციო ნიშანს), ბეჭედს, ორდენსა და მედალს; საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას, გერბს, დროშას, ემბლემას, ფულის ნიშანს, ან წარმოადგენს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიმბოლოების იმიტაციას. ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ან მფლობელის თანხმობა მათი გამოყენების თაობაზე.

bis

2. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება ისეთი მოცულობითი ნიშანი, რომლის ფორმაც: ა) განპირობებულია მხოლოდ საქონლის თვისებებით; ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო

ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად, ეს ნიშანი განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი: ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო

ნიშნის იდენტურია; ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო

ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

დ) რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

ე) საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების იდენტურია, მსგავსია, შეიცავს მას ან ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის, ანდა ასეთი სასაქონლო ნიშნით სარგებლობით მოხდება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების რეპუტაციის გამოყენება. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული მისი გამოყენების უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანში;

ვ) საქართველოში დაცული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ითხოვს ამ სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი;

ზ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

თ) შეიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს – ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას წარმოადგენს – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე;

ი) შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლების დასახელებას ან გამოსახულებას – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე.“.

5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი

ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;“.

6. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე დგინდება განაცხადის შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. თუ რამდენიმე სასაქონლო ნიშანს დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, უპირატესობა ენიჭება

სასაქონლო ნიშანს, რომლის ფაქტობრივი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე დაიწყო.“. 7. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განმცხადებელს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება დადგენილი

საფასურის გადახდის შემდეგ. შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს; ბ) გაეცნოს ექსპერტიზის დროს გამოყენებულ მასალას და მოითხოვოს მისი ასლი; გ) განაცხადზე პრიორიტეტის დადგენამდე შეავსოს, შეცვალოს, შეასწოროს ან დააზუსტოს განაცხადის

მასალა. პრიორიტეტის დადგენის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისა. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი დაცვის ფარგლებს, ხოლო საქონლის ჩამონათვლის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან დაზუსტება;

დ) გამოითხოვოს განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე; ე) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ აღადგინოს საქმისწარმოება განაცხადზე. განაცხადზე

საქმისწარმოების აღდგენა დასაშვებია, თუ მისი შეწყვეტა მოხდა განაცხადის მონაცემების გამოქვეყნებამდე, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.“.

8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 პუნქტი: „2 . სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის მიერ საქონლის მთლიანი

ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ გამოტანილ უარყოფით გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში „საქპატენტი“ განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.“.

9. მე-16 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ

პირს უფლება აქვს სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთ-ხოვნები. ამასთანავე, დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში იმავე საფუძვლით.

5. სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.“. 10. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება

შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „საქპატენტი“ ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.“.

11. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო

მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილ იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი დაცვის ფარგლებს, ხოლო

1

1

საქონლის ჩამონათვლის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან დაზუსტება. ცვლილება ძალაშია მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.“.

12. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა 1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება

„საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. 2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10

წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს „საქპატენტი“ ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ „საქპატენტში“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების „საქპატენტში“ წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.

3. ჩანაწერი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეტანილ იქნება რეესტრსა და მოწმობაში და ქვეყნდება ბიულეტენში.

4. თუ განცხადება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ იქნა წარდგენილი „საქპატენტში“ ან საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში გადაიხადოს აღნიშნული საფასური. ამ ვადის გაშვების შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება რეგისტრაციის მოქმედების გასვლის დღიდან, მისი აღდგენის უფლების გარეშე და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

5. ისეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით განცხადების „საქპატენტში“ წარდგენისას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მფლობელს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.

6. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მისი მფლობელის მოთხოვნით გაუქმდა, რეგისტრაციის აღდგენა დაუშვებელია.“.

13. 21-ე და 23-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 14. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. სასაქონლო ნიშნის გამოყენება 1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი

ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.

2. ისეთი სასაქონლო ნიშნების გამოყენება, რომლებშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.“.

15. 25-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე

მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის

შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 პუნქტი: „6 . უფლებების გადაცემა სასაქონლო ნიშანზე, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული

აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებების მიმღებ პირს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.“.

16. 26-ე მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან

ქველიცენზიის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან. 6. სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს

გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული თავისი განსაკუთრებული უფლებები ლიცენზიატის მიმართ, თუ დარღვევა ეხება ხელშეკრულების ვადას, სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფორმას, იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც გაიცა ლიცენზია, ტერიტორიას, სადაც სასაქონლო ნიშანი შეიძლება იქნეს გამოყენებული, საქონლის ხარისხს.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. სალიცენზიო ხელშეკრულების დადება ისეთი სასაქონლო ნიშნის თაობაზე, რომელშიც

საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.“.

17. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს „საქპატენტი“: ა) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით; ბ) სასაქონლო ნიშნის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა

მემკვიდრე, ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე. 2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის

მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება;

ბ) სასაქონლო ნიშანი იქცა გვარეობით ცნებად იმ საქონლისთვის, რომლის მიმართაც ის არის რეგისტრირებული;

გ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის სახეობის, თვისების, ხარისხის, ღირებულების ან გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.

4. თუ სასაქონლო ნიშნის გაუქმების საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

5. საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.“.

18. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1

1

„მუხლი 28. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა 1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო

ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე;

დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა;

ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე.

2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

3. საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.“.

19. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები 1. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია გაუქმდა ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით

მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.

2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება სასაქონლო ნიშანზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.

3. ზიანის ანაზღაურების საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.“. 20. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. უფლებები კოლექტიურ ნიშანზე 1. კოლექტიური ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლით

შეიძლება იქნეს დაცული სასაქონლო ნიშნად და რომელიც განასხვავებს კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების წევრთა საქონელს სხვა პირთა საქონლისაგან გეოგრაფიული წარმოშობის, ერთნაირი ხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა თვისებების მიხედვით.

2. კოლექტიური ნიშნის განმცხადებელი და მფლობელი შეიძლება იყოს მხოლოდ გაერთიანება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

3. აკრძალულია კოლექტიური ნიშნის გადაცემა ან ამ ნიშანზე ლიცენზიის გაცემა. 4. კოლექტიურ ნიშანზე მთლიანად ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული წესები, თუ ამ თავით

სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“. 21. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვებიდან

გამონაკლისის სახით კოლექტიურ ნიშნად დასაშვებია ისეთი სიმბოლოს რეგისტრაცია, რომელიც წარმოადგენს საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნას (ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის სახელი ან სხვაგვარი აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე).“.

22. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ექსპერტიზა კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზის დროს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2

პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად დგინდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ

კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, აგრეთვე 32-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, ექსპერტიზა არ გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციაზე, თუ განმცხადებელი შეასწორებს კოლექტიური ნიშნის დებულებას ისე, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იარსებებს.“.

23. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სასაქონლო ნიშნების დაცვა მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით“.

24. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე 1. ეს კანონი ვრცელდება იმ სასაქონლო ნიშნებზე, რომელთა დაცვა მოითხოვება მადრიდის შეთანხმების

ოქმის მიხედვით, თუ ამ ოქმით ან კანონის ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3

მუხლის თანახმად შეტანილ უნდა იქნეს „საქპატენტში“. 3. განაცხადს უნდა დაერთოს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული ჩამონათვლის

თარგმანი ინგლისურ ენაზე.“. 25. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა

1. სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით (შემდეგში – საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი), ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა.

2. ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოყენებულ იქნეს ტერმინი „დაცვა“.“.

26. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის საქართველოში დაცვის მინიჭების თაობაზე დადებითი

გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ბიულეტენში გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დამატებით ქვეყნდება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.“.

27. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 28. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. ეროვნული განაცხადის წარდგენა გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე

1. გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9 მუხლის შესაბამისად ეროვნულ განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ეროვნული განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის დღისათვის „საქპატენტის“ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება შესაბამისი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის დაცვის მინიჭების თაობაზე, ეროვნულ განაცხადს არსობრივი ექსპერტიზა არ უტარდება.

3. თუ საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმების დღისათვის საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს საქართველოში მინიჭებული ჰქონდა დაცვა, „საქპატენტი“ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ეროვნულ განაცხადზე ატარებს მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რის შემდეგაც ახდენს რეესტრში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

quinquies

თბილისი, 2005 წლის 20 დეკემბერი. №2380–რს


Législation Modifie (1 texte(s)) Modifie (1 texte(s))
Aucune donnée disponible

N° WIPO Lex GE048